”ივანიშვილის რეჟიმი უკვე ღიად გადავიდა ანტიამერიკულ, პუტინისტურ რიტორიკაზე, ერთადერთი გზა ამ ჭაობიდან თავის დასაღწევად ამ ოლიგარქიული რეჟიმის არჩევნების გზით მოშორებაა. ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნება წლებია ამ გზაზე დგას – თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებისა და პუტინისტებთან შეკვრის. პუტინიზმის წახალისებითაა დაკავებული პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის შიგნით, მაგრამ ლოგიკურად ეს გზა რაღაც ეტაპის შემდეგ მიდის ყველაზე ცუდ და ყველაზე უფრო ღია გამოვლინებამდე. ახლა სწორედ ამას ვხედავთ. მარტივი პასუხია ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპული დასავლური მომავალი, რომ ეს ხალხი ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჩვენი თავისუფლება უსაფრთხოება და ევროპული მომავალი არის შეუთავსებელი. ეს რეჟიმი თუ არ მოვიცილეთ მშვიდობიანად, ჩვენ არ გვექნება შანსი ამ ისტორიულ ეტაპზე, რომ გავაღწიოთ თავისუფლების სამშვიდობოს.”
Category: სლაიდერი
-

ივანიშვილის რეჟიმი ღიად გადავიდა ანტიამერიკულ, პუტინისტურ რიტორიკაზე – ბოკერია
-
მაშინებს, რომ ვინც EU-ს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ეჭვის დათესვას ცდილობენ – ჰარცელი
”რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. ჩემი აზრით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და, რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ. ჩვენ იმ დღეებში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ესაა ქვეყანა, რომელსაც რეალურად შესწევს უნარი, გააკეთოს საქმე.”
-
ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს პარლამენტში – ბოლქვაძე
”ისევ იმ აზრზე ვარ [პარლამენტში ფორტეპიანოს დადგმის ინიციატივაზე]. რაც უფრო მეტი ვიარე პარლამენტებში, მივხვდი, რომ კარგად დამისვამს ეს საკითხი და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს აქაც და ძალიან ღია და დემოკრატიული პარლამენტის ფარგლებში კიდევ ძალიან კარგი, სასიამოვნო, დემოკრატიული საღამოები ან დღისით კონცერტები ჩაგვეტარებინოს პარლამენტში.
ნამდვილად ვისურვებდი ამას, ეს ძალიან კარგი იდეა არის. ვინც გამაკრიტიკა, მას კიდევ ერთხელ ვეტყვი, სადაც მუსიკა და ხელოვნება არის, იქ პოლიტიკაც ბევრად უფრო კრეატიულია. ”
განაცხადა პიანისტმა და ქართული ოცნების დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ მეტრონომთან ინტერვიუში.
-

შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა – ყაველაშვილი დეგნანს
“შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა “- ასე ეხმაურება, “ოცნებიდან” წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ განცხადება ბოლომდე ვერ წაიკითხა რადგან ”სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით”.
“ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემს მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია, კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუსვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა.
ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოაყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები, საქართველოში,თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა “ფე ეს ბე-ს მზაკვრული ნარატივის” გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს (მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი ქართული ოცნების მიმართ.
დასასრულს, რაც შეეხება 22-ორგანიზაციას. გასაოცარია, რომ ქ-ნი ელჩი იმდენად გაურკვეველია ქართული საზოგადოების განწყობებში, რომ დღემდე არ იცის, ნდობის როგორი დაბალი ხარისხით სარგებლობს ეს ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს მოქალაქეები, ვისურვებდით, რომ საქართველოში მოვლენილმა ელჩებმა, უკეთესად გამოიკვლიონ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რათა შემდგომში არ წარმოიქმნეს ასეთი ტიპის გაუგებრობები. ეს, ჩემი წარმოდგენით მათი მუშაობის ნაწილი უნდა იყოს”. – წერს ყაველაშვილი Facebook-ზე.
-
პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ – ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა რუსეთის პატრიარქის კირილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება “მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ”.
“პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ”. – თქვა ზახაროვამ.
ცნობისთვის, კანადამ რუს პროპაგანდისტებს და რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა
-
იქნება უზარმაზარი ბრძოლები! – უკრაინელები ხერსონისა და ზაპოროჟიეს დეოკუპაციას გეგმავენ
უკრაინელები ხერსონისა და ზაპოროჟიეს დეოკუპაციას გეგმავენ – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს და მოუწოდებს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია. ვერეშჩუკი აცხადებს, რომ ბრძოლები სასტიკი იქნება.
- “რაც არ უნდა რთული იყოს ვითარება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ გადაასახლონ, ჩვენ მაინც ვიპოვით შესაძლებლობას, რომ ხალხს დაბრუნებაში დავეხმაროთ”, – თქვა მან.
ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ბრძოლები სასტიკი იქნება, რადგან უკრაინული ძალები ამ ტერიტორიების დეოკუპაციას აპირებს.
- “ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის”, – დასძინა ირინა ვერეშჩუკმა.
-
ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 37 200;
- ტანკი – 1 638;
- ჯავშანტექნიკა – 3 815;
- საარტილერიო სისტემა – 832;
- სარაკეტო სისტემა – 247;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 108;
- თვითმფრინავები – 217;
- ვერტმფრენი – 187;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 674;
- საკრუიზო რაკეტები – 155;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 687;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 66.
-
ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით $400 მლნ ღირებულების სამხედრო პაკეტს ხელი მოაწერა
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ახალ, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. აღნიშნული პაკეტი მიზნად ისახავს რუსული საარტილერიო შეტევების წინაშე მყოფი უკრაინის გაძლიერებას. ასევე მოიცავს დამატებით 4 HIMARS-ს – მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას და შესაბამის აღჭურვილობას. შეიარაღების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინას ასევე გადაეცემა მასალა ჰაუბიცების საარტილერიო სისტემებისთვის -155 მმ-იანი ჭურვები 1 000 შეკვრას.
-
“შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას” – კობახიძე ყაველაშვილისადმი აშშ-ის ელჩის პასუხზე
„აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის, იმიტომ რომ მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქართული ოცნების გუნდის წევრია წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი და ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსიც, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ.
იმიტომ რომ, როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა. დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, აი ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა, ბუნებრივია, გაკრიტიკება, მაგრამ არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი.“
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიხეილ ყაველაშვილს მის წერილზე პასუხისას შეურაცხყოფა მიაყენა.
-

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი: სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ქვეყნებს ვაფრთხილებთ
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უწყება წინასწარ არ აანონსებს სანქციების დაწესებას ინდივიდუალურ პირებსა თუ კომპანიებზე. ამის შესახებ დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა.
წერილობით პასუხში დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ “როგორც ზოგადი წესი, ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებთან დაკავშირებულ პოტენციურ მოქმედებებს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის გაფრთხილებას, არ დაეხმარონ რუსეთს ჩვენი სანქციების თავიდან აცილებაში”.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში გაგნაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში პუტინთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესება განიხილება. მაკფოლის თქმით, “ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.
ფინანსური დანაშაულის გამოვლენის ქსელმა, რომელიც შეერთებული შტატების ხაზინის ნაწილია, მარტში გამოქვეყნებულ განცხადებაში ფინანსურ ინსტიტუტებს სიფრხილისკენ მოუწყოდა, რომ სიფხიზლის მოდუნებით ხელი მონაწილეები არ გახდენ რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობის.
ამერიკის ხაზინა ამბობს, რომ ზოგიერთი მოქმედება, რომელიც განგაშს გამოიწვევს იქნება:
- კორპორატიული მექანიზმების გამოყენება სანქცირებული ერთეულების ვინაობის, დაფინანსების წყაროს თუ საკუთრებით შეგნებულად დაფარვა;
- ფიქტიური კომპანიების გამოყენება საეჭვო გადარიცხვების საწარმოებლად;
- მესამე მხარის გამოყენება სანქცირებული ინდივიდუალური თუ იურიდიული პირების ვინაობის დასაფარად, რომლებიც თანხის წამომავლობის ან კუთვნილების დამალვას ცდილობენ;
- უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დამალვა;
- ახლად შექმნილი კომპანიები, რომლებიც გადარიცხვებს იღებენ იმ ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ SWIFT-ის პროგრამიდან გაირიცხა;
ეს არის ნაწილი იმ 10 მთავარი ფაქტორიდან, რომელსაც ამერიკის ხაზინა საეჭვო მოქმედებებად მიიჩნევს რუსეთისთვის სანქციების არიდებაში დახმარების თვალსაზრისით.
წყარო: ამერიკის ხმა