Category: სლაიდერი

  • უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება

    უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება – ამის შესახებ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროებისთვის ბრძანება გასცა, სამხრეთის რეგიონები დაეკავებინათ. რეზნიკოვმა დასძინა რომ შეტევა დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის მეშვეობით გაძლიერდება.

    • “უკრაინა საბრძოლო ძალებს აგროვებს, რათა სამხრეთ ნაწილში მდებარე თავიანთი ტერიტორია რუსეთისგან დაიბრუნონ”. – თქვა ოლექსეი რეზნიკოვმა.
  • IMF-ის შეფასებით, 6 წელში მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდება, $9 000-ს გადასცდება – ღარიბაშვილი

    “IMF-ის შეფასებით, 6 წელში მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდება, $9 000-ს გადასცდება” – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

    “მსოფლიო საერთაშორისო სავალუტო ფონმა (IMF) რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები. აქაც 190 ქვეყანას შორის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამერიკულ დოლარში გამოხატული, ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზე დასახელდა. ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზეა დასახელებული საქართველოს პოზიცია. აქვე, მინდა ვთქვა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და დაახლოებით, მათი შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის. ” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

    გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

    გლდანის ციხეში დღეს პატიმარი გარდაიცვალა.აღნიშნულ ინფორმაციას, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნკე ჭეიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    „სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

    დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

  • მთავრობის კეთილსინდისიერებით, ნატოს 14 და EU-ს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ – ღარიბაშვილი

    მთავრობის კეთილსინდისიერებით, ნატოს 14 და EU-ს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ  – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    “საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა.

    ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის  კეთილსინდისიერების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.

    შედარებისთვის, წელს უკვე, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ.” – აცხადებს ღარიბაშვილი

  • ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი – პაპუაშვილი

    “საქმე არის მარტივად. ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ის ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. ამაზე მარტივად, მე მგონი, ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა.”

    აცხადებს  პარლამენტის  შალვა პაპუაშვილი სასამართლო სისტემის რეფორმების საკითხთან დაკავშირებით,  საკანონმდებლო ორგანოში, სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

  • ივანიშვილი არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაცია მას ეხება – გრეგოროვა

    “ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში – დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი – კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ეს არის საკვანძო ნაწილი”

    აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 11 ივლისამდე პერიოდს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 37 400;
    • ტანკი – 1 645;
    • ჯავშანტექნიკა – 3 828;
    • საარტილერიო სისტემა – 838;
    • სარაკეტო სისტემა – 247;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109;
    • თვითმფრინავები – 217;
    • ვერტმფრენი -188;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 676;
    • საკრუიზო რაკეტები – 155;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 696;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 66.
  • დღეს სოფელ სამებაში 4 მიწისძვრა მოხდა

    დღეს სოფელ სამებაში 4 მიწისძვრა მოხდა

    დედამიწის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით დღეს სოფელ სამებაში 4 მიწისძვრა მოხდა.

    პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 07:36 საათზე აღირიცხა.

    მას მოჰყვა 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 09:10 საათზე, 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 09:18 საათზე და ისევ 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 09:48 საათზე.

  • პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ ვალენსა თვლის, რომ რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს

    ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა ამბობს, რომ რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს. მას გამოცემა Le Figaro ციტირებს.

    “იქ 60 სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ისევე გადაყლაპეს, როგორც დღეს ყლაპავენ უკრაინელებს. ჩვენ ამ ხალხებს უნდა დავეხმაროთ რომ აჯანყდნენ. ან რუსული პოლიტიკური სისტემა უნდა შეიცვალოს, ან რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს“–თქვა ვალენსამ.

    მისი განცხადებით, აუცილებელია მოხდეს “რუსეთში პოლიტიკური წყობის ცვლილების ფორსირება და ხალხთა აჯანყების ორგანიზება.“

    “თუნდაც უკრაინამ ეს ომი მოიგოს, ხუთი წლის შემდეგ იგივე განმეორდება, ათი წლის შემდეგ კი ვნახავთ, რომ ახალი პუტინი გამოჩნდება. თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ცვლილება შეუძლებელია, მსოფლიოს უსაფრთხოებას მხოლოდ ამჟამინდელი რუსეთის დანაწევრება უზრუნველყოფს“– ამბობს ალენსა.

    პოლონეთის ექსპრეზიდენტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დასავლეთი დაინტერესებულია გავლენის სფეროების გაფართოებით:

    “ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთი საკუთარ ძალაუფლებას ნატოს მეშვეობით აფართოებს, ევროკავშირი საკუთარი გაფართოებით, თუმცა დემოკრატიული მეთოდებით. რუსეთი კი ამას ძალადობით აკეთებს.“– დასძენს 78 წლის პოლონელი ექსპრეზიდენტი.

  • ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა

    უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს უბრძანა უკრაინის სამხრეთის ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია დაიწყონ. ამისათვის უკრაინა მილიონიან სამხედრო შენაერთებს ამზადებს, რომლებიც დასავლური იარაღით იქნებიან აღჭურვილი.

    ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ალესეი რეზნიკოვმა The Sunday Times–თან ინტერვიუში განაცხადა.

    მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას დაავალა შეიმუშაონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გეგმა, რადგან ეს რეგიონები ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    “ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აუცილებელია. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მთავრსარდალს გეგმის შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენშტაბი საშინაო დავალებას ასრულებს და ამბობს–ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება ესა და ეს“– თქვა მან.

    რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თავად საქმის საკუთარ ნაწილს ასრულებს და მუდმივი მიმწერა აქვს კოლეგა–პარტნიორებთან.