Category: სლაიდერი

  • განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან მეგობრობით – ღარიბაშვილი

    ”პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი.

    როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.”

    წერს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე.

  • აშშ: ირანი რუსეთს ასობით სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატს მიაწვდის

    ირანი გეგმავს ასობით სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს რუსეთს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად – განაცხადა ბრიფინგზე აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

    მისი თქმით, ამას ადასტურებს მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთს  დიდი დანაკარგების შემდეგ ჯარის იარაღით მომარაგებაში პრობლემები აქვს.

    “ირანის მთავრობა ემზადება დაჩქარებულ ვადებში მისცეს რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო აპარატი, მათ შორის ისეთები, რომლებსაც იარაღის გადატანა შეუძლიათ. ჩვენი ინფორმაცია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ირანი ემზადება რუსი სამხედროები ამ აპარატების გამოყენებისთვის გაწვრთნას“–უთხრა ჟურნალისტებს სალივანმა.

  • უკრაინას უნდა მიეცეს უფლება რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას–აშშ–ს კონგრესის მრჩეველი

    უკრაინას უნდა მიეცეს უფლება დარტმა განახორციელოს რუსეთის, ბელორუსის და ოკუპირებული ყირიმის სამხედრო ობიეტებზე.

    ამის შესახებ ევროპის მიმართულებით აშშ–ს უშიშროებისა და თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის მრჩეველმა, პოლ მასარომ განაცხადა.

    ის თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული იარაღით მისი ამოცანები უნდა შეასრულონ.

    კონგრესის უფროსი მრჩეველი ტვიტერში წერს, რომ ამისათვის აშშ–მ უკრაინელ სამხედროებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS  კიდევ უფრო დიდი რაოდენობით უნდა გადასცეს. ასევე მნიშვნელოვანია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ისეთი რაკეტების გადაცემა, რომელთა დარტყმის სიშორე 300 კილომეტრია.

    უკრაინისათვის ახალ სამხედრო პაკეტის ფარგლებში განიხილება 4 ერთეულ HIMARS-თან MGM-140 (ATACMS)ოპერატიულ ტაქტიკური რაკეტების გადაცემაც, რომლის საცეცხლე მოქმედების რადიუსი 140-300 კილოემტრია ასევე განიხილება GMLRS ER მესამე მოდიფიკაციის რაკეტების გადაცემაც რომლის საცეცხლე მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია, გამომდინარე აქედან უკრაინას ამის შესაძლებლობა ექნება თუმცა ბელორუსიის ტერიტორიის დაბომბვა გამოწვევს თუ არა მათ ჩართვას ომში კითხვის ნიშნის ქვეშაა…

     

    წინაპირობა იმისა რომ უკრანულმა არმიამ დასავლური შეარაღებით არ უნდა დაბომბოს რუსეთის ტერიტორია დღის წესრიგიდან თანდათანობით იხსნება, მანამდე გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს პრევენცია რუსული სარაკეტო ტერორის წინააღმდეგ და რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული ავიაბაზები უნდა დაბომბოს რათა რუსეთმა ვერ შეძლოს სტრატეგიულო ავიაციის გამოყენება რომლითაც ხდება ფრთოსანი რაკეტებით უკრაინის ქალაქების დაბომბვა…

  • არსად, არავის ჩაუწერია, პაპუაშვილთან ისეირნეთ ყავის დასალევადო – გრიგოლ გეგელია

    „ქართველი ხალხის პოლიტიკური და ეკონომიკური ბედი დღეს ჩამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად და სრულად გავატარებთ 15 დეკემბრამდე ყველა რეფორმას. არსად, არავის არ ჩაუწერია, პაპუაშვილთან ისეირნეთ ყავის დასალევადო, არსად არავის ჩაუწერია, ელისაშვილს და ინჯიას დაუჯექით კომისიაშიო. ამ დალოცვილმა ხალხმა ჩაგვიწერა, გაატარეთ რეფორმაო. [..] ევროპას უნდა სისტემა, რომელშიც ხალხი ირჩევს მთავრობას, ცვლის მთავრობას და აკონტროლებს მთავრობას. შესაბამისად მართლმსაჯულების სისტემის, რეფორმა, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეს არის ის იდეალები, რომლის გარეშეც ვერაფრით ვერ გადადგამ ნაბიჯს თუნდაც კანდიდატობისკენ, ეს აჩვენა, რა თქმა უნდა, მოლდოვამ და უკრაინამ და ეს ვერ ვაჩვენეთ ჩვენ. ჩვენ ვაჩვენეთ ყაველაშვილი, ჩვენ ვაჩვენეთ ბუნდოვანება, ჩვენ ვაჩვენეთ ირაკლი ზარქუა, ჩვენ ვაჩვენეთ ორაზროვნება უკრაინის საკითხთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით პირველი სახელმწიფო, რომელიც გამოვიდოდა და პრინციპულ პოზიციას დააფიქსირებდა”.

    ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

  • აშშ-ს უწყებები წერენ, რომ საქართველო გამოიყენება სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად – ხოშტარია

    აშშ-ს უწყებები წერენ, რომ საქართველო გამოიყენება სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად – ხოშტარია

    “აშშ-ს უწყებები წერენ, რომ საქართველო გამოიყენება სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად” – ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  აშშ-ის ფინანსური დანაშაულის ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო არის საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად.

    “ამერიკის ფინანსური დანაშაულთა ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა, ეს არის უწყებები, რომლებიც ერთობლივად ახდენენ სანქციების მონიტორინგს და კონტროლს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ საუბრობს იმ შავ ხვრელებზე, რომლებიც უკვე არსებობს სანქციების თავიდან არიდების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სისხლის მანქანის მომარაგება და მინდა აღვნიშნო, აქ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორც სამიზნე ამ სანქციების.

    ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის სავაჭრო გზა, კერძოდ საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისთვის. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია, პირველად, უმაღლეს ოფიციალურ დონეზე ამერიკა საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა გამოიყენება სანქციების თავიდან არიდების მიზნით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას საგანგებოდ უნდა მოვთხოვოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ, გვაქვს საფრთხე, ქვეყანა, პორტი არ დასანქცირდეს და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები.

    ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და მე-16 პუნქტი საუბრობს, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ რუს სანქცირებულ პირთან, მიხაილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს ბორჯომს, საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს, ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი 49,9%-ს ფლობს ბორჯომში, რაც ასევე ძალიან საყურადღებოა და ასევე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა” – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.

  • პირბადის დაბრუნების საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება – ჯანდაცვის მინისტრი

    ”ამ მონაცემებით [პირბადის დაბრუნების] საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება. 100 და 500 შემთხვევა რომ ერთმანეთისგან ხუთჯერ განსხვავდება, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ.  ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია. მაშინ რომ აღგვერიცხა, იქნებ ათასობით შემთხვევა ყოფილიყო? დღეს, უბრალოდ, რადგან Covid-პანდემიაა და მივყვებით ამ სტატისტიკის აღრიცხვას, ეს არის უბრალოდ, თორემ სხვა ვირუსები თუნდაც მიმდინარე წელს, გაცილებით მეტი გვქონდა სტატისტიკურად და არანაირი პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს.”

    ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

  • ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცედურები გაამარტივა

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცედურები გაამარტივა. აღნიშნული გამარტივებული პროცედურა გულისხმობს, რომ რუსეთში ცხოვრება, ქვეყნის მოქალაქეობისთვის საჭირო აღარ არის, ასევე ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, არ საჭიროებს საარსებო შემოსავლის დადასტურებას, რუსული ენის ცოდნასა და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.

    • “დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად, გამარტივებული წესით”. – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა.
  • ქუჩები, რომლებსაც 12 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ქუჩები, რომლებსაც 12 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    12 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

    13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაილობრივ) მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ამაღლების, გიზო ნიშნიანიძის, როსტომ მუსხელიშვილის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, მაყაშვილის, ჭოველიძის, კერესელიძის და დავით თორაძის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ახმეტელის, ლუბლიანას, მიქელაძის, ბაქრაძის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი აბრამიშვილის, თამაზ მუჯირიშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, მიხეილ მრევლიშვილის, კაიშაურის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • საქართველოში 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის საბადოს არსებობა დადასტურდა

    საქართველოში 16 მლრდ მეტრ კუბი გაზის საბადოს არსებობა დადასტურდა , ამის შესახებ BMG-ის ეთერში, საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.

    ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (B) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია.

    დავით ტატიშვილის თქმით, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს. რომლის ათვისების პირობებშიც, ქვეყანას 8 წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება.

  • “ოცნებამ” უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება – კრამონი

    “ოცნებამ” უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება – ამის შესახებ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს.

    “საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა. ევროკავშირის ინსტრუქციები კანდიდატის სტატუსის შესახებ ნათელია, მაგრამ შესაძლებლობების ფანჯარა მოკლე. ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება”- აცხადებს კრამონი.