Category: სლაიდერი

  • უკრაინელებო, მხარი დაუჭირეთ მეპატრონეს, ბარი დადებითად შეაფასეთ – UNIAN-ი დედაენის ბარზე

    უკრაინული მედია Unian-ი დედაენის ბარზე რუსების მიერ შეტევას ეხმაურება და უკრაინელებს მოუწოდებს ბარს გვერდში დაუდგნენ.

    “რუსებმა ქართულ “დედაენის ბარზე” მასობრივი შეტევა დაიწყეს. დაწესებულების რეიტინგი ახლა Google-ში 2.5-მდე დაეცა (5 შესაძლოდან). რუსები, რომლებიც კომენტარებს წერდნენ, უკმაყოფილო იყვნენ იმ კითხვარებით, რომლის შევსებასაც ბარის თანამშრომლები სტუმრად მისულ რუს ტურისტებს სთხოვდნენ.

    ბარის საიტზე ნამდვილად არის შესვლის ფორმა. სხვა საკითხებთან ერთად, ყველა ვიზიტორი რუსეთიდან უნდა დაეთანხმოს, რომ „ყირიმი უკრაინაა“, „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები საქართველოა“, დაადასტუროს, რომ მხარს უჭერს ფრაზას „დიდება უკრაინას“, „გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში“, ასევე დებენ პირობას, რომ ბარის თანამშრომლებს რუსულად არ დაელაპარაკებიან და არ ჩაერთვებიან პოლიტიკურ დისკუსიაში.

    ბარის ადმინისტრაცია ვებსაიტზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსგავსი ზომები შემოღებულ იქნა “დელიკატური პოლიტიკური ვითარების და ზოგიერთი რუსის გამო, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ ბარში”- წერს უკრაინული მედია.

    მედიის ცნობით, უკრაინელები დგანან ბარის წარმომადგენლების გვერდით: ისინი, თავის მხრივ, პირიქით, ცდილობენ გაზარდონ დაწესებულების რეიტინგი.

    “მოსკოვის ჭაობების მცხოვრებლები ძალიან უკმაყოფილო არიან იმ კითხვარით, რომლის შევსებას ბარის თანამშრომლები რუს ტურისტებს სთავაზობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელები ბარს გვერდში უკვე ამოუდგნენ: ისინი თავის მხრივ ცდილობენ დაწესებულების რეიტინგის ამაღლებას. ასევე მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ დაწესებულების პრინციპულ მეპატრონეს და ბარს დადებითი შეფასება მისცეთ”, – წერს უკრაინული სააგენტო.
  • თეორიულად აშშ–ს შეუძლია პუტინის ლიკვიდაცია ალ ქაიდას ლიდერის მსგავსად–უკრაინელი გენერალი

    თეორიულად ამერიკულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაცია, როგორც რამდენიმე დღის წინ ალ ქაიდას ლიდერის, აიმან ალ ზავაჰირის ლიკვიდაცია მოახდინეს.

    ამის შესახებ უკრაინული შეიარაღებული ძალების თადარიგის გენერალმა, ვიქტორ იაგუნმა უკრაინულ ტელეარხზე განაცხადა.

    “თეორიულად ამერიკულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ პუტინს ისევე მოექცნენ, როგორც ალ ქაიდას ლიდერს, აიმან ალ ზავაჰირს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იმ სისტემას, რომელიც პუტინს იცავს, ასევე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებსა და რადარების სისტემას შეუძლიათ ამ ტერორისტის ლიკვიდაციის აღკვეთა.“–თქვა იაგუნმა.

    მისი განცხადებით, ალ ზავაჰირის ლიკვიდაციის ოპერაცია ადასტურებს აშშ–ს სპეცსამსახურების შეუზღუდავ შესაძლებლობებს.

    “აშშ–ს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უთვალთვალებდნენ ალ ზავაჰირის ქაბულში ბევრი დღის განმავლობაში, შეისწავლეს მისი გრაფიკი და იცოდნენ ჩვევები. ასევე გამოიყენეს რაკეტები, რომლებიც არა ასაფეთქებელი ნივთიერებით, არამედ სპეციალური გალესილი პირებით იყო აღჭურვილი ტერორისტის ლიკვიდაციისთვის. ეს არის უნიკალური სპეცოპერაცია, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა და ადასტურებს, რომ ამერიკული სპეცსამსახურების შესაძლებლობები ფაქტიურად შეუღზუდავია“–თქვა გენერალმა.

     

  • თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის – კინზინგერი

    “თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის” –  განაცხადა კონგრესმმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინვტერვიუში.

    „ამერიკას არ სურს საქართველოს რაიმე ტიპის ომში ჩართვა“ – მიმდინარე კვირას ეს განმარტება კონგრსემენმა ადამ კინზინგერმა რამდენჯერმე გააკეთა.

    ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის საქართველოს პარტნიორ ქვეყანაში. კონგრესმენი გასულ კვირას საქართველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების ინიციატივითაც გამოვიდა და თქვა, რომ რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე, საქართველომ მეტი იარაღი უნდა მიიღოს. ამ და სხვა თემებზე კონგრესმენს “ამერიკის ხმა“ ესაუბრა.

    კითხვაზე, რას მოუტანს საქართველოს მისი ხელისუფლების ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, კინზინგერი პასუხობს:

    “მე მჯერა, რომ თუ ეცდები მიუახლოვდე რუსეთს, აუცილებლად დაიწვები. შეხედეთ მაგალითისთვის ჩვენს მეგობრებს გერმანიაში. მათ იფიქრეს, რომ შეეძლოთ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთთან მიმართებით და “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის აშენება გადაწყვიტეს. საბოლოოდ, გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

    როდესაც უკრაინაში ეს ომი დასრულდება, არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. განსხვავება ისაა, რომ თუ გჯერა, რომ დათვის შეკავება შეგიძლია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ფიქრობ, რომ ტორი არ მოგხვდება, უნდა იცოდე, რომ ეს ტყუილია, ტორი აუცილებლად მოგხვდება.

    ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართელო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში. ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ნებისმიერი კომენტარი, რომელიც საწინააღმდეგოს ამბობს, ან ამტკიცებს, რომ შეგიძლია დაუახლოვდე რუსეთს და არ მოგიწიოს ამასთან თანხმლებ პრობლემებთან გამკლავება, უბრალოდ არარეალისტურია.“–ამბობს კონგრესმენი.

    რამდენიმე დღის წინ კინზინგერი საქართველოსთვის “ჰაიმარსების“ გადაცემის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ამბობს, რომ არ იცის, ეს რამდენად რეალურია:

    “არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, სად გვინდა, რომ ამ ურთიერთობებში წავიდეთ.

    მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შევახსენო ქართველებს, უფრო მეტად კი ამერიკელებს, რომ საქართველო ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო და მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებოდა ამ მაჩვენებლით. მათ [ქართველებმა] ნამდვილად აჩვენეს, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა, ამისი უნარი აქვთ. მათ სჭირდებათ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

    იმის მიხედვით, რაც უკრაინაში რუსების იქ ყოფნისას ვნახეთ, ისაა, რომ რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ.

    ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმის გააზრებას, რომ ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას.

    როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ. ერთი რამ, რაშიც, წესით, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს ისაა, რომ ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. თუმცა, ასევე გვესმის, რომ უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის იბძვიან. ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვაწვდით იარაღს, რათა მათი ტერიტორიის არცერთი ნაგლეჯი არ დაიკარგოს, ესაა ის, რისთვისაც ვიბრძვით.

    დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი მესმის, ან როდესაც ჩვენს ელჩზე ხორციელდება თავდასხმა, მაგალითად ქალბატონ დეგნანზე, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა – რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა?

    ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ძალა, აღმოჩნდა, რომ არც კულტურული ძლიერება აქვთ, მეტიც, ხალხს საკუთარი მთავრობა ეზიზღება. დამიჯერეთ, არ გინდათ, რომ იგივე თქვენს ქვეყანაშიც გქონდეთ.“– ამბობს კინზინგერი.

    ინტერვიუში კინზინგერი ელჩი დეგნანის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ როცა ელჩს ტყუილებზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ეს დასავლეთისკენ სვლის ნებას არ აჩვენებს:

    “ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას.

    მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფომაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს- რომ შესაძლოა არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა.

    თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ.

    როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო.

    ჩემთვის რთულია მოტივაციის გამოცნობა, მაგრამ ვიტყვი, რის გამო ვიქნებოდი შეშფოთებული. მე არავის ვუყენებ ბრალდებას, მაგრამ ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა.

    ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის.

    ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს – იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით.

    ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისნიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება.“– ამბობს კინგზინგერი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ქსენოფობიური, სამარცხვინო კამპანიაა – მკაცრი პასუხი გვექნება – კობახიძე სავიზო რეჟიმზე

    “ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში და სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ამას ვერ დაამტკიცებენ. შესაბამისად, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის”- თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ მმართველ გუნდს ” ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი” ექნება.

    “შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი”

    აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

  • ვგმობთ „ქართული ოცნების“ ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ-48 დეპუტატის განცხადება

    საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ემიჯნებიან და გმობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.

    ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნებას” მიმართავენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია.

    „ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები

    ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი; ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს კონსტიტუციაში; ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.

    აღნიშნული განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების” უმაღლესი პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე „ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასულ, მაგრამ რეალურად ამ პოლიტიკური ძალის ორგანულ ნაწილად დარჩენილ, საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა წევრების მხრიდან საქართველოში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში – თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ და რადგან ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, თითქოს მათ ხელი არ შეუწყვეს საქართველოსათვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას.

     

    განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების” ამ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული.

     

    ბიძინა ივანიშვილის, 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც ის ადასტურებს აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის ინიციატივით 2022 წლის 21 მარტს მათ შეხვედრას, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსზე, შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების” ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა” სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების” ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან.

     

    მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირებისათვის ხელის შეშლის მიზანს, მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. „ქართული ოცნების” ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. მმართველი ძალის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ის მიმართულია დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებისაკენ და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მისი მარტოდ დატოვებისაკენ, რაც მხოლოდ ამ ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის. მიუხედავად ზემოხსენებული ელჩების არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს არ სურთ და არც არასდროს სურვებიათ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა და რომ ამგვარი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, „ქართული ოცნება” მაინც ჯიუტად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას.

     

    მივმართავთ „ქართული ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია.

     

    სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს. ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

     

    განცხადებას ხელს აწერენ :

     

    1.არმაზ ახვლედიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი)

     

    2.თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი”)

     

    3.დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი)

     

    4.ანა ბუჩუკური – საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის”)

     

    5.ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    6.თინათინ ბოკუჩავა – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    7.გიორგი ბოტკოველი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    8.გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    9.რომან გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    10.მიხეილ დაუშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის”)

     

    11.ხატია დეკანოიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    12.ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    13.გიორგი ვაშაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი”)

     

    14.აბდულა ისმაილოვი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    15.შალვა კერესელიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის”)

     

    16.მანუჩარ კვირკელია – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    17.ვახტანგ კიკაბიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    18.დავით კირკიტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    19.თამარ კორძაია – საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი)

     

    20.ბექა ლილუაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის”)

     

    21.ნონა მამულაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    22.პაატა მანჯგალაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი”)

     

    23.ნიკა მაჭუტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    24.აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    25.ალექსანდრე მოწერელია – საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის”)

     

    26.ტარიელ ნაკაიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი)

     

    27.ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის”)

     

    28.კობა ნაყოფია- საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    29.რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    30.კახაბერ ოქრიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    31.სალომე სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის”)

     

    32.ხათუნა სამნიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია ,,რესპუბლიკელები”)

     

    გუბაზსანიკიძე- საქართველოსპარლამენტისწევრი (საპარლამენტოფრაქცია „ერთიანინაციონალურიმოძრაობა” -გაერთიანებულიოპოზიცია ,,ძალაერთობაშია”)

    34.სულხან სიბაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    35.დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის”)

     

    36.ბაჩუკი ქარდავა – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    37.შალვა შავგულიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი)

     

    თამარჩარკვიანი – საქართველოსპარლამენტისწევრი (პოლიტიკურიპარტია „კანონიდასამართალი”)

    39.ცეზარი ჩოჩელი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    40.ნატო ჩხეიძე- საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    41.როსტომ ჩხეიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    42.ანა წითლიძე- საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    43.დავით ხაჯიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    44.ლევან ხაბეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    45.ეკატერინე ხერხეულიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    46.გიორგი ხოჯევანიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის”)

     

    47.დევი ჭანკოტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”)

     

    48.თეიმურაზ ჯანაშია – საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია”).

  • აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში–გირჩი და ელისაშვილის პარტია განცხადებას ავრცელებენ

    პარლამენტის ექვსი დეპუტატი – გირჩის წევრები:იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი, ასევე პარტია მოქალაქეების ორი დეპუტატი: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერენ, მათი აზრით როგორ უნდა მიაღწიოს საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათი აზრით, მნიშვნელოვანია 3 ნაბიჯის გადადგმა: მიხეილ სააკაშვილის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან, ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება პოლიტიკაში და საარჩევნო ბარიერის 2%–მდე შემცირება.

    განცხადების ტექსტი სრულად:

    “ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება, წარმოადგენს იმ ერთადერთ პირობას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

    გასაღები, რომლითაც პუნქტების შესრულება უნდა დავიწყოთ, პირველივე პუნქტშია მოცემული და მოგვიწოდებს მხარეებს, აღმოვფხვრათ პოლიტიკური პოლარიზაცია. პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს არცერთმა პარტიამ, რომელიც  დღეს პოლიტიკურ ველზე  აქტიურობს, ხოლო ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული.

    ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე  დღეს არსებული პოლარიზებული გარემო არ არის ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც განვითარებული დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სწორედ, პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ძირითად  დამაბრკოლებელ ფაქტორს.

    ამ მოცემულობის შეცვლისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირიც, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოების უნიკალურ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს და რომელი გაერთიანების წარმატებაც დრომ დაადასტურა. სწორედ, ევროკავშირში არსებული დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და ინსტიტუციების სიმყარეა იმ მშვიდობის, კეთილდღეობის და თავისუფლების გარანტი, რასაც იგი მის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს.

    ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მოპოვების მიზნით, გადასადგმელი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა მოცემულია როგორც 12-პუნქტიან გეგმაში, ასევე 19 აპრილის შეთანხმებაში.

    დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

    ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი, არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული.

    მსგავსი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ევროკავშირისკენ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

    აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:

    1. განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე, მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც.

    საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო ბარიერის დაწევა,  პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციისაკენ, რამდენადაც მხოლოდ  პროპორციული  საარჩევნო სისტემა მაღალი ბარიერის პირობებში  ვერ უზრუნველყოფს  პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ  პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და გააჟღერონ საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა.

    19 აპრილის შეთანხმება, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის არათუ 2%-იანი, არამედ ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმადე შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული დათქმის შესრულება, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერის დაწესება და შეთანხმებაში მოცემული პირობისათვის არაერთჯერადი ხასიათის მიცემა.

    1. დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველ პოლიტიკურ ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს“, რომელთან პოლემიკაც  ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ  გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად ნაციონალურ მოძრაობასაც მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს  თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ამავე კონტექსტში ასევე, მნიშნველოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა.
    2. ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

    ზემოაღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, ერთი მხრივ პირდაპირი წინაპირობაა, ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ვალდებულების შესრულების და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას, ახალი  დემოკრატიული პოლიტიკური თამაშის წესების და ტრადიციების დამკვიდრებას, რაც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნიდან კონსოლიდირებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად გვაქცევს.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • “რუსეთის ომი უკრაინასთან ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა” – სტოლტენბერგი

    “რუსეთის ომი უკრაინასთან ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა” – აცხადებს, აNATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში გამარჯვების ნება არ უნდა მიეცეს.

    • “ჩვენს ინტერესებშია, აგრესიული პოლიტიკის ასეთმა ფორმამ წარმატებას ვერ მიაღწიოს… ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინმა უკრაინაში ომი არ მოიგოს“, – თქვა სტოლტენბერგმა. 
  • სავიზო რეჟიმი რომც დააწესო, ხელუსფლება შემოუშვებს იმათ, ვინც არაა შემოსაშვები – ჯაფარიძე

    ”განვითარების მექანიზმი არის, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, სავიზო რეჟიმი, რომლითაც “ბექგრაუნდ ჩეკს” აკეთებ და ამოწმებ, მაგრამ ამ ხელისუფლების პიროპობებში ამას შინაარსი არ აქვს. სავიჟო რეჟიმიც რომ დააწესო, ეს ხელისუფლება შემოუშვებს იმათ, ვინც შემოსაშვები არ არის და არ შემოუშვებს იმათ, ვინც შემოსაშვებია.”

    ამბობს გირჩი-მეტი თავისფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

  • “დიდება რუსეთს და ჩვენს პრეზიდენტს!” – “დედაენის ბარზე” კიბერშეტევა მიმდინარეობს

    ამ წუთებში “დედაენის ბარზე” კიბერშეტევა მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ბარს თავს რუსი ჰაკერები  ესხმიან. კიბერშეტევის შედეგად შეიცვალა “დედაენის ბარის” სახელი გუგლის საძიებო სისტემაში და ბარი სახელით “დენაციფიკაცის ბარით” იძებნება, ხოლო დედაენის ბარის საიტზე გადასვლის ნაცვლად, კრემლის საიტზე გადავყავართ.

    ასევე მიმდინარეობს კორდინირებული შეტევა როგორც Facebook-ზე კომენტარებში ასევე Instagram-ზე კომენტარებში და შეფასების სისტემაში. რუსები ბარზე, 1-იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას და ბარის რეიტინგის განადგურებას.  კომენტარებში ძირითადად იწერება შეტყობინებები ” დიდება რუსეთს” ” დიდება რუსეთს და ჩვენს პრეზიდენტს”.

    ცნობისთვის, “დედაენის ბარმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბარში რუსი კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ რადგან ბარის პერსონალი რუსულად არ საუბრობენ და რუსეთის მოქალაქეებს ინგლისურად ესაუბრებიან.

    “წყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის “ადამიანი” რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს.

    ყოველი მე11 ქართველი დევნილია რუსების გამო, საქართველოს 20 % დაპყრობილი აქვს რუსეთს და მეტი უნდა, რუსული ურდო უკრაინის დაპყრობას ცდილობს და მთელს მსოფლიოში ებრძვის თავისუფლებას, თვითდეკლარირებული “კარგი” რუსები, “მეორე რუსეთიდან” ღიმილიან დახვედრას ითხოვენ და ჩვენი სავიზო პოლიტიკა აღიზიანებთ
    რუსებო, თქვენ აქ სახლში არ ხართ, არც არასდროს იქნებით.
    მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას.
  • ბაკურიანში 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    ბაკურიანში 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას,  “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

    ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტიზ, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს–„მექანიკური ასპიქსია აღენიშნებოდა. სხვა დაზიანებები არ ჰქონია“.