Category: სლაიდერი

  • უკრაინას შეუძლია მთავარ სამხედრო მიზნებს ზამთრის დადგომამდე მიაღწიოს–პენტაგონი

    უკრაინას შეუძლია მთავარ სამხედრო მიზნებს ზამთრის დადგომამდე მიაღწიოს და ოკუპანტებთან ბრძოლაში საკუთარი პოზიციები გაიმყაროს. ამის შესახებ პენტაგონის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების კურატორმა, სელესტ უოლანდერმა განაცხადა.

    მან აღნიშნა უკრაინის მიერ ხერსონის ოლქში გამოჩენილი ძალისხმევა, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის და დონეცკის ოლქებში მიღწეული წარმატება.

    “უკრაინა ახლა როგორც ჩანს, მისი სამი მიზნის მიღწევის გზაზე წარმატებულად მიდის. უკრაინის მიზანი რუსული პლაცდარმის განდევნაა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ხერსონის ოლქში“– უთხრა მან ინტერვიუში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრს.

    უოლანდერის თქმით, ეს რუსეთის დიდი მარცხი იქნება, რადგან კრემლის ამბიციებს, დაიპყროს ოდესა, დიდ ბარიერებს შეუქმნის, უკრაინას კი ბევრად უკეთეს თავდაცვით პოზიციაში ჩააყენებს, რომ ზამთრის მანძილზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო შენელება წარმატებით გადაიტანოს.

    უოლანდერი აღნიშნავს, რომ სამხრეთით მიმდინარე შეტევა იმ ტაქტიკის ასახვაა, რამაც კიევს დიდი წარმატებები მოუტანა სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა სწრაფად აიღეს ტერიტორიები,მრავალრიცხოვანი რუსული ძალები მომარაგების წყაროს მოწყვიტეს და უკანდახევა აიძულეს.

    უოლანდერი აღნიშნავს, რომ პარასკევს უკრაინელების მიერ ლიმანის გათავისუფლება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსების უნარზე, შეავსონ მარაგები და ჯარი ფრონტის ხაზის გასწვრივ გადააადგილონ.

  • “ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილების 52% იყიდა

    მმართველი გუნდის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, POSTV-ის წილების 52% იყიდა. ამის შესახებ, “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია პოსტივის წილების 52%, აღნიშნული გარემოება ხელს შეგვწყობს სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ”, – თქვა სოზარ სუბარმა

  • ივანიშვილის დავალება იყო მუხთარლის გადაგდება საზღვარზე – გოგაშვილი საქმეში მონაწილე პირებს ასახელებს

    ივანიშვილის დავალება იყო მუხთარლის გადაგდება საზღვარზე – გოგაშვილი საქმეში მონაწილე პირებს ასახელებს

    “2017 წლის 25 მაისს, ჩემთან მოდულში სამუშაო კაბინეტში შემოვიდა ოთარ კუპრაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ გომელაურმა მისცა დავალება, რომელსაც პირადად მეტყოდა უფროსი. რამდენიმე დღე სამსახურში ვერ მოვიდოდა და თან დასჭირდებოდა რამდენიმე თანამშრომელი. მე მას ვუთხარი, რომ გასაგები იყო და მეტი კითხვა არ დამისვამს. ოთარ კუპრაშვილი იყო ღარიბაშვილის დანიშნული კადრი, მას ენდობოდა გომელაური, ისინი ერთად ფლობდნენ რესტორანს მცხეთაში. რამდენიმე დღის შემდეგ, 29 მაისს, შიდა ტელეფონით დამირეკა გომელაურმა და თავის კაბინეტში დამიბარა. როდესაც შევედი და შევხედე, სახე ჰქონდა წაშლილი და იყო ძალიან განერვიულებული, აგინებდა კუპრაშვილს. როცა ვკითხე რა მოხდათქო, მითხრა:

    – შეფის (ბიძინა ივანიშვილი) დავალება იყო მუხთარლის გადაგდება აზერბაიჯანის საზღვარზე, ეს დავავალე ამ სირ კუპრაშვილს, რომელსაც ობიექტი უნდა ჩაესვა მანქანაში, მაშინ როდესაც ის მარნეულში გაემგზავრებოდა. ამ სირმა ადგა და ქალაქის ცენტრიდან გაიტაცა. მე მაგის დანახვა არ მინდა, შეიძლება შემომაკვდეს, დაუძახე შენ და სასწრაფოდ ზუსტი გადაადგილების მარშრუტი შეადგინონ, რა გზითაც იმოძრავეს ლაგოდეხის საზღვრამდე და ეს ყველაფერი დეტალურად აუხსნან ოტოს ბიჭებს. სანამ ქვეყანა შეიყრება, სასწრაფოდ კამერები უნდა წავაშლევინო.

    მე გამოვედი ჩემს კაბინეტში და დავუძახე კუპრაშვილს. რამდენიმე წუთში ის შემოვიდა ჩემს ოთახში, აშკარად ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. დავსვი, ცოტა დამშვიდების საშუალება მივეცი და ვკითხე, რა მოხდათქო. თან გადავეცი გომელაურის დავალება. მან მოყვა შემდეგი დავალება:

    ⁃ ხომ გითხრათ უფროსმა, წავიყვანე რამდენიმე ბიჭი, კახა თოფურია (გარდაიცვალა), რომელიც იყო კუპრაშვილის მოადგილე, გიორგი ტრაპაიძე (მთ. სამმართველოს უფროსი, რომელიც შემდეგ დააწინაურეს და ახლა არის კონტრდაზვერვის უფროსი), ზვიად ბალარჯიშვილი ( ამჟამად გ.ტრაპაიძის მოადგილე) ოფიცერი ერქომაიშვილი (ორის გვარი აღარ მახსოვს). მუხთარლი ქალაქიდან არ გასულა ამ დღეების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქგარეთ უნდა ჩამესვა, კარგი მომენტი ჩამივარდა და ქალაქში მოვკიდეთ ხელი, ჩავსვით და წავიყვანეთ ლაგოდეხის მიმართულებით. უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში და მან მითხრა, როდესაც საზღვართან მივიყვანდით, იქ დამხვდებოდა მინივენი, სადაც დამხვდებოდა ხალხი და მათთვის უნდა გადამეცა მუხთარლი. პირდაპირ გამშვებ პუნქტზე. ჩემს ტოიოტას ჯიპში (LC 200) და ვიჯექით მე და თოფურია, რომელიც მეუბნებოდა, რომ ამას აქ ნუ გააკეთებთო, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ იქვე სჯობდა გაკეთება და მე-2 მანქანაში ( ცისფერი ფერის ,,ჰიუნდაი’’ სედანი) ისხდნენ ოთხნი, კონტრდაზვერვის ბიჭები, რომლებიც მყავდნენ წაყვანილი. კუპრაშვილმა მითხრა ასევე, რომ თუ ამაზე ამბავი ატყდება, ხომ არ დამიჭერენო, მე ვუთხარი, რომ ვახო მაგარი გაბრაზებული იყო ზუსტად რომ არ შეგისრულებია მისი დავალება და ქალაქიდან წაგიყვანია, ამიტომ ახლა სჯობდა შეესრულებინა გომელაურის დავალება, წასულიყო ოტოსთან და ყველაფერი დეტალებში აეხსნა გადაადგილებისა და მარშრუტის ჩათვლით. მოგვიანებით ოტოში ჩასვლამდე კუპრაშვილი კიდევ შემოვიდა ჩემთან იმ ჯგუფთან ერთად, რომლებმაც გაიტაცეს მუხთარლი. გიორგი ტრაპაიძე, ზვიად ბალარჯიშვილი, ერქომაიშვილი(სახელი არ მახსოვს) და აწ გარდაცვლილი კახა თოფურია. ასევე იყო ორი ოპერ-მუშაკი, მათგან ერთი ოტოშნიკი, რომელიც უსმენდა მუხთარლის. მათი გვარები არ მახსოვს. მე მათ ვუთხარი, რომ უფროსი ყველანაირად გვერდში დაუდგებოდა და გადავეცი გომელაურის სიტყვები, რომ დეტალურად უნდა დაეხაზათ მოძრაობის მარშუტი და გადაეცათ ოტოს ბიჭებისთვის, რომლებიც კამერებს წაშლიდნენ. ასევე მოხდებოდა მათი (გატაცებაში მონაწილეების) კორპორატიული ნომრების გაუქმება, რადგან ანძებზე არ დაფიქსირებულიყო და მათ გადაეცემოდათ ახალი ნომრები. შემდეგ, როგორც საზოგადოებამ იცის, მუხთარლის გატაცების არანაირი კვალი არ დარჩენილა. მე ბუნებრივია ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარმოვადგენ ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებას.

    ალბათ საზოგადოებას აინტერესებს მოტივი, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებს, რომელბსაც ბიზნესები აქვთ აზერბაიჯანში, იქაურ მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ერთად, ამ პირებისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მუხთარლი იმყოფება საქართველოში და იქიდან აკრიტიკებსა და ლანძღავს აზერბაიჯანის მთავრობას. თუ ქართული მხარე მუხთარლის საქართველოდან გამოაძევებდა, აზერბაიჯანში ეს ფაქტი დადებითად აისახებოდა მათ ბიზნეს ურთიერთობებზე. ბუნებრივია, მათ ეს ინფორმაცია მიიტანეს ივანიშვილთან ხოლო მან თავის მხრივ ამ საკითხის გადაჭრა დაავალა მის ერთგულ მცველს, გომელაურს, რომელმაც თავის მხრივ ამ ფორმით გადაჭრა ეს პრობლემა.

    ეს არის სრული სიმართლე, რისიც ძალიან ეშინოდა რუსულ ოცნებას, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა უკანონობისა და მუქარებისა ჩემი ოჯახის მისამართით. ”

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს იხსენებს.

  • უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, ნელ-ნელა ხვდებიან, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, როცა ომი დაიწყო – ზელენსკი

    ”ჩვენი არმიის შეტევები გრძელდება, რამდენიმე რეგიონში გვაქვს ახალი გათავისუფლებული დასახლებები. სასტიკი ბრძოლები ფრონტის ბევრ რაიონში მიმდინარეობს, ამ საომარი მოქმედებების პერსპექტივა აშკარაა, უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, უფრო და უფრო მეტ დანაკარგს განიცდის მტრის არმია და ნელ-ნელა ხვდებიან, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

    არსებობს უკრაინის მკაფიო და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, არის სიცოცხლე, რომელიც უნდა დავიცვათ, არის უსაფრთხოება, რომელიც უნდა აღვადგინოთ და ეს ყველაფერი იქნება, ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს.”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • “რომელი მასკი უფრო მოგწონთ?“–ზელენსკიმ მასკის სკანდალურ გამოკითხვას ტვიტერზე გამოკითხვითვე უპასუხა

    მილიარდერმა ილონ მასკმა გადაწყვიტა სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრი გაიგოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბიზნესმენმა დაასკვნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წააგებს იმის გამო, რომ რუსეთის მოსახლეობა სამჯერ მეტია.

    “რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თუ ყირიმი რისკის ქვეშ დადგება, ისინი სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ. ორივე მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი იქნება.

    რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა.

    კომპანია Tesla–ს და Space X–ის დამფუძნებლის გამოკითხვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყირიმს და დონბასს ეხება.

    “მოდით ასე ვცადოთ: ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– დაწერა მან და ტვიტერზე გამოკითხვა წამოიწყო ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

    მასკის ამ გამოკითხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მას უკრაინული მხრიდან არაერთმა უწყებამ და პერსონამ უპასუხა.

    ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და დაუსვა კითხვა:

    “იმ ცდილობ ფსევდო რეფერენდუმების ლეგიტიმაციას, რომლებიც იარაღის ქვეშ, დევნის, დასჯის და მასობრივი წამების პირობებში ჩატარდა? ცუდი გზაა “

    რაზეც მასკმა უპასუხა:

    “არა, მე გთავაზობთ კენჭისყრა ჩატარდეს გაეროს(ან შეარჩიეთ ორგანიზაცია ან ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით) დაკვირვების ქვეშ ხმის მიცემას“

    პრეზიდენტ ზელენსკის ტვიტერის გვერდზე ასეთი გამოკითხვა გამოჩნდა:

    რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

    პასუხებია:

    ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს

    ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს

    ტვიტერში გაჩნდა სხვადასხვა მემები და ხუმრობები. მაგალითად, ერთ–ერთი მომხმარებელი წერს, რომ მასკმა ტესლას ახალი მოდელი – Tesla Model Z დააანონსა.

  • თვითმკვლელობა,ალკოჰოლით ინტოქსიკაცია,ცეროზი–სვერდლოვსკის გარნიზონში სამი მობილიზებული რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

    რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში ელანსკის გარნიზონში, კურგანის ოლქიდან მობილიზებული სამი სამხედრო დაიღუპა. რუსული მედია წერს, რომ სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დგინდება და ექსპერტიზა ტარდება.

    რეგიონის ადამიანის უფლებების დამცველი, ტატიანა მერზლიაკოვა ამბობს, რომ ერთ–ერთი მობილიზებულის სიკვდილი შესაძლოა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე ეპილეფსიის შეტევა იყოს. სვერდლოვსკის ოლქიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, მაქსიმ ივანოვი მედიას ეუბნება, რომ მეორე დაღუპულმა თავი მოიკლა.

    კიდევ ერთი მობილიზებული კი ჯერ პოლიგონზე გაგზავნეს, შემდეგ “ჩამოწერეს“ და სახლში გაუშვეს, სადაც დაბრუნებისთანავე ღვიძლის ცეროზით მოკვდა.

    რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა.

  • უკრაინელმა სამხედროებმა ბორივსკი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ბორივსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი რადა ავრცელებს. ბორივსკის დასახლების ტერიტორია ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

    • “ამ დროისთვის იქ მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა”, – ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

     

  • “იქნებ ჰოლივუდში საშინელ რამზან კადიროვზე ფილმის გადაღება მოუნდეთ?” – კადიროვი

    “მეგობრებო, უახლესი სანქციების ფონზე გადავწყვიტე დათვლა, რამდენი სანქცია წამოაყენეს ჩემს წინააღმდეგ. დიდი ხნის წინ შევწყვიტე მათი დათვლა,  მაგრამ რა მოხდება, თუ მე ვარ სანქციების მსოფლიო რეკორდსმენი და უნდა ვიყო გინესის რეკორდების წიგნის გარეკანზე?

    დავთვალე. 2011 წლიდან, სულ მცირე 70 შეზღუდვა დაწესდა ჩემს მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი ახლო თანამოაზრეების, რომლებიც შემოიყვანეს მხოლოდ ჩემთან კავშირის გამო, ჩემი ქონების, ჩემი ცხენების და მათი მოგებიდან მიღებული შემოსავლის მიმართ. სასაცილოა, მაგრამ ეს იყო პირველი სანქციები, ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის ROF და მასთან კონტაქტში მყოფი ორგანიზაციები და ინსტაგრამის ანგარიშების წინააღმდეგაც კი.

    უცხოელები უკვე 11 წელზე მეტია ცდილობენ ყველაფერს მომაშორონ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი გამოსდით, თუმცა დასავლეთის ასეთი უზარმაზარი შრომა არ უნდა დაიკარგოს. ჯერ რუსეთის რეკორდების წიგნს მივმართავ, ის ჩემთვის უფრო ახლო და ძვირფასია. შემდეგ კი, იმისთვის, რომ უცხოელმა პოლიტიკოსებმა იგრძნონ, რომ ტყუილად არ გამოიგონეს შეზღუდვები 11 წლის განმავლობაში, მე გინესის რეკორდების წიგნს შევუერთდები.

    სხვათა შორის, იქნებ საშინელ რამზან კადიროვზე ფილმის გადაღება მოუნდეთ ჰოლივუდში? მე მზად ვარ ლიდერობისთვის”.

    ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეგრამის საკუთარ არხზე

  • საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ომი, იციან თუ დაიწყება, მთავრობა შეიცვლება – ავიძბა

    “საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ სურს ომი. მათ ესმით: თუ ომი დაიწყება, [მთავრობა] შეიცვლება. ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა სურს, რათა ამ ტალღაზე ჩვენ დაგვესხან თავს. […] მეორე შვილი ქართველისგან მყავს. ხალხთან პრეტენზიები არ მაქვს. მე მათთან ერთად გავიზარდე სოჭში. სპორტდარბაზში 90% ქართველები მყავდნენ. მაგრამ მათი და მათი მთავრობის აზროვნება განსხვავდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაციონალისტი ხალხი უკრაინასა და საქართველოში არიან”

    აცხადებს, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონი პიატნაშკას მეთაური, ახრა ავიძბა. მან ასევე განაცხადა, რომ “დასავლელ კურატორებს” საქართველოს ომში ჩართვა სურთ და ამისთვის თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ.

  • ჩვენი ჯარისკაცების წარმატებები ლიმანით არ შემოიფარგლება – ზელენსკი

    “ყოველდღე, სულ მცირე, ორჯერ – დილით და საღამოს – ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში ჩვენი თავდაცვის ოპერაციის ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებული დასახლებების სია ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს. დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის გათავისუფლება ახლა ყველაზე ცნობილი სიახლე გახდა. მაგრამ ჩვენი მეომრების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. იცით, ასეთი ტენდენციაა… ცოტა ხნის წინ ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და როცა უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და რაღაც ანექსიებით არავის ახსოვს. გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოებისა”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ოქტომბერს განაცხადა.