Category: სლაიდერი

  • საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შეუერთდა – მეთიუ ბრაიზა

    საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შეუერთდა – მეთიუ ბრაიზა

    “არ ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ მას, არ ვიცნობ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პოზიციებზე მყოფ პირებს და ამჟამად  ვცხოვრობ თურქეთში.

    ამ ქვეყანაში პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეწვის ხიდზე იარა, ერთის მხრივ, მან, უფრო სწორედ თურქეთმა გაუწია ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას, დაგმო, ის მუდმივ რეჟიმში გმობდა რუსეთის რუსეთის აგრესიას და ანექსიას, მუდმივად მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სულ მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლის მხრივ და აწვდიდა საბრძოლო იარაღს უკრაინას, მათ შორის ბაირახტარს.

    მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ფრთხილობდა, რომ არ დაეწვა ხიდები რუსეთთან, ის ხიდები, რომელიც შექმნა და რაღაც გარკვეული მედიატორის როლს ასრულებდა და ამ მიმართულებით მკაცრ რიტორიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ ერიდებოდა. ამან მისცა თურქეთს საშუალება, რომ ერთგვარ მედიატორად გამოსულიყო, მათ შორის იმ პროცესში, რომ 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გამოსულიყო უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში თუ აფრიკის რეგიონში შესასვლელად, რომ არ ყოფილიყო გლობალური შიმშილი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი არის პრორუსული, პროუკრაინულია. ბევრად უკეთ ვიცნობ დღევანდელ თურქულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ვიდრე ქართულს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან კარგად უწყის, თუ რას აკეთებს, იმიტომ, რომ არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შეუერთდა. ვიმედოვნებ, რომ ასეთივე ფრთხილ პოლიტიკის გზას ირჩევს, როგორც თურქეთი, იმიტომ, რომ თურქეთი ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს უკრაინას და არა პუტინის არალეგალურ ომს, რომელმაც გაეროს ყველა ჩარტერის გვერდის ავლით ყველანაირი საერთაშორისო კანონი დაარღვია,“

    ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა  მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ “ტვ პირველის” ეთერში დასმულ კითხვას – არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება პრორუსული.

  • ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი – დეგნანი ივანიშვილის დეპუტატებზე

    “ვფიქრობ, ქართულ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დამაბნეველია ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან კავშირზე, ვინც, როგორც ჩანს, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. პრემიერმინისტრი და სხვები საუბრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

    მე მირჩევნია ფაქტებით და სიმართლით ვიხელმძღვანელო, ვიცით, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და კონსპირაციაა ჩვენ გარშემო. თუმცა სიმართლე ისაა, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე ვიტყოდი, აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს წვლილი აქვთ შეტანილი იმ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებსაც ახლა ვხედავთ.”

    თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ქართული ოცნებიდან წასულ ივანიშვილის დეპუტატებზე საუბრისას.

  • სხვისი პრაქტიკის გადმოტანა მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს – დეგნანი დეოლიგარქიზაციაზე

    ”დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, ანუ რაც იწვევს გავლენას ფინანსურად და სხვა სახით. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, მრავალ ქვეყანაშია და ყველა ეძებს საკუთარ გზებს რომ მოახდინოს რეაგირება ამ არასასურველ გავლენაზე. მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის გამართვა და გზების მოძებნა, თუ როგორ შეიძლება გზების მოძებნა. თუ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ მიღებული გარკვეული ზომები, თუმცა ვთვლი, რომ სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს. რადგან ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი კონტექსტი.”

    ამის შესახებ, საქართველოში  აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა  განაცხადა.

  • რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 61 000;
    • ​ტანკი – 2 435;
    • ჯავშანტექნიკა – 5 038;
    • საარტილერიო სისტემა – 1 414;
    • სარაკეტო სისტემა – 341;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 177;
    • თვითმფრინავები – 266;
    • ვერტმფრენი – 232;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1032;
    • საკრუიზო რაკეტები – 246;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 841;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 132.
  • მიხეილ სააკაშვილი საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს და ამერიკელი ექსპერტების შესვლას ელოდება

    მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს  და ვივამედის პალატაში ამერიკელი ექსპერტების შესვლას  ელოდება.  სააკაშვილთან დაშვებას ელის  ამერიკელი ნევროლოგი ექიმი ლაჰანი. მიხეილ სააკაშვილს ასევე მოინახულებენ ამერიკელი ადვოკატი და ქართველ ექსპერტები.

    ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ელისექიმი ჯეიმს კობი. ადვოკატების მტკიცებით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი უცხოელი ექიმის, გასტრო-ენტეროლოგის ლიცენზიის საკითხზე მიმართავენ.

    „წუხანდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. ეს რაც ჯანმრთელობას შეეხება. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც “ვივამედში” შემოვიდა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა უარესდება. სასამართლო პროცესიც ვერ ჩატარდა. მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა იმის გამო, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელია და ეს განჩინებაშიც აისახა. ასეთი იურიდიული დოკუმენტი პირველად გაჩნდა.

    მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, წამლების მიღების აზრს ვერ ვხედავო. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და რთულდება. საჭმელს ვერ იღებს, ტკივილები აქვს.” ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე. 

    მისივე თქმით, ამერიკელი ექსპერტი შაჰინ ლახანი დღეს დაამთავრებს თავის კვლევას, ჯეიმს კობი კი კლინიკის ფოიეში ელოდება შესვლის ნებართვას. ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია პასუხი ნობელიანტი ექიმისთვის.

    “ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს საკვებს, მიუტანეს, მაგრამ არ მიუღია. გუშინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროკურორები და მოსამართლე შევიდნენ მის ოთახში, ასევე მიუღებელია. ექიმები შიშობენ, რომ სააკაშვილმა შესაძლოა ისევ გამოაცხადოს შიმშილობა” – აცხადებს ამერიკელი ადვოკატი 

    შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გუშინ, პალატაში ჩატარებული იძულებითი სასამართლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. სხდომა მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის გამო, შეწყდა.

  • რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის რკინიგზით გადატანის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ – პენტაგონი

    პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთს, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ლორა კუპერმა გააკეთა. მისი თქმით,  ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ ამერიკამ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს.

    “ვფლობ მხოლოდ ღია წყაროებით არსებულ ინფორმაციას”. – აღნიშნა ლაურა კუპერმა.

  • ფრონტზე მარცხმა და მობილიზაციამ პუტინის მხარდამჭერ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გააშიშვლა–ISW

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში აანალიზებს “რუსული სამყაროს“ სხვადასხვა რადიკალურ დაჯგუებებს შორის დაპირისპირებას, რომელიც ზედაპირზე უკრაინის ფრონტებზე რუსული არმიის მარცხის შემდეგ ამოვიდა.

    ISW სამ ძირითად ასეთ დაჯგუფებას გამოყოფს: სამხედრო ბლოგერები და კორესპონდენტები, ყოფილი სამხედროები და ძალოვანების ნაწილი, რომლებსაც საკუთარი ძალოვანი რესურსები აქვთ (“ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და ა.შ.).

    ანალიტიკოსების აზრით, პუტინს ამ სამივე დაჯგუფების მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ფრონტებზე მარცხის და “ნაწილობრივი მობილიზაციის“ პროცესში დიდი აურზაურის ფონზე მათ შორის როგორც ჩანს განხეთქილება დაიწყო.

    ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით პუტინი ცდილობს ყველა ერთიანად  შეინარჩუნოს– სამხედრო ბლოგერები სახელმწიფო ტელევიზიების ეთერში გამოჰყავს, “ძალოვანებს“ უფლებას აძლევს საკუთარი არმიები ჰყავდეთ და განაგრძონ შეტევების მცდელობა ბახმუტთან და დონეცკთან, ასევე, გამოაცხადა მობილიზაცია, რომელსაც ვეტერანების საზოგადოება დიდი ხანია ითხოვდა.

    თუმცა, ეს სამივე ჯგუფი ომის წარმოების მიმართ სხვადასხვა მიდგომას ითხოვს, და დაპირისპირება მათ შორის შეიძლება პუტინის რეჟიმის სტაბილურობაზეც აისახოს.

    ანალიტიკოსები თვითონ ამ ჯგუფების შიგნით არსებულ დაპირისპირებასაც უსვამენ ხაზს, მაგალითად სამხედრო ბლოგერების და კორესპონდენტების ჯგუფს შორის.

    “პუტინს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს რომელიმე ამ დაჯგუფების მხარდაჭერა დაკარგოს. ამავე დროს, არ შეუძლია ყველა მათგანი ერთდროულად დააკმაყოფილოს, ამ დროს კი ომი გრძელდება და რუსული არმია კვლავ განიცდის დანაკარგებს. ხარკოვის ოლქში და ლიმანში მარცხისგან მიღებულმა შოკმა, რომელსაც მობილიზაციის ხარვეზებით ჩატარებაც დაემატა, პუტინის მხარდამჭერ ძირითად ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება გააშიშვლა რიგითი რუსების თვალწინ, და მათ შეიძლება ეჭვიც კი გაუჩნდეთ, აკონტროლებს თუ არა პუტინი სრულად საკუთარ მომხრეებს. მოვლენების ასეთი განვითარების შედეგები რთულად პროგნოზირებადია“– წერენ ანალიტიკოსები.

     

  • უკრაინელებმა ხერსონში 8 დასახლება გაათავისუფლეს

    უკრაინულმა ძალებმა ხერსონში კიდევ 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.

    სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ აღნიშნა, რომ დეტალურად დაგეგმილი და ბრწყინვალედ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ოკუპაციისგან გათავისუფლებულია ბერისლავის რაიონის დასახლებული პუნქტები: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი და დიდი და პატარა ალექსანდროვკა.

    “საგულდაგულოდ დაგეგმილი და ბრწყინვალედ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად გავათავისუფლეთ და აღვმართეთ უკრაინის სახელმწიფო დროშები ბერისლავის ოლქის რვა დასახლებაში”- ნათქვამია განცხადებაში.

  • “ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას გულისხმობს…”–სუბარი

    “ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას გულისხმობს…” – ამის შესახებ POSTV-ის ეთერში “ოცნებიდან” წასული ე.წ. ამბოხებული დეპუტატი სოზარ სუბარი საუბრობს.

    “სუვერენიტეტზე როცა ვლაპარაკობთ, 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით, აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფო არ არსებობს, რომ ჩვენი მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბუნებრივად ეს გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას.

    განსაკუთრებით ევროკავშირის შემთხვევაში, ეს ძალიან სერიოზულ დათმობას გულისხმობს სუვერენიტეტისას და ამაზე ბრძოლა თვითონ ევროკავშირის შიგნითაც არის, ყოველდღე ვხედავთ, ბრიტანეთი სწორედ ამის გამო გავიდა, იქ პოლონეთი, უნგრეთი, უამრავი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს თავისი ეროვნული სუვერენიტეტი შეინარჩუნოს…

    მაგრამ, ამავე დროს, როცა ამაზე მიდიხარ, სუვერენიტეტს თმობ შენი ნებით, მაგრამ სამაგიეროდ იღებ დივიდენდებსაც, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს არ არის მხოლოდ საერთო ბაზარი, ეს არის გარკვეული ღირებულებებიც, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ა.შ,“ -ამბობს სუბარი.

  • ოპოზიციას მოუწევს შეგუება, რომ ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო, საგარეო პოლიტიკა – ღარიბაშვილი

    ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

    როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას მოუწევს ამ რეალობასთან შეგუება.

    “მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან, დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატო-ს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება “ქართულ ოცნებას”, იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

    რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვიცით, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.