Category: სლაიდერი

  • მელია იძულებული გახდა, რიგგარეშე არჩევნები მოეთხოვა რადგან ეს ხალხი მათრახის ქვეშ ამყოფებს – ხუხაშვილი

    მელია იძულებული გახდა, რიგგარეშე არჩევნები მოეთხოვა რადგან ეს ხალხი მათრახის ქვეშ ამყოფებს – ხუხაშვილი

    „ორი პოლუსი ჩამოყალიბდა. როდესაც შუას გაკრეფა ხდება და ტემპერატურა არის ძალიან მაღალი, ორი ურჩხული ერთმანეთს ებრძვის, იქ ძალიან ძნელია სივრცეში გამოჩენა. გახარია ხომ ამ ორპოლუსიან მატრიცაში ვერ ჯდება. საინფორმაციო ველში ვერ შემოდის, განა არ უნდა. სად უნდა შემოვიდეს, ადგილს არ ტოვებენ. მელია კიდევ უარეს დღეშია, ჯერ შიგნით უნდა დალაგდეს. მელიას ორი ფრონტი აქვს, მას შიგნით პარტიაში აქვს ფრონტი, იქ აქვს დასალაგებელი. მან რომ ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს, პირველ რიგში მისი კრიტიკოსები გაჩნდებიან მისივე პარტიაში,რაც არაერთხელ მომხდარა. მას უწევს მანევრირება. „ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ემოციის და რაციოს დატაკება. ემოციურად – „მოდი დილას დავიწყოთ, საღამოს დავამთავროთ“ და თუ საღამოს ვერ ამთავრებენ მელიას ბრალია. თვითონაც არ იციან როგორ უნდა დაამთავრონ, მაგრამ მელიას ბრალია და მორჩა, ქოქოლას დააყრიან პრობლემა არ არის. მას უწევს ხარკის გადახდა ამ ხალხისთვის. ბოლოს გაახმოვანა ინიციატივა, ჩვენი მოთხოვნა იქნება რიგგარეშე არჩევნებიო, დარწმუნებული ვარ, თვითონ არ სჯერა მაგ მოთხოვნის. იძულებული გახდა, რადგან ეს ხალხი მუდმივად მათრახის ქვეშ ამყოფებს“

    ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციურ ფლანგზე პასიურობის მიზეზზე საუბრისას განაცხადა.

  • რუსეთი ბელარუსში 170 ტანკს, 200 საბრძოლო მანქანასა და 100 ყუმბარმტყორცნს განალაგებს

    რუსეთი ბელარუსში დაახლოებით 170 ტანკს, 200-მდე საბრძოლო ჯავშან-მანქანასა და 100-მდე საარტილერიო დანადგარსა და ყუმბარმტყორცნებს განათავსებს. ამის შესახებ ბელარუსის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის მეთაურმა, ვალერი რევენკომ განაცხადა.

    “რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოები არიან უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება შემდეგი: ნატოს ჯგუფის განლაგება ორი ქვეყნის საზღვრებთან დიალოგის ნაკლებობის ფონზე, ასევე ნატოს აქტივობის გაზრდა და ბელარუსელი რადიკალების წაქეზება, ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად”. – აცხადებს რევენკო.

    ასევე მისი განცხადებით, ბელარუსში 9 000 რუსი სამხედრო ჩავა.

  • ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

    ხელვაჩაურში, სასამართლოს შენობასთან ახლოს, 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. იფნორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

    მათივე ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. “ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს” – დაწერა გამოცემამ.

  • ირანი და რუსეთი გაერთიანდნენ ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად – რეზნიკოვი

    ”რუსეთი და ირანი გაერთიანდნენ ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად. Shahed-136 მათი ერთ-ერთი იარაღია, კალიბრთან, ისკანდერთან, რაკეტებთან, Mojaher-6 დრონებთან, Fateh-110 და Zolfaghar-თან ერთად. დემოკრატია და მსოფლიოს ყველაზე ნათელი გონება უნდა გაერთიანდნენ ამ თავდასხმების მოსაგერიებლად და ბოროტების დასამარცხებლად.”

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი, რითიც, 17 ოქტომბერს რუსების მიერ კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომვას გამოეხმაურა.

  • რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ – ფინანსთა მინისტრი

    “რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ” – ასე ეხმაურება, ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთთან სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით.

    სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ” არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს”.

    ”დღეს არსებული მექანიზმები, რომლითაც შესაბამისი კონტროლი ხდება, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს. მათ შორის, სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, თუ ვინ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში და ვინ არა და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არა, როდესაც ესა თუ ის პირი საქართველოში აპირებს შემოსვლას. შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ ისეთი მომენტი დადგება, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა საჭირო, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა, დღეს ამის საჭიროება არ არის. ” – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

    სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “
  • კიევის დაბომბვას 6 თვის ორსული ქალი ემსხვერპლა

    კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დილით კიევის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის არიან 6 თვის ორსული ქალი და მისი მეუღლე.

    მანამდე ჟურნალისტებთან საუბრისას კიევის მერმა თქვა, რომ რუსეთის დღევანდელი თავდასხმა კიევზე “უკრაინელი ხალხის გენოციდის” ნაწილია.

    “საცხოვრებელ კოსპუსიდან, რომელსაც რუსული დრონები დაესხნენ თავს, სამაშველო და სამძებრო სამუშაოების დროს სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.  მათ შორის ახალგაზრდა წყვილის – ქმრისა და ცოლის, რომელიც ბავშვს ელოდებოდა. ქალი 6 თვის ორსული იყო”. – დაწერა მან.

    აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 17 ოქტომბერს რუსეთმა კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები მიიტანა.

  • “არა არ უნდა აიღოს” – ზარქუა კალაძის პასუხისმგებლობაზე

    “არა არ უნდა აიღოს” –  ასე პასუხობს, მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე და დატოვოს თანამდებობა.

    “არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე. ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა, შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ”, -განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან.

  • ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს “კიევის რეჟიმს”, უგუნური ნაბიჯია – მედვედევი

    “უგუნური ნაბიჯია” –  ასე აფასებს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,  ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ “დროა, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს”.

    “როგორც ჩანს, ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს კიევის რეჟიმს. ეს ძალიან უგუნური ნაბიჯია. ის გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენ ქვეყნებს შორის”, – აღნიშნავს მედვედევი.

  • არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს – ზურაბიშვილი

    ”არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს” –  განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

    “რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში.

    აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა.

    ასევე არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას – პოდოლიაკი

    “ისინი, ვინც ბრძანებას გასცემენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით და აწყობენ ტოტალურ მობილიზაციას ფრონტის ხაზის გვამების დასაფარად, ნამდვილად არ შეუძლიათ ერთ მაგიდასთან ისხდნენ G20-ის ლიდერებთან. დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განდევნონ,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.