Category: სლაიდერი

  • ბურთი იმ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელთან მისვლაც შენ შესთავაზე წინა დღეს! – მელია კალაძეს

    ”ბავშებისთვის მისაბაძი ფეხბურთელი რომ ხარ, შენი მაისური წარმატებასა და მიღწევებთან რომ ასოცირდება… და ამას აკეთებ, რაც დღეს გააკეთე!

    პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად იყენებ სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბავშვსაც და საკუთარ წარსულსაც.

    შემთხვევით გადარჩენილ ბავშვს შენს მაისურს აცმევ!

    ალბათ, ყველა ბავშვმა, ვინც ამ ქალაქში შემთხვევით გადარჩება, უნდა იცოდეს ვის გადაურჩა!

    ბურთიც აჩუქე? ვის ეთამაშოს, ვინ გაახსენდეს – მეგობარი, რომელიც მის გადასარჩენად გადახტა და აღარ ჰყავს?

    არაფერია იმაზე უხერხული, როდესაც ქალაქი გლოვობს და შენ შენი, გაბერილი პიარსამსახურითა და მაისურებით დარბიხარ წინ და უკან და სურათებს იღებ!

    კახა, ბავშვები იმ პარკში თამაშობდნენ, სადაც მისვლა შენ შესთავაზე წინა დღეს. ბურთი იმ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელთან მისვლაც შენ შესთავაზე წინა დღეს!

    არც ერთი რგოლი გამართულად რომ არ მუშაობს, ეს ვერ იქნება შემდუღებლის ბრალი!

    ხვდები მაინც რომ შენს ხელში ეს ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისაგანაც იცლება…?!”

    ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია კახა კალაძეს.

  • სტოლტენბერგის თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს

    NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს. ამის შესახებ მან ა ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.

    “ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ – ეს არის შევასრულოთ ის, რასაც შევპირდით ალიანსის წევრები, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში NATO გადასცემს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან”, – თქვა სტოლტენბერგმა.

  • დაკავებულთა სპექტრი სისტემურ დანაშაულზე მიანიშნებს, მერის პასუხისმგებლობა აშკარაა –  ხუხაშვილი

    დაკავებულთა სპექტრი სისტემურ დანაშაულზე მიანიშნებს, მერის პასუხისმგებლობა აშკარაა – ხუხაშვილი

    ”ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება – “დაკავება შეთანხმებით”. ანუ, შეთანხმებით იჭერ ვიღაცას იმ პირობით, რომ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა “ქვეშიდან გამოაძვრენ” და ამას აკეთებ მთავარი პასუხისმგებელი პირის გადასარჩენად, როგორც ეს გირგვლიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა, ორგანიზატორის და დამკვეთის დასაფარად.
    ამიტომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება…

    მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე. სისტემაზე კი მთლიანობაში ცალსახად მერია პასუხისმგებელი და უკვე არა მარტო პოლიტიკურად. იკვეთება “სამსახურებრივი გულგრილობის” კვალიფიკაცია…”

    ამის შესახებ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T ბრძოლაში უკვე ჩაერთო

    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ გერმანული საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T უკრაინის სამხრეთში ბრძოლაში უკვე ჩაერთო.

    “მეტი გვინდა… ის [IRIS-T] ჯერჯერობით ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ ვიამაყებთ, როცა ბევრი იქნება…ის [IRIS-T] არ არის შორ მანძილზე მოქმედი, 40 კმ-მდე, მაგრამ მისი სხვა ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები შესანიშნავია.”

    მისი თქმით, გერმანელ მწარმოებელს წლები დასჭირდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

    “ჩვენ ძალიან დიდი საჭიროებები გვაქვს. ჩვენ უნდა შევცვალოთ საბჭოთა შეიარაღება, რომელიც ამჟამად გვაქვს – BUK-M1 და S-300”, – თქვა იგნატმა.

  • ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და გრინსერვის +-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. 2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

    ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ – გ.ვ.-მ, გრინსერვის +-ის მენეჯერს – ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.

    ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა გრინსერვის +-ის დირექტორს – ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენლის – ლ. ჭ.-სთვის.

    ლ.ჭ.-მ, თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს – გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა გრინსერვის +-ის სამუშაოთა მწარმოებელს – ბ. მ.-ს.

    2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

    გრინსერვის +-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

    თავის მხრივ, გრინსერვის +-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა – ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, გრინსერვის + – ის საქმეთა მწარმოებელმა – ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

    ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, გრინსერვის +-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა მშენექსპერტთან.

    მშენექსპერტის დირექტორმა – ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა – დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს გრინსერვის +-ის თანამშრომელს – დ. კ.-ს.

    ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს გრინსერვის +-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა გრინსერვის +-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა – დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.

    2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

    აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს გრინსერვის +-ის დირექტორმა – ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – გ.ვ.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი – ლ.ფ.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს გრინსერვის+-ის საქმის მწარმოებელი – ბ.მ. და შპს ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელი – ლ.ჭ.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულია გრინსერვის +-ის თანამშრომელი – დ.კ.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს მშენექსპერტის დირექტორი – ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი – დ.თ.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია ორი კერძო ელექტროშემდუღებელი – გ.გ. და ვ. გ.

    საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

    გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ” – ნათქვამია განცხადებაში.

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბირთვული საფრთხის განსახილველად მოულოდნელი ვიზიტით აშშ–ში ჩავიდა

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელად აშშ–ში გაემგზავრა, რათა უკრაინაში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია, მათ შორის ბირთვული შეტევის საფრთხე განიხილოს.

    ამის შესახებ გამოცემა Evening standard  წერს. ბენ უოლესმა გააუქმა თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტში გამოსვლა და აშშ–ში გაემგზავრა იმისათვის, რომ პენტაგონში და თეთრ სახლში შეხვედრები გამართოს.

    ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, ჯეიმს ჰიპი ამბობს, რომ უოლესი შეხვდა თავის ამერიკელ კოლეგას “ისეთი საუბრისთვის, რომელიც სინამდვილეში დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ასეთი საუბრები აუცილებელია.“

    გამოცემას თავდაცვის სამინისტროდან წყარო ეუბნება, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად წავიდა, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოებისა.

  • ,,გრინ სერვის +”-ის ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე დააკავეს

    ,,გრინ სერვის +”-ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია. ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.

    ფურცხვანიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია “ტვ პირველს” გრინ სერვის+ ის კიდევ ერთმა მეწილემ კობა ხარშილაძემ დაუდასტურა.

    ამასთან, როგორც “ტვ პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ, უწყებაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

  • არ არსებობს ისეთი იარაღი, რომელიც გატეხავს ერს, რომელმაც იცის, რისთვის იბრძვის – ზელენსკი

    “ჩვენი ერთიანობა, ერთმანეთისადმი ჩვენი ყურადღება, საერთო ინტერესებისთვის ბრძოლისა და მუშაობის უნარი უკრაინის გამარჯვებისა და ტერორისტების დამარცხების გარანტიაა. არ არსებობს ისეთი იარაღი, რომელიც გატეხავს ერს, რომელმაც იცის, რისთვის იბრძვის და რას არ აპატიებს მტერს არასდროს,”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • ხვიჩიას თქმით, ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში “კანონიერი ქურდების” უფლებებს დაიცავს

    “ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე. იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. […]

    ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით – ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად – ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება, გადასახლება სხვა ქვეყანაში. პასპორტსაც არ ვუახლებთ, ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს, ვავიწროებთ ოჯახს. ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება. რაც არ უნდა არაპოპულარული უნდა იყოს ეს. ადამიანი უნდა დაისაჯოს მიერ მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა. არ შეიძლება ადამიანის დასჯა ლაპარაკის გამო”

    ამის შესახებ, “გირჩის” ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ირანს რუსეთისაგან ძალიან ბევრი რამის მიღება შეუძლია, ეს კი შემაშფოთებელი უნდა იყოს როგორც დასავლეთისთვის ისე ისრაელისთვის – გიორგი კობერიძე

    “ირანს რუსეთისაგან ძალიან ბევრი რამის მიღება შეუძლია, ეს კი შემაშფოთებელი უნდა იყოს როგორც დასავლეთისთვის ისე ისრაელისთვის” – საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 17 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს

    ”დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე დრონების გამოყენებით კვლავ იყო იერიშები. ეს რუსეთის ახალი სტრატეგიაა. მათი მიზანი სირიის კერძოდ კი ალეპოსა და ჩრდილოეთ სირიის ქალაქებში ჩადენილი დანაშაულების ხელწერის გამეორებაა. რუსები მაქსიმალურად დიდ ზიანს აყენებდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ფიტავდნენ მას. ბოლოს კი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მყოფი ქალაქები წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებდნენ. მანამდე რუსეთი ქართულ ქალაქებს ბომბავდა ამ მიზნით – შოკი და პანიკა იწვევს დემორალიზებას და უმწეობის შეგრძნებას. თუკი მოსახლეობა გამოუცდელი და მოუმზადებელია მაშინ შესაძლოა ამ სტრატეგიამ გაამართლოს.

    ახლაც რუსეთი ცდილობს უკრაინელთა დემორალიზებას მიაღწიოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასობრივი განადგურების ხარჯზე. ამას ემატება ელექტრო მომარაგების შეზღუდვაც. ეს კი ძალიან დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისათვის, მით უფრო იმ ფონზე, რომ ზამთარი მოდის.

    უკრაინელები ომს ხმელეთზე იგებენ, მაგრამ ჰაერში ინიციატივა რუსების ხელშია. ირანული წარმოშობის რუსული დრონებით სამხედრო ძალების განადგურება ვერ ხდება, მაგრამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ზიანი ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები რუსული დრონების 80%-ს ანადგურებენ, მაინც, ის 20% შესამჩნევად მძიმე ეფექტის მქონეა.

    თუკი ქვეყანაში ელექტრო ენერგია შეზღუდული გახდება ამით წარმოებაც შეიზღუდება. საბოლოოდ კი ეკონომიკური სირთულე სამხედრო წარმოებაზეც ცუდად აისახება. ამიტომაა, რომ ომში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სამხედროსი.

    ამ ფონზე დასავლეთის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო ტექნოლოგია რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავიდეს უკრაინაში. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამაა შესამჩნევი – რუსეთი თანდათან ხვდება რომ მისი თავდაპირველი, მეოცე საუკუნის სტრატეგია აღარ ამართლებდა და ამიტომაც აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიის მაქსიმალურ ათვისებაზე.

    ამასთან, იმდენად უჭირს რუსეთს, რომ ირანული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მისაღებად ყველაფერზეა წამსვლელი. ეს კი შემაშფოთებელი უნდა იყოს როგორც კოლექტიური დასავლეთისათვის, ისე ისრაელისათვისაც, რადგან ირანს რუსეთისაგან ძალიან ბევრი რამის მიღება შეუძლია.

    – უცნობია თუ რა ხდება ზუსტად ხერსონის რაიონში, მაგრამ ამ მიმართულებით ოთხი ფაქტი დაფიქსირდა:
    1. უკრაინელებმა მათი პოზიციებისაკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს თავისი მძიმე ტექნიკითა და ცოცხალი ძალით;
    2. მოიპოვეს სამხედრო ნადავლი და აიყვანეს ტყვეები, რომელთა ნაწილიც მობილიზებული სამხედროა;
    3. რუსებმა ანტონოვის ხიდის ზუსტად მომიჯნავედ დაასრულეს დიდი პონტონური ხიდის მშენებლობა. ხიდის ამ ადგილას მშენებლობა იმ გათვლასაც ემსახურება, რომ უკრაინელები პონტონების დაბომბვისას ანტონოვის ხიდის მოარტყამენ და ზუსტი დამიზნება გაუჭირდებათ.

    4. რუსების მცდელობა სუხო სტავოკზე (მდ. ინჰულეცის პლაცდარმი) ეწარმოებინათ კონტრშეტევა მოგერიებულ იქნა უკრაინელთა მიერ.
    – დონეცკის რაიონში ბრძოლა ბახმუტისა და სოლედარისათვის გრძელდება. რუსებმა დიდი რაოდენობით რეზერვიც კი ჩართეს მაგრამ გარღვევა ვერ მოახერხეს. დანაკარგები ორივე მხრიდან დიდია, მაგრამ რუსების რიგებში სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა.

    – ბელარუსი ალაპარაკდა “პრევენციული დარტყმის” შესაძლებლობაზე. ძალიან საეჭვოა მინსკის მხრიდან ასეთი ღია და ნათელი მითითებები და ხაზგასმა პოტენციურ იერიშზე. როგორც წესი, შეჭრის წინ ასეთი ფორმითა და ასეთი ინტენსივობით არ საუბრობენ ხოლმე, მაგრამ შესაძლოა საქმე შიდა საზოგადოებრივ მომზადებასაც ეხებოდეს და სწორედ ამიტომ წარმოებდეს ამგვარი საუბარი მინსკის მხრიდან. მაგრამ მაინც ძალიან გაუჭირდება ლუკაშენკას საზოგადოების კონსოლიდაცია და სამხედრო რიტორიკის პოპულარიზაცია.

    – დღეს 108 უკრაინელი ტყვე ქალი სამხედრო და სამოქალაქო იქნა გათავისუფლებული რუსეთის ტყვეობიდან. მათ შორის 30-მდე აზოველი და 10-ზე მეტი ოფიცერი.
    – რუსეთში, კრასნოდარის რაიონში რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი სუ-34 ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა.”- აცხადებს კობერიძე.