Category: სლაიდერი

  • საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არსობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.

    “საარჩევნო უფლება არ შეიძლება მხოლოდ ფორმალურად არსებობდეს. სახელმწიფოს მხრიდან უფლების მიზანმიმართულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს აქვს რეალური შესაძლებლობა უზრუნველყოს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა, მაგრამ მმართველი პარტიის ინტერესების გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ ხმის მიცემის რეალური შესაძლებლობა. არჩევნების საყოველთაობის პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში რეალური მონაწილეობა და არ დაუშვას, რომ მათი აქტიური საარჩევნო უფლება ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ფორმალობად იქცეს. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე,“

    უკვე წლების მანძილზე არსებული შესაძლებლობის მოქალაქეებისთვის წართმევით, მათთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, გაუგებარია როგორ ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას.

    საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას, მიუხედავად გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემოებებისა. აღნიშნილი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება. ისინი ქვეყანაში დარჩენილ ოჯახებს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ და ამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

    ვენეციის კომისიის მოსაზრებით, მოქალაქეთა ევროპული მობილობის გათვალისწინებით და სახელმწიფოების ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ პოზიტიური მიდგომა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებთან დაკავშირებით. ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამის პარალელურად, საქართველოს მოქალქებითვის ამ შესაძლებლობის წართმევა დაუშვებელია.

    ამასთან, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის წესის ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიით, კონსტიტუციურად გაუმართლებელი და მანკიერი პრაქტიკაა, რადგან ეს ორი პროცესი არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა.

    არსებითია ისიც, რომ აღნიშნული საკანონდებლო პროცესის პარალელურად მმართველი პარტია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით აწარმოებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში. გარდა ამისა, აძლიერებს ზეწოლას დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა  და მედიაზე. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების მისწრაფებებს და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • დააკავეს კაცი, რომელმაც 12 წლის გერის ოთახში კამერა დაამონტაჟა და კადრები გაავრცელა

    დააკავეს კაცი, რომელმაც 12 წლის გერის ოთახში კამერა დაამონტაჟა და კადრები გაავრცელა

    არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყება ბრალდებულისთვის აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა.პროკურატურამ მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები. პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ზინოვკინას კლინიკაში გადაყვანაზე ციხის ადმინისტრაციამ შესაბამის ორგანოს მიმართა

    პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინა ციხიდან კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. მისი ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის და ხერხემლის პრობლემის გამო, შესაბამის სამსახურს მიმართა ციხის ადმინისტრაციამაც, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

    “ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლოს როდესაც შევხვდი, იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. მას აქვს ხერხემლის ე.წ. თიაქარი, რაც გამწვავებული ფორმით არის, ვინაიდან ციხეში მოგეხსენებათ არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტურ გარემოს. აქედან გამომდინარე, იმ მუდმივი ტკივილებისთვის რაც გააჩნია, მხოლოდ ადგილობრივ დონეზე რაც შეუძლია ექიმს, არის რომ გაუყუჩოს, თუმცა არ ტარდება შესაბამისი მკურნალობა მის მიმართ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უკვე ტკივილის ატანის რეჟიმშია.

    ანასტასიამ განმიმარტა, თავად ციხის ადმინისტრაციამაც მიმართა შესაბამის სამსახურს, რაზეც არ აქვს პასუხი დღემდე მიღებული, ასევე არც მე მაქვს პასუხი მიღებული”. – თქვა ლომინაძემ.

    ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

  • დავაკავეთ უკანონო აზარტული საქმიანობისთვის ინტერპოლით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე – შსს

    დავაკავეთ უკანონო აზარტული საქმიანობისთვის ინტერპოლით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს. მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი
    ცირკულარით იძებნებოდა.

    “ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას –
    ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

    ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე  ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონოდ მიითვისა.

    ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო
    პროცედურები მიმდინარეობს”. – წერს შსს.

  • მამაცი ქართველი ხალხი მთელი ერთი წელი აპროტესტებდა გაყალბებულ არჩევნებს – სენატორი უიკერი

    მადლობა კონგრესმენო უილსონ, საქართველოს რესპუბლიკის მტკიცე და მამაცი ხალხის ხსენებისთვის, რომლებიც სიცივესა და ზაფხულის სიცხეში, მთელი ერთი წელი იდგნენ და აპროტესტებდნენ არაკანონიერ, გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც გაყალბებულად ევროკავშირმა და არაერთმა ამერიკელმა აღიარა.

    განაცხადა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა.

  • რეჟიმი უცხოეთში მყოფ ქართველებს ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი შვილები – ზურაბიშვილი

    რეჟიმი უცხოეთში მყოფ ქართველებს ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი შვილები – ზურაბიშვილი

    “რეჟიმი უცხოეთში მყოფ ქართველებს ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი შვილები” – განაცხადა  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გამართულ ბრიფინგზე.

    “ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, ვინც ცხოვრობს ემიგრაციაში, საქართველოდან წასულია მილიონზე მეტი და დღეს უკვე ალბათ მილიონ-ნახევარზე ავიდა ეს ციფრი. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად რესურსი ამ ქვეყნის ყველა მხრივ. ყველამ ვიცით, თუ რამდენად ტრანსფერებიდან ხორციელდება ის ფულის გადმორიცხვები, რომელიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც დღეს, როგორც ჩანს, ძალიან უჭირს.

    ჩვენი ქვეყნის ეს ნაწილი, რომელიც წასულია ამ ქვეყნიდან იმიტომ, რომ სწორედ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათთვის ვერც იმ პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა. ამიტომ, არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან, რადგან მეტი ძალა პატარა ქვეყნებს, როგორიც ჩვენია არ გააჩნიათ, თუ არა ეს დიასპორა.

    თუ გვინდა მაგალითები, გადავხედოთ როგორ ეპყრობიან სხვა პატარა ქვეყნები, მაგალითად ისრაელი თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრებს მიღმა ცხოვრობენ, ის უყურებს ამ მოქალაქეებს, როგორც მათ საგანძურს, რომელსაც უფრთხილდებიან, ცდილობენ დააბრუნონ და ყველანაირად ხელს უწყობენ.

    ჩვენთან სულ სხვანაირად არის, არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყოთ, რომ მათ შევუქმნათ რამე ახალი პირობები, რომ დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ და პირიქით, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ იგრძნონ რომ განთხეთქილებაა, მათ და ჩვენს შორის.

    ჩემს პასუხისმგებლობად ვგრძნობ ამ საკითხს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ კანონის სათავეში, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის მერე, გააჩინა საშუალება ყველასთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა მიეღოთ და შეენარჩუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის. ადამიანი არ უნდა იყოს იძულებული, რომ არჩევანი გააკეთოს, იმ ქვეყნის მოქალაქეობას, სადაც მისი კარიერა ან ცხოვრებაა და თავის სამშობლოს შორის, ეს არჩევანი შენ არ უნდა დაუყენო მას წინ.

    იმის მერე, რაც ვიყავი ამ კანონის სათავეში პრაქტიკულად 6 წელი, სანამ ვიყავი პრეზიდენტის მანდატით უშუალოდ, არ შემიჩერებია ბრძოლა და ნამდვილი ბრძოლა იყო იუსტიციის სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებებთან, იმისთვის, რომ გამარტივებული ყოფილიყო ეს ორმაგი მოქალაქეების მიღება და დაბრუნება საქართველოს მოქალაქეობის, იმის მაგივრად, რომ ეს ჩვენ გაგვემარტივებინა, ძალიან გავართულეთ, ტესტირება ამას ყველა გეტყვით, თანხები, რომელსაც ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, მითუმეტეს, როცა ოჯახს ეხება ეს, არის საკმაოდ დიდი თანხები და ამ ყველაფრით ჩვენ, იმის მაგივრად რომ ვუთხრათ, რომ მოდით იყავით ჩვენი ნაწილი, ვეუბნებით, რომ არა შენ იქ იყავი, ოღონდ შენ ფული გამოაგზავნე საქართველოში.

    ამიტომ, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი აცხადებს ესოდენ სიამაყით, რომლითაც ჩვენ მათ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, არის კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელი.

    მე არავის არ ვიცავ, სულ არ მაინტერესებს ის ადამიანები, ის მილიონ-ნახევარი, ვინც უცხოეთშია, რომელ მხარეს არის, თუ ვინმე არის ამათ მხარეს, მაგრამ ის არ მაინტერესებს ვის მისცემდნენ ხმას, აქ ლაპარაკია მათ უფლებაზე, რომ იყვნენ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ის აქტი, რითაც შენ დგები, როგორც ქვეყნის მოქალაქე და ის, რაც გაკეთდა ბოლო არჩევნებზე, დისკრიმინაცია, რომელზეც დღეს ბჭობს ალბათ სტრასბურგის სასამართლო და საჭიროა უფრო სწრაფად იმსჯელოს ამ საკითხზე, დისკრიმინაცია ჩვენს უცხოეთში მყოფ მოქალაქეების მიმართ არის სრული დარღვევა ყველა კონსტიტუციური პრინციპების.

    დღეს, მე გული მტკივა იმ ქართველებზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის იღწვიან იქ, სადაც არიან, რომელთაც აქვთ ერთი სურვილი, რომ დაბრუნდნენ ამ ქვეყანაში, მაგრამ დაბრუნდნენ სრულყოფილად, დღეს, ეს რეჟიმი მათ ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი შვილები.” – თქვა ზურაბიშვილმა.

     

  • მოვუწოდებთ ოცნებას, ჩაერთოს დიალოგში ოპოზიციასთან – ჰადადი

    “ევროკომისია გაფართოების ანგარიშით ძალიან მკაფიო იყო საქართველოსთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ქმედებები, რეპრესიები ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ გზას უჭრის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ეს სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ეს მისწრაფება არის ძლიერი და მას საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს.[…]”მაგრამ რაც ხდება წინა წლის არჩევნებიდან მოყოლებული, ბოლო თვეებში ლიბერალური გზიდან გადახვევა – უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მთლიანად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, საქმოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება”,

    ამის შესახებ, საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბენჟამენ ჰადადიმ განაცხადა.

  • როცა შეხვედრას ჰქვია „გაფართოების ფორმატი“ დაარ ხარ მიწვეული, ნიშნავს, რომ არ ხარ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი – გეგელია

    როცა შეხვედრას ჰქვია „გაფართოების ფორმატი“ დაარ ხარ მიწვეული, ნიშნავს, რომ არ ხარ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი – გეგელია

    „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს წლების განმავლობაში არცერთი ნაბიჯი მშვიდობიანი დეოკუპაციის გაძლიერებისა და მიღწევის თვალსაზრისით. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის პრორუსული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ ახსენოს ოკუპანტი, არ გააბრაზოს ოკუპანტი, არ დაიცვას ქართული სუვერენული ხმა. არ დაიცვას ქართველთა ეროვნული ინტერესები და არ გადადგას არცერთი ქმედითი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიღწევის კუთხით. ეს მე არ მესახება როგორც განსაკუთრებულად რომელიღაც პოლიტიკის გაძლიერების მაგალითად და პირიქით, მახსენდება ის, რომ რუსეთი წლების განმავლობაში სისტემატურად მოითხოვდა იმას, რომ საქართველოს გადაედგა ეს ნაბიჯი. ესეც არის რუსეთის სისტემატური მოთხოვნის შესრულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან, რომელიც არ გამიკვირდება, სულ მალე დაიწყებდეს საუბარს ნეიტრალიტეტსა და ამ ტერიტორიების აღიარებაზე. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი გააკეთებს ზუსტად ამას. საბოლო მიზანი ამ რეჟიმის არის საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ტერიტორიების აღიარება.[…[ როდესაც ფორმატს ჰქვია „გაფართოების ფორმატი“ და ამ ფორმატზე არ ხარ მიწვეული, ეს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის დასრულებული. ის აღარ არის კარგი, აღარ არის საშუალო, აღარ არის ცუდი, არამედ საერთოდ აღარ არსებობს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მანამ, სანამ „ქართული ოცნების“ რეჟიმი განაგრძობს ამ ქვეყნის დე-ფაქტო რეჟიმში მართვას, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არ მოხდება და ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ჩახსნილი ვართ ევროპული კავშირის გაფართოების დღის წესრიგიდან“,

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე.

  • საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე შორდებიან ევროკავშირს – მარი ბიერე

    „ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ გაფართოების კუთხით და მივცეთ კანდიდატ ქვეყნებს, პირველ რიგში უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა. დღეს ვხსნით ბოლო კლასტერს ალბანეთთან. ყველა კლასტერი გახსნილია და ძალიან მოხარული ვართ ამის გამო. ვისწარფვით მოლდოვასა და უკრაინასთან წინსვლისთვის და რეალურად მივდივართ კიდეც წინ ტექნიკურ დონეზე. ახლა, სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს“,

    ამის შესახებ დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

  • საზღვარგარეთ მყოფ ადამიანზე ტექნოლოგიური რესურსებით გავლენა ადვილია – ვოლსკი

    საზღვარგარეთ მყოფ ადამიანზე ტექნოლოგიური რესურსებით გავლენა ადვილია – ვოლსკი

    ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ნებაზე გავლენის რესურსი საკმაოდ გაიზარდა. ეს მხოლოდ იმ ხალხს არ ეხება, რომელიც ევროპის ქვეყნებშია ან აშშ-ში ცხოვრობს. სამხრეთში ცხოვრობს, ჩრდილოეთში, თუ დასავლეთ-აღმოსავლეთში, ნებისმიერი მოქალაქე საკმაოდ სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა. ეს მმართველობა თუ ამას მოინდომებს, ამ მოქალაქეების მოწყვლადობა გაცილებით მაღალია. ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, ეს სწორედ ის იქნება, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ.

    სამ წელიწადში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ვითარება იქნება საქართველოში, რომ ადამიანებმა არალეგალური ცხოვრების ხარჯზე საზღვარგარეთ მწირი შემოსავალი არ ეძებონ. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება. სწორედ ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, რომელიც ვფიქრობთ, სამ წელიწადში უფრო ინტენსიური იქნება, გავლენა უფრო ადვილია იმ ადამიანთა ნებაზე, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტულ ვითარებაშია, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს და ხედავს ცუდსაც, კარგსაც, შავზე არ ამბობს თეთრს, თეთრზე – შავს.

    ამტკიცებს “ოცნების” პარლამენტის დეპუტატი, გია ვოლსკი.