Category: სლაიდერი

  • თუ ივანიშვილზე არ იმოქმედებს, სათანადოდ შესრულებული არაა – გრეგოროვა დეოლიგარქიზაციაზე

    თუ ივანიშვილზე არ იმოქმედებს, სათანადოდ შესრულებული არაა – გრეგოროვა დეოლიგარქიზაციაზე

    ”როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი. ასე რომ, თუ იქნება რეფორმები, რომელიც არ იმოქმედებს მასზე, ანუ რეფორმა არ არის სათანადოდ შესრულებული. საჭიროა, რომ შეეხოს ყველას – რა თქმა უნდა, ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ივანიშვილზე, მაგრამ მასზეც არის. ასე რომ, ივანიშვილი არ შეიძლება, გამოირიცხოს, ეს პრობლემა იქნება. ”

    ამბობს ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, მარკეტა გრეგოროვა ფორმულასთან ინტერვიუში.

  • “Москва-Сити“–ს კოშკებში, საიდანაც მინისტრები პუტინს თათბირზე ერთვებოდნენ, ელექტროენერგია გაითიშა

    მოსკოვის საქმიანი ცენტრის, Москва-Сити–ს კომპლექსის სამ ცათამბჯენში ხუთშაბათს ელექტროენერგია იმ დროს გამოირთო, როცა იქ მყოფი მინისტრები რუსეთის პრეზიდენტს სელექტორულ თათბირზე ერთვებოდნენ. ერთ–ერთი ცათამბჯენში სამი სამინისტროა განთავსებული–ეკონომიკური განვითარების, მრეწველობისა და ვაჭრობის და კავშირგაბმულობის სამინისტროები.ამ შენობას “სამინისტროების კოშკს“ ეძახიან.

    ამ დროს პუტინი მთავრობის წევრებთან თათბირს ატარებდა და ტრანსლაციისას აშკარად გამოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი, მაქსიმ რეშოტნიკოვი და ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვი საკუთარ კაბინეტებში სიბნელეში ისხდნენ. მათი კვადრატები ეკრანზე შავი იყო.

    რეშოტნიკოვს სიტყვა მას შემდეგ მისცეს, რაც მის კაბინეტში სინათლე ჩაირთო.

    “იმედია სარემონტო სამუშაოები, რომლებიც თქვენს კომპლექსში მიდის, ანგარიშის წარმოდგენაში ხელს ვერ შეგიშლით“–უთხრა პუტინმა მინისტრს.

    ტრანსლაციისას ასევე ჩანდა, როგორ მიუახლოვდა პუტინს ერთ–ერთი თანაშემწე და ყურში რაღაც უთხრა.

    მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ცათამბჯენებში 18:10 საათზე  სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა მაშველებმა ცეცხლის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით 18:58 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

     

  • ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და ნაციონალური მოძრაობა დატოვა

    ნონა მამულაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

    მამულაშვილი განცხადებაში განმარტავს პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებს და აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში.

    რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობას”, მამულაშვილის თქმით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას.

    “მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას”.

    ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.

    გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა – საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

    მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.

    რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

    მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს – მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი”,- წერს მამულაშვილი.

    მამულაშვილის განცხადებით, უერთდება პლატფორმა “გამზირს”, სადაც ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მუშაობენ მასშტაბური, ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებად, რისი მიზანიც, “რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება”.

  • უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 107 სამხედრო დააბრუნა, მათ შორის აზოვსტალის მცველები 

    უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 107 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის აზოვსტალის მცველები. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

    “ჩვენ დავაბრუნეთ სახლში ბევრი დაჭრილი სამხედრო. კერძოდ, შევძელით გაგვეცვალა და დაგვებრუნებინა მძიმედ დაჭრილები მარიუპოლიდან, აზოვსტალიდან. ძირითადი დაზიანებები მათ კიდურებში აქვთ მიღებული, ასევე ზოგს ამპუტირებული აქვს ხელი ან ფეხი, ზოგიერთს სხვადასხვა სიმძიმეს დამწვრობები აღენიშნება. ბევრ ჩვენ სამხედროს ჭრილობები ჯერ კიდევ მარტის თვეში აქვს მიღებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. დავაბრუნეთ 6 ოფიცერი, 101 რიგითი და სერჟანტი. ისინი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე საზღვაო ფლოტის სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები და სხვა დანაყოფების წევრები. დავაბრუნეთ რამდენიმე მოხალისე, რომელიც მარიუპოლში საბრძოლველად იყო წასული. რაც შეეხება აზოვსტალის მცველებს – 74 მცველი დავიბრუნეთ”, – ამბობ ერმაკი.

  • ჩემზე არ იდარდოთ. არხს მიხედეთ. ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით – გვარამია

    ”მთვაარარხელებო, ბიჭებო და გოგოებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, ცხადია ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც. მორალური პრეცენდენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას. გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ, ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ.

    მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემზე არ იდარდოთ. არხს მიხედეთ. დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა მთავარის ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს. არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს. არხი უნდა გადარჩეს. ამას თქვენს გასაგონად არ ვამბობ, თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რამე მიზნის ირგვლივ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს მთავარი არხის გადარჩენაა.

    ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ მთავარს. იმათაც, ვისაც პირადად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს, ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა მთავარი არხის დახმარებაა.

    დაეხმარეთ მთავარს, ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ მთავარი, ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით – გინდა 1 ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით. გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა. გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა. გინდა ადამიანმა, გინდა ორგანიზაციამ. გინდა შემოწირულობით, გინდა რეკლამით. დაეხმარეთ მთავარ არხს, დაეხმარეთ მთავარს – ჩვენს თავისუფლებას, გთხოვთ უმორჩილესად.”

    წერს პატიმრობაში მყოფი მთავარი არხის  გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერილში.

  • ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს

    ნეაპოლში საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა CalcioNapoli24 ავრცელებს.

    მძარცველებმა, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს.

    მომხდარის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ ადგილობრივ პოლიციას დილით აცნობა.

  • ”ზოგი ისე გვექცევა, კომუნისტებისგან ვერ განასხვავებ” – მეუფე იაკობი ევროპარლამენტარებზე

    ”ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ძალიან არაობიექტურად მოიქცნენ. ევროპელი დეპუტატები ზოგ რაღაცებში არაობიექტურები იყვნენ. ბალტიისპირეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი ევროპარლამენტარი საბჭოთა მეთოდებით იბრძვის. ჩვენ მიმართ ისე იქცევიან, კომუნისტებისგან ვერ განასხვავებ. რუსები როგორც გვექცეოდნენ, ისე გვექცევიან ისინიც. ”

    განაცხადა ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ყველაფერი, რაც თუნდაც ჰგავს პოლიტიკურ დევნას, ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის – კელი დეგნანი

    “ყველაფერი, რაც თუნდაც ჰგავს პოლიტიკურ დევნას, ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ”  –  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ნიკა გვარამიას საქმეზე გუშინ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

    „თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს განცხადება, ასევე ევროკავშირის და ბევრი სხვა საქართველოს ევროპელი მეგობრის. ყველაფერი, რაც აშშ-მ საქართველოში გასული 30 წლის განმავლობაში გააკეთა უჭერდა მხარს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს უსაფრთხო, განვითარებული დემოკრატიული მომავლისადმი.

    მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა ცენტრალურია ამ მომავლისთვის და ყველაფერი, რაც თუნდაც ჰგავს პოლიტიზაციას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.

    ეს ის პირობაა, რაც საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ დადო ქართველი ხალხის წინაშე საპარლამენტო არჩევნებში, რომ მიაღწევდა მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს გზაზე ამ ევროატლანტიკური მომავლისკენ. ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის ახლა, ან თუნდაც საფრთხის ქვეშ აყენებს ძალიან შემაშფოთებელია.

    შეერთებულ შტატებში ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო ჩვენი დემოკრატიის საფუძველია. ესაა ის, რაც აძლევს გამძლეობას და ძალას, რომ გაუძლოს სხვადასხვა გამოწვევებს და დროის გამოცდას და ჩვენ იგივე გვსურს ქართველი ხალხისთვის.

    ქართველმა ხალხმა მრავალჯერ თქვა, რომ მათ სურთ ძლიერი დემოკრატია, სურთ ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. ესაა ის, რასაც ჩვენ 30 წელია ვაკეთებთ და რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ, რადგან ნამდვილად გვჯერა საქართველოს წარმატების და ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილურად, მშვიდობიანად და განვითარებულად“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

  • კარგი იქნება დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ გამოუშვან – მეუფე იაკობი

    ”სამართლიანი სასამართლოს შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენს გაეცანით. იქ ნათქვამია, რომ ეს არ დარღვეულა და გიორგი მამალაძეს სამართლიანი სასამართლო ჩაუტარდა. მე რაც ვნახე, ის ვიცი, რომ მამალაძის საქმეში დარღვევა მისი სასამართლო პროცესის დახურვის ეპიზოდში გამოვლინდა […] სტრასბურგის სასამართლოს მე იმაში ვენდობი, რომ გიორგი მამალაძეს სამართლიანი სასამართლო ჩაუტარდა. მაგრამ, იმასაც გეტყვით, მამალაძე რომ გამოუშვან, კარგი იქნება, არავის ციხეში ყოფნა არ მინდა.”

    აცხადებს, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.

  • რუსეთმა უკრაინაში 2-ჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე ავღანეთში, 10 წლის განმავლობაში – ზალუჟნი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში.

    “უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში – 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში” – აცხადებს ჟალუზნი