Category: სლაიდერი

  • არ ვიბრძოლები იმისთვის, რომ ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე გაიაროს – იაგო ხვიჩია

    ”ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ გაიაროს, შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ. მაგრამ არსებობს რაღაც ტიპის უფლებები, რომელთა რეალიზებისთვის მე ვიბრძლებ და არ ვიბრძოლებ. იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ, იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა პრიორიტეტები მაქვს და მგონია, რომ თუნდაც სექსუალური უმცირესობების თემის წარმომადგენელი, რომელიც ციხეში ზის, უფრო იმსახურებს… უფრო იმსახურებს კი არა, როგორ გითხრათ სწორი პასუხი, უფრო საჭიროებს უფლებების დაცვას და მისი უფლებების მიხედვას, ვიდრე ადამიანი, რომელიც ახლა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სად ჩაატაროს პრაიდი.

    თუმცა, როგორც გითხარით, არსებობს პოლიტიკური კონსესუსი, რითაც მე დღევანდელი გამოსვლა დავიწყე და ამ პოლიტიკური კონსესუსის ფარგლებში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მოუნდება ასეთი ტიპის აქტივიზმი, მე, ვეცდები, რომ ხელი არ შევუშალო. პირადად ჩემი ინტერესები ეს არ არის. პირადად ჩემი ინტერესები სულ სხვა კატეგორიის უფლებების დაცვაა და არა, ვთქვათ, სადღაც გადაადგილების რაღაც კონკრეტულ ღონისძებაზე.”

    აცხადებს, ომბუდსმენობის კანდიდატი, გირჩის დეპუტატი იაგო ხვიჩია პარლამენტში.

  • ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი – იაგო ხვიჩია

    ”მე, ზოგადად, ეს ტერმინი [ოლიგარქი] არ მომწონს, მე არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება რუსეთში რაღაც კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად, ასევე უკრაინაში შეიძლება ჰქონდეს რაღაც თავისი კონტექსტი, მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, მას კონტექსტი არ გააჩნია.

    ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა, იყო ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ გვყავდა ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძე და ა.შ. არც რთი ეს ხალხი არ იყო მილიონერი, მილიარდერი და ოლიგარქი, მაგრამ პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის მაშინაც გაგვაჩნდა და დღესაც გაგვაჩნია, ამიტომ, არასწორი სახელის შერქმევა ამ პრობლემაზე, ოლიგარქის შერქმევა, არასწორია. ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა და ეს პრობლემა ყველას მოსაგვარებელია, ჩემი აზრით და ეს პრობლემა მოსაგვარებელია, მათ შორის, ქართული ოცნებისაც, როგორც ენმ-ს მოსაგვარებელი იყო მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.

    რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ხელისუფლებაზე და, ზოგადად, ამ ხელისუფლების მთავარი ლეგიტიმაციის წყაროც არის ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – არ იცით თქვენ, რომ ეს ასეა? არ იცის ამომრჩეველმა, როცა არჩევნები ტარდება, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია? მას არ აძლევენ ხმას? შესაბამისად, ვაკრიტიკოთ ის ადამიანი, რომლის შესახებაც ვიცით, რომ მოანაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, რატომ მონაწილეობო, ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენ თუ გამარკჯვება გვინდა, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი იდეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის იმ იდეას, რომლითაც ის ხელისუფლებაშია, ვაჯობებთ.”

    აცხადებს, ომბუდსმენობის კანდიდატი და გირჩის დეპუტატი, იაგო ხვიჩა პარლამენტში.

  • უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს – მიხაილო პოდოლიაკი

    “მორიგი “დიპლომატიური მოგვარების” გეგმის თითოეული ავტორი, რომელიც უკრაინას ქვეყნის ნაწილის დათმობას სთავაზობს, ავიწყდება ის დეტალი, რაც ამას შეუძლებელს ხდის. ეს დეტალი უკრაინელი ხალხის ნებაა. ნუ დაკარგავთ დროს ფანტაზიებზე. უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • ხვიჩია, 2 მოადგილის დანიშვნას სთავაზობს მას, ვინც მის ომბუდსმენობას მხარს დაუჭერს

    ხვიჩია, 2 მოადგილის დანიშვნას სთავაზობს მას, ვინც მის ომბუდსმენობას მხარს დაუჭერს

    პარტია გირჩის წევრი იაგო ხვიჩია და ომბუდსმენობის კანდიდატი,პოლიტიკურ ძალებს, ვინც მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, სახალხო დამცველის 2 მოადგილის არჩევის შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

    „ჩვენ მივდივართ პოლიტიკურ კონსენსუსზე და ვთავაზობთ პოლიტიკურ ძალებს, ვინც მხარს დაგვიჭერს 2 მოადგილეს, რომელთა მეშვეობითაც მათ შეუძლიათ მათი პრიორიტეტების განხორციელება დაიწყონ ან გააგრძელონ, რომელიც სახალხო დამცველის კომპეტენციებში ისედაც შედის. მე ვეცდები, რომ ჩემი მოსაზრებები და პოზიციები გამოვთქვა ნებისმიერ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვაძლევ საშუალებას ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მე ნდობას გამომიცხადებს, ჩემს პრიორიტეტებთან ერთად განახორციელონ თავიანთი პრიორიტეტებიც იმ ადამიანების  მეშვეობით, ვისაც წარადგენენ ჩემს მოადგილეებად. მე მათ ხელს არ შევუშლი და პირიქით, მათთან მექნება აქტიური კომუნიკაცია იმ თემებთან დაკავშირებით სადაც მე გამაჩნია კომპეტენცია“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

  • მათ წინააღმდეგ ბრძოლით, ჩვენ შევიძინეთ წმინდა ძალა – მედვედევი

    მათ წინააღმდეგ ბრძოლით, ჩვენ შევიძინეთ წმინდა ძალა – მედვედევი

    “რუსეთი უზარმაზარი და მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ არ გვჭირდება უცხო ტერიტორიები, ყველაფერი უხვად გვაქვს. მაგრამ არის ჩვენი მიწა, რომელიც ჩვენთვის წმინდაა, რომელზეც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და რომელზედაც დღეს ჩვენი ხალხი ცხოვრობს. და რომელსაც ჩვენ არავის მივცემთ.

    შეშლილი ნაცისტი ნარკომანების თაიგული, მათ მიერ დაშინებული ხალხი და დასავლეთის ძაღლების დიდი ხროვა. […] მათ წინააღმდეგ ბრძოლით, ჩვენ შევიძინეთ წმინდა ძალა”.

    განაცხადა  რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დმიტრი მედვედევმა.

  • ერთობაზე გვამუნათებენ ჯაფარიძე და ვაშაძე, რომლებმაც დაგვტოვეს მარტო, როდესაც ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე – წითლიძე

    “ისეთი ადამიანები გვამუნათებენ ერთობაზე, რომლებმაც თავის დროზე ერთობა დაარღვიეს. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. ჯაფარიძე ჯერ ისე წავიდა პარტიიდან, არც დაგვემშვიდობა და ნახვამდის არ უთქვამს იმ ადამიანებისთვის, ვინც ადგილზე ვიბრძოდით. ნუ ოქეი, წავიდა, წავიდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაზე მეტი გააკეთა ერთობისთვის. ჩვენი ამომრჩეველი საერთოდ არ იყო აღფრთოვანებული ამ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და არც იმით, რომ ჩვენ თბილისის მაჟორიტარები მთლიანად დავუთმეთ ოპოზიციურ ერთობას.

    დარწმუნებული ვარ, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარები რომ ყოფილიყვნენ, გამარჯვების ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა.

    ახლა ერთობაზე გვამუნათებენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ, დაგვტოვეს მარტო “ნაციონალური მოძრაობა” მაშინ, როდესაც ჩვენ ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე.

    მერე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თამაშობდნენ, რომ თვითონ იყვნენ კონსტრუქციული ოპოზიცია და ჩვენ ვიყავით დესტრუქციული ოპოზიცია და ვიყავით ქუჩის ოპოზიცია. ამ ერთობის მთავარმა დამრღვევებმა წითელი ხაზი გადმოკვეთონ და გვეძახონ, თურმე ერთობა არ გვინდა, ამას ვერ დავეთანხმები ნამდვილად. თუ ერთობაში გულისხმობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სიით უნდათ სადმე გასვლა, მაშინ საერთოდ რას მიდიოდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”.

     

    ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.

  • დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დავეხმარებით – ბერბოკი

    “ერთიან სანქციებს, რომელთა ინიცირებაც მოვახდინეთ, მოჰყვება ზამთრის ერთიანი დახმარების პაკეტი დიდი შვიდეულის პარტნიორებისგან. […] დახმარების ეს პაკეტი ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ზამთარში მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგია, გატეხოს უკრაინა, წარმატებულია”.

    განაცხადა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

  • ოკუპანტები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან – ბრიტანეთი

    რუსული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

    “ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს, უკანდახევისთვის დახვრეტით ემუქრებიან, რათა აიძულონ შეტევა”, – წერია განახლებაში.

    ანგარიშში ნათქვამია ასევე რომ ცოტა ხნის წინ, რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მათ მეთაურებს იარაღი გამოეყენებინათ დეზერტირების წინააღმდეგ. გენერლებს ასევე სურდათ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე.

  • არ ვაპირებ მივიდე გასაუბრებაზე პარლამენტში, სადაც შოუ იდგმება – ნაზი ჯანეზაშვილი

    “არ ვაპირებ მივიდე გასაუბრებაზე პარლამენტში, სადაც შოუ იდგმება” – ამის შესახებ,სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გასაუბრებაზე კანდიდატებისთვის ახსნა-განმარტებების მოთხოვნა წარსულში მათ მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სინამდვილეში არჩევანის გაკეთება ამ გასაუბრებიდან გამომდინარე არ მოხდება.

    “პირდაპირ ვამბობ, რომ მე არ ვაპირებ რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად არ ვაპირებ, რომ მივიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად, პრინციპულ, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ ასეთი კანდიდატურა, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და დააკმაყოფილებს ყველ იმ პირობას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყანას ჰყავდეს ღირსეული სახალხო დამცველი. […]ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი, იაგო ხვიჩია არის ერთ-ერთი კანდიდატი, მას არ დაუყენებია თვითაცილების საკითხი, ის იღებს გასაუბრებაში მონაწილეობას და მისი გუნდი ასვე სვას კითხვებს და ისინი, რა თქმა უნდა, იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, როდესაც საკითხი დადგება კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ვინაიდან, მას უნდა დაეყენებინა თვითაცილების საკითხი, ან პროცედურით უნდა ყოფილიყო გაწერილი ყველა ის დეტალი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო თავიდან აცილებული ინტერესთან კონფლიქტი”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

  • მტერმა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში საომარი მოქმედებები 3-ჯერ გაზარდა – ზალუჟნი

    მტერმა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში საომარი მოქმედებები 3-ჯერ გაზარდა – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა  ვალერი ზალუჟნიმ.

    “განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, რომელიც დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. მოწინააღმდეგემ სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე – ყოველდღიურად 80-მდე შეტევაა. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით ვინარჩუნებთ თავდაცვას“, – თქვა ზალუჟნიმ.

    მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფრონტზე ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა ხორციელდება.