Category: სლაიდერი

  • ხერსონში ოკუპანტებმა 56 წლის ქალი პროუკრაინული პოზიციის გამო საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

    ხერსონის ოლქის ქალაქ სკადოვსკში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ საჯაროდ დასაჯა სიკვდილით 56 წლის ტატიანა მუდრენკო, რომელიც ოკუპაციას გმობდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Financial Times მოკლული ქალის დაზე, ნატალია ჩერნაიაზა დაყრდნობით წერს.

    ტატიანა მუდრენკო, რომელიც პროფესიით ექთანი იყო, საჯარო დგამოხატავდა პროუკრაინულ პოზიციას უშუალოდ რუსი სამხედროების წინაშე და მათ ორკებს უწოდებდა. ბოლო ცნობილი შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, როცა ქალმა ადგილობრივი პოლიცია რუსულ არმიასთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა და დაიყვირა: “სკადოვსკი– უკრაინაა!“ 7 ოქტომბერს ნატალიამ დას დნეპრიდან დაურეკა, თუმცა მალევე კავშირი შეწყდა.

    გარკვეული დროის შემდეგ კი სკადოვსკის მაცხოვრებლების თქმით, პრორუსულმა პოლიციამ ტატიანა და მისი ქმარი, ანატოლი ორეხოვი მათი სახლის ეზოდან გაიტაცა.

    კოლაბორანტებმა სახლი გაჩხრიკეს, ასევე წაიყვანეს წყვილის ავტომობილი და ველოსიპედები. 15 ოქტომბერს ერთ–ერთმა ქალმა დაურეკა ნატალიას, რათა საშინელი ამბავი შეეტყობინებინა: მისი და გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

    “მან მითხრა, რომ ტანია ჩამოახრჩეს. პირში რაღაც ჩაასხეს, შემდეგ კი სასამართლოს შენობის წინ ჩამოკიდეს“– უყვება ნატალია ჩერნაია ჟურნალისტებს.

    ქალის თქმით, ვინც მოკლულის დას დაურეკა, ანატოლი არეხოვი პატიმრობიდან დამტვრეული ხელებით და სხვა ტრავმებით გამოვიდა, რაც მეტყველებდა, რომ ის სასტიკად სცემეს. მას ცოლის დაკრძალვის უფლება მისცეს, შემდეგ კი კაცი უკვალოდ გაქრა.

    ნატალია ჩერნაიამ სკადოვსკის საქალაქო მორგს მიმართა და შეეცადა დის ბედი გაერკვია. თავიდან მასთან ლაპარაკი არავის უნდოდა, შემდეგ კი გარდაცვალების ცნობა გაუგზავნეს, რომელშიც მიზეზად მითითებულია “მექანიკური ასფიქსია“, ანუ გაგუდვა ყელზე ძლიერი ზეწოლის შედეგად.

    უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციამ “მედია– ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“ ტატიანა მუდრენკოს სიკვდილი დაადოკუმენტირა და საკუთარ საიტზე დამატებითი დეტალები გამოაქვეყნა. სკადოვსკის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ვარაუდობენ, რომ უკრაინელი ქალის სიკვდილში გარეულია საოკუპაციო პოლიციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, იგორ კუზმენიუკი. მათი თქმით, კოლაბორანტი სასტიკად იქცევა და პროუკრაინული პოზიციის გამო ადამიანებს აწამებს. ტატიანას ნათესავებიც არ გამორიცხავენ ქალის მკვლელობასთან მის კავშირს. ტატიანა სავარაუდოდ ერთადერთი მსხვერპლი არ არის.

    ნატალია ჩერნაიამ არასამთავრობო ორგანიზაციას მისი ადგილობრივი ნაცნობების სიტყვები გადასცა, რომლის მიხედვით ოკუპანტებს პარტიზანულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ადამიანები ქალაქგარეთ მდებარე საბავშვო ბანაკში გაჰყავთ, სადაც რუსი სამხედროები არიან ბაზირებული. პოლიციელები ხშირად იმეორებენ, რომ იქიდან უკან აღარავინ ბრუნდება. ქალაქგარეთ ოკუპანტებმა ტრანშეებიც ამოთხარეს და ადგილობრივები შიშობენ, რომ სწორედ იქ შეიძლება დამარხონ წამების მსხვერპლები.

    შეგახსენებთ, ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი თეატრის მთავარი დირიჟორი, იური კერპატენკო საკუთარ სახლში დახვრიტეს მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა უარი თქვა მათთვის კონცერტის გამართვაზე.

  • ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული – წულუკიანი 2 პარტიაზე

    ”გულწრფელად გეუბნებით, სიღრმისეულად არ ვფლობ ამ საკითხს, რომელი ოპოზიციური პარტია აპირებს გაერთიანებას, როგორია დინამიკა ამ პროცესის, მაგრამ საზოგადოებისთვის რაც უკვე ცნობილია, რომ ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და გირჩი, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი, ალბათ, სერიოზული არ არის. ასე ვაფასებ როგორც ხუმრობით, ასევე სერიოზულად.

    მე, ნაციონალური მოძრაობის რაც არ უნდა ძალიან მწვავე ოპონენტი, იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკად წასვლას, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე, ამა თუ იმ ფორმით არიან. ამის მიუხედავად, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ამ ზეროებისგან განსხვავებით, ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ეს ზეროების გაერთიანება ევედრება ნაციონალურ მოძრაობას შეგვიერთეთო, მაგრამ აქ კიდევ მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა იყო ნაციონალური მოძრაობის ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ. შესაბამისად, ეს ანალიზი, დისკუსია, რას და რატომ აკეთებენ, პრინციპში, არ არის არც პოლიტიკურად და არც პოლიტოლოგიურად საინტერესო.”

    განაცხადა  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეზე, პარტია დროას ლიდერ ელენე ხოშტარიასა და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერ ზურა ჯაფარიძეზე საუბრისას

  • შეიძლება მითხრათ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი – ვაშაძე

    “ვიცი, რომ “ოცნებას” ძალიან აღელვებს ჩვენი ერთიანობა იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს. რაც პარლამენტში ხდება, რაც გუშინ ან გუშინწინ დაარეგისტრირეს, ყველაფერი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამაზე პასუხს ნახავთ სამშაბათს, ევროპარლამენტის შუალედურ დასკვნაში საქართველოში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებაზე” გული ერევა უკვე მთელ ევროპას, იმდენად თაღლითი მატყუარების სახე აქვთ. ამას დაამარცხებს მხოლოდ და მხოლოდ პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა. ყველა, ვინც პროევროპულია, გულწრლფელად გეუბნებით, გაემიჯნეთ პრორუსულ “ქართულ ოცნებას”, […] რაში [არ ვიღებთ მონაწილეობას]? კანონების განხილვაში, რომელზეც ევროპა ამბობს, რომ სისულელე და აბსურდია? დეოლიგარქიზაციის კანონზე პირდაპირ უთხრეს – ვის ატყუებთ? უკრაინულ მოდელს არავინ სთხოვს “ქართულ ოცნებას”. “ქართულ ოცნებას” რეალურ დეოლიგარქიზაციას სთხოვენ. ისიც შეიძლება მითხრათ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი. სანამ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებთ და კობახიძის ნათქვამ სისულელეს კითხვაში გაიმეორებთ, საშველი არ იქნება”,-

    ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • დაკავებული არიან იმით, ვის დააფინანსებს კეზერაშვილი – ქადაგიშვილი 3 პარტიაზე

    „ვინც ამ პროცესს აკვირდება, ხედავს, რომ პარლამენტი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს და ყველა გრაფიკი და შინაარსობრივი მხარეც იქნება შესრულებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული და მათი მთავარი მიზანი იყო, რომ რამენაირად, ამ ხელისუფლების პირობებში, მათ შორის ამ 12 რეკომენდაციის შესრულება, არ მომხდარიყო. კონკრეტულად, ამ სამეულის (ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძე) მიზანიც შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ, ერთი – ტაქტიკური მიზანი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას, ამ მიმართულებით, სხვა არანაირი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ აქვთ. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ერთი დღე არ უმუშავიათ პარლამენტში და ერთი სიტყვა არ შეუწევიათ რომელიმე კანონის შემუშავებაში. თავიდანვე ბოიკოტში გავიდნენ ამ პროცესებისგან და სადაც ხელი მიუწვდებოდათ, აზიანებდნენ ამ პროცესს. მეორე არის, უკვე შიდა ოპოზიციური, რადიკალური ოპოზიციის შიგნით ატეხილი ორომტრიალი, რაც ეხება იმას, რომ მათ ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ კავშირი ამომრჩეველთან, მათი პოლიტიკური მიზნები არანაირ შესაბამისობაში არ მოდის არც ეროვნულ ინტერესებთან და არც ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესებთან და ძირითადად დაკავებული არიან, დაშლის პროცესში მყოფი დასუსტებული “ნაციონალური მოძრაობის” მემკვიდრეობას ვინ შეითავსებს და განსაკუთრებით, ოლიგარქიული დაფინანსების წყაროები, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პროპაგანდისტული მანქანა იკვებებოდა, ვის შეხვდება და ვის დააფინანსებს კეზერაშვილი თუ ა.შ. აქედან გამომდინარე არის ატეხილი ეს ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა ოპოზიციის ბანაკში და თავი რომ უკეთესად წარმოაჩინონ უფრო დიდ პატრიოტებად და ,,დიდ ევროპელებად“’, ამიტომ მაქსიმალურად აკეთებენ ყველაფერს, რომ ყველა კარზე დააბეზღონ საქართველო, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მათი აზრი ასეთია, რომ ამის შემდეგ იქნებ ხალხში უკმაყოფილება აგორდეს და რამენაირად ხელისუფლების სათავეში მოექცნენ,’’

    ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

  • ირანმა აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა

    ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს, უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა. განცხადება ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. როგორც მინისტრი აცხადებს, ირანმა დრონები რუსეთს, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიაწოდა.

    • “ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე”, – თქვა ამირაბდოლაჰაინმა ჟურნალისტებთან თეირანში გამართული შეხვედრის შემდეგ.

    მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის.

  • უკრაინაში Starlink-ის 1300 თანამგზავრი გაითიშა – CNN

    გასულ კვირას დაფინანსების არარსებობის გამო უკრაინაში Starlink-ის 1300 თანამგზავრი გაითიშა – ამის შესახებ ინფორმაციას, CNN-ი 2 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი თანამგზავრები უკრაინელი სამხედროებს  საშუალებას აძლევს დარჩნენ ქსელში მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი გამორთულია.

    შეგახსენებთ, რომ SpaceX-მა მიმდინარე წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ  უკრაინაში Starlink-ს დაფინანსებაზე კომპანიაm თითქმის 100 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა და მომავალში ამას ვეღარ შეძლებდა.

    აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ილონ მასკმა SpaceX-ის განცხადება უკან წაიღო და განაცხადა :  “ჯანდაბას. უბრალოდ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას”, – დაწერა მასკმა Twitter-ზე.

     

  • ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს – დეკლარაცია

    საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ, 29 ოქტომბერს ჩაბარებულ დეკლარაციაში წერს, რომ მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს.

    ოჯახისგან ამავე ოდენობის საჩუქარი ღარიბაშვილს დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.

    დეკლარაციაში მითითებულია, რომ პრემიერი ფლობს 50 000 ლარის დანაზოგს, ასევე, სამ ბინას თბილისში – მან გაგარინის ქუჩაზე 121,8 კვ.მ-ის ბინა 2009 წელს 100 000 ლარად შეიძინა, მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ-ისა და 159-ის ბინები 2011 წელს ჯამში 406 000 ლარად.

    მას ეკუთვნის 2019 წელს ნაყიდი აუდი A8, რომლის ღირებულებაც 75 620 ევროა. ამასთან, ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის მფლობელობაშია RANGE ROVER VELAR, რომელიც 2018 წელს 46 000 ევროდ შეიძინა.

  • რუსეთმა უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის 2 ომში – ზელენსკი

    “რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში ერთად, მაგრამ რეალურ დანაკარგებს თავიანთ საზოგადოებას უმალავენ. მათ მობილიზაციაც კი დამალეს და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, თითქოს, სამობილიზაციო პროცესი დასრულებულია. სინამდვილეში ისინი აგრძელებენ ხალხის შეკრებას როგორც საკუთარ ტერიტორიებზე, ასევე, ჩვენს ოკუპირებულ მიწებზე, რათა ისინი სიკვდილისთვის გაიმეტონ. ეს არის თანამდეროვე რუსეთის ხელისუფლების სიჯიუტე და სიყალბე, სწორტედ ასეთოვე ყალბია მათი განცხადებები, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთის”

    აცხადებს, უკარიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • რუსეთში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა – დაიღუპა 13 ადამიანი

    რუსეთის ქალაქ კოსტრომაში, ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს.

    “წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ჯერ კიდევ განახლებადია”. – თქვა გუბერნატორმა სერგეი სიტნიკოვმა.

    სიტნიკოვის ინფორმაციით, რუსეთის დროით 07:30-ზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იყო.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

  • ოცნებას უნდა, დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვოს ერთი ბიჭი… ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება – იან კელი

    “ოცნებას უნდა, დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვოს ერთი ბიჭი… ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება” – ასე ეხმაურება, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი დეოლიგარქიზაციზე “ქართული ოცნების” კანონპროექტს.

    “მათ უნდათ, [დეოლიგარქიზაციის] კანონს მიღმა დატოვონ ერთი ბიჭი, რომელიც ევროპარლამენტს სურდა. რატომ კარგავენ გადასახადის გადამხდელთა დროსა და ფულს? ევროინტეგრაციის ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება”, – წერს იან კელი.