რუსეთში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა – დაიღუპა 13 ადამიანი

რუსეთის ქალაქ კოსტრომაში, ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს.

“წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ჯერ კიდევ განახლებადია”. – თქვა გუბერნატორმა სერგეი სიტნიკოვმა.

სიტნიკოვის ინფორმაციით, რუსეთის დროით 07:30-ზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.