Category: სლაიდერი

  • თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა

    თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები, ბოსფორის სრუტეს გასავლელად ნებართვას თებერვლის დასაწყისიდან ელოდებოდნენ. ინფორმაციას შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიმენკო ავრცელებს.

    საუბარია სარაკეტო კრეისერზე Варяг და დიდ ნავსაწინააღმდეგო გემზე Адмирал Трибуц, რომლებიც 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს, საიდანაც ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდნენ.

    “ხედავთ Z და V ასოებს მილებზე? როგორც ძველ ანეკდოტშია: “არ გამოგვადგა”. ყველაფერი თურქეთის და მისი სრუტეების გამო. ისინი 9 თვე იცდიდნენ. დაიღალნენ, შეკეთების საშუალება არსად იყო, ეკიპაჟის წევრები გაგიჟდნენ”. – წერს კლიმენკო Twitter-ზე.

  • სერიოზულად? “გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანთან? – კრამონი ბურჭულაძის და ელჩის შეხვედრაზე

    სერიოზულად? “გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანთან? – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ელჩის შეხვედრას.

    ”სერიოზულად? “რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა აჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია არასწორი გზა და პოლიტიკური იზოლაცია, რომლის წინაშეც უკვე დგას.” – აცხადებს კრამონი.

  • მედვედევის თქმით, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი კიევის მიერ ბირთვული პროგრამის განახლების მინიშნება იყო

    მედვედევის თქმით, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი კიევის მიერ ბირთვული პროგრამის განახლების მინიშნება იყო

    “[ლაპარაკობდნენ] ეშმაკური სიამოვნებით გამოიყენებდნენ მას (ბირთვულ იარაღს) ჩვენსა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაზეც პირდაპირ მიანიშნებდნენ, იმუქრებოდნენ ბირთვული პროგრამის განახლებით, რაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა”.

    ამის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ზე წერს.

  • უკრაინაში ელექტროენერგია 4.5 მილიონზე მეტ ოჯახს არ მიეწოდება – ზელენსკი

    “საღამოს მდგომარეობით, ელექტროენერგიის მიწოდება წყვეტა გრძელდება კიევსა და ექვს ოლქში. 4.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ამჟამად, მათგან უმეტესობა არის ქალაქ კიევსა და კიევის ოლქში. ძალიან რთული ვითარებაა”.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • კლიჩკო კიევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად იყვნენ

    უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს, ამიტომ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  ყველაზე ცუდი სცენარისთვის იყვნენ მზად.

    • “ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ყველა დავიხოცოთ. ეს მათი ამოცანაა. და რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებული სხვადასხვა სცენარისთვის… ამიტომაც უნდა ვიყოთ მზად“, – თქვა ვიტალი კლიჩკომ.
  • რუსეთი უახლოეს თვეებში საჰაერო უპირატესობას ვერ მოიპოვებს – ბრიტანეთის დაზვერვა

    რუსეთი უახლოეს თვეებში საჰაერო უპირატესობას ვერ მოიპოვებს – ამის შესახებ, ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

    “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად გადავამოწმოთ ეს რიცხვები, რუსეთის მუდმივი საჰაერო უპირატესობის ნაკლებობას, სავარაუდოდ, ამძაფრებს ცუდი წვრთნა, გამოცდილი საჰაერო ეკიპაჟის დაკარგვა და მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერის გაზრდილი რისკი მჭიდრო საჰაერო თავდაცვის ზონებში. ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს მომდევნო რამდენიმე თვე,” – ნათქვამია განცხადებაში.

  • უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი მოკლა, შვილი კი დააბა – პროკურატურა

    უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი მოკლა, შვილი კი დააბა – პროკურატურა

    თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი გაძარცვა და მოკლა, მათი შვილი კი ძალის გამოყენებით დააბა და დაემუქრა.

    სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

    პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირისა, ჩადენილი ანგარებით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,’’ მე-3 ნაწილის ,,’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით), აგრეთვე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

  • აშშ-ს საელჩო შანსს ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში ხედავს – ივანიშვილის დეპუტატები

    აშშ-ს საელჩო შანსს ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში ხედავს – ”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს” და “რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები”.

    ”ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას და ყოფილ პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს ეკუთვნის სიტყვები – „მე დავიფიცე ღვთის საკურთხევლის წინაშე, რომ ვიქნებოდი დაუძინებელი მტერი ტირანიის ნებისმიერი ფორმისა ადამიანის გონზე“.

    თანამედროვე ე.წ. ლიბერალები თომას ჯეფერსონს უსათუოდ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ და დაგმობდნენ იმისათვის, რომ საკუთარი ფიცის გასამყარებლად ღვთის საკურთხეველი ახსენა. მეტიც, ისინი ჯეფერსონს მტრადაც კი გაიხდიდნენ, მაგრამ არა იმდენად ღვთის საკურთხევლის ხსენებისთვის, რამდენადაც იმის გამო, რომ ე.წ. ლიბერალების დღევანდელი პოლიტიკური ჰეგემონია უპირატესად სწორედ ადამიანის გონზე ტირანიას ემყარება. განსაკუთრებული ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ გლობალური ტირანიის უპირველესი წყარო, სამწუხაროდ, სწორედ თომას ჯეფერსონის სამშობლოა.

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით არის გამოხატული საქართველოში, სადაც ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებები სიცრუეს და სიძულვილს ყოველდღიურად ტირაჟირებენ, რისი უმთავრესი ამოცანა ადამიანების დემორალიზება, ნიჰილიზმის დათესვა, ტრადიციული ღირებულებებისგან ადამიანების დაცლა, მანიპულირების ბრმა იარაღად საზოგადოების ქცევა და შედეგად, სახელმწიფოში სრული პოლიტიკური ინტერვენციის უზრუნველყოფაა.

    თანამედროვე მედიაში მოჭარბებული სიცრუისა და ზიზღის ენის აღკვეთის ნებისმიერ მცდელობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, აგრესიულად უპირისპირდებიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ, სინამდვილეში, სწორედ საკუთარი პოლიტიკური ჰეგემონიის მთავარ იარაღს – სიცრუესა და სიძულვილს იცავენ.

    ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში სწორედ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული. „დესამშობლოიზაცია“ ამ მედიასაშუალებების მთავარმა ლიდერმა საკუთარ მიზნად ღიადაც დააფიქსირა. ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი – სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი.

    არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ მედიაში სიცრუე, ზიზღის ენა და რადიკალიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. თუმცა, როგორც კი ვინმე ამ პრობლემის მოგვარების გზებზე დაიწყებს საუბარს, მაშინვე ე.წ. ლიბერალები გამოდიან აგრესიულად ავანსცენაზე და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრსაც კი გვიკრძალავენ. ანუ ყველა თანხმდება უმძიმეს დიაგნოზზე, მაგრამ გვიკრძალავენ სენის მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სენისგან ქვეყანა და საზოგადოება, უმარტივესი საკანონმდებლო რეგულირების გზით, ძალიან იოლად განკურნებადია.

    ყველამ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმაოდ დიდი შავი ფული იხარჯება. სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, მათ ჯამში საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი უყურებს. თუმცა, ეს ადამიანები ამ ტელევიზიების არა მომხმარებლები და დამკვეთები, არამედ მეტწილად მსხვერპლები არიან. ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს.

    სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, საელჩოს ფავორიტი რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მხარდამხარ, ყველაზე აქტიურად არის ჩართული სწორედ მათთან დაკავშირებული მედია. სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები.

    საინტერესოა, რომ ქართული ენჯეოების ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია – „ნედი“ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას. ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა. როგორც გაირკვა, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა. საინტერესოა, რომ არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, „ნედი“ არა მხოლოდ შესაბამის პროგრამებს აფინანსებდა, არამედ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებს უშუალოდ ხელფასებსაც კი უხდიდა.

    კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ჭირს უმძიმესი სენი, თუმცა, ამ სენისგან განკურნებას კატეგორიულად გვიკრძალავენ. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობთ, ესეც ის საკითხია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ და მისგან მოვისმინოთ შეფასება, არის თუ არა სიცრუე და ზიზღის ენა გამოხატვის ის ფორმა, რომელიც აბსოლუტური ფორმით დაცვას იმსახურებს.

    ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა იმ მანკიერებისგან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს” – წერია განცხადებაში.

  • რუსეთი უკრაინაზე ირანული რაკეტებით მასირებული შეტევისთვის ემზადება – ზელენსკი

    რუსები ძალებს იკრებენ უკრაინის ქალაქებზე ახალი მასირებული დარტყმისთვის.

    როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ნოემბერს საღამოს გამოსვლაში განაცხადა, ამისთვის რუსეთმა ირანს ბალისტიკური რაკეტები შეუკვეთა.

    ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს, პირველ რიგში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ეხება.

    “ტერორისტული სახელმწიფო ძალების და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების შესაძლო განმეორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკაზე. ამისთვის რუსეთს სჭირდებოდა ირანული რაკეტები. ჩვენ ვემზადებით პასუხისთვის”, – თქვა მან.

    სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა ირანის პასუხისმგებლობა კრემლის შეიარაღებულ აგრესიაში მონაწილეობის გამო.

    “ირანის რეჟიმი უნდა დაისაჯოს. და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დონეზე. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში… ყველამ, ვინც რუსეთს ეხმარება ამ ომის გაგრძელებაში, მასთან ერთად უნდა აგოს პასუხი და ამ ომის შედეგებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • რუსი ბლოგერები პავლოვკაში რუსული არმიის მძიმე დანაკარგების შესახებ იუწყებიან

    კრემლის მომხრე სამხედრო ბლოგერები თავიანთ ტელეგრამ არხებზე  წერენ დონეცკის ოლქის სოფელ პავლოვკასთვის ბრძოლების დროს რუსული არმიის მძიმე დანაკარგების შესახებ.

    კვირის დასაწყისიდან იგივე ბლოგერები ავრცელებდნენ ინფორმაციას პავლოვკას აღების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით უკრაინის სამხედრო კორესპონდენტები წერდნენ, რომ რუსეთის არმიამ ვერ შეძლო ამ დასახლების დაკავება და დიდი ზარალი განიცადა.

    რუსული საიტი  “Военное обозрение”   ასე აღწერს პავლოვკაში არსებულ ვითარებას: „ჩვენმა ჯარებმა დაიკავეს დასახლების ნახევარი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა გაარღვიეს და  “საცეცხლე ტომარაში “აღმოჩნდენ“.

    სამხედრო კორესპონდენტების პუბლიკაციებზე თავის Twitter-ზე ყურადღებას ამახვილებს რობ ლი, საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

    სხვა საკითხებთან ერთად, ლი წერს, რომ რუსმა სამხედრო მეთაურმა ალექსანდრე სლადკოვმა თავის არხზე გამოაქვეყნა პოსტი 155-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითების მიმართვის შესახებ ვლადივოსტოკიდან პრიმორიეს გუბერნატორ ოლეგ კოჟემიაკოსადმი.

    „წერილში [საზღვაო ქვეითების]  სამი ხმამაღალი სახელია, ვიცი, მაგრამ ციტირებას არ ვაკეთებ, თუმცა პოსტს მე თვითონ ვაქვეყნებ, რადგან რამდენიმე დღეა პავლოვკაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ ზემოთ. და სისხლი იღვრება და ასხამს“, – იუწყება სლადკოვი.

    რამდენიმე წუთის სხვაობით კრემლის მომხრე ბლოგერმა ანასტასია კაშევაროვამ ისაუბრა პავლოვკაში არსებულ ვითარებაზე. მან, სავარაუდოდ, გამოაქვეყნა მიმართვა იმავე საზღვაო ქვეითებისგან, რომელშიც სამხედროები უჩივიან ზარალს ცუდად გააზრებული შეტევის გამო. ამ ვერსიით, მიმართვაში ნათქვამია, რომ ოლქის სარდლობა „მალავს ზარალის ოფიციალურ ციფრებს, პასუხისმგებლობის შიშით“. ბლოგერი არცერთ სახელს არ ასახელებს.

    მსგავსი პოსტი გამოაქვეყნა პოპულარულმა რუსმა სამხედრო კომისარმა სემიონ პეგოვმა ტელეგრამის არხზე WarGonzo-ზე. ”პავლოვკაში ყველაფერი ობიექტურად ცუდიად არის”, – წერს პეგოვი.

    სამხედრო კორესპონდენტების პოსტების შემდეგ, პავლოვკაში განვითარებულ მოვლენებზე დაწერა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული „სახალხო მილიციის“ ვოსტოკის ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ. ის პავლოვკასთვის ბრძოლებს აღწერს, როგორც „საცეცხლე ტომარას“, რომელშიც რუსული მხარე აღმოჩნდა, ადასტურებს დანაკარგებს და აღიარებს, რომ შეტევა ნაადრევი იყო.

    კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოფელი მხოლოდ ასე ახსენა: „რუსულმა საარტილერიო ცეცხლისა და შეტევითმა ჯგუფებმა დაამარცხეს ბოევიკები პავლოვკას, ნოვომიხაილოვკას, ვრემოვკას რაიონებში დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პავლოვკაში რუსული არმია ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და არტილერიიდან ისროდა.