რუსებმა მიკოლაევის ოლქში, ოჩაკოვაში საავადმყოფო დაბომბეს – ინფორმაციას, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
ჩამტვრეულია საავადმყოფოს ფანჯრები და კარი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
რუსებმა მიკოლაევის ოლქში, ოჩაკოვაში საავადმყოფო დაბომბეს – ინფორმაციას, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
ჩამტვრეულია საავადმყოფოს ფანჯრები და კარი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

”ვიღაცა რომ მეუბნება, პოლარიზაცია შეამცირეო და გარედან რომ მეუბნები, ის ქვეყნის აღმაშენებელიაო, თურმე მანამდე არც აღმაშენებელი გვყოლია, არც ვახტანგ გორგასალი, არც თამარ მეფე, არც ქეთევან დედოფალი არ გვყოლია. ეწირებოდნენ, ქალები უძლებდნენ შანთებს და პალატაში რომ წამოგორებულხარ და იქ ვერ გაგიძლია, სირცხვილია. არ უნდა გყავდეს მასეთი კაცი… ჩამოვიდა, ჩვენ ხომ არ მოვიპარეთ? ჩვენ ხომ არ ჩამოგვიყვანია? თვითონ მაინც ვერ ხედავენ? რას დარბიან? დაიშლებიან მარტივ მამრავლებად. ქართველი ხალხი გარედანაც არ ჩავრევთ არავის.[…]
შეხედეთ, მაგათი ტელევიზიები, როდესაც ეკლესიაზე ბრძოლა მიდიოდა, მაგათი ტელევიზიები და პარტიული აქტივისტები სად იდგნენ ხოლმე? კაცებთან თუ მაპატიეთ, ნაძირალებთან? იმათ მე კაცებს ვერ ვუწოდებ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ.”
თქვა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

”მე ვფიქრობ, რომ კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და, საერთოდ [იმაში], რასაც იგი დახმარებას ეძახის.
[…] არა მარტი იარაღის გადაცემაზე, არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა. თვითმფრინავების კი გამოაგზავნეს, ჩარტერული რეისები უკრაინიდან და ამას არ დავთანხმდით, ვინაიდან ეს ომში ჩართვის [ტოლფასი] იქნებოდა. ”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი.
”დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია. ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 453 ბავშვი დაიღუპა, 877 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 337 კი მთლიანად განადგურდა.
მოსკოვში რესტორან “თბილისოს” ქართველი მზარეული მოკლეს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია 50 წლის მამაკაცი 36 წლის ტაჯიკმა ქალმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, რომელიც ამავე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სამზარეულოში დაიწყო, სადაც კაცი დანით შეიარაღებული ქალის გაკავებას ცდილობდა, თუმცა საპასუხოდ რამდენიმე ჭრილობა მიიღო მუცლისა და მკერდის არეში. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.
ქალი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს.
შემთხვევა 4 იანვარს მოხდა.
სამთავრობო პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს ავრცელებს სადაც აცხადებს, რომ შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შტატებს რამდენიმე ოჯახი მართვას.
გთავაზობთ ზაზა შათირიშვილს წერილს :
„ვინ მართავს ამერიკას? ყველამ იცის, რომ ამერიკას ბაიდენი არ მართავს. ბაიდენს არათუ ამერიკის მართვა არ შეუძლია, ის ცერემონიული ფუნქციების შესრულებასაც ძლივს ახერხებს. აბსურდი იქნება იმის დაჯერებაც, რომ ამერიკას ბლინკენი, ოსტინი ან რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი მართავს. პარტიები ამერიკაში, ტრადიციულად, განსაკუთრებული ძალაუფლებით არასოდეს გამოირჩეოდნენ, თუმცა, ახლა მათი როლი კიდევ უფრო დაკნინებულია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის არჩევა მხოლოდ მე-15 ცდაზე მოახერხეს. ამერიკის მართვის ბერკეტები ვერ ექნებათ ვერც სპეცსამსახურებს, რომლებიც გეგმების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელი, მაგრამ თავად გეგმის შემოქმედნი ვერასოდეს იქნებიან.
ასეთ პირობებში, ჩნდება კითხვა – მაშინ, ვინ მართავს ამერიკას, რომელიც, თავის მხრივ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებს? გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა ოფიციალურად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად არის გამოცხადებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
ამ საკითხის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე და მასალების ანალიზის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს. ოჯახების გვარებს, წარმომავლობას, ქონებრივ მდგომარეობას და სხვა დეტალებს დღეს შეგნებულად არ გავშლი. ეს ოჯახები თავდაპირველად, ათწლეულების მანძილზე, საკუთარ გავლენებს მართალია კულისებიდან, მაგრამ მეტ-ნაკლებად კონსტიტუციის ფარგლებში აფართოებდნენ. ღია წყაროებში ფიქსირდება არაერთი ინფორმაცია, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტების საჯარო განცხადებებიც, იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ და ახერხებდნენ ეს ადამიანები საკვანძო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩარევას.
როგორც ჩანს, ოჯახებს საბოლოოდ ცდუნებამ სძლია და მათ ამერიკის კონსტიტუციისა და სახელმწიფოს სრულად მითვისება განიზრახეს, რაც წარმატებით შეძლეს კიდეც. ბოლო პრეზიდენტი, რომელიც მათ არაფორმალურ გავლენებს წინააღმდეგობას უწევდა, დონალდ ტრამპი იყო. თუმცა, ამ დაპირისპირებაში ტრამპი, საბოლოოდ, პირწმინდად დამარცხდა. ბაიდენის პრეზიდენტობა იმის მაუწყებელია, რომ არაფორმალური მმართველობის აღქმის შექმნა ოჯახებს სრულიად შეგნებულად და მთელი მსოფლიოს დასანახად სურთ. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, ისინი მომავალში საჯარო პოლიტიკაშიც კი ვიხილოთ.
ამერიკის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ოჯახები საჯარო პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით ჩნდებოდნენ და იმის დემონსტრირებას ღიად ახდენდნენ, რომ ბიზნესი მართავს პოლიტიკას, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციასა და ანალიზს საზოგადოებას მოგვიანებით შევთავაზებ. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე, კონკრეტული მიზეზების გამო, რომლის შესახებაც საზოგადოებას ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი, ოჯახებს ჩრდილში გადასვლა და ფონდებსა და კლუბებს უკან ამოფარება მოუხდათ. ამ ფონზე, რთული შესაფასებელია, ტრამპის გაპრეზიდენტება მათი შეცდომის შედეგი იყო თუ შეგნებული გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტობამ და ამ ფონზე, ბაიდენის გაპრეზიდენტებამ ოჯახებს ჩრდილიდან გამოსვლისათვის შესანიშნავი ფონი შეუქმნა. ახლო მომავალში შევეცდები, ჩემი კავშირების გამოყენებით, ინფორმაცია ოჯახების შესახებ საერთაშორისო მედიაშიც გავიტანო, სადაც ოჯახების ვინაობასაც დავასახელებ. სწორედ იქ გამოჩნდება, ოჯახებს კვლავაც ჩრდილში დარჩენა სურთ თუ არაფორმალური მმართველობის ლეგალიზება აქვთ განზრახული“, – წერს შათირიშვილი.
“რუსები დემორალიზებული არიან შეიარაღებული ძალების წარმატებებით და მუდმივი ბულინგით მათ არმიაში. დანებების მსურველები დახვრიტეს.
მოინახულეთ ჩვენი დამცველები ფრონტის ხაზზე. განწყობა საბრძოლოა, მოტივაცია შესაშური. ჩვენი თავდაცვის ძალები მხოლოდ წინ მიიწევენ, ლუჰანსკის მიწას ათავისუფლებენ”,
აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.
“უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნის თვალსაზრისით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა უკრაინამ იარაღის სასიცოცხლო საჭიროება რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე. […] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარების გაწევაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობაზე“
აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი.
”ომის დაწყების პირველ დღეებში მთელი ქვეყანა შოკირებული იყო. გაოცებული იყო დასავლეთიც. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ პატრიოტი უკრაინელების გარდა ყველას ეგონა, რომ დავმარცხდებოდით. არავის ეგონა რომ ეფექტურ კონტრშეტევებს დავიწყებით. ფიქრობდნენ რომ უკრაინა, მოსკოვის კონტროლქვეშ არსებული ერთი დიდი კრიმინალური ანკლავი გახდებოდა. 24 თებერვალს, დილით რვის ნახევარზე, პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტში შევედი და დავინახე ადამიანი რომელმაც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და როგორ მოქცეულიყო. ეს ადამიანი სრულიად დარწმუნებული და თავდაჯერებული იყო. მას ვითარების სიმძიმე კარგად ესმოდა, თუმცა გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. რუსები კიევის 3 დღეში აღებას გეგმავდნენ, ვერ შეძლეს და ვერასოდეს აიღებენ – პირიქით მოუწევთ დააბრუნონ ყველაფერი რაც წაიღეს და გაანადგურეს. ომმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და მოლაპარკებები შეუძლებელი გახადა. უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. ან ყველაფერს დავიბრუნებთ, ან დავმარცხდებით. 2014 წლის შეცდომებს არ გავიმეორებთ. რუსეთის შემოჭრის პირველი წუთებიდან ვიცოდით რომ ამ აგრესიას გადავურჩებოდით და მედგრად დავდგებოდით. პრეზიდენტმა ომის პირველივე დღეებიდან სწორი გადაწყვტილებები მიიღო და საზოგადოება მის ირგვლივ გაერთიანდა.”
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან.