Category: სლაიდერი

  • ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მალე ბახმუტს ალყაში მოაქცევს – ბრიტანეთის დაზვერვა

    “ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მალე ბახმუტს ალყაში მოაქცევს ” – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოელდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. ასევე როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო 4 დღის განმავლობაში რუსეთისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ძალებმა ტაქტიკური წინსვლა განახორციელეს დონბასის ქალაქ სოლედარში და სავარაუდოდ მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

    “ბახმუტზე მზარდი ზეწოლის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მალე ქალაქს ალყაში მოაქცევს, რადგან უკრაინული ძალები მომარაგების არხების კონტროლს და სტაბილური თავდაცვითი ხაზების შენარჩუნებას განაგრძობენ”. – წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

  • ბუკის სისტემები იუშჩენკოს დახმარებით მინიმალურ ფასში ვიყიდეთ, სირცხვილია უკრაინისთვის მიცემაზე უარის თქმა! – სააკაშვილი

    “სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!

    პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

    ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე.

    ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში.

    აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • ინტენსიურად იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები – მერია

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემა შეიქმნა.

    შპს თბილსერვის ჯგუფი, 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას.

    ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები.

  • 8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯეს

    ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე სასამართლომ 4 ადამიანი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. შესაბამის  განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    • “სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
  • ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, პრობლემაა – ბენ ჰოჯესი

    “ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ მგონია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის. ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონზე, რომლის მნიშვნელობა დღეს შეერთებულ შტატებში უკეთ ესმით, რადგან მას აქვს სტრატეგიული ღირებულება ევროპისა და ამერიკისთვის.

    ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდეს, რომ ქართველებს ჰქონდეთ საკუთარი ინსტიტუტების ნდობა. საფრთხე რუსეთიდან ახლა არ არის სამხედრო ხასიათის, ის უფრო იმაში მდგომარეობს, რომ აქ საზოგადოებაში მოსკოვმა ინფილტრაცია მოახდინა და მასზე გავლენას ახდენს. ამიტომ, საუკეთესო გზა, რომ ქართველებმა თავი დაიცვან, არის ძლიერი ლიბერალური დემოკრატია.

    აშშ-ს კონსტიტუციაში წერია, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამიტომ, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა. თუ ჟურნალისტს ციხეში სვამენ პოლიტიკური მიზეზებით სხვა ჟურნალისტებზეც ახდენს ეს გავლენას.

    მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე”,

    აცხადებს შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი.

  • უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმები სოლედარისა და ბახმუტის მიდამოებში–უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის გენერალურმა შტაბმა დილის მოხსენებაში, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს მტრის თავდასხმების მოგერიება დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში 13 დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, მათ შორის სოლედარისა და ბახმუტის ზონაში

    მტერი ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტსა და სხვა მიმართულებებს, „კონცენტრირდება ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში დონეცკის ოლქის აღებაზე, თუმცა წარუმატებლად“, ნათქვამია ანგარიშში.

    ერთი დღით ადრე უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ამტკიცებდა, რომ ორშაბათს საღამოს სოლედარში ვითარება უკრაინელი სამხედროებისთვის საშიში გახდა. მისი თქმით, რუსული ძალები ისეთ პოზიციებზე გავიდნენ,  საიდანაც შეუძლიათ სროლა ამ ქალაქისა და მისი გარნიზონის  ზურგთან დამაკავშირებელ ტრასაზე. ”ეს არ არის სრული ალყა, მაგრამ მარშრუტის გასწვრივ ნორმალური მომარაგება შეუძლებელია, ეს ძალზე მნიშვნელოვანია თავდაცვისთვის”, – თქვა ბუტუსოვმა.

    ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის მიმოხილვაში წერს, რომ რუსული ჯარები სოლედარისა და ბახმუტის რაიონებში გამაგრდნენ. რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი წერდა, რომ ვაგნერის მებრძოლები კვარტალ–კვარტალ წინ მიიწევენ სოლედარში და ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით სხვა მნიშვნელოვან დასახლებებში, ისევე როგორც ბახმუტის ფარგლებში.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ სოლედარის დაცვაში მონაწილეთა გამძლეობის წყალობით მოახერხა „დამატებითი დროისა და დამატებითი ძალების“ მოგება. რუსმა სამხედროებმა, მისი თქმით, „ახლა თავიანთი უდიდესი ძალისხმევის სოლედარზე კონცენტრირება მოახდინეს“.

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ანა მალიარმა ორშაბათს განაცხადა, რომ მტერმა გადაჯგუფება მოახდინა, დამატებითი მოიერიშე ჯგუფები გადაისროლა,  ტაქტიკა შეცვალა და „მძლავრი შეტევა“ დაიწყო სოლედარზე.

  • ირანი შესაძლოა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებში იყოს ჩართული-სალივანი

    “მათი იარაღი გამოიყენება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ქალაქების სიცივესა და სიბნელეში ჩაძირვისთვის, რაც, ჩვენი აზრით, აყენებს ირანს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს ფართომასშტაბიანი სამხედრო დანაშაულების ჩადენას.”

    განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.მან აღნიშნა რომ ირანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, სამხედრო დახმარების გაწევითა და რუსეთისთვის შაჰედ-136 დრონების მიწოდებით.

  • კრემლი: უკრაინისთვის დასავლური ჯავშანმანქანების მიწოდება, უკრაინელების “ტანჯვას გააღრმავებს”

    კრემლი: უკრაინისთვის დასავლური ჯავშანმანქანების მიწოდება, უკრაინელების “ტანჯვას გააღრმავებს”

    ორშაბათს კრემლმა გამოაცხადა, რომ კიევისთვის დასავლური იარაღის, მათ შორის ფრანგული ჯავშნიანი მანქანების მიწოდებას, „უკრაინელი ხალხის ტანჯვის გაღრმავება შეეძლება“ და კონფლიქტის კურსს ვერ შეცვლის.

    გასულ კვირაში საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ კიევისათვის სამხედრო დახმარების ფარგლებში, შესაძლოა უკრაინას მსუბუქი საბრძოლო მანქანები მიაწოდონ. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინას მსუბუქი საბრძოლო მანქანები მანაც მიაწოდოს.

    „მათ მიწოდებას არაფრის შეცვლა არ შეეძლება“, უთხრა კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

    უკრაინამ ბრძოლის ველზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და დასავლელ მოკავშირეებს უფრო მძიმე შეიარაღებას სთხოვს, რათა ომის ბალანსში მისთვის სასარგებლო გარდატეხას მიაღწიოს.

    ორშაბათს კრემლმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად საფრანგეთის გადაწყვეტილებისა, კიევისთვის მეტი იარაღი მიეწოდებინა, მოსკოვი მადლიერია პრეზიდენტ მაკრონის წვლილის გამო, რომელიც მას დასავლეთსა და მოსკოვს შორის დიალოგის შენარჩუნების საქმეში შეაქვს.

    გასულ თვეში ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა მაკრონი მკაცრად გააკრიტიკეს მისი სიტყვების გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრძოლის შეწყვეტის მიზნით გამართულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, დასავლეთმა რუსეთის „უსაფრთხოების გარანტიები“ უნდა გაითვალისწინოს.

  • რუსებმა სოლედარზე ძლიერი შეტევა დაიწყეს – უკრაინა

    რუსებმა ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს სოლედარზე – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანა მალარი იტყობინება.

    “მტერი გადაჯგუფდა, აანაზღაურა დანაკარგები, განალაგა დამატებითი თავდასხმის რაზმები, შეცვალა ტაქტიკა და დაიწყო ძლიერი შეტევა […] სასტიკი ბრძოლები ახლა მიმდინარეობს.” – წერს მალარი.

  • “წარმოუდგენელია, რომ პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ შეუწყალებია სააკაშვილი” – ჰარმსი

    “წარმოუდგენელია რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ გაუცია სააკაშვილის შეწყალება, რაც მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემს. წარმოუდგენელია, რომ ქართველი პოლიტიკოსები მიდიან იმ რისკზე, რომ პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს.”

    ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი Twitter-ზე წერს.