Category: სლაიდერი

  • თურქეთი მხარს უჭერს ზელენსკის სამშვიდობო გეგმას

    ანკარა აცხადებს, რომ სურს მიაღწიოს უკრაინასა და რუსეთს შორის გრძელვადიან მშვიდობას.

    თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა, რასაც თურქული სააგენტო Anadolu ციტირებს.

    მისი თქმით, თურქულმა დიპლომატიამ და პირადად პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ძალისხმევა გასწიეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დასამყარებლად.

    • “რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია გრძელვადიანი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწყვეტა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. რაც უფრო მალე, მით უკეთესი”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

    მან აღნიშნა, რომ რუსეთი აცხადებს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის ამ დროისთვის, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა.

    • „ჩვენ, როგორც თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

    ზელენსკის სამშვიდობო გეგმა: რაზეა საუბარი

    ნოემბრის შუა რიცხვებში G20-ის სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას სჭირდება სრულფასოვანი მშვიდობა რუსეთთან და არა დროებითი ზავი.

    ზელენსკიმ წარმოადგინა თავისი გეგმა მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, რომელიც შეიცავს 10 პუნქტ-ამოცანას, რომლებიც შესასრულებელია. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გეგმა ითვალისწინებს ყველა პატიმრის გათავისუფლებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას და მთელი რუსული ჯარის გაყვანას უკრაინის ტერიტორიებიდან.

    ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა აუცილებლად განხორციელდება.

  • პუტინი 2024 წლამდე ვერ იცოცხლებს – რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი

    პუტინი 2024 წლამდე  ვერ იცოცხლებს. რუსეთის მოსახლეობის თვალში პუტინი საკუთარ თავს გამარჯვებულად ვერ აჩვენებს და ეს მისი მთავარი პრობლემაა – რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია პონომარევმა უკრაინაში სამხედრო დამარცხების შემდეგ კრემლის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დაცემა იწინასწარმეტყველა.

    “პუტინს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. უფრო ზუსტად, ის, რაც მას შეუძლია გამოაცხადოს გამარჯვებად. თუ დაიკავებს გარკვეულ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინს შეუძლია უზრუნველყოს, მაშინ ეს მისთვის გარკვეული გამარჯვება იქნება”, – განუცხადა პონომარეევმა ტელეკომპანია Espresso-ს.

    “ის რასაც პუტინი აკეთებს ბოლო თვეებში სულ უფრო და უფრო ჰგავს ერთგვარ თვითმკვლელობას. რადგან, როდესაც მან გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიების ანექსია, ის უბრალოდ ვერ დატოვებს უკრაინას. პუტინმა გამოაცხადა რუსეთის მოსახლეობისთვის ტერიტორიების ანექსია და ახლა მხოლოდ მისი წასვლა “კატასტროფა იქნება. ეს იქნება მისი დამარცხება რუსებისთვის და პუტინი არ იქნება მათი ლიდერი. ამიტომ ჩემი პროგნოზი, რომ ის არ იცოცხლებს. 2024 წლის ნახვა საკმაოდ რეალურია“, – დასძინა პონომარეევმა.

  • Bellingcat-მა საქართველოს სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა

    ნიდერლანდური საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-მა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარება საჯაროდ შესთავაზა. ამის შესახებ,Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტო გროზევმა ტელეკომპანია დოჟდის ეთერში ისაუბრა.

    • “მთავარი არის ის, რომ მოწამვლის ფაქტი ჰიპოთეზურად არის. მოტივიც სახეზეა, რადგან სააკაშვილი შედის იმ ადამიანების რიგში რომლებიც მტრები არიან FSB-ს და რუსეთის სხვა უწყებების. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავატაროთ გამოძიება. ამას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება. მე მინდა მივმართო საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს, რომ თუ ისინი მზად არიან, რომ ეს გამოძიება სერიოზულად ჩაატარონ, მაშინ უფრო გაუმარტივდებათ თუ ჩვენთან ითანამშრომლებენ” – განაცხადა ქრისტო გროზევმა.

     

  • უკრაინისგან ბუკის სისტემების უსასყიდლოდ მიღებაზე პროპაგანდა დამყარებულია ტყუილზე – ბოკერია

    უკრაინისგან ბუკის სისტემების უსასყიდლოდ მიღებაზე პროპაგანდა დამყარებულია ტყუილზე – ბოკერია

    “მთელი ეს პროპაგანდა, რომ ვითომ ვიღაცამ თქვა, უსასყიდლოდ გადაეცა და ჩვენ რატომ უნდა გადავცეთ არის დამყარებული სიცრუეზე და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობაა.[…] 2008 წელს პრობლემა იყო ნებისმიერი ლეგალური ფორმით იარაღის შესყიდვა საქართველოსვის, იმიტომ, რომ რუსეთი აწარმოებდა წნეხს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა და მათ სამწუხაროდ ჰქონდათ გავლენა ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოზე, რათა შეეზღუდათ საქართველოს შესაზლებლობები. ჩვენთვის, ვისთვისაც აშკარა იყო, რომ რუსეთის აგრესია ახლოვდებოდა, პრინციპულ საკითხი იყო, ვინმეს ჩვენთვის პოლიტიკურ ხელს გაეწოდა და საფასურის სანაცვლოდ მოეცა სერიოზულ იარაღი და ეს გააკეთა უკრაინამ. არც ახლა ითხოვდა არავინ უფასოდ რამის გადაცემას, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, უკრაინისთვის გადაცემა ამ იარაღის, რომელიც მას დღეს სჭირდება და ამის საფასურად საქართველო უკეთეს იარაღს მიიღებდა აშშ-სგან”.

    აცხადებს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია

  • იქნებ ვინმემ ჰკითხოს, საქართველოს რა შეუძლია ამაზე მეტი გააკეთოს – ღუდუშაური ჰოჯესზე

    “საქართველო გააკეთა ყველაფერი, რაც მის ხელთ არის არსებული შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობებში საქართველო არის შეზღუდული.

    […] იქნებ ვინმემ ჰკითხოს [ბენ ჰოჯესს], რომ საქართველოს რა შეუძლია სხვა ამაზე მეტი გააკეთოს, ისე რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ დაარტყას და ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე არ დააყენოს ქვეყანა.”

    ამბობს ქართული ოცნებისდეპუტატი, ალუდა ღუდუშაური.

  • რუსეთი იარაღის არსენალის გაფართოებას გეგმავს: შოიგუმ მთავარი მიზნები დაასახელა

    რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირობა დადო, რომ ააშენებს იარაღის უფრო დიდ არსენალს, გააძლიერებს საავიაციო ტექნოლოგიასб გააუმჯობესებს დრონების წარმოებასб უკრაინის ბრძოლის ველზე დამცირების სერიის შემდეგ.

    Reuters-ის ცნობით, სერგეი შოიგუმ უმაღლეს გენერლებს განუცხადა, რომ არმიის განახლებისთვის მათ მოუწევთ გაითვალისწინონ სამოქალაქო ომის გამოცდილება სირიაში, სადაც რუსეთი ჩაერია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს და უკრაინა.

    „ჩვენ მუდმივად უნდა გავაანალიზოთ და სისტემატიზაცია მოვახდინოთ ჩვენი ჯგუფების გამოცდილეება უკრაინისა და სირიის მაგალითზე. ამის საფუძველზე შევადგინოთ პერსონალის სასწავლო პროგრამები და სამხედრო ტექნიკის მიწოდების გეგმები“, – განაცხადა შოიგუმ.

    შოიგუს თქმით, რუსეთი გააგრძელებს ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების ბირთვული ტრიადის განვითარებას, რადგან ასეთი იარაღი “მისი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა”.

    რაც შეეხება ჩვეულებრივ იარაღს, შოიგუმ საოცრად გულწრფელი ანალიზი გასცა იმის შესახებ, თუ რისი გაუმჯობესება სჭირდება რუსეთს. მისი თქმით, რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს საჰაერო ძალებზე, გააძლიერებს თავდასხმის შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს ხელმძღვანელობას, კომუნიკაციებს და წვრთნას.

    „რუსეთი გაზრდის საჰაერო კოსმოსური ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს – როგორც მებრძოლების და ბომბდამშენების მოქმედების თვალსაზრისით თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების რაიონებში, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენი უახლოესი გეგმებია არსენალის გაფართოება. თანამედროვე დამრტყმელი იარაღის. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ კონტროლისა და საკომუნიკაციო სისტემა“, – განაცხადა შოიგუმ.

    მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჯარისკაცების გაწვევაზე პასუხისმგებელი სამხედრო კომისარიატების მოდერნიზაციაა საჭირო.

  • ბახმუტისთვის ბრძოლებმა აიძულა უკრაინის შეიარაღებული ძალები ტაქტიკისთვის გადაეხედათ – The New York Times

     

    ამერიკული გაზეთი  The New York Times წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ბახმუტთან გაჭიანურებულმა ბრძოლებმა აიძულა ტაქტიკისთვის გადაეხედათ.  როგორც გაზეთი წერს, მანამდე უკრაინის ხელისუფლებას ეჭვი ეპარებოდა დიდი დანაკარგებით ბრძოლის მიზანშეწონილობაში, მაგრამ ბახმუტთან შექმნილ სიტუაციაში იძულებული გახდნენ აზრი შეეცვალათ.

    “ახლა ამ ქალაქის დაცვა უკრაინისთვის გახდა ეროვნული ბრძოლის სიმბოლო რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

    ბახმუტის მიმართულებით არსებული ჩიხი აიძულებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეცვალონ სტრატეგია, ხოლო უკრაინის სარდლობას დამპყრობლებთან შეტაკების დროს  ახალ რეალობაზე მორგება უწევს, კერძოდ, ცოცხალი ძალის უზარმაზარ მასებთან გამკლავება, რომლებიც ფრონტალურ შეტევაზე მოდიან.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობა ომამდე დაახლოებით 100 ათასი იყო, ამ დროისთვის დაახლოებით 7 ათასი ადამიანია დარჩენილი.

    მაგრამ რუსეთისთვის, რომელსაც ფრონტზე დიდი მიღწევები დიდი ხანია არ უჩვენებია, ბახმუტის აღებას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს“–წერენ NYT ექსპერტები.

    .

  • უკრაინელებმა ბახმუტის მიდამოებში რუსული პოზიციების აღების უნიკალური კადრები აჩვენეს (ვიდეო)

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიდამოებში რუსული პოზიციების აღების უნიკალური კადრები აჩვენეს.

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიდამოებში გადაღებული უნიკალური კადრები აჩვენეს. უკრაინელებმა აშკარად და ჰარმონიულად გაანადგურეს მტერი და დაიპყრეს რუსების პოზიციები.

    “ღამით, თავდაცვის ძალების სახანძრო მხარდაჭერის ქვედანაყოფის დაფარვის ქვეშ, უკრაინის MTR ოპერატორები შეიჭრნენ რუსი ჯარისკაცების მიერ დაკავებულ სიმაგრეზე. ეს დასაყრდენი ადრე უკრაინელ სამხედროებს ეკავათ, მაგრამ მტრის თავდასხმის შედეგად დაიკარგა. “-აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა ფეისბუქზე.

    უკრაინელებმა გაანადგურეს 13 და ტყვედ აიყვანეს ხუთი დამპყრობელი. მოწინააღმდეგის პოზიციები სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორების კონტროლის ქვეშ მოექცა.

    ბრძოლა ბახმუტისთვის

    რამდენიმე თვეა, უკრაინელი სამხედროები გმირულად იცავენ ბახმუტის ციხეს. ამავე დროს, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ ქალაქზე შტურმს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები დანებებას არ აპირებენ ხოლო რუსები დიდ დანაკარგს განიცდიან.

    ამავდროულად, პირველი ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის ოფიცერი ე.წ. ივან ბოჰუნმა უკრაინის არმიის სახმელეთო ძალებიდან ტარას ბერეზოვეცმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა პიკს 2023 წლის იანვარში მიაღწევს.

    თავის მხრივ, ბრიტანული დაზვერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში რუსეთისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ძალებმა ტაქტიკური წინსვლა განახორციელეს დონბასის ქალაქ სოლედარში და სავარაუდოდ მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რომ ”რუსეთი მალე ბახმუტს ალყაში მოაქცევს”.

  • სად ისვენებდა შოიგუს ქალიშვილი საახალწლო არდადეგებზე

    მედიამ გაარკვია თუ სად ისვენებდა საახალწლოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უფროსის სერგეი შოიგუს ქალიშვილი, და ეს არ არის ცივი რუსული ქალაქი, არამედ არის დუბაი.

    აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ გამოაშკარავდა რაც, რუსმა დეპუტატმა, დენის დოლჟენკომ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სერგეი შოიგუს ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
    ”რუსი ხალხის არჩევანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თბილ დუბაიში შეჩერდა. ამას მოწმობს მისი სურათი, რომელიც გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში 2023 წლის 6 იანვარს”- წერს SOTA.

    სურათის დეტალებზე დაყრდნობით, SOTA-მ დაადგინა, რომ ფოტო გადაღებულია დუბაიში Louis Féraud-ის ბუტიკში, სავაჭრო ცენტრში, ბურჯ ხალიფას ცათამბჯენის გვერდით.

    გამოცემა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ქალიშვილმა საახალწლო არდადეგები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაატარა.

    სანამ შოიგუ რუს “მობიკებს” აგზავნის სასიკვდილოდ, საკუთარი ქალიშვილი დროს თბილ ქალაქში ატარებს. მართალია, ცდილობს დამალოს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის.

  • მარიუპოლში რამდენიმე ათეული ათასი რუსი თავდაცვით ხაზებს ამზადებს

    30 ათასზე მეტი რუსი იმყოფება დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, ისინი ამზადებენ თავდაცვით ხაზებს ქალაქთან ახლოს. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური ქალაქის მერის ვადიმ ბოიჩენკოს მითითებით იტყობინება.

    მისი თქმით, ქალაქი სავსეა არა მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსული მშენებლებით, არამედ კადიროველებით, ბურიატებით და მობილიზებული ხალხით.

    “ჩვენ ვხედავთ, რომ მარიუპოლის გავლით მიდის უზარმაზარი კოლონები დონეცკის, ზაპოროჟიეს მიმართულებით. ისინი სავსეა მობილიზებული ხალხით და იარაღით”, – განაცხადა მერმა.

    მისი თქმით, ცნობილია თავდაცვის სამი ხაზი, რომელსაც ოკუპანტები ქმნიან სამი მიმართულებით – ზაპოროჟიეში, მელიტოპოლისა და დონეცკში და შენობები შენდება ხაზებს მიღმა.

    „რესტავრაციის საფარქვეშ ისინი ქმნიან ციხესიმაგრეებს, რომლებიც აფეთქდებიან და პროპაგანდის მიზნით გადაიღებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის დროს“, – თქვა ბოიჩენკომ.

    სიტუაცია მარიუპოლში: დეტალები

    დამპყრობლები მარიუპოლის საზღვაო პორტს სამხედრო ბაზად ამზადებენ. რუსებმა ყველა ადგილობრივი მცხოვრები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ქალაქში მასობრივი იძულებითი პასპორტიზაციაც დაიწყო. მერის მრჩევლის თქმით, 1 იანვრიდან რუსული პასპორტის აღება სავალდებულო ხდება ყველა მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციელისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.