Category: სლაიდერი

  • ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია – მიქანაძე

    ”ბენ ჰოჯესის განცხადება, პირდაპირ გეტყვით, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, სახელმწიფოს და ჩვენი ქართველი საზოგადოების შეურაცხმყოფელია, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ჯდება, იკითხება პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი. რეალურად, ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და ეს ადამიანი თავისი განცხადებებით ცდილობს, თავისი მცირე წვლილი შეიტანოს საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც უკვე არაერთი თვეა აგორებული საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, საქართველო ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში და შესაბამისად, ბენ ჰოჯესი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდაა მიმართული და ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება.”

    ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი გივი მიქანაძე ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალი ბენ ჰოჯესის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

  • რუსებმა, შესაძლოა, მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე ამ კვირაში განახორციელონ – არესტოვიჩი

    “ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. დროის მიხედვით, გამოდის 12-15 იანვარს, ამ კვირის ბოლოს. თუმცა რუს ოკუპანტებს ამ დაბომბვის გადადება შეუძლიათ”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.

  • მერია აცხადებს, რომ პარლამენტთან ჯვრის კონსტრუქციის განთავსების ნებართვა არ იძებნება

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, პარლამენტის წინ ძალადობრივი, პრორუსული, პუტინისტური ჯგუფების მიერ აღმართული ჯვრის განთავსების ნებართვა ბაზაში არ არსებობს. არქიტექტურის სამსახურმა კონსტრუქციის შესახებ პარლამენტის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებას უპასუხა.

    “სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემასა და მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. N8-ში არსებულ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არ იძებნება”. – ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის პასუხში.

  • უკრაინის უშიშროება კიევის სამთავრობო კვარტალში კონტრდაზვერვით ოპერაციას ატარებს

    უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით კიევის სამთავრობო კვარტალში  კონტრდაზვერვით ღონისძიებებს აწარმოებს.

    მიზანი ინფორმაციით, აკრძალული ნივთების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს შენობების, ოფისების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საერთო ფართების, ასევე საჯარო დაწესებულებების შემოწმება.

    გარდა ამისა, ოპერატიულები თანამშრომლები ამოწმებენ კიევის სამთავრობო კვარტალის ტერიტორიაზე მყო მოქალაქეებს.

    „ღონისძიების მიზანია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების კონტრ-დივერსიული დაცვის შემოწმება და გაძლიერება, იმ პირთა უსაფრთხოების გაზრდა, რომელთა მიმართაც სახელმწიფო დაცვა ხორციელდება“, -აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრი.

  • ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

    “უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვართვა მოქალაქეობა ოთხ ადამიანს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატა კუზმინს. თუ სახალხო დეპუტატები ირჩევენ, ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში შემოსულ მკვლელებს, მაშინ ჩვენი ქმედებები იქნება შესაბამისი”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 2022 წლის 12 აპრილს დააკავა.

  • ISW: რუსულ ჯარს სოლედარი არ აუღია

    ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის უახლეს მოხსენებაში ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებს სოლედარი არ აუღიათ. მათ ჯერ ვერ მოახერხეს სოლედარის სრული დაკავება – მიუხედავად რუსული წყაროების ზოგიერთი ცრუ განცხადებებისა და არც ბახმუტს ემუქრება ალყაში მოქცევის საფრთხე.

    ISW წერს, რომ მისმა ექსპერტებმა დონეცკის ოლქის ამ პატარა ქალაქის ცენტრში ნახეს ვაგნერის მებრძოლების კადრები. ამავდროულად, საკმაოდ რთულია იმის შეფასება, თუ ვინ აკონტროლებს კონკრეტულ კვარტალს სოლედარში, რადგან სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს ქუჩის ბრძოლების დროს, ნათქვამია მოხსენებაში.

    „რუსეთის ყველაზე ხმამაღალი განცხადებები რომც დავიჯეროთ სოლედარის ხელში ჩაგდების შესახებ, ეს არ გამოიწვევს ბახმუტის დაუყოვნებელ ალყას. სოლედარის კონტროლი სულაც არ მისცემს უფლებას რუსულ ძალებს სრული კონტროლი დაამყარონ ბახმუტისკენ მიმავალ მომარაგების უკრაინულ ხაზებზე“–აღნიშნავს ISW.

    სოლედარის რუსების მიერ აღების შესახებ ინფორმაცია უარყო ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმაც. Მან დაწერა:

    ? “რუსული არხები ავრცელებენ დეზინფორმაციას ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ. ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან.”

  • ოქროს გლობუსის ცერემონიაზე ზელენსკის ვიდეომიმართვა გაუშვეს

    ოქროს გლობუსის დაჯილდოების 80-ე საიუბილეო ცერემონიაზე (ის ჰოლივუდში ოსკარების შემდეგ მეორე ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება) უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გაუშვეს. ის აუდიტორიას  მსახიობმა შონ პენმა წარუდგინა, რომელიც არაერთხელ ეწვია უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ და ზელენსკის თავისი ოსკარიც კიევში ჩაუტანა.

    მიმართვაში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ოქროს გლობუსის დაჯილდოება მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს დაიწყო . მისი თქმით, უკრაინის ბრძოლა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ არის სიმბოლოა „ბრძოლისა ახალი თაობის უფლებისთვის, რომ ომის შესახებ მხოლოდ ფილმებიდან იცოდნენ“.

    “მილიონობით ადამიანი დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში. მეორე მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ეს არ არის ტრილოგია.“

    მან დასძინა, რომ უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების დახმარებით.

    „უკრაინის ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მასში შემობრუნების მომენტი დადგა და უკვე ნათელია, ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ამას გავაკეთებთ მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად და იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველანი იქნებით ჩვენთან ერთად გამარჯვების დღეს, ჩვენი გამარჯვების დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საზენიტო სისტემას იყიდის

    კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა სამშაბათს, უკრაინელ კოლეგასთან ალექსეი რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატებისგან  შეიძენს და უკრაინას გადასცემს NASAMS საზენიტო სისტემას .

    ”ეს არის კანადის პირველი შემოწირულობა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემის სახით […] ეს საზენიტო სისტემა დაეხმარება უკრაინას დასახლებული პუნქტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში თვითმფრინავებისგან, რაკეტებისა და საჰაერო თავდასხმებისგან […] NASAMS-ს აქვს მიზანში მოხვედრის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ეს არის ღირებული წვლილი უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებში“, – წერს ანანდი.

    უკრაინამ შემოდგომაზე NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემების პირველი ორი ბატარეა შეერთებული შტატებისან მიიღო, საერთო ჯამში, ამერიკელებმა უკრაინას რვა ბატარეის გადაცემა დაგეგმეს.

    NASAMS არის ნორვეგიულ-ამერიკული მოკლე და საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა (50 კმ-მდე). მას, როგორც ანანდი წერდა, შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები, საკრუიზო რაკეტები, ვერტმფრენები და დრონები.

  • შვედეთი უკრაინას რევოლუციურ იარაღს მიაწვდის: ექსპერტმა განმარტა, თუ რა ხდის მას განსაკუთრებულს

    სამხედრო ექსპერტმა და Defence Express-ის მთავარმა რედაქტორმა ოლეგ კატკოვმა განაცხადა, რომ Archer-ის თვითმავალი იარაღი, რომლის გადასაცემად შვედეთი უკრაინისთვის ემზადება, ერთ-ერთი უახლესი, ყველაზე რევოლუციური თვითმავალი იარაღია. ეს დანადგარები  მთლიანად ავტომატიზირებულია.

    როგორც კატკოვმა Apostrophe TV-ის ეთერში აღნიშნა, ამ თვითმავალი იარაღებით მუშაობისას ეკიპაჟი ჭურვებს მხოლოდ მაშინ ეხება, როცა მათ ავტომატურ მტვირთავში ათავსებს.

    • „თვითმავალი იარაღების ეკიპაჟში, თუ არ ვცდები, მხოლოდ სამი ადამიანი შედის – მეთაური, მსროლელი და მძღოლი. ეკიპაჟი არ ეხება საბრძოლო მასალას, გარდა იმისა, რომ ავტომატურ მტვირთავში ათავსებს”.- აღნიშნა ექსპერტმა. 

    ექსპერტის თქმით, ეს თვითმავალი იარაღი შეიქმნა უშუალოდ ბატარეის საწინააღმდეგო ბრძოლის კონცეფციაზე და საბრძოლო პრინციპით: მანევრი -ცეცხლი-მანევრი. ამ იარაღს შეუძლია გადავიდეს პოზიციაზე, გაისროლოს სამი ან ოთხი გასროლის სერია და დატოვოს სროლის ადგილი ჯერ კიდევ სანამ პირველი ჭურვი აფეთქდება მტრის პოზიციებზე. მან დასძინა, რომ ეს ტექნიკა იმართება რამდენიმე წამში და იწყებს სროლას მტრის პოზიციებზე თითქმის დაუყოვნებლივ შეჩერების შემდეგ.

      • ”ამერიკულ M-109 Paladin-თან შედარებითაც კი ეს იარაღი არის კოსმოსური ხომალდი. მაგრამ არის გარკვეული ნიუანსები, როგორც ნებისმიერ ახალ ავტომატიზირებულ ტექნოლოგიებში. ისინი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ინტენსიური გამოყენებისას. ინტენსიური გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შეცდომები, რომლებიც არ არის ჩადებული კონსტრუქტორების მიერ თუმცაარ გამოვლინდება ეს ხარვეზები ზომიერი სამშვიდობო ოპერაციების დროს. ანუ თვითმავალი იარაღი ნამდვილად არ არის შექმნილი მტრის ასობით ჭურვით დაბომბვისთვის“, – განაგრძო ექსპერტმა.

    კატკოვმა აღნიშნა, რომ შვედურ 155-მმ-იანი Archer-ის თვითმავალ საარტილერიო მოწყობილობას არ აქვს მიწიდან სროლის უნარი, როდესაც ჭურვები ახლოს აწყვია და ისინი უბრალოდ კონვეიერის საშუალებით მიეწოდება თვითმავალ იარაღში, რათა მუდმივი აწარმოონ ცეცხლი.

    • “ამ თვითმავალ იარაღს აქვს საკუთარი საბრძოლო მასალა – დაახლოებით ორი ათეული ჭურვი – გამოყენების შემდეგ, რომლის შევსებაც ესაჭიროება.  ანუ, ეს თვითმავალი იარაღები მუდმივად მოძრაობაში მუშაობენ. დისტანციის თვალსაზრისით, ეს არის საუკეთესო იარაღი, კერძოდ 50-60 კმ მანძილზე მაღალი სიზუსტის 155 მმ-იანი ჭურვებით“, – შეაჯამა კატკოვმა.
  • წარუმატებელი გენერლის ლაპინის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას კრემლმა ახსნა ვერ უპოვა

    წარუმატებელი გენერლის ალექსანდრ ლაპინის რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის მეთაურად დანიშვნას, კრემლმა ახსნა ვერ უპოვა. TASS-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

    • „თქვენ იცით, რომ არსებობს პრეზიდენტის ღია ბრძანებულებები, არის პრეზიდენტის ბრძანებულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც  „საიდუმლო“. იმ განკარგულებებს შორის, რომლებიც ქვეყნდება, ასეთი განკარგულება ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა პესკოვმა.

    მანამდე რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა,  ლაპინის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნაზე,  რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში. თუმცა, კრემლი ამის შესახებ ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

    ცნობისთვის, დღეს რუსულმა გამოცემა РБК-მა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რომ რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის მეთაურად დაინიშნა გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარების დაჯგუფება “ცენტრს”.

    • ვინ არის ლაპინი

    59 წლის რუსი გენერალი ალექსანდრ ლაპინი ხელმძღვანელობდა რუსულ ძალებს სირიაში, ხოლო 2022 წლის ზაფხულში მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ქება დაიმსახურა ლისიჩანსკის აღების გამო. პრეზიდენტმა პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.

    ლაპინი ასევე ხელმძღვანელობდა რუსულ ჯარებს, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანი ალყაში მოაქციეს. ქაოტური გაქცევის შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბევრმა ქვედანაყოფმა განიცადა დიდი დანაკარგი.

    2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, ალექსანდრ ლაპინი დაჯგუფება „ცენტრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამას წინ უძღოდა ჩეჩნეთის მეთაურის, კადიროვისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, პრიგოჟინის მხრიდან გენერალ ლაპინის მწვავე კრიტიკა უკრაინაში არაერთი მარცხის, მათ შორის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევის გამო.