Category: სლაიდერი

  • Free ვიცი კარტოფილი – მეუფე სტეფანე სააკაშვილზე

    ”რას მეუბნებით, რომ ახლა ჩვენ უნდა, ქართველები ვართ, რატომ არ ვდგებით ახლა სულ ყველა ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით Free რაღაცა, რატომ არ ვყვირით? Free ვიცი კარტოფილი. არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები და შემოხვალ და იქ რაღაცა, ნუ გაიმაიმუნებ თავს და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადღაც რომ ზიხარ, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ გიყუროთ და რა? შოუა? მასკარადია? რა ხდება?”

    თქვა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, ქადაგებისას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

  • სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციის საგანია – გია ვოლსკი

    სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციის საგანია – გია ვოლსკი

    “აღმოჩნდა, რომ ექიმები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თურმე გარკვეული მონაცემებით ხელმძღვანელობენ, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძვლად არ გამოდგება. სააკაშვილმა კუჭის რეზექცია გაიკეთა და მას სპეციალური დიეტა სჭირდება. ეს ადამიანები მთელი რესურსით ზეწოლას ახდენენ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს.

    გიორგი ბარამიძე ამბობს, უნდა შეიკრიბონ, როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი გაგრძელდეს და მოხდეს ძალების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად, საომარ მოქმედებებში ჩასართავად. სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამისთვის ჯერ ბევრი რესურსი გააჩნიათ, მათ შორის ფინანსები“,

    ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

  • რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება – უკრაინა

    რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება.  – ამის შესახებ შესაბამის განცხადებას, უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ჰუმენიუკო ავრცელებს.

    “სავარაუდოდ, მზადდება ასეთი თავდასხმა, რადგან საოკუპაციო ძალების წვრთნის სიხშირე ზუსტად ასეთია: მათ ხელახალი აღჭურვისთვის სჭირდებათ დაახლოებით 10-12-14 დღე, უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ.

    სავარაუდოდ, ისინი [რუსები] შეტევის გამეორებას გეგმავენ. და შესაძლოა, იყოს შერეული ტიპის, როცა გამოყენებული იქნება რაკეტები და ირანული წარმოების დრონები”,  – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • მისი განცხადება და შეფასებები უტიფარია – ვოლსკი პოდოლიაკზე

    “პოდოლიაკის ეს გამოთქმა და შეფასებები არის უტიფარი. ის თუ იმის შემდეგ ვერ მიხვდა, საქართველო ვისკენ არის, რაც [საქართველომ] რუსეთის მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის არის ტრიბუნალისადმი მიმართვა, ასევე, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რუსეთის გარიცხვა, მაშინ პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას, რაც ასევე არ არის გასაკვირი, ან პრაქტიკულად, საერთოდ ვერაფერს ხედავს, რეგიონში უკრაინის გარშემო რა ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკები იმისთვის, რათა უკრაინას მივაწოდოთ. მაგრამ, გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც მათ ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ ამ მაჩვენებლითაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ იმ უკრაინელ ხალხს მივხედოთ, ვინც საქართველოში ცხოვრობს – მათ ბავშვებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ, მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. თუ ამის შემდეგ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება თავისუფლად, ყველაზე რბილად შეიძლება შევაფასოთ, როგორც უტიფარი”.

    აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებების შეფასებისას.

  • ISW: რუსეთი შორს არის ბახმუტის აღებისგან.მის ახალ შეტევას საბრძოლო მასალის ნაკლებობა და არაორგანიზებულობა შეაფერხებს

    ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტი (ISW) კვლავ აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის აღება, თუმცა ამას ბევრი რუსული წყარო ამტკიცებს.

    ამავდროულად, ISW-ის ახალ  ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების ნაწილობრივი წარმატებები სოლედარში საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეძლებენ უკრაინის ფრონტის ჩამოშლას და ბახმუტის ხელში ჩაგდებას.

    „რუსული არგუმენტები ბახმუტის გარდაუვალი აღების და უკრაინის თავდაცვის ხაზების ნგრევის შესახებ არ შეესაბამება რეალურ ვითარებას ბახმუტის რაიონში, სადაც რუსული ძალები შორს არიან უკრაინის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტისგან“, ასკვნიან მოხსენების ავტორები.

    მათი აზრით, „რუსეთის შეტევითი ოპერაციებმა ბახმუტის აღების მიზნით, სავარაუდოდ, კულმინაციას მიაღწია ოპერატიული შესაძლებლობების დეგრადაციის გამო“.

    ISW ექსპერტები ასევე დეტალურად აანალიზებენ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურად დანიშვნას.

    მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია კრემლის ორი ძირითადი ამოცანის გადასაჭრელად:

    გააუმჯობესოს 2023 წელს მართვის სისტემა სამხედრო მოქმედებების ეფექტურობის გასაზრდელად

    გააძლიეროს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია სამხედრო ბლოგერების და უსაფრთხოების ჩინოვნიკების მზარდი გავლენის ფონზე, როგორიცაა ვაგნერის  დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს ახალ შეტევებს, თვლიან მოხსენების ავტორები, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მან არაერთხელ აჩვენა, რომ არ აქვს წარმოდგენა მისი არმიის რეალურ შესაძლებლობებზე და უარი არ თქვა უკრაინაში მისი სამხედრო კამპანიის მაქსიმალისტურ მიზნებზე.

    პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები, ISW-ის რეზიუმეს მიხედვით, მაგრამ ასეთი შეფასებები, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამავდროულად, გერასიმოვს არ გაუპროტესტებია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება 2022 წლის თებერვალში უკრაინიაში დამღუპველი შემოჭრის გეგმა,  და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთება ახლა შეძლოს, ამბობენ ამერიკელი ექსპერტები.

    მათ არ სჯერათ, რომ გერასიმოვს შეუძლია პუტინის ამბიციების დასაკმაყოფილებლად რუსეთის ომს ახალი სიცოცხლე სწრაფად შთაბეროს. რეზიუმეში ნათქვამია, რომ გენერალი “სავარაუდოდ აღმოჩნდება დეზორგანიზებული სამეთაურო სტრუქტურის სათავეში, რომელიც განიცდის მუდმივ, თანმიმდევრულ წარუმატებლობებს, რასაც დიდწილად მანვე დაუდო სათავე უკრაინაში შეჭრამდე მისი ქმედებებით.“

    ISW ასევე თვლის, რომ მნიშვნელოვანი დაბრკოლება მოსკოვის შეტევითი ოპერაციებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში ასევე იქნება რუსული ინდუსტრიის უუნარობა გადაჭრას საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემა.

  • გერასიმოვის მეთაურად დანიშვნა აღიარებაა, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევენ – ბრიტანეთის დაზვერვა

    გერასიმოვის მეთაურად დანიშვნა აღიარებაა, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევენ – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. დაზვერვა წერს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან ომის მართვის მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

    “გენერალური შტაბის მეთაურის ხელმძღვანელად დანიშვნა მიუთითებს იმ სიტუაციის მზარდ სერიოზულობაზე, რომლის წინაშეც რუსეთია და არის ცხადი აღიარება, რომ კამპანია რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს ვერ აკმაყოფილებს”. – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

  • რუსეთმა ომში დაახლოებით 113 990 სამხედრო და 3 094 ტანკი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 12 იანვრამდე პერიოდს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 113 990
    • ​ტანკი – 3 094;
    • ჯავშანტექნიკა – 6 159;
    • საარტილერიო სისტემა – 2082
    • სარაკეტო სისტემა – 437;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 218;
    • თვითმფრინავები – 285;
    • ვერტმფრენი – 276;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 865;
    • საკრუიზო რაკეტები – 723;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 826;
    • გემი/ნავი/კატარღა – 17;
    • ​ სპეციალური აღჭურვილობა – 184.
  • ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიაში გადაადგილებები კრემლის წარუმატებლობაზე მეტყველებს

    ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ოთხშაბათს რუსეთის უმაღლეს სამხედრო სარდლობის რიგებში ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ კრემლმა იცის, რამდენად დამღუპველია მათთვის სამხედრო კამპანია.

    „გენერალური შტაბის უფროსის საბრძოლო მოქმედებების თეატრის მეთაურად დანიშვნა არის რუსეთის წინაშე არსებული სიტუაციის მზარდი სერიოზულობის მანიშნებელი და აშკარა აღიარება იმისა, რომ კამპანია არ შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ბრიტანული დაზვერვის თანახმად, დღევანდელი გადაადგილება სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს ულტრანაციონალისტების რიგებში და “სამხედრო კორესპონდენტებში”, რომლებიც გერასიმოვს სამხედრო წარუმატებლობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო სერგეი სუროვიკინი, რომელიც არმიის მეთაურობიდან იქნა მოხსნილი, მათი ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა.

    სუროვიკინის გერასიმოვის ერთ-ერთ მოადგილედ დანიშვნამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის ავტორიტეტსა და გავლენას, ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დაინიშნა.

    დაჯგუფების ყოფილი სარდალი სერგეი სუროვიკინი გერასიმოვის სამიდან ერთ-ერთი მოადგილე გახდება. ის რჩება საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის თანამდებობაზე.

    გერასიმოვის დანარჩენი მოადგილეები იქნებიან სახმელეთო ჯარების სარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი.

    „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია იმ ამოცანების მასშტაბების ზრდასთან, რომლებიც მისი ჩატარების მსვლელობაში წყდება–“ ნათქვამია რუსეთის  თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • CNN: სოლედარში უკრაინის უკან დახევის ნიშნები ჩანს

    სოლედარში უკრაინის უკან დახევის ნიშნები ჩანს –  ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი იუწყება, რომ სოლედარის მიმდებარე ტერიტორიაზე განუწყვეტელი საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმის.

    “ჩვენ ბრძოლის ეპიცენტრიდან დაახლოებით შვიდი კილომეტრის დაშორებით ვართ. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ არტილერიის მუშაობა ქალაქისკენ”, – იუწყება კორესპონდენტი ბენ უედმანი.

    ამავდროულად, ჟურნალისტების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები აგრძელებენ მუშაობას იარაღისა მომსახურებისა და ლოგისტიკის შენარჩუნებისთვის და არ ჩანს რაიმე ნიშანი, რომ უკრაინული მხარე მათი გაყვანისთვის ემზადება.

    ეს ინფორმაცია უარყოფს რუსული მხარის ინფორმაციას სოლედარში არსებული ვითარების შესახებ.

    ოთხშაბათს დილით Wagner PMC-ის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ დაქირავებულებმა აიღეს კონტროლი სოლედარის მთელ ტერიტორიაზე და ბრძოლა მხოლოდ მის ცენტრში მიმდინარეობდა.

    რუსულმა მედიამ გაავრცელა ფოტო, რომელშიც პრიგოჟინი და კიდევ რამდენიმე ვაგნერელი, სავარაუდოდ, დგანან სოლედარის მარილის მაღაროში.
    უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ სურათი სხვაგან არის გადაღებული და რუსეთს არ აქვს სრული კონტროლი სოლედარზე. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა აღიარებს, რომ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქგარეთ.

    CNN-ის ჟურნალისტები ასევე იუწყებიან, რომ ბრძოლის ველზე ცხადია, რაოდენ დიდია დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის. ეს გამოიხატება ყველაფერში: სამხედროების მომზადებაში, იარაღის ხარისხში, ტექნიკურ და სამედიცინო აღჭურვილობაში.

  • ბელარუსში რუსული ჯარის დიდი რაოდენობა უკრაინას საფრთხეს არ უქმნის – ბრიტანეთის დაზვერვა

    “ბელარუსში რუსული ჯარის დიდი რაოდენობა უკრაინას საფრთხეს არ უქმნის” – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

    “ბელარუსში რუსული ჯარის დიდი რაოდენობა უკრაინას საფრთხეს არ უქმნის. ეს განპირობებულია იმით, რომ სამხედროები საწვრთნელ პოლიგონზე არიან დაკავებული და არ ემზადებიან ამ მიმართულებით ახალი შემოჭრისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

    ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ბელარუსში ახალი ავიაციის განლაგება, სავარაუდოდ, “ნამდვილი წვრთნებია და არა უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადება”.

    “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინახავს ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში, ისინი ძირითადად წვრთნებში არიან ჩართული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი [რუსული ძალები] სანდო შემტევ ძალებს წარმოადგენენ”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.