Category: სლაიდერი

  • სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ შეუძლია საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას

    სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს ალტერნატივა, ჩრდილოეთ კორეიდან საფრთხის ზრდის შემთხვევაში, სთხოვოს აშშ-ს, იარაღი კორეის ნახევარკუნძულზე განალაგოს.

    ბოლო ათწლეულებში იუნ სუკ იოლი სამხრეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივაზე ღიად საუბარი დაიწყო.

    აქვე შეგახსენებთ, რომ  სამხრეთ კორეა დაცულია აშშ-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ – შეთანხმებით, რომლითაც განსაზღვრულია, რომ თავისი მოკავშირის დასაცავად ვაშინგტონი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

  • NYT: როგორც ჩანს, დასავლეთმა დაიწყო უკრაინის მომზადება საგაზაფხულო გარღვევისთვის

    ამერიკული გაზეთი The New York Times, თავის ანალიზში უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, განიხილავს, თუ რატომ გადაწყვიტა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მოულოდნელად გაეგზავნა კიევში იარაღი, რომლის გადაცემაზე მანამდე უარს ამბობდა.

    აშშ-მ და გერმანიამ – უზრუნველყო Patriot-ის უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემები. საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ისევ შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა სხვადასხვა ჯავშანტექნიკის გაგზავნა.

    NYT-ის კორესპონდენტების თქმით ეს იმით არის განპირობებული,  რომ უკრაინას ძალიან მცირე ფანჯარა აქვს დარჩენილი რუსული არმიის შესაძლო საგაზაფხულო შეტევისთვის მოსამზადებლად და ეს კარგად იცის დასავლეთმა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე ინიციატივის სრულად დასაუფლებლად, უკრაინის ჯარს სჭირდება დასავლური სტილის დაახლოებით 300 მძიმე ტანკი და 600 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა.

    ამერიკული გამოცემის მიხედვით, ალბათ ახლა ამ მოთხოვნის განხორციელების პირველი ეტაპის მომსწრენი ვართ.

  • ყველაფერი, რასაც ენმ-ი აკეთებს, სამარცხვინოა – სწორი იყო ქალბატონი გიული – ზარქუა

    „არასერიოზულია ეს, მერამდენედ უნდა დამტკიცდეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს ყველაფერი სამარცხვინოა. მოასვენონ ის ადამიანი – პატიმარი სააკაშვილი, რატომ აწვალებენ? პოლიტიკურად დაიწყეს გამოყენება და სწორი იყო ქალბატონი გიული – პარაზიტობენ და ვეთანხმები. პარაზიტობს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ფლანგი, არც ერთს არ ადარდებს სააკაშვილი, კეთილისმსურველი ეტყოდა – მიატოვე ის შიმშილობა და მიიღე ის სერვისები, რასაც გაწვდიან. არ ადარდებთ, ეს იცის პატიმარ სააკაშვილის დედამ და ეს გამოხატა იმ ფარულ ჩანაწერში, რომელზეც როგორც გავიგე იყო შეთავაზება, რომ გადაემოწმებინა, იყო თუ არა სინამდვილე და უარი თქვა, გასაგებია ყველაფერი.

    ე.ი. ექიმები და ექთნები უნდა შეიყვანონ სიაში, ვინც დღე და ღამე მუშაობენ, რომ პატიმარი სააკაშვილი კარგად იყოს? თუ მოსამართლეებზე უნდათ ზეწოლა განახორციელონ ამგვარი მიდგომით? ჩვენ გვესმის, რომ ეს მათი ხელწერაა, მაგრამ აერიათ დრო და სივრცე, ისინი არ არიან ხელისუფლებაში, როცა ასე აკეთებდნენ მანიპულაციას და შანტაჟის ენით ელაპარაკებოდნენ საზოგადოებას. ვერ აღვიქვამ ამას სერიოზულად, 2012 წლიდან რამდენი სია აქვთ შედგენილი იცით? მგონი მე-7, მე-8 სიაა, ვინც სიმართლეს ეუბნება და არ მოსწონთ, ისინი შეჰყავთ და მერე სად მიაქვთ ეს სიები ვერ ვხვდები ერთმანეთს უზიარებენ? ძველი სიები მაინც გამოაჩინონ – ვინმე დავიმატეთ, გამოაკლდა? გავაკეთოთ აუდიტი, რად უნდათ ეს ახალი სიები?”

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნაციონალურ მოძრაობაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • რუსეთიდან წასულ უკრაინის მხარდამჭერ მოქალაქეებს ქონება უნდა ჩამოერთვათ – ვოლოდინი

    “ისინი აქირავებენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ შემოსავლის მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. პარალელურად კი საკუთარ თავს უფლებს აძლევენ საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს. შეურაცხყოფენ ჩვენს სამხედროებს და ოფიცრებს, თავს გრძნობენ დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მიწვდება”.

    განაცხადა, რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელიც გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და მხარს უკრაინას უჭერენ, ქონება ჩამოერთვათ.

  • რაშიზმმა უნდა წააგოს ეს ომი – ყველაფერში და ყველგან – ზელენსკი

    “რაშიზმმა უნდა წააგოს ეს ომი – ყველაფერში და ყველგან. ხმელეთზე, ცაში, ზღვაში, ენერგეტიკულ სექტორში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ბოლოს – უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე. ყოველ დღე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაახლოებთ ტერორისტებისთვის ამ წინადადებას. მშვიდობა დღითიდღე უფრო ახლოვდება”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ღამე სოლედარში ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა – მალიარი

    “ღამე სოლედარში ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა. მტერმა თითქმის მთელი ძირითადი ძალები დონეცკის მიმართულებით გადმოისროლა და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს. ჩვენი მებრძოლები გაბედულად ცდილობენ თავდაცვის შენარჩუნებას. ეს არის ომის რთული ეტაპი, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვი არ არის”,

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი

  • სამეგრელოში ძლიერმა ქარმა 960-ზე მეტი სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა

    სამეგრელოში ძლიერმა ქარმა 960-ზე მეტი სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ განაცხადა.  მისი თქმით,  დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

    ხოლო ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.

    უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე აიღეს.

    “პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავიხადო უამრავ ადამიანს რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს იმისთვის რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, შსს სხვადასხვა ქვედანაყოფებს, ენერგო-პროს, სოკარის ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

  • 23 უკრაინელი, რომელიც დაღუპული გვეგონა, ცოცხალია – უკრაინის ომბუდსმენი

    23 უკრაინელი, რომელიც დაღუპული გვეგონა, ცოცხალია  – ამის შესახებ, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან ტატიანა მოსკალკოვასთან,  რუსულმა მხარემ, განაცხადა, რომ 23 უკრაინელი, რომლებიც გარდაცვლილად ითვლებოდნენ, ცოცხლები არიან.

    • “რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა! ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რაც, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ეხება. 23 ჩვენი მოქალაქე და გმირი, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ, რუსული მხარის მტკიცებით ცოცხლები არიან. ეს დიდი პოზიტიური ამბავია.”- წერს ლუბინეცი. 
  • უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს – რუსეთი

    “უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს” – ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე განყოფილების დირექტორმა ალექსეი პოლისჩუკმა განაცხადა.

    “თუ და როცა ეს კონტაქტები განახლდება, ისინიც, დიდი ალბათობით, პირდაპირი იქნება. და ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, რადგან, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დასავლელი შუამავლები ხშირად მისდევენ საკუთარ მიზნებს და ცდილობენ გავლენა მოახდინონ მოლაპარაკებების მსვლელობაზე, მოქმედებენ არა კონფლიქტის დარეგულირებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.”- განაცხადა პოლისჩუკმა.

    პოლისჩუკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გასულ წელს უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები იმართებოდა.

    “აქამდე უკრაინელებთან მხოლოდ უშუალოდ გვქონდა კომუნიკაცია იმ პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც მოწოდებული გვქონდა, რასაც ძალიან ვაფასებთ. გასული წლის თებერვალ-აპრილში რუსეთ-უკრაინული დიალოგის სამი რაუნდი გაიმართა ბელორუსიაში, ერთი კი თურქეთში. თითქმის ყოველდღიური კონტაქტები ხდებოდა ვიდეო ბმულით, ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინელებთან.” – ამბობს პოლისჩუკი.

  • გურიაში მოგლეჯილი ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა – მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

    გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოგლეჯილი ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა – მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

    რამდენიმე დღეა რეგიონებში უამინდობაა.

    ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. რეგიონში 70-მდე შენობის სახურავია გადახდილი, 3 000-მდე მოსახლეს არ მიეწოდება წყალი.