Category: სლაიდერი

  • დნიპროში რუსულმა რაკეტამ საცხოვრებელი ცხრასართულიანი შენობა გაანადგურა , ხალხი ნანგრევებშია

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეის განცხადებით დნიპროში რუსულმა  რაკეტამ გაანადგურა საცხოვრებელი ცხრასართულიანი შენობის ერთი სადარბაზო. მაცხოვრებლები კი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.  ხალხი ნანგრევების ქვეშაა.

    “უბრალოდ მონსტრები, ერთი შესასვლელიც კი არ არის. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც სახლში იყვნენ შვებულებაში. მე კარგად ვიცი ეს სახლი, იქვე დავიბადე და ვცხოვრობდი იქვე. ვიცნობ ამ ხალხს. სალმიანი და მეგობრული ხალხი“, – წერს თავის Telegram არხზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო.

    შაბათის დილიდან რუსეთი უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვას ახორციელებს.

  • დიდი ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა, რომ Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს.

    “პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და გაერთიანებული სამეფოს მთელი მთავრობა ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სწრაფად მიაწოდონ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა.”- განაცხადა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.

    ზელენსკი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება მოკავშირეებს “სწორ სიგნალს” უგზავნის.

    „პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს სატელეფონო საუბრის დროს მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

    Downing Street-ის ინფორმაციით, რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ამბიციას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.

  • ლიფტის შეკეთება-რეაბილიტაციაზე არავის მოუმართავს – ისნის მაჟორიტარი დეპუტატი უბედურ შემთხვევაზე

    ლიფტის შეკეთება-რეაბილიტაციაზე არავის მოუმართავს – ისნის მაჟორიტარი დეპუტატი უბედურ შემთხვევაზე

    “ლიფტის შეკეთება-რეაბილიტაციაზე არავის მოუმართავს ”  – საკრებულოში ისნის მაჟორიტარო დეპუტატი, კახა ლაბუჩიძე აცხადებს, რომ ვაზისუბანში, სადაც ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი დაიღუპა, შემთხვევა, სავარაუდოდ, ლიფტის გაუმართაობის გამო მოხდა.

    „ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია რაც მოხდა. დიდი ტრაგედიაა, დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ველოდებით გამოძიებას, რომელიც მალე დასრულდება და ზუსტ მიზეზს გვეტყვის. არ ვიცი, ლიფტი მწყობრიდან იყო თუ არა გამოსული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა ლიფტის გაუმართაობის გამო. ის, ინფორმაცია რაც ვრცელდება, რომ თითქოს ლიფტთან დაკავშირებით გამგეობას მიმართეს ადგილობრივებმა და გამგეობის მხრიდან რეაგირება არ იყო, ტყუილია. აქ ოთხი სადარბაზოა და ამ კორპუსიდან არცერთი ლიფტის შეკეთებაზე, რეაბილიტაციაზე მომართვიანობა არ ყოფილა”, – აცხადებს კახა ლაბუჩიძე.

    თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

  • “მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში” – კადიროვი

    “მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში” – ჩეჩნეთის მეთაური, რამზა კადიროვი შვებულებაში წავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, “РИА Новости” ავრცელებს.

    “2023 წლის 12 იანვრიდან მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხუჩიევ მუსლიმ მაგომედოვიჩს ვანდობ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობებს ჩემი შვებულების პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც რუსული მედიის ცნობით, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

  • თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე ადგილზე დაიღუპა

    თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე ადგილზე დაიღუპა

    თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.  ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი2 ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, შახტაში პირველი კაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად ცოლი ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მოიყოლა.

    დაღუპულები 35-წლამდე ასაკის არიან.

  • სოლედარში 500-ზე მეტი ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვი – კირილენკო

    დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში 559 ადამიანი რჩება.

    მისი თქმით, სოლედარში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. კირილენკო აღნიშნავს, რომ ქალაქში 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია დარჩენილი.

    • “ამ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სოლედარში, აქვთ საკვების საჭირო მარაგი და ჰიგიენური საშუალებები. როგორც კი შესაძლებელი იქნება ევაკუაციისთვის იქ მისვლა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
  • საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, დღეს თბილისის დროით 12:36 საათზე 3.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

    ეპიცენტრი რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში იყო.

  • სააკაშვილს აქვს ეჭვი, ვის შეიძლებოდა მოეწამლა ის – ადვოკატი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილს აქვს ეჭვი, ვის შეიძლებოდა მოეწამლა ის.

    “სადღაც, ეს [მოწამვლა] იწყება, ალბათ, 2-3 მაისიდან. მას [მიხეილ სააკაშვილს] აქვს გარკვეულ პიროვნებაზეც ეჭვი, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა [მოეწამლა]. ეს მალე გამოჩნდება.

    იყო იქ რაღაც დეტალები, ჩვენ ახლა კადრები გვაქვს გამოთხოვილი და სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ანუ, ჩვენ მოვითხოვეთ სააკაშვილის დაკავებიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით ყველა კადრი – დერეფანში ბადრაგების გადაადგილებისა და სააკაშვილის საკანში ყოფნის კადრები და ა.შ. ძალიან დიდი მასალა იქნება, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იქნება. ველოდებით ამ კადრებს. დამიჯერეთ, ეს კადრებიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში, სხვა საქმეშიც და, რა თქმა უნდა, მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, ამერიკელები ამას მოითხოვენ”. – ამბობს ადვოკატი პალიტრანიუსის ეთერში.

  • ბელოგოროვკა მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა – გაიდაი

    ლუგანსკის ოლქის სოფელი ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშაა. – აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაი.

    “ბელოგოროვკა მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა. მტრის თავდასხმებს იქ ყოველდღე ვიგერიებთ.რუსები აგრძელებენ მეტი ჯარისკაცის გადაყვანას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით. სოფლებში სახლები, რომლებიც ორკებმა ფრონტის ხაზზე დაიკავეს, ახლა თითქმის ცარიელია, ყველას საბრძოლველად აგზავნიან. რაშისტები ამ მიმართულებით “იძირებიან” და ხვრელებში “იმარხებიან”. შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

  • ზელენსკი: ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში განაცხადა, რომ „მძიმე ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება“.

    “ ბრძოლა ბახმუტისა და სოლედარისთვის, კრემენნაიასთვის, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთის სხვა ქალაქებისა და სოფლებისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ყველაზე დიდი ძალების კონცენტრაცია სწორედ ამ მიმართულებით მოახდინა, ჩვენი ჯარისკაცები – უკრაინის შეიარაღებული ძალები, ყველა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები – იცავენ სახელმწიფოს <…> რუსეთში ისინი უკვე კამათობენ ერთმანეთთან იმაზე, თუ ვის მიაწერონ ერთგვარი ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. და ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოვახდინოთ ოკუპანტებზე და მივაყენოთ მტერს მძიმე დანაკარგები.“–თქვა ზელენსკიმ.

    ამგვარად, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადება, რომ სოლედარი მთლიანად “გათავისუფლდა”. რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და ვაგნერის დაჯგუფცება ამ “წარმატებას“  საკუთარ დამსახურებად აცხადებენ.