Category: სლაიდერი

  • სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ – პროკურატურა

    საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების წევრებისთვის, შემცირებაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    “საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც 5 ივლისს, TV პირველის ოპერატორის და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, მსჯავრდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა – ხაბეიშვილი მელიაზე

    პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა – ხაბეიშვილი მელიაზე

    ”ნახეთ მელიას შეხვედრა ბათუმში? 30-40 კაცი იყო თავმოყრილი. ჩემი შეხვედრა ნახეთ, ვიდეოც მიდევს სოციალურ ქსელში, 400 ბათუმელი იყო. ხელვაჩაურშიც 400 ადამიანს შევხვდი. ხულოში ვარ, ქედასა და შუახევშიც ვიყავი. პირდაპირ გეტყვით, რაში იღებს მონაწილეობას პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა ამ კაცს. დაანგრია პარტია და ჩამოშალა, აჭარაში არ არის ნამყოფი, გასტროლიორივით რამდენჯერმე არის შემორბენით აქ ნამყოფი. ამდენ ადამიანს რომ ვხვდები, შეხვედრაზე 400 კაცი, რომ მოვიდა ბათუმში, 400 ხელვაჩაურში და ასობით ადამიანს კიდე ხულოში და ქედაში ვხვდები და ხალხს ცვლილებები უნდა ვისთვის იყრის [მელია] კენჭს? რომელ პარტიაში უნდათ ამ ადამიანებს არჩევნების მოგება, ნუ გამაგიჟებენ. სადაც ჩავედი – ხაშურსა და გორში ნამყოფი არ არის. ახლა არჩევნები რომ დაიწყო, კი გაახსენდათ სხვადასხვა რეგიონი. ეს ხალხი ჩვენს ამომრჩეველთან არანაირ კომუნიკაციაში არ არის. ასე უნდათ ოლიგარქის დამარცხება? ეს ყველაფერი შეიცვლება და პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუბრუნდება და არა იმ ხალხს, ვინც ლევან ვარშალომიძეს ემიჯნება. ცოტა ხანში მიშასაც გაემიჯნებიან და იტყვიან, ხაბეიშვილის უკან მიხეილ სააკაშვილი დგასო […] ნიკა მელიამ პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა და დღეს ამბობს, თავმჯდომარე კიდევ მე უნდა ვიყოო. ის ხულოში, ქედასა და შუახევში ნამყოფი არ არის. ხულოში რომ ვიკითხე, პარტიის თავმჯდომარე აქ თუ ყოფილა მეთქი, სიცილით მოკვდნენ. ის პარტიის აქტივს არ ელაპარაკება და ხალხს დაელაპარაკება, მათ ბედს გადაწყვეტს და რუს ოლიგარქს გააგდებს?”

    განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულასთან.

  • დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-ს აღწევს, მათ შორის 3 ბავშვია – სამძებრო სამუშაოები გრძელდება

    დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, საიდანაც 3 ბავშვია – სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

    მაშველების ინფორმაციით, 16 იანვარს, 13:00 საათის მდგომარეობით, 39 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 40 დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, 75 დაშავდა (მათგან 14 ბავშვი).

    კომუნალურმა სამსახურებმა ადგილი 8000 ტონაზე მეტი სამშენებლო ნარჩენისგან გაასუფთავეს.

    ამავდროულად, პოლიტიკოსი გენადი კორბანი იუწყება, რომ ტრაგედიის ადგილზე აღმოაჩინეს ადამიანის სხეულის ფრაგმენტები, რომლებიც უკვე გადაეცა ექსპერტებს იდენტიფიკაციისთვის.

    14 იანვარს რუსებმა დნეპერში მდებარე მაღალსართულიანი შენობა X-22 რაკეტით დაარტყეს. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა სახლის ერთ-ერთი სადარბაზო. ეს რაკეტა შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში საზღვაო და ავიამზიდების განადგურების მიზნით.

    ტრაგედიის ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

  • წავიდეთ ყვარელში და მსურველებს მოვასმენინოთ ბერძენიშვილის ლექცია – ხოშტარია

    “ტყუილი – ასე ქვია იმ გალავანს, რომელსაც აგურ აგურ გვიშენებს რეჟიმი, რომლის ცემენტს ზოგჯერ ჩვენვე გვაზელინებს, სანამ კედელს შეამაგრებს და რომელშიც უნდა გამოვიკეტოთ. გამოვიკეტოთ წარსულის იმ ეროვნული და ევროპული ტრადიციებისგან, რომელიც თავისუფლებას, მრავალფეროვნებას და განვითარებას ქმნიდა საუკუნის დასაწყისში და გამოვიკეტოთ ევროპული მომავლისგან, რომელიც ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ შუაში კედელი შენდება.

    ტყუილია, რომ ყვარელმა არ მიიღო ლევან ბერძენიშვილი, პირიქით, მას იქ ელოდებოდნენ. ამიტომ დააორგანიზეს ხალხი, დაავალეს მიდითო, პოლიციას აუკრძალეს საკუთარი ფუნქციის შესრულება. ტყუილია, რომ ისტორიაზე არ შეიძლება მსჯელობა ან ვინმე ამ მსჯელობისგან ბრაზდება და გიჟდება და გამორბის სახლიდან. ტყუილია, რომ ისეთი ველურები ვართ, თითქოს არ შეგვიძლია ძალადობის გარეშე საკითხების გადაჭრა და აუცილებლად უნდა მივუვარდეთ ერთმანეთს. ტყუილია, მაგრამ კარგად ორგანიზებული. ტყუილი იყო დავით გარეჯი წაგვართვეს, ტყუილია, რომ რუსთაველზე ძალადობით დარჭობილი რკინის კონსტრუქცია ჯვარია ან რამე კავშირი აქვს რელიგიასთან. ტყუილია, როდესაც შედიხარ სასამართლო დარბაზში და ვინც იქ ზის მოსამართლეა, ტყუილია, რომ რუსთაველიზე პარლამენტის შენობაში შეკრებილი ხალხი პარლამენტია, ტყუილია, რომ ვინმე ომში გვითრევს. ეს მხოლოდ ის ტყუილებია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ შემსრულებელმაც და დამკვირვებელმაც ვიცით, რომ ასეა. ეს არ არის განსხვავებული აზრი, ფაქტობრივი ტყუილია, მოგონილი და დაორგანიზებული.

    სიმართლე არის ის იარაღი, რომელიც ამ კედელს არ ააშენებინებს. ამას კონკრეტული გამოვლინება აქვს, სიმართლე არ არის აბსტრაქტული, ფაქტია. ამიტომ რეჟიმთან ბრძოლაში, ტყუილის არდაჯერება, არ მიღება, არ მონაწილეობა, “არდაკიდება”, უკვე იარაღია. თან ყოველ ჯერზე, რადგან ყოველ ჯერზე, როცა არ ვამბობთ სიმართლეს ის კედელი იზრდება და მერე ერთიანად დანგრევა ბევრად უფრო რთული იქნება.

    ამ კონკრეტული ტყუილის შემთხვევაში, მე გთავაზობთ დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, ვიყოთ ბევრნი და მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია. მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ტყუილის კიდევ ერთი აგური ვერ დაარჭონ ამ გალავანს. ვეკამათოთ ბატონ ლევანს თუ ასეთი სურვილი გვაქვს, მაგრამ არ გავატაროთ ეს ტყუილი და არ მივიღოთ ამ სახით მონაწილეობა ჩვენი მომავლის ნგრევაში. “

    ამის შესახებ, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია FACEBOOK-ზე წერს.

  • თელავში, ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

    თელავში, ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

    თელავში, ალაზნის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ახალგაზრდა ქალი სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს.

    ქალი გარდაცვლილი ბინის მეპატრონემ ნახა – ის ქირით ცხოვრობდა.

    გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

  • მოლაპარაკების გზა არ არსებობს, ომი უნდა მოვიგოთ – პოდოლიაკი

    ”შეწყვიტეთ თავის მოჩვენება, რომ თითქოს ვერ ხვდებით. რუსეთის ფედერაცია უკრაინას უმიზეზოდ თავს დაესხა. რუსეთი ყველა სახის იარაღით სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს მასიურად კლავს და ტერიტორიას “ასუფთავებს”. რუსეთის ფედერაცია დანაშაულს სჩადის კაცობრიობის წინაშე. მოლაპარაკების გზა არ არსებობს, ომი უნდა მოვიგოთ.”

    წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მოძალადეს სასჯელი 1 წლით შეუმცირა

    სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელ პუტინისტებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების ბრალდება მოუხსნა, ხოლო ძალადობის მუხლებში დამნაშავედ ცნო.

    მოსამართლე მაია თეთრაულმა – აკაკი ნაკაშიძეს, დავით კუტალაძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    თავდაპირველად მათ სასჯელის სახით 5-5 წლით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

    ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ბრალდებით დავით კუტალაძე 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინეს.

    TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა ალტ ინფოს და კოკა მორგოშიას ლიდერობით, სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.

  • ISW: კრემლს სურს ექვსი თვის განმავლობაში ბრძოლის ველზე ინიციატივა ხელში აიღოს

    რუსეთი უახლოეს ექვს თვეში შეეცდება საკუთარ ხელში აიღოს ინიციატივა და ემზადება “გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედებისთვის”, რათა დაასრულოს უკრაინის კონტრშეტევითი წარმატებები, წერენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები თავიანთ ტრადიციულ მოხსენებაში ომის 327-ე დღეს.

    ISW-ს ანალიტიკოსები წერენ, რომ ომის 11 თვის განმავლობაში, რუსეთმა ვერ მიაღწია თავის ოპერატიულ მიზნებს: მათ ვერ აიღეს კიევი, ლუგანსკი და დონეცკის ოლქები, ვერ შეინარჩუნეს ხარკოვის რეგიონი ან ხერსონი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისკენ მიმართულმა სარაკეტო თავდასხმებმა არ მოახდინა უკრაინის საზოგადოების დემორალიზება.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ თქვა უარი მის მაქსიმალისტურ მიზნებზე, ამიტომ ახლა, ანალიტიკოსების აზრით, ის ცვლის ომის წარმოებისადმი მიდგომას.

    ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის არმიამ ლუგანსკის რეგიონში დიდი შეტევის განხორციელება სცადოს.

  • კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის – დიდი გულის, სინდისის კაცი – იუკნევიჩიენე

    კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის – დიდი გულის, სინდისის კაცი – იუკნევიჩიენე

    ”ჩემი წლები, ჩემი სიმდიდრე…
    ჩვენს თაობაში ის ჩვენნაირი იყო.
    მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რომ “გრუზიას” მათ ენაზე საქართველო ერქვა, თუ იქ ყოფნის საშუალება გვექნებოდა.
    და თვალი არ დაგვეხუჭა. დიდი გულის და სინდისის კაცი.
    ვახტანგ კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელიც აშინებს თავის ხალხს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება გამოიწვევს ომს, რომ ევროკავშირს სურს მათი ომში ჩართვა, რადგან თავადაც ამ კონფლიქტის მონაწილეა.
    მშვიდად განისვენე პატიოსანო კაცო.”

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება

  • ბრიტანული დაზვერვა: უკრაინა სავარაუდოდ ინარჩუნებს პოზიციებს სოლედარში

    ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიური ანგარიში ორშაბათს ყურადღებას ამახვილებს დონბასში ბრძოლებზე და ფრონტზე რუსეთისა და უკრაინის შეზღუდულ წარმატებებზე.

    სასტიკი ბრძოლა გაგრძელდა ფრონტის ხაზზე დონბასში – ბახმუტისა და კრემინნაიას მიდამოებში – შაბათ-კვირას. 2023 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის დანამდვილებით ინარჩუნებდნენ პოზიციებს სოლედარში, ბახმუტის ჩრდილოეთით, ვაგნერის განგრძობითი თავდასხმების ფონზე [რუსეთი აცხადებს, რომ სოლედარი დაიპყრო ჯერ კიდევ 13 იანვარს].

    კრემენნაიას ირგვლივ ბრძოლები ხასიათდებოდა ადგილობრივი თავდასხმების და კონტრშეტევების რთული სერიით ტყიან ტერიტორიაზე. თუმცა, ზოგადად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თანდათან წინსვლას ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, ქალაქ კრემენნაიას გარეუბანმდე.

    ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ მძიმე ბრძოლების სხვადასხვა სექტორში შეზღუდულ წარმატებებს მიაღწიეს. ამ ვითარებაში, ორივე მხარის მთავარი ამოცანაა შექმნან საბრძოლო მზადყოფნა ჯარის ნაწილებში, რომლებიც  ფრონტზე ჯერ არ გამოუყენებიათ და რომლებიც შეძლებენ ტაქტიკური წარმატებების გამოყენებას ოპერატიული გარღვევის შესაქმნელად–წერია ანგარიშში.