Category: სლაიდერი

  • უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა შენობაში იყვნენ – ზელენსკი დნიპროზე

    ”ამ დრომდე უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა შენობაში იმყოფებოდნენ ტერორისტების მიერ გასროლილი რაკეტის დარტყმის დროს. ნანგრევებიდან ათობით ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, მათ შორის ექვსი ბავშვის. ჩვენ თითოეული ადამიანისთვის ვიბრძვით და სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი შანსი მაინც იქნება სიცოცხლის გადარჩენის.”

    ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ჩვენ არ ვესხმით რუსეთს თავს მაშინ, როდესაც სხვა ყველა ასე იქცევა – ერდოღანი

    “თუმცა, ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია. ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს მაშინ, როდესაც ყველა სხვა ასე იქცევა. ამის ნაცვლად, ჩვენ ბატონ პუტინთან ურთიერთობა შევინარჩუნეთ. მან კარგი რამ შემოგვთავაზა და თქვა, რომ მარცვლეულს აფრიკის ქვეყნებში უფასოდ გაგზავნის. რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ მარცვლეულს თურქეთის ქარხნებში დავფქვავთ და აფრიკის ღარიბ ქვეყნებში გავიტანთ”.

    აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მისითქმით, თურქეთი მზად არის, რუსული მარცვლეული დაფქვას და საჭიროებისამებრ, აფრიკის ქვეყნებში გაგზავნოს.

  • უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია – სტოლტენბერგი

    NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია, ამიტომ “მნიშვნელოვანია ქვეყანას უნდა მიეწოდოს ის იარაღი, რომელიც გამარჯვებისთვის სჭირდება”.

    ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება.[…] მძიმე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხრივ, ბოლო პერიოდში აღებული ვალდებულებები ძალიან მნიშვნელოვანია და მე კიდევ უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

  • მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო–ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომღერალ და მსახიობ ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:

    “ვახტანგ კიკაბიძე.

    მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო.

    დიდი ხალხის დიდი ადამიანი. ლეგენდა, რომელზეც ყველა ვაკეთებდით სწორებას.

    ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს.“–წერს ზელენსკი

  • BBC:საქართველოს ვიცე-პრემიერი განმარტავს თბილისის უარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

    BBC-ს რუსული რედაქცია თეა წულუკიანის პოზიციას უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით მასალას უძღვნის და მისი ციტატა მოჰყავს, რომელსაც, როგორც გამოცემა მიუთითებს, რუსული მედია ციტირებს:

    “საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რათა ომში არ ჩაერთოს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეია წულუკიანმა. მის სიტყვებს რუსული საინფორმაციო სააგენტოები ციტირებენ.

    “საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას. ამიტომ, ჩვენ სამხედრო დახმარებას, რა თქმა უნდა, არ გავუწევთ სამხედრო კონფლიქტის არცერთ მხარეს”, – ციტირებს მის სიტყვებს რია ნოვოსტი.

    9 იანვარს უკრაინულმა გამოცემამ „ევროპეისკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატია, რომელიც წერდა, რომ საქართველომ უკრაინას არ გადასცა ბუკის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც კიევმა თბილისში გადასცა რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემდეგ 2008 წელს.

    გარდა ამისა, კასიანოვმა ასევე ახსენა ამერიკული Javelin–ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც კიევმა საქართველოს ხელისუფლებისგანაც მოითხოვა. უკრაინელებისთვის მათ გადაცემაზე თბილისმაც უარი განაცხადა.

    ამასთან, კასიანოვმა ცალკე აღნიშნა, რომ ამ უარის მიუხედავად, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.

    შემდგომში ეს უარი საქართველოში იმით ახსნეს, რომ ეს იარაღი საქართველომ იყიდა და რაიმე სხვა პირობებით არ მიუღია.

    ეს გარემოება, თუ ვიმსჯელებთ რუსული პრესის პუბლიკაციებით, თეა წულუკიანმაც აღნიშნა. „რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი იარაღის გადაცემაზე, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ“, – ციტირებს TASS-ს მის სიტყვებს.

    კვირას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმა დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის დროსაც სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

    მან ამ დარტყმას უწოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სისასტიკის მიუღებელი დემონსტრირება, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას.“– წერს BBC

  • “დარტყმის მიზანი მიღწეულია”-რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაზე 14 იანვარს სარაკეტო შეტევის შესახებ

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ე.წ. “უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ” ყოველდღიურ შეჯამებაში საუბრობს სარაკეტო დარტყმაზე, რომლის დროსაც ერთ-ერთი რაკეტა დნეპრის საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა.

    დაახლოებით ტონა წონის ქობინით X-22 რაკეტის აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად განადგურდა. ამ დროისთვის ნაპოვნია 21 მაცხოვრებლის ცხედარი, მათ შორის ერთი ბავშვია.

    “2023 წლის 14 იანვარს განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამხედრო სამეთაურო-კონტროლის სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ყველა რაკეტა სამიზნე  ობიექტზე მოხვდა. დარტყმის მიზანი მიღწეულია”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

  • დნიპროში სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. რა ვიცით ამ დროისთვის

    ქალაქ დნიპროში რუსული რაკეტის  მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 18 –მდე გაიზარდა.  მათ შორის ერთი ბავშვია.

    14 იანვარს ნაშუადღევს, უკრაინის მორიგი მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა დნიპროში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც მისი ერთ-ერთი სეგმენტი მთლიანად ჩამოინგრა.

    სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ნანგრევებიდან 38 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ექვსი ბავშვი. დაშავდა 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.

    კვირას დილით, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ 40 ადამიანს კვლავ ეძებენ. მისი თქმით, ამ საათისთვის დაღუპულთა რიცხვი 18-ია (მაშველები 17 მსხვერპლს ასახელებენ).

    დაბომბვა შაბათს ისეთ დროს მოხდა, როდესაც ბევრი მცხოვრები, მათ შორის ბავშვები სახლში იმყოფებოდა.

    ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, რუსულმა რაკეტამ მთლიანად გაანადგურა ერთი სადარბაზო – 72 ბინა, სადაც, სარეგისტრაციო ინფორმაციის თანახმად, 200-მდე ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის 50-მდე ბავშვი. 16-სადარბაზოიან კორპუსში სულ 1700-მდე მოსახლეა.

    „ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად მისი ყველა სართული მეორედან მეცხრემდე ჩამოიშალა. ათობით ადამიანი გადარჩა – დაჭრილები და დაშავებულები. მათ დახმარებას უწევენ. მათ შორის არიან ბავშვები. ყველაზე პატარა გოგონა სამი წლისაა. სამწუხაროდ, დაღუპულთა სია ყოველ საათში იზრდება… ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში.

    საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შესახებ ცნობილი შაბათს, გვიან საღამოს გახდა. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას  რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა.  ამ თავდასხმების სამიზნე, როგორც ადრე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

    შაბათს არც რუს სამხედროებს და არც რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებიათ ახალ თავდასხმებზე, მათ შორის რაკეტის დარტყმის შესახებ დნიპროში მაღალსართულიან შენობაში. კომენტარის ნაცვლათ კვირა დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა რაკეტის ჩატვირთვის ფოტო წარწერით: „ ვტვირთავთ სრული დატვირთვით“.

    რაკეტა X-22

    უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა, რაკეტის მრავალსართულიან შენობაზე დარტყმიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ეს იყო რუსული X-22 რაკეტა, გასროლილი Tu-22M3 ბომბდამშენით.

    „რაკეტა950 კილოგრამიანი ქობინით, რომელსაც ავიამზიდების მკვლელს ეძახიან, შექმნილია ზღვაზე ავიამზიდების ჯგუფების გასანადგურებლად, ის შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული ნაწილით. და ასეთი რაკეტა ისვრის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, სადაც ხალხია…“ – თქვა მან ტელევიზიით.

    რუსეთმა უკვე გამოიყენა X-22 უკრაინის დაბომბვისას. „ასეთი რაკეტა რამდენიმე თვის წინ  კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს მოხვდა “, – განაცხადა იგნატმა.

    ივნისის ბოლოს, რაკეტა მოხვდა სავაჭრო ცენტრ ამსტორს, როგორც ხელისუფლება იტყობინება, დაიღუპა და დაკარგა 22 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაშინ, რაკეტის ტიპის დასახელების გარეშე აცხადებდა, რომ „ზუსტი იარაღით“ დარტყმა, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის საცავზე იყო მიყენებული.

    უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ იარაღი, რომელსაც შეუძლია  X-22 რაკეტების ჩამოგდება, მოგვიანებით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.

    „2023 წლის 14 იანვარს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ხუთი  შორი მანძილის   Ту-22М3 ბომბდამშენიდან გასროლილი იქნა ხუთი X-22 საკრუიზო რაკეტა. გაშვებები განხორციელდა კურსკის რეგიონიდან და აზოვის ზღვიდან. 2023 წლის 14 იანვარს 15 საათსა და 30 წუთზე რაკეტა შეეჯახა მაღალსართულიან კორპუსს“, – ნათქვამია ოლეშჩუკის განცხადებაში.

    ”ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო X-22 რაკეტა,” დასძინა მან. ”უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ იარაღი, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს ამ ტიპის რაკეტა. რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 210-ზე მეტი ასეთი ტიპის რაკეტა ისროლეს უკრაინის ტერიტორიაზეა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით არც ერთი არ ჩამოუგდიათ “.

    ამგვარად, საჰაერო ძალებმა უარყვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველის, ოლექსიი არესტოვიჩის განცხადება, რომ დნიპროში რაკეტა სავარაუდოდ ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოიაგდეს.

    Х-22 “Буря”  (ნატოს კლასიფიკაციით AS-4 Kitchen) არის შორი მანძილის ზებგერითი საჰაერო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგ საკრუიზო რაკეტა. მისი პირველი მოდიფიკაცია საბჭოთა არმიაში 1968 წელს შევიდა.

    ამ რაკეტას უწოდებენ “ავიამზიდების მკვლელს”, რადგან ის თავდაპირველად  ზუსტად ამ სამიზნეების განადგურების მიზნით შეიქმნა. თუმცა, X-22-ს ბევრი მოდიფიკაცია აქვს და რომელი იყო გამოყენებული, დნიპროში, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

    დნიპროში დაღუპულთა გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

  • რაკეტა რომლითაც რუსეთმა, დნიპროში კორპუსი დაბომბა, ზღვაში ავიამზიდების გასანადგურებლად შეიქმნა

    დნიპროში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამონგრეულ 9 სართულიან კორპუსს, 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 60 -მდე ადამიანი საიდანაც 12 ბავშვია. ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვია.

    “დნეპროს მაღალსართულიან შენობაში რუსული რაკეტის დარტყმის გამო უკვე თითქმის 60 ადამიანია დაჭრილია. მათგან 12 ბავშვია… სამაშველო ოპერაცია გრძელდება”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

    დნეპრის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმა X-22 რაკეტით განხორციელდა, რომელიც გაშვებული იყო TU-22M3 ბომბდამშენით კურსკის ტერიტორიიდან და აზოვის ზღვიდან.

    როგორც უკრაინის შეიარარებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, ჯამში 5 ასეთი რაკეტის გაშვება მოხდა. მისი თქმით რუსებმა იმავე რაკეტით გასული წლის ივნისში კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს. აღნიშნული რაკეტა შექმნილია ზღვაში ავიამზიდების განადგურებისთვის.

    კორპუსს, რომელიც ოკუპანტებმა დაბომბეს, 16 სადარბაზო აქვს. ცხოვრობდა დაახლოებით 1700 ადამიანი. სადარბაზოში, რომელიც მთლიანად დანგრეულია, 100-200 ადამიანი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 50 ბავშვი. ამ მონაცემებით ხელმძღვანელობენ მაშველები, რომლებიც აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას.

    მთელ ცხრასართულიან კორპუსს ელექტროენერგია და გაზი არ აქვს, ბინებში მინები ჩამსხვრეულია. დაახლოებით ათას ადამიანს სჭირდება საცხოვრებელი და გათბობა.

    დღეს, 14 იანვარს საღამოს 18:30 საათზე, (თბილისის დროით 20:30) რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 28-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 10 მართვადი რაკეტა გაუშვა. 18 ფრთოსანი რაკეტა და 7 მართვადი რაკეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ნაწილებმა ჩამოაგდეს.

  • ფილადელფიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

    აშშ-ში, ფილადელფიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, თორნიკე კვარაცხელია.

    ოჯახი და მეგობრები 32 წლის კაცს 11 იანვრიდან ეძებდნენ, მათ შორის, სოციალური ქსელის დახმარებით.

    როგორც რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროშიუთხრეს , ამერიკაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია ახალგაზრდა კაცის დაღუპვის შესახებ, მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით „განხორციელდება საჭირო პროცედურები“.

  • რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვას ტერიტორიაზე ჩამოვარდა

    უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშისას, რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვას ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მომხდარი, მოლდოვას მთავრობამ დაგმო და განაცხადა რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას  გამართლება არაქვს.

    “მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პოლიტიკური, ისტორიული და მორალური გამართლება არ არსებობს.” – თქვა მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

    მან ასევე დაგმო მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენულობის უპატივცემულობა და აღნიშნა, რომ მოლდოვის საჰაერო სირვცე დაირღვა ბრიჩენის რაიონში, ქალაქ ლარგას მიდამოებში.

    დღეს, 14 იანვარს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპროში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.