Category: სლაიდერი

  • საგარეჯოში მეზობლებზე თავდამსხმელი აგვისტოს ომის ვეტერანია – ვეტერანთა სამსახურის უფროსი

    ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსმა, გია ედილაშვილმა აცხადებს რომ  ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც საგარეჯოში მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ვეტერანთა აღრიცხვის ერთიან ბაზაში, როგორც ვეტერანი ირიცხებოდა და აგვისტოს ომის მონაწილე იყო.

    “ნოდარ ათუაშვილი იყო ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ის 2006 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად მას გავლილი ჰქონდა 4 კონტრაქტი, იყო 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილე, ირიცხებოდა პირველ ქვეით ბრიგადაში და ასევე, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში”. – ამბობს გია ედიაშვილი.

  • აშშ–მ “ვაგნერი“ საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა

    აშშ–მ  კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ როგორც „საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ აღიარა.

    ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

    მსგავსი გეგმების შესახებ ადრე ამერიკული მედია აშშ-ის ხაზინაზე მითითებით წერდა, რომელიც სანქციების რეესტრს აწარმოებს.

    “ძლივს ვაგნერი და ამერიკელები კოლეგები არიან. ამიერიდან ჩვენს ურთიერთობას შეიძლება ეწოდოს “კრიმინალური კლანების გარჩევები”, – ციტირებს პრიგოჟინის  კომენტარს ამ საკითხზე მისი პრესსამსახური.

  • სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახებს, გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა – ილია მეორე

    სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახებს, გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა – ილია მეორე

    ”ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, – დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე,ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს.

    აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ამ ქვეყნად არ მთავრდება, არამედ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა.

    ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს. ”

    საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

  • გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი – ბურჭულაძე

    „მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა“,

    საქართველოს თავდაცვის  მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

  • თუ ლარსიდან მანქანები დადიან, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს – სარჯველაძე

    თუ ლარსიდან მანქანები დადიან, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს – სარჯველაძე

    ”როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის ან რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც, იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ ძალიან სერიოზული პრობლემების, მათ შორის, ტექნიკური პრობლემების გადალახვა. თუ ლარსის საბაჟოდან შესაძლებელია, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს, ეს სიმართლე გითხრათ, ეს ამ დრომდეც ცოტა გაურკვეველი მგონია.”

    ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

  • ვგლოვობთ საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს – აშშ-ის საელჩო

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას განცხადებით ეხმაურება.

    “აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის”. – წერს ამერიკის საელჩო.

  • არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! – სალომე ზურაბიშვილი

    არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! – სალომე ზურაბიშვილი

    ”არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

    იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

    ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით – საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

    ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ “გამოაგდებს”, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.

    ამის დაშვება დაუშვებელია!

    ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი – სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.

    გვჭირდება რეგულაციები – სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში.

    ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!

    ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!”

    აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • გული გვწყდება, რომ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას – დნიპროს მერი

    “ოკუპანტები უწევენ ძირითადად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ისინი ესვრიან თბოელექტროსადგურებს, ელექტროტრანსფორმატორებს, რომ დატოვონ ზამთარში ხალხი სითბოს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რომ ასე გატეხონ ჩვენი ნება წინააღმდეგობისა და უზარმაზარი ემიგრაციული კრიზისი შექმნან, რომ ადამიანები ევროპაში გაიქცნენ და ევროპამ უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე, მაგრამ მათ არაფერი გამოსდით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მომავალშიც. ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ და ძალიან გული გვწყდება, რომ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას. საქართველო დაზიანდა რუსული აგრესიისგან, საქართველო ასევე დაზიანდა რუსული ოკუპაციისგან და თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთოდ რუსეთის მიზანზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთს ერთადერთი მიზანი გააჩნია, აღადგინოს რუსეთი იმპერია. თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი იქნება საქართველო.”

    ამის შესახებ დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ფორმულას ეთერში საუბრისას განაცხადა.

  • აუცილებელია არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს – გავრილოვი საქართველოზე

    აუცილებელია არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს – გავრილოვი საქართველოზე

    აუცილებელია არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს – ამის შესახებ, რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს.

    “თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას უკრაინის პრობლემასთან მიმართებაში და მის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის”, – განაცხადა გავრილოვმა რუსული მედიისთვის მიცემ ინტერვიუში.

  • CIA-ის დირექტორი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ზელენსკის შეხვდა

    აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორი, უილიამ ბარნსი გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქ კიევში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რუსეთის სამხედრო გეგმები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

    შეხვედრის დროს ზელენსკისა და მისი დაზვერვის წარმომადგენელთათვის მთავარი საკითხი იყო, რამდენ ხანს გასტანს აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერა, აშშ-ს პოზიციას უკრაინის მიმართ შეცვლის თუ არა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა გამარჯვება.