Category: სლაიდერი

  • საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად ამ ადამიანის ევაკუაცია მოხდეს – ზარქუა კასიანოვზე

    ”ჩემო მეგობარო, ემანდ ფრთხილად იყავი, საერთოდ არ დაკარგო ის კარიერა, რაც აქამდე მიხვედი […] მე მგონია, ის განცხადება, რაც ბატონმა კასიანოვმა გააკეთა, იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად ამ ადამიანის ევაკუაცია და გაწვევა მოხდეს […] ენა რომ მოგიბრუნდება და ამას იტყვი. ეს ახლა ჩვენს უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ და ვუთხრათ, მემგონი ბატონი კასიანოვი თავისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი გახდება.”

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

  • ომის გაგრძელება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების მიზნით აბსურდულია – პესკოვი

    „ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენთ უამრავი პოლიტიკოსის, ექსპერტის, სამხედროს აზრს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ომის გაგრძელებით შესაძლებელია კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის აბსურდული რწმენა, ამგვარ აზროვნებას ჩიხში შეყავხარ, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“.

    განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

  • უკრაინაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს უკრაინის მოქალაქეებისთვის – საგარეო

    უკრაინაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს უკრაინის მოქალაქეებისთვის – საგარეო

    “შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო  მადლობელია ქართული  მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების  საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს.”

    აღნიშნულ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • რუსეთს რომ გაუხარდება, ასეთ რაღაცებს აკეთებს – ელისაშვილი უკრაინას კასიანოვის გამოცვლისკენ მოუწოდებს

    „კასიანოვი მავნებლობს და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს. “ბუკი”-ის გადაცემიდან დაწყებული, ახლა ევაკუაციით დამთავრებული. არაერთ უკრაინელთან, მათ შორის, უკრაინელ ბავშვებთან მე თვითონ მაქვს შეხება და ისინი დაცულები არიან მას შემდეგ, რაც ყირიმიდან წამოიყვანეს, აქ არიან ბედნიერები და თავს ევლება ყველა.

    უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს. არ ვიცი, რატომ აკეთებს, რა დავალება აქვს, მაგრამ რუსეთს რომ გაუხარდება, ასეთ რაღაცებს აკეთებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ასი ათასი რუსია, მაგრამ რომელიმე უკრაინელს რაიმე პრობლემა შეექმნა ამის გამო?! ერთი ღერი თმა მაინც ვინმეს ჩამოუვარდა?! მიუხედავად იმისა, რომ ფრენების აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რუსეთთან ნებისმიერი კავშირის, ასეთი განცხადება, ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო, ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ და ამ კაცს რა სჭირს? სწორია, რომ საგარეოში დაიბარეს და გააკეთოს განმარტებები,”

    ამის შესახებ „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

  • წავა თუ არა პუტინი ბირთვულ ესკალაციაზე უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გამო – სტოლტენბერგის პასუხი

    ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა გერმანელი პოლიტიკოსების შიშზე, რომ ლეოპარდ 2-ის უკრაინაში ტანკების მიწოდებამ შესაძლოა რუსეთთან ბირთვული ესკალაცია გამოიწვიოს.

    გენერალურმა მდივანმა Die Welt-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა, მაგრამ თავად კრემლის „ბირთვული რიტორიკა“ საშიშია.

    “ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა. მაგრამ რუსული ბირთვული რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლო და საშიშია. რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგოს და, შესაბამისად, ვერ უნდა წამოიწყოს”, – თქვა მან.

    სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო კრემლის მოქმედებებს აკვირდება და ჯერჯერობით რუსეთის ბირთვულ ძალებში ცვლილებები არ შეინიშნება.

    „ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ რეაქცია გვექნებოდა ვიქნებოდით. მაგრამ რუსეთს რომ მივცეთ იმის უფლება რომ ამ რიტორიკით გვაშანტაჟოს, სამყარო უფრო საშიში გახდება. მაშინ რუსეთის ფედერაცია დააყენებწს ამ ბირთვულ საფრთხეს, როცა რაღაცის მიღწევა მოინდომებს“, – განაცხადა მან.

    მან აღნიშნა, რომ ეს სახიფათო იქნებოდა სხვა ქვეყნებისთვისაც, რადგან პუტინმა და მისნაირ ავტორიტარულ ლიდერებს ეცოდინებათ, რომ უხეში ძალის გამოყენებით შეძლებდნენ თავიანთი მიზნების მიღწევას.

    მან ხაზი გაუსვა, რომ ნატოს ინტერესებშია უკრაინის გამარჯვების გარანტია. სტოლტენბერგმა გაიმეორა, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში არის გარკვეული ნიუანსი.

    “რისი მიღწევაც უკრაინას შეუძლია ასეთ მოლაპარაკებებში, განუყოფლად არის დაკავშირებული სამხედრო ვითარებასთან. თუ ჩვენ გვსურს გამოსავალი, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც სუვერენული ქვეყანა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უფრო მძიმე ტექნიკა”, – ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

  • რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა – პუტინი

    ”ბრძოლამ აჩვენა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რასაც შეერთებული შტატები უშვებს Patriot-ის სისტემებისათვის, ჩვენ სამჯერ მეტ ასეთ რაკეტას ვაწარმოებთ, უფრო მეტსაც. ჩვენი სისტემები თავისთავად თანამედროვე და სანდოა. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ საერთო ჯამში, სისტემა მუშაობს და მწყობრშია.”

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს – უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობა

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი და გამაგრდნენ წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე. ამის შესახებ Suspilny-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განუცხადა. მან განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად იქნა მიღებული.

    „პერსონალის სიცოცხლის გადასარჩენად თავდაცვის ძალები გამოვიდნენ სოლედარიდან, გამაგრდნენ მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე.” – მან თქვა.

    ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დიდი ზიანი მიაყენეს რუს ოკუპანტებს, რაც შეიძლება შევადაროთ აგრესორის დანაკარგებს ჩეჩნეთის ორ ომში.

    მან აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროება მისია შეასრულეს: მათ მტერს არ მისცეს საშუალება, გაერღვიათ „ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით და ზურგიდან შესულიყვნენ, შემდეგ კი ოპერატიული სივრცეში გადასულიყვნენ“.

  • თუ აშშ უკრაინას Abrams-ებს გადასცემს, ისინი ისევე დაიწვება, როგორც სხვა ტექნიკა – კრემლი

    “დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა, ეს გეგმა საკმაოდ წარუმატებელია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ვიმეორებთ, რომ ეს ტანკები ისევე დაიწვება, როგორც ყველა სხვა. უბრალოდ ძვირია ისინი და პირველ რიგში, ეს ყველაფერი ევროპელ გადამხდელებს დააწვება მხრებზე.”,

    ასე ეხმაურება, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი  აშშ-ის მიერ,  უკრაინაში Abrams-ის ტიპის ტანკებს გაგზავნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

    ცნობისთვის, გუშინ, 24 იანვარს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემისკენ იხრება. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი.

  • თუ შეიძლება, წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში – კასიანოვი “ოცნებას”

    “ჩემი კომენტარი იქნება შემდეგი: თუ შეიძლება წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში. ჩნდება გაუგებრობები, როდესაც ხდება ზოგიერთი ციტატის კონტექსტიდან ამოღება. ასე რომ, წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ სრულად, ორიგინალში და მიიღებთ ყველა პასუხს როგორ ერთ, ისე მეორე საკითხზე. ინტერვიუს 90% მიძღვნილი იყო იმ საქმეებისადმი, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ.

    სპეკულაცია იყო თუ არა, ამას ვერ გეტყვით. შევხვდები მთავრობის წარმომადგენლებს და ყველაფერს განვიხილავთ”,

    საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი “ქართული ოცნების” წევრების კრიტიკას ეხმაურება.

  • ჩემი ხაბეს დრო მოდის – ირაკლი ზარქუა

    ”მელიამ თქვა, სანამ ჩემი დროა, დავაწინაურებ ჩემს თანაგუნდელებსო… აქამდე არ უნდა ექნა? დაგვიანებულია უკვე. რა მნიშვნელობა აქვს, ხუთი დღით იქნება თუ არა გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე. აქამდე უნდა ეზრუნა… ჩემი ხაბეს [ლედვან ხაბეიშვილის] დრო მოდის.”

    აცხადებს ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა.