Category: სლაიდერი

  • რუსმა ჰაკერებმა უკრაინისთვის “ლეოპარდის” ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების შემდეგ გერმანიის სამთავრობო დაწესებულებებს შეუტიეს.

    გერმანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსმა ჰაკერებმა თავს დაესხნენ გერმანიის რამდენიმე სამთავრობო უწყების ვებგვერდს შეუტიეს  და მათი ნაწილობრივ გათიშვა შეძლეს.

    რუსული Killnet ჯგუფის ჰაკერები, როგორც წესი, თავს ესხმიან იმ ქვეყნების ვებგვერდებს, რომლებიც რუსეთისთვის არახელსაყრელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

    Killnet–ის ტელეგრამ არხზე გადაიცა   “შეტევებს გერმანიის მთავარ ვებ რესურსზე შეტევის ქრონიკა”.დაიდო სქრინშოტები, თითქოსდა გერმანიის შსს-ს ვებ-გვერდიდანაა  და ერთ-ერთი სადგურის ცხრილი, რომელზეც ქაოსია.

    ჰაკერები აღიარებენ, რომ შეტევა მიიტანეს ბერლინის საავადმყოფოს შიდა ქსელზე. “ბერლინის მთავარი მრავალფუნქციური საავადმყოფო გათიშულია ქსელიდან. რატომ და როგორ? დიახ, ყველაფერი მარტივია – ექიმებს არ აქვთ წვდომა თავიანთ ონლაინ კაბინეტებზე”, – წერენ ისინი.

    ჰაკერები ასევე აცხადებენ, რომ წაშალეს ბუნდესტაგის ვებსაიტი, თუმცა ვებსაიტი ისევ ხელმისაწვდომია.

  • მედია: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე შესაძლოა ევროპაში გაემგზავროს

    ამერიკული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შესაძლოა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ევროპაში ვიზიტით ჩავიდეს.

    ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ტელეკომპანია NBC-მ გაავრცელა, შემდეგ კი ინფორმაცია CNN-ის წყაროებმა დაადასტურეს.

    ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაიდენის სამომავლო მოგზაურობა ჯერ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული და მისი დეტალები დადგენილი არ არის.

    CNN-ის წყაროს თქმით, ბაიდენის მოგზაურობის დროს ერთ-ერთი გაჩერება შესაძლოა პოლონეთი იყოს. ამასთან, წყაროს ინფორმაციით უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის ალბათობა უკიდურესად დაბალია უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

    რუსეთის შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ბაიდენი ეწვია ბრიუსელსა და პოლონეთს, რათა გამოეხატა სოლიდარობა უკრაინისა და მის მოკავშირეებისადმი.

    შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა ასევე გამოაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი მაშტაბური პაკეტი, იტყობინება NBC.

  • აშშ-მ “ვაგნერის” დაჯგუფება კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და ამერიკული აქტივები გაუყინა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ვაგნერის” დაჯგუფება ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი ამერიკული აქტივები, რაც რუსეთის სამხედრო ძალების დასახმარებლად გამოიყენებოდა, გაყინა.

    გასულ თვეში, ამერიკული მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ “ვაგნერის” დაჯგუფებამ ჩრდილოეთ კორეიდან იარაღი მიიღო, რათა უკრაინაში რუსული ძალების გაძლიერებას დახმარებოდა.

  • დროა რუსებმა იდარდონ აბრამსების უკრაინისთვის გადაცემაზე – CIA-ს ყოფილი უფროსი

    დროა კრემლმა დაიწყოს ფიქრი უკრაინისთვის ამერიკული აბრამსის ტანკების მიწოდებაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო – ამის შესახებ CIA-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა და ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ძალების ყოფილმა მეთაურმა დევიდ პეტრეუსმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

    მისი თქმით, უკრაინისთვის დასავლური ტანკების მიწოდება „კრიტიკულია“ როგორც სიმბოლურად, ისე არსებითად.

    ”არსებითად, ტანკები, რა თქმა უნდა, არის ნებისმიერი კომბინირებული შეიარაღების შეტევითი ოპერაციის ცენტრალური ნაწილი”, – თქვა პეტრეუსმა.

    CIA-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ომის წარმატებით წარმართვისთვის საჭირო იქნება მთელი რიგი იარაღი და ჯარების ტიპები – ქვეითი, საინჟინრო ჯარები, საბრძოლო მანქანები, არტილერია, საჰაერო თავდაცვა და ა.შ.

    “ეს ყველაფერი ერთად უნდა გაერთიანდეს. მაგრამ ეს ყველაფერი თავმოყრილია მთავარი საბრძოლო ტანკების გარშემო”, – თქვა მან.

    პეტრეუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა მიიღებს თანამედროვე დასავლურ იარაღს, მათ შორის ტანკებს. და ეს იარაღი აღემატება ძველ საბჭოთა იარაღს.

    “აძლევს თუ არა ეს მნიშვნელოვან ახალ პოტენციალს უკრაინას? მე მზად ვარ თამამად განვაცხადო, რომ დიახ! უნდა ინერვიულონ თუ არა რუსები ამაზე? აბსოლუტურად!”, – დაასკვნა ექსპერტმა.

  • რუსეთმა უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით 55 რაკეტა ისროლა – შმიგალი

    უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის ცნობით, დღის დილით რუსეთმა უკრაინაში 55 რაკეტა ისროლა და მისი მთავარი მიზანი ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებაა.

    • „მთავარი სამიზნე იყო ენერგოინფრასტრუქტურის ნაგებობები, რათა უკრაინელები ელექტროენერგიისა და სითბო შეუზღუდონ. რაკეტების და დრონების უმრავლესობა ჩვენმა მცველებმა გაანეიტრალეს, რომლებიც ჩვენს ქვესადგურებს ესროლეს. თუმცა ელექტროენერგიის ქსელებში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ელექტროინჟინრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყონ“ – განაცხადა დენის შმიჰალმა.
  • არჩევნების შემდეგ პარტია ან გაძლიერდება, ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში – ნიკა მელია

    ”რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი. რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და აქტიურობა? ამომრჩევლებმა, მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე – რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა – არაფორმალურ მმართველის მიერ.

    ხალხს უნდა, რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია! ხალხს უნდა, რომ პარტიაზე გავლენა ჰქონდეს ხალხს და არა ფულს. ხალხს უნდა რომ პარტია იმართებოდეს მათი რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია. ხალხს უნდა, რომ პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს.

    ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს 10 საათზე დასრულდება. ეს არჩევნები ღირებულებითი არჩევნებია. ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით – ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება – გაიზრდება როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში. კენჭისყრა იქნება ფარული. ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა და იმედია, დამარცხებული აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიულოცავს გამარჯვებულს. აუცილებლად გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით!”

    აცხადებს, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

  • გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები – კობახიძე კიზინგერზე

    „კინზინგერი ვიდრე იყო კონგრესმენი და ვიდრე გარიცხავდნენ საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან დაქვემდებარებული ჯგუფის ხელმძღვანელი. ის წესით კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის, იმას თუ რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის და ეს, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა. არ ვიცი საზოგადოებამ განსაჯოს რა დგას ამ ყველაფრის უკან.

    კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის, გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული, ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს. ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად აქვს საკუთარი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“

    განაცხადა, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

  • პუტინთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ ვარ, ის არავინ არაა – ზელენსკი

    „არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით, საუბრით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან „ნორმანდიულ ფორმატში“, ეს იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრამდე. ვნახე ადამიანი, რომელიც ერთს ამბობდა და შემდეგ მეორეს აკეთებდა. ვერ ვხვდები – მისი გადაწყვეტილებებია თუ ვინმე სხვისი? მერე რა, რომ შევხვდეთ, ხელი ჩამოვართვათ? არ არის საინტერესო. ვესაუბროთ? ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის ის ახლა? სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ. {…} დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ ომს აწარმოებს. ის ფიქრობს, „კარგი, ახლა უკრაინაში არ გამოდის, მაგრამ დაველოდებით, მსოფლიო არ დარჩება ერთიანი, ისინი დაიღლებიან და მე კიდევ უფრო შორს წავალ”. უკრაინის შემდეგ იქნება შემდგომი ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. ვფიქრობ, მოვახერხებთ, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ“,

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • “გავასაჩივრებთ უზენაესში, ეს სამართლიანობისთვის ბრძოლაა” – ხაზარაძე სააპელაციოზე

    “ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გავასაჩივრებთ უზენაესში. ეს არის გრძელი გზა და დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ბატონი თადუმაძე, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც დაიწყო პროცესი ჩვენს წინააღმდეგ და ახლა მივდივართ მოსამართლესთან, ბატონ თადუმაძესთან, რომელმაც თითქოს სამართლიანობა უნდა გამოიტანოს. ეს არის აბსურდის თეატრი, ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ვპირდები თითოეულ მოქალაქეს, რომ ბრძოლა არ გაჩერდება ერთი წამით. ეს ბრძოლა არ არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის. ეს არის სამართლიანობისთვის ბრძოლა, ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში ესე ცხოვრება არ გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ წარმატებული ქვეყნის მშენებლობა. […] ის, რაზეც ჩვენ პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც განხილვა არ ყოფილა და რომელზეც პროკურატურას ჯერ კიდევ 4 წლის წინ წერილობით აქვს დადასტურებული, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. აბსოლუტური ნონსენსია, რომ ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამე არსად არ წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. დღეს ბიძინა ივანიშვილის მონებმა ეს გაიმეორეს თუთიყუშივით. ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ ვერც კი თქვა, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და 4 წელია მიმდინარეობს ეს საქმე და საპყრობილეში არ ვართ, ნიშნავს, რომ ფულის გათეთრება არსებობს”

    ამის შესახებ სააპელაციოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • სააპელაციომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

    სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.

    ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

    შეგახსენებთ, პირველმა ინსტნაციამ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშვეებად სცნო თაღლითობაში, 7-წლიანი პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა ხანდზამულობიდან გამომდინარე ისინი ციხეში ვერ გაუშვა.