Category: სლაიდერი

  • სანქციებს შევამსუბუქებთ, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს – ნულანდი

    “იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მზად იქნება დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დააბრუნოს ტერიტორიები, ცალსახად დავუჭერდი მხარს სანქციების შემსუბუქებას. ვფიქრობ იმავეს იზამდა სახელმწიფო მდივანი ბლინკენიც”,

    ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა სენატში გამოსვლისას განაცხადა.

  • რუსეთმა ომში გასულ დღეს კიდევ 800 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 28 იანვრამდე პერიოდს.

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 125 510;
    • ​ტანკი – 3 189;
    • ჯავშანტექნიკა – 6 344;
    • საარტილერიო სისტემა – 2 188;
    • სარაკეტო სისტემა – 453;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221;
    • თვითმფრინავები – 293;
    • ვერტმფრენი – 284;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 947;
    • საკრუიზო რაკეტები – 796;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები -5 027;
    • გემი/ნავი/კატარღა – 18;
    • ​ სპეციალური აღჭურვილობა – 199.
  • თბილისში ბებიის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 26 წლის კაცი დააკავეს

    თბილისში ბებიის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 26 წლის კაცი დააკავეს. პოლიცია მას ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.

    გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის – 1951 წელს დაბადებული შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.

    ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • უკრაინას სჭირდება 300-500 ტანკი – ზელენსკი

    უკრაინის არმიას ესაჭიროება 300-დან 500-მდე ტანკი რუსული ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევის განსახორციელებლად. […] „ახლა გვჭირდება 300-500 ტანკი. ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს მიწაზე შეტევის განსახორციელებლად გვჭირდება ტანკები. ჩვენ გვჭირდება ჯავშანტექნიკა ჩვენი ხალხის დასაცავად. სულ ეს არის“,

    ამბობს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

     

  • მიხეილ სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

    საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

    მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.

    “რუსეთის გარდა მსოფლიოში სხვა არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები ან განაჩენები. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი – ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ…

    სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”, – ამბობს სააკაშვილი.

  • სამწუხაროდ, როცა თავისუფალი სამყარო რუსეთს სანქციებს უწესებს, საქართველოს ხელისუფლება სხვა გზით მიდის – გონჩარენკო

    “მოლდოვა თავისუფალ სამყაროში გადადის, ის ცდილობს განავითაროს და გააუმჯობესოს თავისი მოქალაქეების ცხოვრება, მაგრამ არის ერთი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად არ სურს, რომ მოლდოვა წარმატებული იყოს. და ეს არის რუსეთი.

    ის უხდის ფულს პრორუს პოლიტიკოსებს მოლდოვაში, მართავს საბაჟო აქციებს, ქმნის ქაოსს, უტევს პროპაგანდით, იყენებს გაზს იარაღად, აშანტაჟებს. რადგან უკრაინის შემდეგ, სამიზნე მოლდოვაა.

    არის კიდევ ერთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, რომელიც მთელი გულით გვიყვარს, ეს არის საქართველო. მაგრამ სამწუხაროდ, როცა თავისუფალი სამყარო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, საქართველოს ხელისუფლება სხვა გზით მიდის.

    ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ხალხის მომავალი თავისუფლებაა და არა რუსული უღელი. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი.”

    აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო.

  • სამხარაულის ბიურომ სსრკ 1978 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა – “ემპათია” სააკაშვილის საქმეზე

    სამხარაულის ბიურომ სსრკ 1978 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა – აცხადებს ცენტრი “ემპათია” იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებების შეფასებისას.

    “დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე. ამგვარი მოქმედება სხვა პატიმრის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია.

    გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზები 08/12/2022 – ის მდგომარეობით შეესაბამება კლინიკა „ვივამედ“ – ში თუ გორის ჰოსპიტალში დასმულ დიაგნოზებს, მაშასადამე, მინისტრის განცხადება, როგორც მინიმუმ, არ შეესაბამება სიმართლეს.

    რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზებს: იგი დადასტურებულია 4 ფსიქიატრის (2 ქართველი ფსიქიატრი, 1 ამერიკელი და 1 ინგლისელი ფსიქიატრის მიერ), ასევე 1 ქართველი და 1 ამერიკელი ნევროლოგის მიერ: კლინიკურ, ანამნეზურ/კატამნეზურ, ფსიქომეტრულ, კლინიკურ – ფსიქოლოგიურ და ინსტრუმენტულ კვლევებზე დაყრდნობით. ასევე დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N7 (06/12/2022) – ის მიერ, რაც ასევე სასამართლოში არის წარდგენილი. ასევე გაუგებარია, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ცოცხალი პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე როგორ იმსჯელა პირადი შემოწმების გარეშე.

    რაც შეეხება „წამება“ – ზე ექსპერტთა განცხადებებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იგი „არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას“ – იუსტიციის მინისტრი გულისხმობს: სსრკ ბრაძანება N1208, ქ. მოსკოვი 1978, რითიც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო.

    აქვე კიდევ ერთხელ ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სადაც იუსტიციის მინისტრი და პანიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, სამედიცინო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ურთქმელიძე, რომელიც მაშინ გორის ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, შესაძლო ფიგურანტები არიან, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მხარეს.

    და ბოლოს, ცენტრი „ემპათია“ კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნის დასკვნას, აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესს – კონფერენციას, ასევე ჩატარდება დასკვნის დასკვნაზე ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

    იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის მცდელობად, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად.”- აცხადებს “ემპათია”

  • 24 თებერვალს ყველა უნდა გამოვიდეს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მე იქ არც ცოლად მომყავს არავინ და არც სიძედ მჭირდება ვინმე – აკია ბარბაქაძე

    „პოლიტიკური პროცესია და იქნება პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების მართული პროცესი, მაგრამ შეუძლებელია საზოგადოებრივმა სახეებმა ვმართოთ პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური შემადგენლის გარეშე. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს პოლიტიკური მოცემულობაა. მოგვწონს ეს პოლიტიკოსები თუ არ მოგვწონს, ეს რეალობაა, რომ საქართველოში დღეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არის ამ ხალხით და ამ ფერებით წარმოდგენილი. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების სახეები პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვცდილობთ, ახალი პოლიტიკური მოცემულობის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, სადაც ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული ღარიბაშვილების, კობახიძეების და იმ რაღაცა გამოყოფილების დღის წესრიგზე, რომლებსაც ისინი გვიქმნიან და გვაკნინებენ […]ეს არის პოლიტიკური პროცესების ღალატი, როდესაც ქვეყანა ითხოვს სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს, სწორ პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკური ისტებლიშმენტი არის გადამალული, აი, ესაა კოლაბორაციონიზმი. ყველა უნდა გამოვიდეს მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. მე იქ არც ცოლად მომყავს არავინ და არც სიძედ მჭირდება ვინმე. მომწონს თუ არ მომწონს საქართველოს გამო, ჩვენი სამშობლოს გამო, ჩვენი შვილების მომავლის გამო, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვიტანთ ერთმანეთს თუ არ ვიტანთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნავი რომ იძირება და წყალია ამოსახაპი და ნიჩაბია მოსასმელი, იქ ვინმე იწყებს ლაპარაკს, რომ მე ამის მოსმული ნიჩაბი არ მინდა? წყენები გვერდზე გადავდოთ ბატონებო რა, თორემ 1921 წელი განმეორდება, ლევილის სასაფლაოზე რომ მტყუან-მართალს არჩევდნენ და სამშობლოს გარეშე დარჩნენ. […] კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ ეს ხელისუფლება ვერ გამოგვიყვანს, წერტილი. ეს მათი ოცნებაა, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან გამოგვიყვანონ, მაგრამ პირველ რიგში თვითონ არიან გასულები კონსტიტუციის ფარგლებიდან. თვითონ აქვს ნათქვამი პრემიერ-მინისტრ, რომ რუსეთი რომ დაესხას თავს საქართველოს, ის ქვეყანას არ დაიცავს“,

    ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის” ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

  • რაღაც სიის შედგენის იმედი ნუ ექნებათ, ცდილობენ, უცხოელების ჭკუაზე ვიცხოვროთ – მეუფე იაკობი

    რაღაც სიის შედგენის იმედი ნუ ექნებათ, ცდილობენ, უცხოელების ჭკუაზე ვიცხოვროთ – მეუფე იაკობი

    ”ვიღაცეები ცდილობენ ხოლმე, რომ უცხოელებმა რაღაცა გვითხრან და იმათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში უნდა იყოს გატარებული იმ ერის, იმ ხალხის ინტერესი, ვინც იქ ცხოვრობს, სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვერ ვიცხოვრებთ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავის დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება, ვინმეს დავაწესებინოთ, მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ და დედა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა? მთავარია, ერთმანეთი შევიყვაროთ, არ დავჭამოთ, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ვიღაცა რაღაც სიას შეადგენს.

    საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდა ყველას და ჩვენც თუ გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა, ერთმანეთთან ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ, თუ შეცდომები გვაქვს, ჩვენ ვიქნებით თუ ისინი იქნებიან, დავჯდეთ და ისე ვილაპარაკოთ, წყნარი ლაპარაკით ერთმანეთთან გავიაროთ,

    ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც, ჩვენ თავს არასდროს არავის ვესხმით და უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.”

    ამბობს ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი

  • ჯოკოვიჩმა ომის შესახებ უნდა დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება! – უკრაინა

    ავსტრალიაში უკრაინის ელჩმა, ვასილ მიროშნიჩენკომ ცნობილი სერბი ჩოგბურთელისგან ნოვაკ ჯოკოვიჩისგან, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.

    ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა ფანთან ერთად პოზირებს პრორუსული “Z” სიმბოლოთი

    აღნიშნული მოთხოვნა ელჩმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა , სადაც სერბი ჩოგბურთელის მამა პოზირებს გულშემატკივრებთან, რომლებსაც ომის მხარდამჭერი ატრიბუტიკა ჰქონდათ, მათ შორის რუსეთის დროშა, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე ეხატა.

    “სპეკულაციებისთვის წერტილის დასასმელად, ძალიან მტკიცე განც ხადებას გაკეთებაა საჭირო, რათა გავიგოთ მისი პოზიცია ამ ომის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას. […]  რათქმაუნდა, მამის ცოდვებზე შვილი არ არის პასუხსიმგებელი, თუმცა შესაძლებელია, ნოვაკსაც მამამისის მსგავსი მოსაზრებები გააჩნია. მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვის მხარეს არის იგი ამ ომში.” – აცხადებს ელჩი.

    ომის მხარდამჭერი ფოტოების გამოყენებისთვის, ავსტრალიის ჩემპიონატიდან ოთხი გულშემატკივარი გააგდეს. ამ ინციდენტის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სრდიან ჯოკოვიჩს, განცხადება არ გაუკეთებიათ.