Category: სლაიდერი

  • ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება – ბეჟაშვილი

    ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება – ბეჟაშვილი

    „ვფიქრობთ, რომ ეს შედეგი სამართლიანი იყო. ამ შედეგების პროგნოზირებას ვახდენდით იმ კვლევების საფუძველზე, რომელიც ყველა არჩევნების დროს ტარდება.

    ჩემთვის, ეს გამარჯვება არ არის საზეიმო. ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლის და პარტიის წინაშე. არ ვაპირებთ ზეიმს. ვაპირებთ, ხვალიდან პარტიის გაერთიანება დავიწყოთ, მათ შორის, ყველა კანდიდატთან და მის საარჩევნო შტაბთან. ერთობლივად უნდა დავსახოთ სტრატეგია, რომელიც პარტიას კრიზისიდან გამოიყვანს და პარტიის ყველა წევრს საბრძოლველად განაწყობს“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში განაცხადა.

  • ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

    მან ხმების 52.58 % მიიღო.

    დანარჩენი კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტები ასეთია:

    ნონა მამულაშვილი – 3.33%;

    ნიკა მელია – 40%;

    გიორგი მუმლაძე – 3.68%

    ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.

    განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.

  • პუტინი სარაკეტო დარტყმით დამემუქრა–ბორის ჯონსონი

    ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ სატელეფონო საუბრისას.

    ფილმი, რომელიც ომის დაწყებამდე მსოფლიო ლიდერებთან პუტინის ურთიერთობას ასახავს, ​​ეთერში ორშაბათს საღამოს გავა.

    „რაღაც მომენტში, ის რაღაცნაირად დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, თუ რაღაც ამდაგვარი“, – ციტირებს ჯონსონს პუტინის სიტყვები.

    ხანგრძლივი სატელეფონო საუბარიგასული წლის თებერვალში  შედგა და პუტინის კომენტარი კი ჯონსონის გაფრთხილებას მოჰყვა, რომ  რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა.

    ”ვფიქრობ, რომ მისი [პუტინის] ძალიან მშვიდი ტონიდან გამომდინარე, იმ განყენებული პოზიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა, მან უბრალოდ ითამაშა ჩემს მცდელობებზე,  ის მოლაპარაკებებზე წამომეყვანა” – თქვა ყოფილმა პრემიერმა.

    ჯონსონი ასევე ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტისთვის გაეგებინებინა, რომ უკრაინა მალე არ შეუერთდება ნატოს და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი შეჭრა რუსეთის საზღვრებზე “მეტ ნატოს და არა ნაკლებ ნატოს” ნიშნავდა.

    მან თქვა: ბორის, შენ ამბობ, რომ უკრაინა არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში. რას ნიშნავს უახლოესი მომავალი?“ და მე ვუთხარი: “კარგი, ის არ აპირებს ნატოში შესვლას განჭვრეტად  მომავალში. შენ ეს კარგად იცი“.

    უცნობია, რამდენად სერიოზული იყო პუტინის მუქარა, მაგრამ წარსულში დიდ ბრიტანეთში განხორციელებული რუსული თავდასხმების,( მათ შორის სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში), რუსეთის ლიდერის მხრიდან ნებისმიერი მუქარა, სავარაუდოდ, სერიოზულად იქნა მიღებული ჯონსონის მიერ, ამბობენ BBC-ის კორესპონდენტები.

  • სააკაშვილის მედდა: ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს

    ყველა იყო დაინტერესებულიყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ის ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სტრესზე საუბრობს, რომელიც სააკაშვილის მკურნლობისას მიიღო. მედდა სააკაშვილის პალატაში ბოლოს 23 იანვარს შევიდა.

    „დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ [ხაჭაპურიძე] მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც მქონდა დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, – ამბობს მედდა.

    მან დეტალურად გაიხსენა რა ხდებოდა პალატაში ამ ეპიზოდის დროს.

    „ნივთებს ისროდა. მე რომც არ ვთქვა, მე მგონი მსოფლიომ ნახა ეს კადრები და ეს არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი დამეწყნარებინა. ვცდილობდი ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზეც უარი მივიღე. ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, ცოტა ხანში მოიხსნა და გადაისროლა „ლიპუჩკები“. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“, – იხსენებს მედდა.

    მან კომენტარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა, კერძოდ მის კვებაზე.

    „ჩემი მორიგეობების დროს, ვნახე, რომ მოტანილი იყო ლობიო, კიტრი, კომბოსტოს სალათა. არ ვიცი რამდენ კალორიას შეიცავდა, მაგრამ პაციენტი ძალიან ცოტას ჭამდა. თვითონ არ ჭამდა. შეჭამდა 2-3 კოვზს და დანარჩენი ნაგავში. იყო შემთხვევები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არჩევითად სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე უარს აცხადება. ეს ყველაფერი დანიშნულების ფურცელზეა დაფიქსირებული. გვეუბნებოდა – ამ წამალს არ დავლევ.“– ამბობს ის.

    წყარო: იმედი

  • აშშ–მ და ნატომ შესაძლოა უკრაინის ტიტანის საბადოებზე წვდომა მიიღონ

    ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს შეუძლიათ მიიღონ წვდომა უკრაინაში ტიტანის საბადოებზე – ლითონზე, რომელიც გამოიყენება საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, გემების, ტანკების და შორი მოქმედების რაკეტების დასამზადებლად.

    ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

    აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ტიტანი დაასახელა, როგორც 35 მინერალიდან ერთ-ერთი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თუმცა, აშშ –ს  რკინის მადნის 90%-ზე მეტი კვლავ იმპორტირებულია.

    უკრაინა ერთ-ერთია იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებიც ტიტანს მოიპოვებენ.

  • “სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი”-რეზნიკოვი დონბასში გამართულ ბრძოლებზე

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. 29 იანვარს კანადურ ტელეარხ CBC-სთან ინტერვიუში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, რომ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში დიდი წვლილს შეიტანს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას.

    თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჟურნალისტ როზმარი ბარტონთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას ამჟამად სჭირდება რეაქტიული გამანადგურებლები, თვითმფრინავები და შესაძლოა რაკეტები რუსეთის საწვავის და საბრძოლო მასალის საწყობებზე თავდასხმისთვის, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ცენტრებზე დასარტყმელად.

    ამავდროულად, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განვითარების კვალდაკვალ, უკრაინამ დაიწყო სამხედრო აღჭურვილობის მიღება, რომელზეც მას ოდესღაც უარს ეუბნებოდნენ, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის, ასევე შორ მანძილზე მსროლელი საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების.

    რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ კვირაში ახალი მოლაპარაკებები გაიმართება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისთვის დასავლელი პარტნიორების მიერ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.

    ”ჩემთვის ყველაფერი, რაც დღეს შეუძლებელია, ხვალ გახდება შესაძლებელი”, – ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა.

    რაც შეეხება ტანკებით უზრუნველყოფას, მინისტრმა აღიარა, რომ დრო დასჭირდება მათ მიღებას და ეკიპაჟების მომზადებას აღჭურვილობის გამოყენებისთვის. ამავდროულად, რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ეკიპაჟები მზად იქნებიან საგაზაფხულო კამპანიისთვის,  2023 წლის მარტისთვის.

    მანამდე, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დასავლური ტანკები გამოყენებული იქნება რუსეთის თავდაცვის ხაზების გასარღვევად. მისი თქმით, დასავლური მძიმე იარაღის მიწოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ კონტრშეტევა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით.

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 29 იანვარს Tagesspiegel-თან ინტერვიუში გააკრიტიკა მუდმივი მოთხოვნები უკრაინაში ახალი ტიპის იარაღის რუსეთთან საბრძოლველად გადაცემის შესახებ. პოლიტიკოსმა დაიჩივლა, რომ როგორც კი ერთი გადაწყვეტილება მიიღება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, გერმანიაში ახალი დებატები იწყება.

  • Politico: პენტაგონში არიან უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის მომხრეები

    ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების – განსაკუთრებით აბრამსის მიწოდებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის დროს, იყო ამერიკული სამხედრო ისტებლიშმენტის წინააღმდეგობა. რაც შეეხება საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას, რომელსაც კიევი თავისი ლობისტური ძალისხმევის შემდეგ სამიზნედ ასახელებს, პენტაგონის დამოკიდებულება არც ისე ცალსახად ნეგატიურია. ამ იდეას ჰყავს გავლენიანი მხარდამჭერები დეპარტამენტში, წერს Politico, სამი ანონიმური წყაროს მონათხრობზე დაყრდნობით. „არა მგონია, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყოთ“, – ციტირებს გამოცემას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს.

    უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლების, F-16-ისა და მისი ანალოგების მიწოდებაზე, როგორიცაა Tornado ან შვედური Gripen, რადგან ბევრი დასავლური ქვეყანა გეგმავს მათ ჩანაცვლებას ახალი F-22-ებით და F-35-ებით მომავალ წლებში. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დასავლურ სამხედრო დოქტრინაში თვითმფრინავებს ასევე ენიჭებათ მნიშვნელოვანი ადგილი საჰაერო თავდაცვაში – მათ შეუძლიათ გაანადგურონ რაკეტები და თვითმფრინავები ფრენისას , რის გამოც დასავლეთის ქვეყნებს აქვთ შედარებით ცოტა სახმელეთო საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალა მათთვის. პენტაგონი წუხს, რომ დასავლური სისტემების მიწოდების შემთხვევაშიც კი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები საბოლოოდ შეიძლება ამოიწუროს. F-16-ს ან მათ  ანალოგებს ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.

    არც პენტაგონს და არც ევროპელ მოკავშირეებს არ სჯერათ, რომ რუსეთში ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ესკალაცია. „მოდით, ვაღიაროთ, რომ F-16-ების გამო ბირთვული ომი არ იქნება“, – ციტირებს Politico თავის ერთ-ერთ წყაროს.

    თეთრმა სახლმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე Politico-ს კითხვაზე საბრძოლო თვითმფრინავების პირდაპირ უკრაინაში გადაცემის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ მიუთითა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის ჯონ ფაინერის განცხადებებზე გასულ ხუთშაბათს. მისი თქმით, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება განიხილება:  „ჩვენ არ გამოვრიცხავთ რაიმე კონკრეტულ სისტემას“–თქვა მან.

  • ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა

    კვირას ღამით ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.

    საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ შაჰიდ-სალიმში ძრავის ზეთის დიდ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.

    საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება, რომ სამხედრო საბრძოლო მასალის  მწარმოებელ ქარხანას ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში ასევე დაესხნენ დრონები.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია დასავლეთ ირანის ქალაქ დიზფულის საჰაერო ბაზაზე აფეთქების შესახებ, ქალაქ ჰამადანსა (ქვეყნის დასავლეთით) და რაშტში (ჩრდილოეთი) აფეთქებები და ხანძრებია.

    ასევე დაიბომბა დრონების ქარხანა თებრიზში, შეიარაღების საცავი მალარდში

    აფეთქებების ხმები ისმოდა  თეირანში, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს.

    მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

    ირანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა დრონების შეტევა ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაზე:

    „2023 წლის 28 იანვრის საღამოს, დაახლოებით 23:30 საათზე, უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ცენტრზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ერთი მათგანი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემით, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში ჩავარდა და აფეთქდა“.

    ირანელი სამხედროების განცხადებით, შენობის სახურავი “მცირედ დაზიანდა”.

    რომელ ქვეყანას ეკუთვნის თვითმფრინავები, რომლებიც თავს დაესხნენ ირანის სამხედრო ობიექტებს, ირანის ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს.

    ისპაჰანი არის ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრი, რომელიც თეირანის სამხრეთით 330 კილომეტრში მდებარეობს.

    არაბული საინფორმაციო არხის Al Arabiya-ს ცნობით, ისრაელმა ირანში სამხედრო მრეწველობის განადგურების მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

    ისრაელი ამ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

  • უკრაინა დასავლეთთან დაჩქარებული წესით განიხილავს მოიერიშე თვითმფრინავებისა და შორი დისტანციის რაკეტების გადაცემას

    პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს დასავლელ პარტნიორებთან თვითმფრინავების და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების მიწოდებაზე.

    მისი თქმით, უკრაინას სჭირდება რაკეტები, რათა გაანადგუროს საბრძოლო მასალის საწყობები ყირიმში, თვითმფრინავები კი, პირველ რიგში, ფრონტის ხაზზე სახმელეთო ძალების ჰაერიდან დასაცავად.

    „არა მგონია, რომ ომის ფარგლებში ვინმემ ეს ვერ გაიგოს. ამიტომ, ჯერ ერთი, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მეორეც, მოლაპარაკებები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და მესამე, ეს ყველა პარტნიორს კარგად ესმის“–განაცხადა მან FreeDom-თან ინტერვიუში.

    ამავდროულად, პოდოლიაკმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ნიუანსები “პარტნიორ ქვეყნებში შიდა ფსიქოლოგიურ სტატუსთან დაკავშირებით”: უკრაინის ზოგიერთ მოკავშირეს ჯერ კიდევ არ შეუძლია უარი თქვას შიდა კონსერვატიზმზე, უკრაინის ომის ფონზე მსოფლიო არქიტექტურაში ცვლილებების შიშის გამო–თქვა მან, თუმცა დაუკონკრეტებია რაზეა საუბარი. მაგრამ გამოთქვა რწმენა, რომ თვითმფრინავებისა და შორი დისტანციის რაკეტების შესახებ მოლაპარაკებები მალე წარმატებით დაგვირგვინდება.

    როგორც მანამდე ესპანური გაზეთი El Pais იტყობინებოდა, უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის იური იგნატის სიტყვებზე დაყრდნობით, უკრაინას სურს მიიღოს  გამანადგურებლების პირველი პარტია – 24 ერთეული თვითმფრინავი.

    ამავდროულად, კიევი იმედოვნებს ამერიკულ F-16-ების მიღებას, მაგრამ ასევე განიხილავენ ვარიანტებს შვედური გამანადგურებელი Gripen-თან ან ფრანგულ Rafale-თან დაკავშირებითაც.

    მოგვიანებით, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში იგნატმა განმარტა, რომ უკრაინა თვითმფრინავებთან დაკავშირებით  ამჟამად მხოლოდ  მოლაპარაკების ეტაპზეა. თვითმფრინავების მოდელები და მათი რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება.

    ”ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად, მათ შორის, მფრინავების და ტექნიკური პერსონალის მომზადების გათვალისწინებით,” – ციტირებს Interfax-Ukraine-ს საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელს– ”აქედან გამომდინარე, თავიდან შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ შეიძლება იყოს ორი ესკადრილია. და ერთი ესკადრილია 12 თვითმფრინავია“.

    ზოგადად, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ბევრად უფრო თანამედროვე მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ცას.

  • საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა

    ფიგურულ ციგურაობაში, საქართველო ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის მოციგურავე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყო და თავისუფალი პროგრამის ოცდაოთხ მონაწილეს შორისაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გუბანოვამ ორი დისციპლინის ჯამში 199,91 ქულა დააგროვა და საკმაოდ დიდი უპირატესობით – 6,43 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ ლეონა ჰენდრიკს. ბრინჯაოს მედალს კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი დაეუფლა.

    დღემდე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების არცერთ წევრს ისტორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული  არ მოუპოვებია. აქამდე არსებული საუკეთესო შედეგი სამი ბრინჯაო იყო. ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი ორჯერ მოიპოვა, მორის ყვითელაშვილმა ერთხელ.