Category: სლაიდერი

  • ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პასუხად დანგრეულ დარბაზებში გადაღებული  უკრაინელი სპორტსმენების ფოტოები გამოაქვეყნა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი სპორტსმენები უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს განადგურებულ სპორტდარბაზებში ვარჯიშობენ.ამგვარად მან კიდევ ერთხელ გამოხატა პოზიცია ოლიმპიურ შეჯიბრებებში რუსების და ბელორუსებში დაშვების  წინააღმდეგ.

    “ოლიმპიური პრინციპები და ომი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. რუსეთმა უნდა შეაჩეროს აგრესია და ტერორი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ოლიმპიურ მოძრაობაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი”, – წერს ზელენსკი.

    მანამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ბევრი მხარს უჭერს რუსი და ბელორუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაბრუნების იდეას.

    „ჩვენ ვიცით უკრაინის თვალსაზრისი, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს იზოლაცია, არამედ ყველა რუსეთის სრული იზოლაცია სურს“, – განაცხადა ბახმა. მან დასძინა, რომ უკრაინელ სპორტსმენებთან სოლიდარობა შენარჩუნებულია, მაგრამ ცალკეული სპორტსმენები არ უნდა იყვნენ დისკრიმინირებული, მაშინაც კი, თუ ქვეყნები კონფლიქტში არიან, წერს Spiegel.

    ბახმა ივარაუდა, , რომ რუსეთისა და ბელორუსიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს უკრაინის ომს, შეძლებენ 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა ნეიტრალური დროშებით.

    „არ შეიძლება არ იყო იმედგაცრუებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის განცხადებებით. მე მას არაერთხელ ვესაუბრე და არასდროს მსმენია, როგორ აპირებს სპორტის დაცვას ომის პროპაგანდისგან, თუ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნებს. “ – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში წინა დღეს.

  • 51%-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა, მეორე ტური არ იქნება – ხაბეიშვილი

    ამ დროისთვის 51%-ზე მეტმა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა ხმა დააფიქსირა – 25 000-ზე მეტმა ადამიანმა. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტურები ნაციონალურ მოძრაობაში არ იქნება, არანაირი დასაკარგი დრო ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული კარგი იქნებოდა, რომ უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მე მინდა დარჩენილ 49-48%-ს მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე“

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.

  • სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

    სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ის 5-სართულიანი კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

    დაღუპულის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • ოლაფ შოლცი: გერმანია კიევს იმისთვის ეხმარება, რომ ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაავრცელა ვიდეო მესიჯი, რომელშიც ისაუბრა ბერლინის პოლიტიკურ კურსზე რუსეთის მიმართ და უკრაინის ომზე . შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ითვალისწინებს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, არამედ მისი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც.

    ხელისუფლების პრიორიტეტად, შოლცის თქმით, გერმანიის უსაფრთხოება რჩება. „ჩვენი მიზანი ნათელია – რუსეთმა ძალის გამოყენებით საზღვრების გაფართოება არ უნდა შეძლოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გერმანელებს სურთ “მშვიდობა ევროპაში და რათა ომი მათაც არ მიუახლოვდეს”.

    კანცლერის თქმით, გერმანიის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება სამ პრინციპს – უკრაინის ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას; კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას, რუსეთისა და ნატოს ომში მისი გადაზრდის აღკვეთას; ყველა მოქმედების მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით.

    შოლცის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან გერმანიის მთავრობა ღებულობს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველთვის შეთანხმებულია საერთაშორისო დონეზე. მან გაიხსენა, რომ უკრაინაში “საშინელი, სასტიკი და უაზრო ომი” რუსეთის პრეზიდენტმა გამოიწვია.

    იმავდროულად, Wall Street Journal-ის თანახმად, თავის წყაროებზე დაყრდნობით, ოლაფ შოლცმა, რომელიც გააკრიტიკეს დასავლური ტანკების უკრაინაში გადაცემის საკითხში ყოყმანის გამო, ფაქტობრივად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთის მხრიდან ამ მიწოდების არაოფიციალური ტაბუს მოხსნაში.

    WSJ-ის ცნობით, სწორედ შოლცმა დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკული ტანკების მიწოდების აუცილებლობაში, რომელიც ეჭვობდა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა.

  • ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

  • სააკაშვილი ნებით არ ჩამოსულა, გარკვეულმა ჯგუფებმა ჩამოიყვანეს და მიზანი გაცხადდა – ზარქუა

    ”სააკაშვილი თავისი ნებით აქ არ ჩამოსულა. მას დაუგეგმეს, ის ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა. რისთვის? ხომ გაცხადდა? – რომ აქ მოეხდინა ქაოსი, არეულობა და შემდეგ პიკეტირება პარლამენტის, შემოვარდნა. ეგონათ, ეტყობა, არ ვიცი რა მოსალოდნელი შედეგების იმედად იყვნენ, მაგრამ მათი ამოცანა იყო, რომ რევოლუცია მოეხდინათ, ნაციონალური მოძრაობა მოსულიყო ამ გზით ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი გახსნილიყო.

    დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული, ხერხემალს რომ ეძახდნენ, მერაბიშვილით და დანარჩენებიც – ყველანი ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს. ”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა.

  • დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის 321 ტანკის მიწოდებაზე დათანხმდნენ – უკრაინის ელჩი

    საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება.

    „დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე. […]ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“, – განაცხადა დიპლომატმა.

  • ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

    ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნა ჰორას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, კლიშივკას, დრუჟბას, ვოდიანეს, მარინკას, პობედას, ვუჰლედარისა და პრეჩისტოვკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

    გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

  • “ისრაელი უკრაინას კულუარულად უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე საჯაროდ“–ისრაელის ელჩი გერმანიაში

    ისრაელი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში უფრო ფართო მასშტაბით უჭერს მხარს, ვიდრე ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი, განაცხადა ისრაელის ახალმა ელჩმა გერმანიაში რონ პროსორმა პორტალ Waz-თან ინტერვიუში.

    ისრაელი ეხმარება უკრაინას, „მაგრამ კულისებში უფრო მეტად, ვიდრე საჯაროდ“–ამბობს ის.

    ელჩმა გაიხსენა, რომ ისრაელი, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს უშლის ირანული დრონების მიწოდებას, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებს .

    “ისრაელის არმია რეგულარულად თრგუნავს ირანიდან იარაღის მიწოდებას სირიასა და ლიბანში. მათ შორისაა ირანული დრონებბი და რაკეტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

    მისი თქმით, ისრაელს სირიაში რუსეთის ყოფნისა და რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ებრაული თემის გამო „ჩრდილში დარჩენას“ ურჩევნია.

    ადრე ისრაელის მედიაში გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ თუნდაც ისრაელს უკრაინისთვის მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღების სისტემები მიეწოდებინა, ეს მას ბუმერანგივით დაუბრუნდებოდა უკან.

    „რუსებმა, იმავე ლოგიკით, შესაძლოა დაიწყონ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, როგორიცაა S-300 და S-400, ირანსა და სირიაში. მოსკოვი შეძლებს თქვას, რომ ეს სისტემები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს იცავს ისრაელის საჰაერო თავდასხმებისგან“, – წერდა ისრაელის გაზეთი Haaretz.

  • ბათუმში 42 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს – 1 ადამიანია დაკავებულია

    ბათუმში 42 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს – 1 ადამიანია დაკავებულია

    ბათუმში 42 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული. ასევე, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა და საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

    გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. მისი სიტყვებით, ქალი ნაწამებია.