Category: სლაიდერი

  • საქართველოს მეტი რეკომენდაცია შეიძლება შესთავაზონ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად – იოზვიაკი

    “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ”საქართველოს მეტი რეკომენდაცია შეიძლება შესთავაზონ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად”.

    “საქართველოს, შესაძლოა მისცენ დამატებითი რეკომენდაციები, რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. არ არის გამორიცხული, რომ ევროკომისიამ ერთგვარი „შუალედური“ შეფასება გააკეთოს, მაშინ, როცა, კიევისა და კიშინიოვის შემთხვევაში, შესაძლოა  გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ზოგიერთი საზრუნავი, განსაკუთრებით სასამართლო საკითხები, შეიძლება მოგვარდეს შემდგომ მოლაპარაკებებში, რომლებიც, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში გაგრძელდება. ბევრმა შეიძლება დასვას კითხვა, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რამაც გააღიზიანა ბრიუსელი. ბრიუსელში ისევ ფიქრობენ, რომ თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება და იქვე უნდა დარჩეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება მაინც გონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსი ბოსნია და ჰერცეგოვინამაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა არ შეუსრულებია”, – წერს იოზვიაკი.

  • უკრაინის კონტრიერიშის წარმატებას მჯერა, თუმცა ომი წელს არ დასრულდება – ბენ უოლესი

    “უკრაინის კონტრიერიშის წარმატებას მჯერა, თუმცა ომი წელს არ დასრულდება” – აცხადებს,  გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი.

    უოლესი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა რუსეთი “არ დაიშლება ჯადოსნური ჯოხის მოქნევით.”.

    “საკმაოდ რთული სათქმელია, თუ რა მასშტაბის დანაკარგები შეიძლება აიტანოს პუტინმა, მანამ სანამ გაიაზრებს, რომ მისთვის თამაში დასრულდა. მე უბრალოდ ვცდილობ გავიაზრო, რომ ვერცერთი კონტრიერიში ვერ მიგვიყვანს რუსეთის არმიის უეცარ ჩამოშლამდე”,- განაცხადა უოლესმა.

    თავდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დანაკარგები უკვე 220 ათასს აჭარბებს ვლადიმირ პუტინი არ აპირებს უკან დახევას.

  • თქმა, რომ მოსამართლეების დაცვა გამოიხატება 4 კორუმპირებული პიროვნების დაცვაში, არასწორია – დეგნანი

    “უცნაურია, როდესაც ვისმენთ განცხადებას, რომ მთავრობა მოსამართლეების გვერდით დგას. საქართველოში ნამდვილად არიან პროფესიონალი მოსამართლეები და იმის თქმა, რომ მათი დაცვა გამოიხატება კორუმპირებული ოთხი პიროვნების დაცვაში, არის არასწორი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ ჩაატაროს გამოძიება და გამოავლინოს კორუმპირებული მოსამართლეები”

    acxadebs, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი “ოცნების” განცხადებებზე, რომელიც მოსამართლეების “მხარდაჭერისა და სოლიდარობის” მოტივით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ.

  • „რუსულმა ოცნებამ“ პარალიზება გაუკეთა საპარლამენტო მუშაობას – კახა ოქრიაშვილი

    „რუსულმა ოცნებამ“ პარალიზება გაუკეთა საპარლამენტო მუშაობას – კახა ოქრიაშვილი

     

    „დღეს, ზედიზედ მეორე დღეა, „რუსულმა ოცნებამ“ პარალიზება გაუკეთა საპარლამენტო მუშაობას. მათ, პრაქტიკულად, შეაჩერეს საკანონმდებლო საქმიანობა, ოღონდ არ შეიქმნას მოსამართლეების კორუფციასთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში გვაქვს სისტემური კორუფცია და პარლამენტიც და სასამართლოც ამ კორუფციული ჯაჭვის რგოლები არიან. „რუსული ოცნება“ არის დესტრუქციული, თაღლითური, მაფიოზური გაერთიანება, რომელიც შიშითა და ტყუილით მართავს ქვეყანას. შედეგად, სახეზე გვაქვს ქვეყნის რეგრესი ყველა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.

    იმედისმომცემია, რომ მოსახლეობის 90 %-ს უნდა ევროკავშირის წევრობა და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ეს ძალა და მონდომება ძალიან მალე შეცვლის ამ თაღლით ხელისუფლებას!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

  • Patriot-ის სისტემა რუსული სამიზნეების 150 კმ-მდე მანძილზე ჩამოგდებას შეძლებს – იგნატი

    გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა რუსულ სამიზნეებს 150 კმ-მდე მანძილზე ჩამოაგდებს  – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა ეროვნული ტელეთონის ეთერში განაცხადა.  იგნატმა ასევე აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

    “რაც მალე დაიწყებს (Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა – რედ.) საბრძოლო დავალებების შესრულებას, მით უკეთესი იქნება, ჩვენ შევძლებთ რეაგირებას და გავაკეთებთ იმას, რაზეც დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს”, – თქვა მან.

     

  • კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს – დეგნანი

    “საშუალება არ მქონდა [ქოლცენტრებზე BBC-ის] გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესაში მესმოდა… და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

    როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”,

    ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

  • აშშ დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაწესდა სანქციები! შეცდომა არ დაშვებულა – დეგნანი

    “აშშ დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაწესდა სანქციები! შეცდომა არ დაშვებულა ” – განაცხადა  საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეთა სანქცირების შესახებ.

    “მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი შეცდომა არ იქნა დაშვებული, შეერთებული შტატები ღრმად დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაუწესეს სანქციები ამ 4 ადამიანს, კორუფციული საქმიანობისთვის. ჩატარდა საფუძვლიანი მიმოხილვა, შეგროვდა ინფორმაცია, რომელთა უმეტესობა საჯარო და ხელმისაწვდომია. შემდეგ გაემგზავრა სახელმწიფო მდივანს, მან კი მხარი დაუჭირა ამ სანქციებს, რადგან დარწმუნებული ვართ მის საფუძვლებში”, – თქვა დეგნანმა.

    აშშ-ის ელჩმა,  ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საპარლამენტო საქმიანობის მნიშვნელობაც შეახსენა.

    “შეერთებული შტატები ყოველთვის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივიდნენ პარლამენტში და აკეთონ მნიშვნელოვანი საქმე ქართველი ხალხისთვის პარლამენტში, სწორედ ამიტომ არის შექმნილი ეს ინსტიტუტი. არასდროს არის სასარგებლო, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციული ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რომლის შესახებაც დიდი ხანია ცნობილია”, – განაცხადა ელჩმა.

  • არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ კლანურ მმართველობას – ლომჯარია “ოცნებაზე”

    “უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით და სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებული კორუფციულ, კლანურ მმართველობას”,

    აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

  • პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის თვეში 4-ზე მეტ შემთხვევაში არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს

    პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს.

    რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება.

    გამონაკლისია შემთხვევა, და დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

    პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა) დაუკავდება.

    პარლამენტში დღესაც ვერ უყარეს კენჭი მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. კვორუმი ისევ არ შედგა, რადგან, ისევ “ქართულმა ოცნების” დეპუტატებმა არ გაიარეს რეგისტრაცია.

    საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

    “კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას”, – თქვა დღეს “ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

    ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა, გუშნ 18 აპრილსაც,  სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თქვა – “მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე… ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ”.

    ცნობისთვის, მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი მოსამართლე – ლევან მურუსიძე, ვალერიან ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

  • შეიარაღებული ძალები ემზადებიან ტერიტორიების სრული გათავისუფლებისთვის – მალიარი

    „აუცილებელია გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალები არ ამზადებენ ერთ რამეს ერთი ვიწრო მიმართულებით.  უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად, ყოველდღე ემზადებიან ჩვენი ტერიტორიების სრული გათავისუფლებისთვის და ეს არის ზომების უზარმაზარი ნაკრები. არა მხოლოდ კონტრშეტევა“,

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა.