Category: სლაიდერი

  • გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე, საგამოძიებო კომისიის შექმნა ძირს გამოუთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს – სარჯველაძე

    გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე, საგამოძიებო კომისიის შექმნა ძირს გამოუთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს – სარჯველაძე

    “გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე ამ საკითხთან დაკავშირებით, გაუგებარია იმიტომ რომ მე მგონი ნახეს ის პრინციპული პოზიცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას და ეს პრინციპული პოზიცია მთლიანად ეყრდნობა კონსტიტუციის პათოსს, იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა გაუმართლებელია ვინმესთვის პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც რეალურად ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის განხორციელებისთვის”,

    აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.

  • უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა თავი გაინადგუროს – პოდოლიაკი ბელგოროდზე

    “ამ ღამით ბელგოროდში ძაღლმა საკუთარ კუდს უკბინა: უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა საკუთარი თავი გაინადგუროს. “სილა და ტაში“. დაუშვებელია, რომ უკრაინის გაერთიანებული ძალები და განვითარებული ტექნოლოგიებისა და ნატოს სტანდარტების მქონე მოკავშირეები უსარგებლო, კორუმპირებულ საბჭოთა არმიასთან დამარცხდნენ”.

    ამის შესახებ წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელგოროდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

  • 25 აპრილს ბრიუსელში ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

    საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 25 აპრილს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. სტოლტენბერგი ღარიბაშვილს ბრიუსელში NATO-ს სათავო ოფისში მიიღებს.

    ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    ცენტრალური ევროპის დროით 15:00-ზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) კი სტოლტენბერგი და ღარიბაშვილი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

  • 11 წლის წინ ბატონმა ბიძინამ დააფუძნა ოცნება, ეს იყო გარდატეხა – ღარიბაშვილი

    დღეს 11 წელი შესრულდა ქართული ოცნების დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას, თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ, ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან.

    სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

    საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება – სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

    მსურს, განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

    ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართული ოცნების თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

    განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა, კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, – ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით – წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ – ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ.

    პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

  • შეწყალების არ დაკმაყოფილება იქნება დიდი დარტყმა ევროპული მომავლისთვის – ხოშტარია გვარამიაზე

    გუშინ საზოგადოება გაეცნო, გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის უფლებების დაცვის და ჟურნალისტების დაცვის ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამ მიმართვაში უპრეცედენტოდ მკაფიოდ და მკაცრად არის საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ეს ხდება ერთი წლის შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს პერსპექტივას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს ხდება შუალედური შეფასების წინ, რომელიც იქნება მაისში, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ახლა, ერთი წლის თავზე ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპულ პერსპექტივასთან კავშირი წერია ამ წერილშიც და უნდა გვესმოდეს, რომ არ გათვალისწინება იქნება კიდევ ერთი დიდი დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

    დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა და კიდევ ერთი არჩევანი – ისევ წავიდეს ოცნების მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს არჩევანი, პასუხისმგებლობა მასზეა, მე არ ვაპირებ თხოვნებს და მიმართვებს მასზე, მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, პარტიას, ყველა ადამიანს, ვინც დღეს ზრუნავს ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენს ევროპულ მომავალზე. დღეს არის ისევ კონსოლიდაციის და მოქმედების დრო, იმიტომ რომ თუ დაველოდებით, როგორ ოცნების სხვა ნაწილების შემდეგ, ახლა პრეზიდენტი დაკავდება ჩვენი ევროპული მომავლის გათელვით, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს. ჩვენი კონსულტაციები გრძელდება ყველა ორგანიზაციასთან, მთავარი მოქმედი პირი, ინიციატორი არის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომელიც არის ძალიან აქტიური ამ საკითხში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ყველანაირ მოქმედებაზე იმისთვის, რომ არ დავაგვიანოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვის საკითხში და გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებებზე, იქნება ეს აქციები, პროტესტი, თუ სხვადასხვა ფორმა, რომელმაც უნდა გამოიღოს შედეგად ნიკა გვარამიას შეწყალება“,

     

  • დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა – ღარიბაშვილი “ოცნების” დაფუძნებაზე

    “2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან.

    სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა”.

    ამმბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 11 წლის გასვლას ეხმაურება.

  • ჩვენს მოქალაქეებს ღირსად არ თვლიან, რომ მტკიცებულებები წარუდგინონ – პაპუაშვილი სანქციებზე

    ჩვენ არ ვართ რაღაც რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ასეთი [სანქციების] საკითხები. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ბრალდებასთან. სამწუხაროდ, აშშ-ს ელჩი იყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ  – კორუმპირებულების ტერმინით იხსენიებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. არავინ ჩვენს მოქალაქეებს არ თვლის ღირსად, რომ წარუდგინოს მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით.

    ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენა იქნებოდა საკმარისი. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ბრალდებებთან. ეს ხომ ნებისმიერი ურთიერთობის მინიმუმი ეთიკის სტანდარტია – ის, ვინც აყენებს პრეტენზიას, მან უნდა მოიტანოს მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არ არის მოტანილი, ესე იგი, პრეტენზიას არ აქვს საფუძველი. შესაბამისად, მანამ, სანამ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ღია თავდასხმები ქართველ მოსამართლეებზე.

    ამბობს იმედის ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ს მიერ მოსამართლეთა კლანის სანქციერებაზე საუბრისას.

  • სტატუსს მოგანიჭებთ, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება – მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა – პიზონერო

    “ევროკომისია მზად არის გასცეს რეკომენდაცია – მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი საქართველოს წევრობის მომართვის შესახებ კომისიის შეფასებაში მითითებული პრიორიტეტები მოგვარდება. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში დაამტკიცა სამოქმედო გეგმა – რეკომენდაციაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. საქართველომ აჩვენა ერთგულება რამდენიმე სფეროს მიმართ. კერძოდ მიიღო საარჩევნო სისტემის ცვლილება და საკანონმდებლო პაკეტი გენდერული თანასწორობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ სტამბოლის კონვენციის გამოყენების მიზნით. ასევე მიიღო კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას მისცემს სასამართლოებს გაითვალისწინონ განხილვისას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, მაგრამ 12 პრიორიტეტის სრული შესრულებისთვის სამუშაოები რჩება.

    როგორც ყოველთვის ევროკავშირი მზადაა უზრუნველყოს ტექნიკური დახმარება, რაც საქართველოს სჭირდება დროულად დაასრულოს ეს ტრანსფორმაციული რეფორმები, რაც ქვეყანას ევროკავშირთან უფრო ახლოს მიიყვანს. თუმცა პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად საქართველოს ეკისრება. ევროკომისიის რეკომენდაცია გაცემული იქნება უშუალოდ საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების დონის საფუძველზე”,

    ამბობს ევროკომისიის სპიკერი ანა პიზონერო.

  • კონტრპროდუქტიულია, როცა რეჟიმი ბევრჯერ გასცდება ზღვარს და მაინც ანამუსებ – ბოკერია კომისიაზე

    კონტრპროდუქტიულია, როცა რეჟიმი ბევრჯერ გასცდება ზღვარს და მაინც ანამუსებ – ბოკერია კომისიაზე

    [პარლამენტში ამ 3-მა დღემ] ჩემი აზრით, აჩვენა ის, რის გამოც მე და არა მარტო მე მაქვს სკეფსიზი. ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაშიც კი, თუ ოპოზიცია არის პარლამენტში, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ კომისიის შექმნა მოითხოვოს, შექმნას და მერე იმოქმედოს, იაქტიუროს. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ ეს რეჟიმი ყველანაირად არის გაცდენილი ნორმალურობის ფარგლებს და თითქოს ფორმალურად საპარლამენტო ოპოზიციის – ენმ-ს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები იზიარებენ ამ შეხედულებას. ეს ამბავი, რასაც ახლა ვუყურებთ, სამარცხვინო ამბავი [პარლამენტში] ამას ადასტურებს. პროცედურა, რომ 50 ხმა იყოს საკმარისი კომისიის შექმნისთვის, იმიტომ არსებობს, რომ უმცირესობის უფლება იყოს დაცული, ვისაც უმრავლესობა აქვს, ვინც ქვეყანას მართავს საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, მას არ შეეძლოს, დაბლოკოს უმცირესობა, თუ მას ხმების რაღაც რაოდენობა აქვს – როცა მიიღეს, ზარ-ზეიმით გააკეთა განცხადება ქართულმა ოცნებამ.

    ამ ყველა თამაშის წესს აქვს მნიშვნელობა, თუ ის ძალა, ვისაც კონტროლი აქვს, საერთოდ თამაშის წესებს სცემს პატივს. ეს ძალა ჩვენ სულ გვეუნება, რომ არანაირ წესებს არ სცემს პატივს, ეს ქვეყანა არ იმართება კანონებით, არც კონსტიტუციით. რაღაც ზღვრის შემდეგ, როცა ბევრჯერ გასცდება მოწინააღმდეგე, სამარცხვინო რეჟიმი ყველა ზღვარს და შენ მაინც ცდილობ მგლის თავზე სახარების კითხვას ან ანამუსებ და ამბობ, რომ ეს სირცხვილია, კონტრპროდუქტიული ხდება ყველაფერი.

    ამბობს ტელეკომპანია პირველის ეთერში ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • “სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სასამართლოს” – მდინარაძე კვორუმის ჩაგდებაზე

    “სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სასამართლოს” – მდინარაძე კვორუმის ჩაგდებაზე

    “ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს[…] ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით ამ პროცედურას”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საუბრობს, სადაც უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნა უკვე მესამედ ჩააგდო.