Category: სლაიდერი

  • “პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე” – კენჭისყრა ისევ ვერ შედგა, ოცნებამ რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა

    სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა – “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ,  პარლამენტში ოცნებამ რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია.

    “პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას”, – თქვა კობახიძემ.

    ცნობისთვის, მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი მოსამართლე – ლევან მურუსიძე, ვალერიან ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

    პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს.

    რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება.

    გამონაკლისია შემთხვევა, და დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

    პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა) დაუკავდება.

    პარლამენტში დღესაც ვერ უყარეს კენჭი მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. კვორუმი ისევ არ შედგა, რადგან, ისევ “ქართულმა ოცნების” დეპუტატებმა არ გაიარეს რეგისტრაცია.

    ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 და 19 აპრილსაც მიმართეს.

  • სტრასბურგი ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის მკვლელობების საქმეებზე ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში იმსჯელებს – იუსტიცია

    “სტრასბურგი ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის მკვლელობების საქმეებზე ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში იმსჯელებს” –  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოს მიერ, სახელმწიფოთაშორისი საქმის დასაშვებად ცნობას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

    დღევანდელი განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან დღემდე განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.

    საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

    აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობის კომპლექსური სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები გაიგზავნა 2021 და 2022 წლებში, მათ შორის, მასალა ეროვნული არქივებიდან; საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ რუსეთის ფედერაციის დარღვევების შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაცია და სტატისტიკა; ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის შესაბამის საქმეებზე; საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები; სეპარატისტი დეფაქტო „ხელისუფლებების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები (ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე).

    აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის ყველა პრეტენზია.

    სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაშვებობის ეტაპისთვის არსებობს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები: მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები, დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

    აღსანიშნავია, რომ მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს და განხილული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად ამ საქმეების ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში, სადაც საქართველოს მთავრობა ერთვება მესამე მხარედ და წარადგენს სამართლებრივ პოზიციას მომჩივანთა მხარდასაჭერად.

    დასაშვებობის დადგენის შედეგად ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე, სადაც სასამართლო შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასაჩივრებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ და კონკრეტულ დარღვევებს.

    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს” – წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

  • საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია – აშშ-ის საელჩო

    “საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია” – აშშ-ის საელჩოს ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია და ვიზიტისას საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე ამ სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    “საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებული შტატები ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული რჩება” – წერია საელჩოს განცხადებაში.

  • SBU-მ პრორუსი ოლიგარქის, ვადიმ ნოვინსკის აქტივები დააყადაღა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] სანქცირებული ოლიგარქის, ვადიმ ნოვინსკის 144 მილიონი გრივნის აქტივები დააყადაღა. დაყადაღებულია 18 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც პრორუსი ოლიგარქის კომპანიები სს „უკრტრანსგაზის“ საწყობებში ინახავდნენ და ცდილობდნენ გასხვისებას მესამე პირების სასარგებლოდ, უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად.

    SBU-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს კრიმინალური სქემა, რომლის მიხედვით, ნოვინსკიმ ხელახლა დაარეგისტრირა გაზის წარმოების საკუთარი საწარმოები რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირზე.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება აგრესორი სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმდინარეობს და გრძელდება მოკვლევა დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად და დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად.

    ვადიმ ნოვინსკი უკრაინის რადას დეპუტატი იყო. პარლამენტი მან 2022 წლის ივლისში დატოვა.

     

  • ნატო მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში – ზელენსკი

    “ნატო მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში” – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა.

    “მივესალმები ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს კიევში. ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ – ჩვენ ამ ვიზიტს აღვიქვამთ, როგორც ნიშანს, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში – ამბიციური გადაწყვეტილებების თავი.”, – განაცხადა ზელენსკიმ.

    იენს სტოლტენბერგმა და ვოლოდიმირ ზელესკიმ,  ასევე ისაუბრეს პარტნიორების მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე.

    “განვიხილეთ: პირველი რამშტეინის შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებისგან ველით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენი აქტიური მოქმედებების შეიარაღებულ მხარდაჭერას.

    მეორე, მე მივმართე ბატონ გენერალურ მდივანს თხოვნით, დაგვეხმაროს, დავძლიოთ ჩვენი პარტნიორების თავშეკავება ზოგიერთი იარაღის მიწოდებაში, კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, თანამედროვე თვითმფრინავების, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებაში.

    მესამე საკითხია ვილნიუსის ნატოს სამიტი, რომელიც შეიძლება ისტორიული გახდეს. მადლობელი ვარ სამიტზე მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მოწვევა.

    და მეოთხე არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, უკრაინელებისთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

    გმადლობთ მოლაპარაკებების დაწყებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მშვიდობის დამყარებას უკრაინაში, მთელ ევროპასა და მსოფლიოში”,

  • მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსამართლეების საკითხის პარლამენტში გარკვევა – ომბუდსმენი

    თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენი ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული“,

    აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

  • “წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება” – ბენდელიანი

    “წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება”- აცხადებს თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი. ბენდელიანი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

    “რაც შეეხება ე.წ. დიდუბის ხიდისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს. ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან, ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირია ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების. მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწიქვეშა ურნები”. – თქვა ბენდელიანმა.

  • ხელისუფლებას მურუსიძე-ჩინჩალაძის ალაპარაკების ეშინია – ანა ბუჩუკური

    ”კომისია, რომ შეიქმნას შეიძლება უკეთესი მტკიცებულება ვერ დავდოთ მაგიდაზე, ვიდრე გუშინ და გუშინწინ რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომელმაც დაადასტურა, რომ დასამალი სასამართლო ხელისუფლებაში ძალიან ბევრი აქვთ. გუშინ და გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლება, რომელსაც ეშინია, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ალაპარაკდებიან” 

    ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

  • საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი 12-პუნქტიანი გეგმის მიღწევების დაზიანებაა – ამილახვარი

    საგამოძიებო კომისიას არანაირი საფუძველი და არანაირი დანიშნულება, რომელიც უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას შეექმნა არ ჰქონდა რაიმეს გამოძიებასთან, პირიქით, 12-პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა თითქმის უკვე შეასრულა, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომაც უნდათ ან უნდოდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა არის პირიქით, დააზიანონ ის მიღწევები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ნაწილში. რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს, არ მგონია ვინმეს რაიმე დასაცავი ჰქონდეს.

    განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

  • NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

    NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

    Reuters-ის ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ სტოლტენბერგმა პატივი მიაგო ომის დროს დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს და დაათვალიერა დაზიანებული რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც გამოფენილია კიევის ცენტრალურ მოედანზე.