ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, ოლეგ ბარნა დაიღუპა. ოლეგ ბარნა რადას მერვე მოწვევის სახალხო დეპუტატი იყო.
ოლეგ ბარნა დავალების შესრულებისას დაიღუპა.
“როდესაც მეთაურებმა გამოაცხადეს ჯგუფის დაკომპლექტება მტრის პოზიციებზე შტურმისთვის, უფროსმა სერჟანტმა ბარნამ ერთი წუთიც არ დააყოვნა. დავალება შესრულდა, მტერი დამარცხდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ბიჭების სიცოცხლის ფასად.” – ნათქვამია 68-ე ბრიგადის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ სახელმწიფო მზადაა, კიევი იარაღით მოამარაგოს. აქამდე სამხრეთ კორეა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება გამორიცხული იყო.
საინტერესოა, რას იტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, როდესაც ნახავენ რუსული იარაღის უკანასკნელ მოდელებს თავის უახლოეს მეზობლებში – ჩვენს პარტნიორ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში?”,
აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
Fox News-მა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქების თაობაზე ხმის მიცემის მანქანების მწარმოებელი Dominion-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი პრეტენზიები არასასამართლო წესით დააკმაყოფილა.
მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იქნა პროცესის დაწყებამდე ბოლო მომენტში, რომელსაც ამერიკული მედია უკვე უწოდებს ბოლო საუკუნის ყველაზე გახმაურებულ ცილისწამების საქმეს. მაუწყებელი დათანხმდა მოსარჩელეებს გადაუხადოს 787,5 მილიონი აშშ დოლარი, რაც მათ მიერ მოთხოვნილი ზარალის ანაზღაურების ოდენობის დაახლოებით ნახევარია. სარჩელში კომპანია 1.6 მილიარდ დოლარს ითხოვდა.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ ცილისწამების საქმეებში შეერთებულ შტატებში, სადაც მედია ორგანიზაციები ტრადიციულად ძლიერად არიან დაცული სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიებით.
2020 წლის არჩევნების შემდეგ, დამარცხებული ტრამპის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ხმების დათვლა რიგ შტატებში გაყალბდა მისი კონკურენტის ჯო ბაიდენის სასარგებლოდ და რომ ხმის მიცემის აპარატების გამოყენებამ, სავარაუდოდ, ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ ბრალდებების გავრცელებას მოსარჩელეების თქმით. ხელი შეუწყო კონსერვატიულმა ტელეარხმა Fox News-მა.
სარჩელში Dominion-მა განაცხადა, რომ მის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა კომპანიის მიერ გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ხმების თაღლითური დათვლის შესახებ.
მხარეებს შორის გარიგებამ საშუალება მისცა Fox News-ის მენეჯმენტს, მათ შორის მის მფლობელს რუპერტ მერდოკს, თავიდან აეცილებინათ სასამართლოში ბრალდებულად გამოცხადების პერსპექტივა.
როგორც Dominion-ის ადვოკატებმა წინასასამართლო მოსმენების დროს განაცხადეს, 92 წლის მერდოკმა, აღიარა, რომ მან არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მის ქსელს არ გაევრცელებინა ცილისმწამებლური ცნობები ხმების დათვლის გაყალბების შესახებ.
კომპანიის ადვოკატები სასამართლოდან გამოსვლისას სიხარულს არ მალავდნენ
სასამართლოს გარეშე მორიგების განცხადებაში Fox News-მა განაცხადა, რომ იგი რჩება უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულად.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, დაარეგულიროს ეს დავა დომინონთან მშვიდობიანად, ნაცვლად გამყოფი სამართლებრივი ბრძოლისა, საშუალებას მისცემს ქვეყანას დახუროს ეს საკითხი და განაგრძოს ცხოვრება“, – ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.
თუმცა, Fox News-ს კიდევ ერთი სამართლებრივი დავა ხმის მიცემის მანქანების კიდევ ერთი მწარმოებლის, Smartmatic-ისგან ელის, რომელიც თვლის, რომ მას 2,7 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. ფირმის ადვოკატებმა დაითვალეს მათ წინააღმდეგ ასზე მეტი ცილისმწამებლური ბრალდება Fox News-ის ეთერში. კერძოდ, Fox-ის ცნობით, Smartmatic სავარაუდოდ ვენესუელაში ადგილობრივი კორუმპირებული დიქტატორების წაქეზებით დაარსდა.
ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიუ-იორკის შტატის კანონები მკაცრად იცავს მედიის სიტყვის თავისუფლებას, რაც უკიდურესად გაურთულებს Smartmatic-ს სასამართლოში გამარჯვებას.
მარტის ბოლოს, აშშ-ის ორგზის იუსტიციის მინისტრმა, უილიამ ბარმა დაწერა სტატია Wall Street Journal-ში, სადაც ამტკიცებდა, რომ საქმე ფოქსის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, ან სასამართლოში ან აპელაციაში. ბარმა მხარი დაუჭირა არხის ადვოკატთა პოზიციას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მისი წამყვანები მხოლოდ აცნობდნენ თავიანთ აუდიტორიას დომინიონის სავარაუდო ინტრიგების ბრალდებებს, მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება.
მაშინაც კი, თუ Fox კომპანია Dominion-თან მორიგებას არ გააფორმებდა და დავას ყველა ინსტანციაში წააგებდა, ყველა შემთხვევაში, არხიდან მოთხოვნილი 1,6 მილიარდი დოლარის ამოღება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ცილისწამებაში მისი დანაშაულის დამტკიცება.
Fox-ის მხარდამჭერები იხსენებენ, რომ 2018 წელს Dominion-ის ღირებულება 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და ვერ გაუგიათ, თუ როგორ მოახერხა მოსარჩელემ ასეთი ოდენობის ზარალის ამოღება, რომელიც თითქოსდა მოპასუხის ბრალეულობით მიადგა.
ნაციონალური საზოგადოებრივი რადიო (NPR), Fox-ის იდეოლოგიური ანტიპოდი, ამბობს, რომ Dominion–ს, რომელიც ახლა ქვეყნის 50 შტატიდან 28-ში ფუნქციონირებს, ახლა უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე კონსერვატიული ტელერეპორტიორების მიერ კომპანიის ცილისწამებამდე. დომინიონს უნდა დაერწმუნებინა მოსამართლეები, რომ ცილისწამება რომ არ ყოფილიყო, მას კიდევ უფრო მეტი კლიენტი ეყოლებოდა, რაც საკმაოდ რთული ამოცანა იქნებოდა.
თუმცა, მიუხედავად უზარმაზარი თანხისა, რომლის გადახდა Fox –ს მოუწევს წინასასამართლო გარიგებიდან გამომდინარე, ტელეკომპანიისთვის ეს საკმაოდ დადებითი შედეგია, ამბობენ იურიდიული ექსპერტები.
რუპერტ მერდოკი
სარჩელი წაახალისებდა საზოგადოებას, კიდევ უფრო მჭიდროდ გამოეკვლია, როგორ აშუქებდა გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს ტელეარხი, და არავინ იცის, კიდევ რა გამოვიდოდა დღის სინათლეზე, ამბობს სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი როი გუტერმანი.
“ექვსკვირიანი სასამართლო პროცესი შეიძლება დამქანცველი განსაცდელი ყოფილიყო ყველა მონაწილესთვის და, სავარაუდოდ, არცთუ დადებითი გავლენის მქონე ფოქსისთვის და მისი რეპუტაციისთვის,” ამბობს ის. “თუმცა, თუ ფოქსი წააგებდა, ეს კიდევ უფრო ძვირი დაჯდებოდა და სერიოზულ გავლენას მოახდენდა სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, რაც შეეხება დანაშაულებრივი განზრახვის დადგენის სტანდარტებს, ისევე როგორც თავად კონსტიტუციის პირველ შესწორებას“.
სამოქალაქო სამართალწარმოების ადვოკატის მაიკლ სიმფსონის თქმით, რეპუტაციული ზიანის პერსპექტივამ, რომელიც მაუწყებელს მიადგებოდა, თუ მისი უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის მფლობელი რუპერტ მერდოკი და პოპულარული ტელეწამყვანები იძულებულნი გახდებოდნენ სასამართლოში ჩვენება მიეცათ, სასწორის პინა მორიგების სასარგებლოდ გადახარა.
Dominion, თავის მხრივ, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს: საქმეები მიმდინარეობს კიდევ ორი კონსერვატიული სატელევიზიო ქსელის: OAN-ისა და Newsmax-ის წინააღმდეგ. ფირმამ ასევე შეიტანა მსგავსი სარჩელი დონალდ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირის, მათ შორის რუდი ჯულიანის, სიდნი პაუელის და მაიკ ლინდლის წინააღმდეგ.
ნუთუ სრულმასშტაბიანი ომი არ არის საკმარისად სისხლიანი, რომ მსოფლიო ლიდერებმა სწრაფად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები? კიდევ რამდენი მარიუპოლი უნდა დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თვითმფრინავები მიიღოს? კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?
წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი
“სიცხე ისევ არის, წნევა მაღალი არის, გადაადგილება ძალიან უჭირს იმიტომ, რომ კუნთის ნასახი არ აქვს. თმები აღარ აქვს ადამიანს, დასცვივდა”
აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს სასჯელის გადავადების მოთხოვნას.
ნაციონალურ მოძრაობაში რეგიონული არჩევნები გაიმართება – ამის შესახებ, პარტიის თავმჯდომარემ, თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების შედეგად რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევენ.
“უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ, ქალაქებს, რაიონებს და დედაქალაქს, ანუ, საუბარია 73 საარჩევნო ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ქალაქს ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი.
შესაბამისად, 30 აპრილამდე, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში თუნდაც 1 აგურის დადება უნდა, 30 აპრილამდე, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში, ან გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა.
30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება, წესის შემუშავება, ცხადია, იმისთვის, რომ ყველა ქალაქში, რაიონში, მუნიციპალიტეტში არჩეული იყოს ამომრჩევლების მიერ და არა პარტიის თავმჯდომარის, სამდივნოს მიერ დანიშნული, ყველა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლებსაც ცხადია წარმომადგენლობა ეყოლებათ პოლიტიკურ საბჭოში. 73 პოლიტიკური საბჭოს წევრის მანდატი მთლიანად გადავეცით ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს და აბსოლუტურად ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, როგორც არჩევნებში, ასევე სამუშაო ჯგუფში, რომ იყვნენ წარმოდგენილები ან აქვთ რაიმე ინიციატივა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება. მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
“კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.
რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი.
ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით.
საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის.
აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით.
გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი.”,- ნათქვამია განცხადებაში.
“დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში, კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუხედავად.
რუსეთი არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის”,
“კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება” – პარლამენტში მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გადადეს.
პლენარულ სხდომაზე კვორუმი ვერ შედგა, სხდომას 51 დეპუტატი ესწრებოდა. საკითხის განსახილველად 76 ხმა იყო საჭირო.
მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კლანის ოთხი მოსამართლე წევრი – ლევან მურუსიძე, ვალერიან ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად დეპარტამენტმა კორუფციული საქმიანობა დაასახელა.
“თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კრიმინალები, თქვენს სინდისზეა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ ციხეში გამოკეტილი. ათი ათასობით ადამიანმა უსამართლოდ გამოიარა ჯოჯოხეთური ციხე თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ამ დანაშაულისთვის თქვენ საბოლოოდ პასუხს აგებთ პოლიტიკურად. ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალი არის.
ასევე, გარდა იმისა, რომ 25 ათასი ადამიანი იყო ციხეში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14-ჯერ შემცირდა თქვენი ხელისუფლების შემდეგ. თქვენი სისტემის გამო, ასეულობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ნაადრევი სიკვდილით. თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აინიციირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით. ალბათ დამეთანხმებით, უტიფრობის უმაღლესი ხარისხია”,
ასე მიმართავს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციას.