Category: სლაიდერი

  • როცა ვინმე საუბრობს “მშვიდობიან გადაწყვეტაზე”, უკრაინას მხოლოდ “კაპიტულაცია” ესმის – პოდოლიაკი

    ისევ დავუბრუნდეთ საფუძვლებს…როცა ვინმე საუბრობს “მშვიდობიან გადაწყვეტაზე”, უკრაინას მხოლოდ “დანებება, კაპიტულაცია, რუსული ულტიმატუმის შესრულება” ესმის. სისხლიანი ომის 423 დღის შემდეგ ეს შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული მოგონილი გამანადგურებელი ომი და არა მითიური “კონფლიქტი”. “მოგვარებისთვის” ადგილი არ არის.

    წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • საკითხი დგას ასე – ან სანქცირებული მოსამართლეები დარჩებიან სისტემაში, ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს – ნაცვლიშვილი

    „დამოუკიდებელი სახელმწიფოს მისაღწევად აუცილებელია, კლანი სახლში წავიდეს და სრულყოფილი რეფორმა გატარდეს. ყველას გვესმის, რომ ეს დიდი ბრძოლის ნაწილია. ამ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა, აქტიურობა და მათ შორის, პროტესტი, ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინსტრუმენტია. ამ ეტაპზე სანქცირებულ ადამიანებს ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც რომ ჰქონდეთ, თანამდებობიდან უნდა მიდიოდნენ. საკითხი დგას ასე – ან ეს ხალხი დარჩება სისტემაში ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. რა უფლება აქვს რამდენიმე მოსამართლეს, რომ სასამართლოში საკუთარ ყოფნას ქვეყნის უსაფრთხო მომავალი გადააყოლოს?!

    იმისთვის, რომ კლანის დემონტაჟი მოხდეს, ბრძოლას, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ისე, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში. დანარჩენს მომდევნო დღეებში იხილავს საზოგადოება“,

    ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

  • რუსეთი ძალიან მცირე წინსვლისთვის უზარმაზარ რესურსს ხარჯავს – გენერალი მარკ მილი

    ვფიქრობ, Abrams-ის ტანკები, როდესაც ის მიეწოდება და მიაღწევს თავის ოპერატიულ შესაძლებლობებს, ძალიან ეფექტური იქნება ბრძოლის ველზე. ინტენსიური ბრძოლები ბახმუტსა და მის ირგვლივ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. რუსეთი ძალიან მცირე წინსვლისთვის უზარმაზარ რესურსს ხარჯავს. უკრაინული ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან მოტივირებული არიან, იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ცხოვრების წესისთვის. რუსებს ლიდერობა აკლიათ, აკლიათ ნება. მათი მორალური განწყობა ძალიან დაბალია, დისციპლინა კი ნადგურდება.

    განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, მარკ მილმა “რამშტაინის” შეხვედრის დროს.

  • თბილისში, ავტობუსში კაცი დაჭრეს

    თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში კაცი დაჭრეს –  ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი, 40 წლამდე კაცი, დაკავებულია.

    არსებული ცნობებით, შემთხვევა ავტობუსში მოხდა. დაჭრილი 70 წლამდე კაცია. დაჭრილს ცივი იარაღით დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • პუტინის ომი არ არის ნატოს გაფართოების შედეგი, ის არის ნატოს გაფართოების მიზეზი – ოსტინი

    ”პუტინის ომი არ არის ნატოს გაფართოების შედეგი, პუტინის მიერ არჩეული ომი არის ნატოს გაფართოების მიზეზი. იცით, როცა პირველად მოვიწვიე ეს [“რამშტაინის”] საკონტაქტო ჯგუფი, დავინახე კეთილი ნების მქონე ქვეყნები, რომლებსაც სურდათ დახმარებოდნენ უკრაინას რუსეთის იმპერიული აგრესიის წინააღმდეგობის გაწევაში. მე ვნახე კოალიცია, რომელიც იყო ერთიანი და მტკიცე. მე დავინახე ქვეყნები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, მხარი დაუჭირონ უფლებებისა და წესების ღია და უსაფრთხო სამყაროს. და ეს ყველაფერი ისეთივე სიმართლეა დღეს როგორც ერთი წლის წინ”.

    – თქვა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა “რამშტეინის” შეხვედრის დასრულების შემდეგ.

  • რუსეთმა უკრაინაზე 9 მაისს შესაძლოა მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანოს – ჰუმენიუკი

    უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ჰუმენიუკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე 9 მაისს შესაძლოა მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანოს.

    ჰუმენიუიკი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე 9 მაისს მიიტანოს, თავიანთი “წმინდა თარიღის” აღსანიშნავად. თუმცა, იქვე, ჰუმენიუკი აღნიშნავს, რომ მტრის სისასტიკის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს არ უნდა ელოდონ და შეტევა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.

  • დავაკავეთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი – სუს

    კონტრტერორისტულმა ცენტრმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

    2013-2015 წლებში იგი ე.წ. “სამხედრო ემირების”, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების  დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში”. – წერია სუს-ის განცხადებაში.

  • რუსეთმა შავ ზღვაში ორი წყალქვეშა რაკეტმზიდი შეიყვანა

    რუსეთმა შავ ზღვაში „კალიბრით“ აღჭურვილი ორი წყალქვეშა რაკეტმზიდი შეიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი პასუხისმგებლობის ზონაში, ვითარება რთულია

    მათი მონაცემებით, შავ ზღვაში რუსეთს 1 ერთეული გემი ჰყავს, მათ შორის არის 2 წყალქვეშა სარაკეტო მატარებელი, რომელიც აღჭურვილია “კალიბრის” 8 რაკეტით.

  • შეიქმნას ფონდი, ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება – ხაზარაძე აქონდროპლაზიაზე

    “შეიქმნას ფონდი, ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება” – ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის მთავრობამ სპეციალური ფონდი შექმნას, სადაც სახელმწიფო, ბიზნესები და მოქალაქეები ერთობლივ ფინანსურ წვლილს შეიტანენ. ხაზარაძის განცხადებით, მისი პირველადი შენატანი 100 000 ლარი იქნება.

    “მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში. არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება”, – აცხადებს ხაზარაძე.

  • 2015-დან დაიწყო ფესვების გადგმა, სანამ ჩვენ იქ ვიყავით, მურუსიძე ვერაფერს ბედავდა – თინა ხიდაშელი

    ერთადერთი რეაგირება, რაც დააკლდა იმ პროცესს, იყო ის, რომ 2015-ში მურუსიძის გამო ჩვენ წავსულიყავით კოალიციიდან, სხვა არაფერი არ დაგვიკლია ამ პროცესისთვის. მე ბევრჯერ მითქვამს, პირველად არ ვამბობ ამას, რომ იმ მომენტში, იმ პროცესში მურუსიძემ გვაჯობა ჩვენ, მის გარშემო უფრო მაღალი ხარისხის კონცენტრაცია მოხდა პარტია ქართული ოცნების, ვიდრე ჩვენ გარშემო, ჩვენი პოზიციების გარშემო. ჩვენ პარლამენტში ათი ხმა გვქონდა და იმ ათ ხმას საით მივცემდით, არავითარი მნიშვნელობა ამას არ ჰქონდა, თუ არა ეხება საქმე ისეთ კანონებს, რომელიც კონსტიტუციურ უმრავლესობას მოითხოვს.

    2015-დან დაიწყო ფესვების გადგმა უფრო სიღრმისეულად, მაგრამ სანამ ჩვენ იქ ვიყავით, მურუსიძე ვერაფერს ვერ ბედავდა. მურუსიძე იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, მას ადგილი ჰქონდა მიჩენილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი დიდი შემობრუნებით თუ მეორედ მოსვლით, რაც გინდათ ის დავარქვათ, სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მეორედ მოსვლა იმას ემსახურებოდა, რომ კი ბატონო, ერთი ორი წელი არაფერს არ წყვეტდა, მაგრამ ხვალ და ზეგ ის ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი. ჩვენ ამას ვებრძოდით, ვებრძოდით საჯაროდ.

    ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი