Category: სლაიდერი

  • საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ზურაბიშვილის თქმით, მან ოფიციალური წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან, რობერტა მეცოლასგან დღეს მიიღო.

    ”ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

    ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

    აქვე შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 18 აპრილს სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო.

  • რამდენჯერმე გააუპატიურეს. ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. მსხვერპლი მე ვარ – შალვა იაშვილი რენატა ბეგიაშვილზე

    “რამდენჯერმე გააუპატიურეს. ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. მსხვერპლი მე ვარ” – აცხადებს მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შალვა იაშვილი სასამართლოში სადაც  მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

    “რენატა ბეგიაშვილისგან ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”. – აღნიშნა იაშვილმა სასამართლოში.

    ცნობისთვის,  საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

  • “არავის ვურჩევ, ეჭვი შეიტანოს რუსეთის სიმტკიცეში და გამოსცადონ ის პრაქტიკაში” – ზახაროვა

    “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად, თუმცა არა ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. არავის ვურჩევ, ეჭვი შეიტანონ ჩვენს სიმტკიცეში და გამოცადონ ის პრაქტიკაში”,

    განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.

  • მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ – თალაკვაძე საგამოძიებო კომისიაზე

    “ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ – საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ! […] პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სამი მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა. მეორე მიზეზია ის, რომ სურთ შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე – სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა, რათა სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ”

    თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

  • რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

    რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს და აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ერთი და  დაიჭრა ოთხი ადამიანი.

    •  “მტერმა ახლახან დაბომბა ხარკოვის რაიონის სოფელი ტოკარივკა. დაშავდნენ ხარკოვის ობლენერგოს მუშები, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობდნენ. სამწუხაროდ, 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა”, – წერს ოლქის გუბერნატორი. 
  • ოცნების პოლიტიკის გამო კონგრესში რეზოლუციის საკვანძო ნაწილში არ გვახსენებენ – ბოკერია

    ოცნების პოლიტიკის გამო კონგრესში რეზოლუციის საკვანძო ნაწილში არ გვახსენებენ – ბოკერია

    “ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, კონგრესში, რეზოლუციის საკვანძო ნაწილში, საქართველო ნახსენები არ არის” – ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამერიკის სენატსა და კონგრესში ინიცირებულ ორპარტიულ „უკრაინის გამარჯვების“ რეზოლუციას.  ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ   სენატში ინიცირდა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც არა უბრალოდ მხარს უჭერს უკრაინასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მკაფიოდ განსაზღვრავს რა იქნება შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ამოცანა ამ ვითარებაში – “ეს არის უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია და იურისდიქციის აღდგენა 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და რაც საქართველოსთვის ამ კონტექსტში კიდევ უფრო საყურადღებოა, ამის შემდეგ უკრაინის გაწევრიანება ნატოში.” ამბობს ბოკერია.

    “საქართველო ნახსენებია ბუქარესტის გადაწყვეტილების ციტატის ნაწილად, მაგრამ შემდგომ ტექსტში, საკვანძო გზავნილში, სადაც საუბარია, რომ ამოცანა იქნება უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, საქართველო ნახსენები არაა. ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის. ამ ისტორიულ მომენტში, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ვაშინგტონში, ბრიუსელში და ყველა დედაქალაქში ლობირებს, რომ საქართველო, როდესაც მოხდება რუსეთის დამარცხება და გაფართოება თავისუფალი სამყაროსი, უნდა იყოს NATO-ს წევრი. ამის მაგივრად, დაკავებულია დასავლეთთან, აშშ-სთან და ევროპასთან დაპირისპირებით, ანტიდასავლური კამპანიით და ამ ისტორიულ მომენტს გვაკარგვინებს”. – ამბობს ბოკერია.

  • ოცნება უარყოფს ხალხის აზრს, ვინც სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ემხრობა – ფოტიგა IRI-ზე

    როგორც ჩანს, ქართული ოცნება უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებშიც საჯაროდ ისწრაფვის გაწევრიანებას და საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, ასევე საქართველოს ხალხის შეხედულებებს, რომლებიც უმრავლესობით მხარს უჭერენ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

    წერს, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე.

  • “საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს” – ზურაბიშვილი ზბიგნევ რაუს შეხვდა

    “საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს”  – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

    აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.

    საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

  • რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ – თალაკვაძე საგამოძიებო კომისიაზე

    “რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ” – ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს.

    “ოპოზიცია ცდილობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების საკითხი გააერთიანოს. სინამდვილეში, ამ საკითხებს ერთმანეთთან საერთო არ აქვს. სრულიად სხვადასხვა საკითხს ეხება, სხვადასხვა დროს არის დაინიცირებული და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. როდესაც ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე დადგენილება დააინიცირა, ეს დადგენილება, ეს ინიციატივა პირდაპირ ემსახურება სამ ამოცანას:

    1. ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლოს დისკრედიტაციას და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას.
    2. მათ სურთ, შური იძიონ იმ სასამართლოზე და იმ მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა.
    3. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიონ და სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ.

    სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ. დავიცავთ ინსტიტუტს, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება […] შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არც დავუჭერთ”. – თქვა თალაკვაძემ.

  • “ოცნების” დეპუტატმა, მივლინებებზე ბიუჯეტიდან 19 648 ლარი დაიხარჯა

    “სტუდია მონიტორი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა სამსახურებრივ მივლინებებზე 2022 წელს, ბიუჯეტიდან 19 648 ლარი დაიხარჯა. ზავრადაშვილი გასულ წელს ტაილანდში, ესპანეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდა.