Category: სლაიდერი

  • ძაღლს, რომელმაც მარტვილში 20-ზე მეტი ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

    მარტვილში ძაღლს, რომელმაც მარტვილში 20-ზე მეტი ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებბ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი 24 აპრილს დადასტურდა.

    “სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • EU-ში ინტეგრაციის გზაზე, სამართალი, მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია – კატრინ კოლონა

    ჩემს ქვეყანაში, ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით თუ რა ხდებოდა პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ აქციები, დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს ფაქტს, რომ თქვენ ითხოვდით თავისუფლებას  და უკეთეს დემოკრატიას, შედეგი კარგი იყო. პრეზიდენტი მაკრონიც მხარს უჭერდა სპონტანურ მოძრაობას ახალგაზრდების მხრიდან და ქართველი ხალხის მხრიდან. ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს თეთრზე შავით დაწერილი საგზაო რუკა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. […] მე ხელისუფლებას განვიხილავ ყველა საკითხს, მაგრამ არა საჯაროდ.

    განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ.

  • საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს მომთხოვნი სამოქალაქო ორგანიზაციები – კატრინ კოლონა

    ”ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ საფრანგეთი და საქართველო და თუ შემიძლია რომ რეკომენდაცია გავაკეთო, ის არის, რომ უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ ერთმანეთის იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობა არის საჭირო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ეს არის ყოველთვის პლიუსი. მე მოვედი, რომ გადმოგცეთ მხარდაჭერის მესიჯი უპირველეს ყოვლის საქართველოს.”

    განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ.

  • ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა ევროკავშირთან თავისი მიჯაჭვულობა – კატრინ კოლონა

    ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე გავლა და საგარეო მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით საკანონმდებლო სფეროში და რა თქმა უნდა, სხვებიც იქნება საჭირო. სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა მოწადინებულნი ვართ, რომ ხელი შევუწყოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები, გზა არის გასავლელი, მაგრამ ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ.

    ამის შესახებ,  ჟურნალისტებთან საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა.

  • ევროინტეგრაციის ატრიბუტად რუსეთის სიძულვილი მიაჩნიათ – პესკოვი პუტინისთვის მოლდოვაში შესვლის აკრძალვაზე

    “ევროინტეგრაციის ატრიბუტად რუსეთის სიძულვილი მიაჩნიათ ” – განაცხადა  რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვი ამ განცხადებით, მოლდოვას პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებას, გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში  შესვლა აეკრძალა.

    “ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით”, – თქვა მან.

    პესკოვმა ასევე თქვა, რომ კიშინიოვში რატომღაც “ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებას” რუსოფობიის აყვავებასთან აიგივებენ.

    “მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს – რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება”, – აღნიშნა პესკოვმა.

  • „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89%, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება – ოქრიაშვილი

    „მუდმივად გვესმის, რომ ოპოზიცია დაქსაქსული და სუსტია, „რუსული ოცნება“ კი მონოლითური და ძლიერი და ამის გამო, არ დამარცხდება. ვინც ასე ფიქრობს, ან „რუსული ოცნების“ წევრია ან პოლიტიკური იდიოტი. პასუხი ამ ნარატივზე დევს მთავარ კითხვაში – ვინ არის ოპოზიცია?! „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89 %, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება. მოღალატე „რუსული ოცნება“ კი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად, ნაცისტურ რუსეთს მიგვაწებოს.

    ამ მოცემულობაზე აღარავინ დავობს და მაინც, პირადად ჩემთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც საწყენი იყო, როცა მოღალატე „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და ამით პირდაპირ მხარი დაუჭირა რუსეთს, რომლის აგენტები და ინტერესების გამტარებლები არიან!

    პრაქტიკულად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია, მოღალატე „ოცნება“ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს. ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია, ჩამოვაშოროთ „ოცნება“ და მისი ლიდერშიპი ზოგადად საქართველოს, რასაც ძალიან მალე ვიხილავთ!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

  • 12 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს – ”უფლებები საქართველო”

    არასამთავრობო ორგანიზაცია ”უფლებები საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში  აღნიშნულია, რომ დიდ დიღომში, 12 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმეზე კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება იკვეთება.

    “სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც უფლებები საქართველოს ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

    ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

    ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? ერთწლიანი პარლამენტი უნდა გვქონდეს? “იუმორინა” ხომ არ არის, ეს ოხერი- ელისაშვილი

    “იუმორინა” ხომ არ არის, ეს ოხერი, რომ ასეთ რამეს იძახდე, ეს არის ძალიან არასერიოზული, როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? ახლა არის აპრილის ბოლო, ამ გაზაფხულზე ვერ მოესწრება, ვთქვათ შემოდგომაზე დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, ერთ წლიანი პარლამენტი უნდა გვქონდეს? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წლის ოქტომბერში აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები. ერთწლიანი პარლამენტი რას შეცვლის? ეს იქნება უბრალოდ აურზაური. ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ ეს ოხერი. სულ ამას ვეუბნებით, რომ ნუ ცანცარებთ. ახლა რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, იქნება 120/30- ზე პროპორციით, მაჟორიტარული უპირატესობა აპრიორი ექნებათ. რა სიცანცარეა, რა აჩემებაა, ვერ ვხვდები. როცა ვეუბნებით ნუ ცანცარებთ, სიების ჩახსნის არ იყოს, ხომ მიხვდნენ რომ სისულელე ჩაიდინეს და მაშინ ჩვენ გვლანძღავდნენ, შეკრულები არიანო (“ქართულ ოცნებასთან”). ხომ ვეუბნებოდით ნუ ხსნით ამ სიებს. 11 მანდატი დააკლდა ჯამურად ოპოზიციას, ახლა რომ თვლით დავდევთ სხდომაზე ერთმანეთს, ერთი კაცი ხომ შეიძლება არ მოვიდეს, ავად გახდეს, ფეხი მოიტეხოს, იმ წამსვე გამოუტანს “ქართული ოცნება” საგამოძიებო კომისიას და ჩავარდება. რატომ? – იმიტომ, რომ სიები ჩახსნეს და 11 მანდატი დაიკარგა. ახლა არ ვიქნებოდით ასე რომ დავდევთ ერთმანეთს სუს-ის ოპერი მუშაკებივით. ამიტომ დაგვიჯერონ, ნუ ცანცარებენ. მოვიდა კარს 2024 წლის არჩევნები, იმისთვის მოვემზადოთ და დავამარცხოთ “ქართული ოცნება”. ჩვევად ექცათ, ალბათ, 2024 წლის სექტემბრის ბოლოსაც იტყვიან ვადამდელი გვინდაო,”

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

  • უმანში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

    უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ქალაქ უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაზარდა.

    ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იჰორ ტაბურეტსმა განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია.

    დაშავებულია 18 ადამიანი (მათგან 11 ჰოსპიტალიზებულია), ხოლო 17 ადამიანი (მათ შორის სამი ბავშვი) მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.

    ცნობისთვის, უკრაინის ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა.

    სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოკუპანტები თავს ჯერ კიდევ მდინარაძე ქალაქს დაესხნენ.

    სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

     

  • მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! – გონჩარენკო

    “მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! ” – ამის შესახებ,  უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო Twitter-ზე წერს.

    ”საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა.  ” – განაცხადა გონჩარენკომ.

    ცნობისთვის,  27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. მასში საქართველოს არც ხელისუფლების  და არც ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.