Category: სლაიდერი

  • რუსეთის ნებისმიერი მუქარა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, შიშის გამოვლინებაა – დანილოვი

    რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, არის უძლურებისა და შიშის გამოვლინება. რაც უფრო უარესი მდგომარეობაა ფრონტზე, მით უფრო ისტერიული “ბირთვული” განცხადებები ისმის, რაც დამარცხებისა და ანგარიშსწორების გარდაუვალობის მაჩვენებელია კრემლისთვის.

    წერს ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი Twitter-ზე.

  • შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ჩიხშია შესული – ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, შავი ზღვის მარცვლეული შეთანხმება ჩიხშია შესული. გუშინ, 25 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა მარცვლეულის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.მათი მტკიცებით, 23 მარტს და 24 აპრილს უკრაინამ დაარღვია შეთანხმების გარანტიები, რომლებსაც თურქეთი უზრუნველყოფდა და ოკუპირებულ სევასტოპოლის სანაპიროზე განლაგებულ შავი ზღვის ფლოტს უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უეკიპაჟო კატერები გამოუშვეს ოდესის პორტის მიმდებარე წყლებიდან.

    “უკრაინული უეკიპაჟო კატერების მოძრაობის მიმართულების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი გაუშვეს ოდესის პორტის აკვატორიიდან, რომელიც “შავი ზღვის ინიციატივის” რეალიზაციისთვისაა განკუთვნილი. მათი განლაგება მოხდა ჰუმანიტარული დერეფნის რაიონში, რომელიც უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანისთვისაა გააქტიურებული”. – წერია განცხადებაში.

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა ღარიბაშვილთან – სამადაშვილი

    “ჩვენ ვნახეთ, რომ არცერთი შეხვედრის შემდეგ, არც პრემიერმინისტრის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის, არც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების შედეგად, ვერ მოვისმენთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება.
    ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერმინისტრთან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, პოზიტიური სათქმელი მას არაფერი არ ჰქონდა და ჩვენ ვნახეთ რომ ერთადერთი რაც კეთდება არის მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტიანი მოთხოვნა”

    ასე აფასებს “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრებს ბრიუსელში.

  • გიორგი მუმლაძე მოსამართლემ 2 000 ლარით დააჯარიმა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    მუმლაძე, 7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

    მუმლაძის თქმით,  მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ხელისუფლების მორიგი დავალება შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის, ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი მუმლაძის კიდევ ერთი სხდომაა ჩანიშნული. ამჯერად უკვე საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე. საუბარია 2021 წელს, “ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე, რა დროსაც მუმლაძე დააკავეს და ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალი

  • შვედეთმა 5 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

    შვედეთმა 5 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა – ამის შესახებ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.

    შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსების საქმიანობა “შეუთავსებელია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან.”

    სამინისტრომ უარი თქვა დაზუსტებაზე, თუ რა საქმიანობაზე საუბრობდა, მაგრამ აღნიშნა, რომ შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთი მუდმივად იყო დაკავებული შვედეთში სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით.

    “ეს არის საფრთხე უსაფრთხოებისთვის, რომელსაც მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი – „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით – ოქრიაშვილი

    ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი – „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით – ოქრიაშვილი

    “საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი  დაახლოებით 4 %-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო  92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, რომელიც ეკონომიკის ზრდის ტემპებით 2003 წლიდან ყოველთვის ჩამოგვრჩებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით 24-ე ადგილზეა. სომხეთს, რომელიც ბოლო ორი წელია, მისთვის წარუმატებელ ომშია ჩართული, ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს!
    რატომ, რა ხდება? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი – „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
    შეგახსენებთ, გოლდა მეირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის  სიტყვებს, რომელმაც უდაბნოში სახელმწიფო შექმნა: „კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე!“
    სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი, სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის ყველა მუხრუჭი – კორუფცია, ტოტალური ქურდობა, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.
    ზუსტად ვიცი, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის სვლას პროგრესული მომავლისკენ.”

    წერს ფეისბუქზე ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

  • მითქვამს და გავიმეორებ – ვიმსახურებდით სტატუსს, მაგრამ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა – კალაძე

    მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისევე NATO-ს ოფისში. ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები, განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც გადადგა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა არის თვალსაჩინო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებდით სტატუსს, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა მიიღეს, მაგრამ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გეგმა თავიდან ბოლომდე იყოს შესრულებული და, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული ამ მიმართულებით. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

    განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

  • კახეთში ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს

    კახეთში ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

  • უკრაინაში მედვედჩუკის ცოლის 27 მილიონიანი აქტივები დააყადაღეს

    უკრაინაში ყოფილი ტელეწამყვანის, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის, მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს ერთ მილიარდ გრივნამდე (27 მილიონ დოლარზე მეტი) აქტივები დააყადაღეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU-მ) განაცხადა.

    ცნობილია, რომ მარჩენკო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს, ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნის აქციების 13,7%-ს ოთხი ოფშორული კომპანიის მეშვეობით ფლობს. მარტის ბოლოს უკრაინაში მარჩენკოს 11,9 მილიონი დოლარის აქტივები დააყადაღეს, თებერვაში კი 152,4 მილიონი დოლარის.

    ცნობისთვის, მარჩენკო იმ მოქმედებების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან ჩამოგდების ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიის საზღვრის შეცვლის ან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.

     

  • “პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში” – აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ზურაბიშვილს შეხვდნენ

    “პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში”  – აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ათონელის რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

    ”მშობლები შევხვდით. ჩვენ ქალბატონ სალომეს ვუთხარით ჩვენი მდგომარეობის შესახებ, მან იცოდა ეს ამბავი და გვითხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში თვალყურს გვადევნებდა და გამოთქვა მან მზადყოფნა, იმის გამო, რომ გუშინ პრემიერის მიერ იყო დასახელებული, რომ თანხა არ არის პრობლემა, ბიუჯეტში არის საჭირო თანხა, საჭიროა კიდევ მეტად დარწმუნება, რომ მედიკამენტი არის საკმაოდ ეფექტური, ის დაგვეხმარება, გაგვიზიაროს ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ჩვენი ქართველი ექიმები გადაამზადოს ამ მიმართულებით და კიდევ მეტი აქტივობა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწეროს ეროვნული პროტოკოლი, რომელშიც ჩართული იქნებიან ევროპის მოწინავე ქვეყნები და გაზიარებული იქნება მათი გამოცდილება. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და როგორც დაპირება იყო მინისტრის, დროულად შემოვიდეს საქართველოში ეს მედიკამენტი ჩვენი შვილებისთვის”, – თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.

    ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მე-7 დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ – ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მედიკამენტისთვის საჭირო თანხები გამოყოს, რათა ბავშვებმა მკურნალობა შეძლონ.