Category: სლაიდერი

  • თავისუფალი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, მისკენ სწრაფვის ნიშანია – ღარიბაშვილი

    პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას.
    უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება.
    სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს.
    თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე.
    კიდევ ერთხელ ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ყველა ჟურნალისტს და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

    პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს.

  • უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს ამზადებს – ზელენსკი

    “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას, ჩვენ ვაფიქსირებთ ყველა ასეთ მიმართულებას და ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად მის დასაბლოკად. ვამზადებთ სანქციების დიდ პაკეტს. გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული”,

    განაცხადა  ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ – სარჯველაძე ნატოს წვრთნებში არმონაწილეობაზე

    საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ – სარჯველაძე ნატოს წვრთნებში არმონაწილეობაზე

    პირველად ხდება თუ როგორ ხდება, ეს ამბავი, მემგონი, ცალკე შეფასებას მოითხოვს და მე მგონია, რომ ზუსტი ინფორმაციას შეიძლება არ გქონდეს, იმიტომ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული აქტივობები ხორციელდებოდეს და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კონკრეტული მიზეზი კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილეობის არმიღებისა თუ მიღებისა რა შეიძლება იყოს, გამიჭირდება მე ამაზე ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ საგანგაშოს რომ ვერაფრეს ვხედავ, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ,

    აცხადებს “ქართული ოცნების” ლიდერი მიხეილ სარჯველაძე.

    ცნობისთვის დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ -ში (Defender 23) მონაწილეობას არ მიიღებს.

  • “აშშ-ის რეკომენდაციით გადაწყდა” – თავდაცვის სამინისტრო NATO-ს სწავლებაში არმონაწილეობაზე

    “აშშ-ის რეკომენდაციით გადაწყდა” – თავდაცვის სამინისტრო NATO-ს სწავლებაში არმონაწილეობაზე

    თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში მონაწილეობის არმიღება “აშშ-ის რეკომენდაციით გადაწყდა”.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეული საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პირების მიერ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ.

    საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით.

    უფრო მეტიც, ნატოს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში, კერძოდ თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23) და ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23), იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL) და საქართველოში (MAPLE ARCH 23), რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი.

    რაც შეეხება უშუალოდ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობას, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას“. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო არ მონაწილეობს აშშ-ს მიერ ორგანიზებულ Defender 23-ის საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში. ეს არის ყოველწლიური წვრთნები, რომელთა მიზანიც აშშ-ს, NATO-ს მოკავშირეთა და სხვა პარტნიორთა შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობისა და მზადყოფნის განვითარებაა.

    გასული წლის წვრთნებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო.

  • გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ. არგუმენტი რომ თურმე ძვირია არ მიიღება – ხიდაშელი

    გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ. არგუმენტი რომ თურმე ძვირია არ მიიღება – ხიდაშელი

    “გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ
    ეს არგუმენტი რომ თურმე ძვირია არ მიიღება.
    პირველი იმიტომ რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანზე რაზე ხარჯავთ ფულს;
    და მეორე და მთავარი, მსგავს სწავლებებში მონაწილეობა ჩვენ, როგორც წესი, დიდი არაფერი გვიჯდებოდა იმიტომ რომ  ტრადიციულად პარტნიორები უზრუნველყოფდნენ ხოლმე!”

    ასე ეხმაურება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ნატოს წვრთნებში (Defender 2023) საქართველოს არმონაწილეობას, რის მიზეზადაც მინისტრი ბურჭულაძე ხარჯებს ასახელებს.

  • NATO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ხელისუფლების პრორუსულობის ნიშანია – ხოშტარია

    NATO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე უარის თქმა არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი ხელისუფლების პრორუსულობის. Defender არის ძალიან მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი წვრთნა და არ არსებობს მიზეზი რატო არ უნდა მიიღო მონაწილეობა გარდა რუსეთის მაამებლობისა.

    ამის შესახებ, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. საქართველო აშშ-ის წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

  • “5 ივლისი იყო ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი”- მორგოშიას თქმით ხელისუფლება ანტილგბტ კანონის მიღებას აპირებს

    “მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება, პარტნიორი პარტიების მეშვეობით, მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეიპროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!

    ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!”

    აცხადებს პუტინისტური და პრორუსული ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.

  • უკრაინას არ აქვს უფლება დაბომბოს რუსეთი გერმანული იარაღით – შოლცი

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის – წერს ამის შესახებ  Die Zeit.

    მსგავს წესებს ასევე განსაზღვრავენ იარაღის სხვა დასავლური მიმწოდებლები, თქვა შოლცმა ბენდორფში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე.

    კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ დახმარება აუცილებელია, მაგრამ ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს (ნატოს) შორის.

  • ნატო-ს სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობა ძღვენია კრემლისთვის – თეონა აქუბარდია

    “ნატო-ს სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობა ძღვენია კრემლისთვის” –  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    „მე მინდა გამოვეხმაურო სწორედ 30 აპრილს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ იმ ნატო-ს სწავლებაში, სადაც საქართველო წლებია მონაწილეობს და რომლის მთავარი იდეა არის რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ფოკუსირება და შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან და მოკავშირე წევრ ქვეყნებთან ერთად სამხედრო სწავლებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ამ სწავლებაში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ მონაწილეობს და ეს ახსნა სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯით და სხვადასხვა სირთულით, რაც არის ტყუილი და რაც არის დამაზიანებელი ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისთვის. […] აქვე, მნიშვნელოვანი არის, რომ მოლდოვაც რომელიც არც ნატო-ში არ მიილტვის და არც ისეთი დონის თანამშრომლობა აქვს შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან, როგორც საქართველოს, იღებს მონაწილეობას ამ სწავლებაში. ამ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს, ამ სამხედრო სწავლებას ბოლო წლების მანძილზე და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას, საქართველოს არმონაწილეობა ამ სამხედრო სწავლებაში პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, მით უფრო როდესაც ვლაპარაკობ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისთვის. მინისტრმა იცრუა, როდესაც ეს ახსნა ლოჯისტიკური ხარჯებით, რამდენადაც წლების მანძილზე საქართველო მონაწილეობს ნატო-ს ამ სწავლებაში, მეტიც, გეტყვით, რომ ორი წლის წინ საქართველომ უმასპინძლა კიდეც ამ სწავლებას და როგორც წესი, სამხედრო სწავლებებში ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყო უზრუნველყოფილი, როგორც ლოჯისტიკურად ასევე სხვა ხარჯებით და ეს არის მკაფიო სიგნალი, ნატო-სგან, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი – ნატო-ში გაწევრიანება, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. […] მოვუწოდებ ასევე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს დაინტერესდეს იმ მიზეზებით თუ რის გამო თქვა უარი თავდაცვის მინისტრმა „მცველ 2023“-ის სწავლებაში მონაწილეობაზე. 2020-2021 წელს არის დაგეგმილი ეს სამხედრო სწავლება, 5 აპრილის მონაცემებით საქართველო იყო მონაწილე ქვეყნებს შორის და მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებას“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

    ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო არ მონაწილეობს აშშ-ს მიერ ორგანიზებულ Defender 23-ის საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში. ეს არის ყოველწლიური წვრთნები, რომელთა მიზანიც აშშ-ს, NATO-ს მოკავშირეთა და სხვა პარტნიორთა შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობისა და მზადყოფნის განვითარებაა.

    გასული წლის წვრთნებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო.

  • გვარამიას ნახვაზე ბუნდესტაგის წევრის მოთხოვნა ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა – რებეკა ჰარმსი

    თავადაც ვფიქრობდი სწორედ ევროპული ცენტრის სახელით და ლიბერალების სახელით განცხადება დამეწერა, შუამდგომლობა დამეწერა [გვარამიასთან ვიზიტზე], მაგრამ ვიფიქრე, რომ უმჯობესია ბუნდესტაგის წევრმა გააკეთოს ეს, ჯერჯერობით არ არის დაკმაყოფილებული. ხელისუფლებამ თბილისში და იუსტიციის მინისტრმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ნიკა გვარამიასთან ვიზიტი. ეს არის აუცილებელი, რათა ეს შედგეს და ბუნდესტაგის დელეგაციის ვიზიტი არის შანსი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ რაღაც გამოასწოროს და რაღაც თვისობრივად შეცვალოს.

    აცხადებს ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი “ფორმულასთან” საუბარში.