Category: სლაიდერი

  • F-16-ები იქნება, ეს დროის საკითხია – დმიტრო კულება

    “F-16-ები იქნება, ეს დროის საკითხია. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე და კონტრშეტევის შედეგებზე. […] ახლა რომ F-16-ები გვქონდეს, ჩვენი კონტრშეტევა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და შეგვეძლებოდა გადაგვერჩინა კიდევ ბევრი ჩვენი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე”

    აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

  • არ შეიძლება ჭეშმარიტება დავარქვათ რომელიღაცა სახელმწიფო დეპარტამენტს – მდინარაძე

    ეს არის თქვენი და ჩვენი განსხვავება – სახელმწიფო დეპარტამენტმა რაღაც თქვა და ის არის ჭეშმარიტება თქვენთვის და ჩვენთვის ჭეშმარიტება სხვაგან არის – შეიძლება, ღმერთი იყოს ჭეშმარიტება და დანარჩენი არაფერი და თქვენ გგონიათ, რომ ჭეშმარიტება არის რომელიღაც სახელმწიფო დეპარტამენტში და ასე არ არის. არსებობს ტყუილი და მართალი, არსებობს სწორი და არასწორი ინფორმაცია და თქვენთვის არის ჭეშმარიტება რომელიღაც სახელმწიფო დეპარტამენტი, თუნდაც ეს იყოს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, არ შეიძლება ჭეშმარიტება დავარქვათ რომელიღაცა სახელმწიფო დეპარტამენტს, არ შეიძლება ასე.

    მაგრამ რადგან ის ამბობს, კარგია ისიც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტული ჩანაწერი ეხებოდა წყაროებსაც და მითითება არის ათიდან ცხრა შემთხვევაში, საბედნიეროდ, წყაროზე, რომ ამ ინფორმაციას ახმოვანებენ საქართველოში NGO სექტორის წარმომადგენლები და საქართველოში NGO სექტორის წარმომადგენლები კი არა, IRI-იც კი გაყალბებულ კვლევებს გვთავაზობს, აი, ამ მოცემულობაში ვართ, ამ გამოწვევაში ვართ, საქართველოს წინააღმდეგ ამ შეთქმულებების გარემოცვაში ვართ.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

  • რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთება იქნებოდა ხარაკირი – კალაძე

    როგორ შეიძლება, შევუერთდეთ სანქციებს, როცა დარწმუნებული არ ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ხარაკირი. იგივეა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ხომ გადავიხადეთ მძიმე საფასური, ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა უბედურება და ზიანი მოგვაყენა 2008 წელმა. ამიტომ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება.

    რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანზე არის ყველაზე მეტი შეტევა. როგორც იცით, მას თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადი და ნათელია.

    აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

  • ამ ადამიანების მთავარი მიზანია, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს – კალაძე კრამონზე

    არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

    რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან  საქართველო იყო ყველაფერში მოწინავე კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით. თუმცა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს.

    თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა.

  • ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს… “ბეზპრიდელია”, მეტი არაფერი – ზარქუა

    „იცით, რომ ადამიანს პირად ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამას მოჰყვა საერთაშორისო დიდი მასშტაბის ბანკიც, საბაზრო ეკონომიკა არ გაპატიებს ასეთ მიდგომას და ბანკი გაკოტრების ზღვარზეა. ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს. ასეთი რამ გაგონილა?! ბუნებრივია, არაპირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი სანქცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო სასამართლო მოიგო, საერთაშორისო არბიტრაჟები, “ბეზპრიდელია”, მეტი არაფერი”

    აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი  ზარქუა.

  • ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

    ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს  – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    • “ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა 41 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

    რუსულმა ძალებმა 19 სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

  • მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

    მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

    საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი გამომძიებელ სერგო შუბითიძის ინტერვიუ გახდა.

    „29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1-ელ მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მისი გაუჩინარების ფაქტზე, 2020 წლის 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო. 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში იქნა აღმოჩენილი.

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2020 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს და ითხოვდნენ საქმის გადაცემას პროკურატურისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში.

    საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ “facebook”-დან და „Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის “facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. იხ. ბმული: https://pog.gov.ge/news/saqa-1

    საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

    რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე.

    აქვე, აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

  • ბრძოლა ბოლომდე გრძელდება! არ მინდოდა პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს – გრიგორიადისის მამა

    ”ისე თავისუფლად ისხდნენ ეს ორი ცრუპენტელა პროკურორები, რომ თითქოსდა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. 20 000 გირაო რომ შესთავაზა ადვოკატმა, მაგაზეც უარი თქვა მოსამართლემ. მე მგონია, რომ მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება სულ ცოტახანში. უბრალოდ, ცოტა მძიმე იყო ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. ძალიან არ მინდოდა პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს”.

    განაცხადა მარტის აქციების ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა.  ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

  • მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

    რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.  მისი შემდეგი პროცესი 8 მაისსაა ჩანიშნული.

    სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მას მიმალვა არ უცდია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 3 პირის – თორნიკე აკოფაშვილის, გიორგი მიქაძისა და ტარიელ დალაქიშვილის წინასასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

    მიმალვის რისკს რამდენიმე სიტყვით გამოეხმაურა თავად გრიგორიადისიც. მან თქვა:

    • „მიმალვასთან დაკავშირებით ვიტყვი – მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში მივიმალებოდი. ტანსაცმელი დაკავებისას რაც მეცვა, ის მეცვა აქციაზე,“ – თქვა გრიგორიადისმა.

    პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

  • თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ქართველების დამსახურება იქნება და არა მთავრობის – ვიოლა ფონ კრამონი

    ზუსტად პირიქითაა. თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არა, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულეს, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას  გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს.

    ასე გამოეხმაურა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს.