Category: სლაიდერი

  • 20 ნაბიჯი ჩამოიაროს კაბინეტიდან, დედები რომ ღამეს ათენებენ, იქ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე – ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე

    “ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე, ასეთ კარგ რაღაცებზე, საუბრობს და მაგაზე ბუდაპეშტში საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავისი კაბინეტიდან და მისი კაბინეტის წინ, მეორე კვირაა დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად იძულებულები არიან ღამე ათენონ კანცელარიის წინ, აი მანდ რომ გაიხსენოს “ოჯახის სიწმინდე” და ის რომ ქალი სახლში უნდა იყოს ბავშვთან, კარგი იქნება და გაიგონოს, რომ წამალი სჭირდებათ ბავშვებს”.

    განაცხადა “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერის კონსერვატიულ კონფერენციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით.

  • გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ – პესკოვი დრონით თავდასხმაზე

    გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ – პესკოვი დრონით თავდასხმაზე

    „ასეთი გადაწყვეტილებები, მიზნების განსაზღვრა, საშუალებების განსაზღვრა – ამ ყველაფერს კიევს ვაშინგტონიდან კარნახობენ. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი აღასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან“,

    ასე უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, CNN-ის კითხვას, მიაჩნია თუ არა კრემლს, რომ შეტევის უკან აშშ დგას.

  • ზრუნავს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე – ბოკერია ღარიბაშვილზე

    ზრუნავს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე – ბოკერია ღარიბაშვილზე

    უნდა გავიდოთ, დავინახოთ მანდ რაც არის, ფარისეველი, მატყუარა, რომელიც ზრუნავს საკუთარი რეჟიმის, ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენი ეროვნული ინტერესი დღეს არის, თავისუფალ სამყაროში იმ იდეის გატანა, რომ საქართველო იმსახურებს, როგორც ქვეყანა და დასავლეთს ის სჭირდება, ამავე დროს, როგორც NATO-ს წევრი, როგორც რაიმე მყარი ფორმით, დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, რომ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ამ საკითხში, გვჭირდება მხარდაჭერა დეოკუპაციაში, ჩვენ გვჭირდება მტკიცე, თავისუფალი კოალიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

    განაცხადა ფორმულასთან ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

  • იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ბიძინას ტუტუცი ბუდაპეშტშიც ბიძინას ტუტუცია – ზურა ჯაფარიძე

    იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ბიძინას ტუტუცი ბუდაპეშტშიც ბიძინას ტუტუცია

    ასე ეხმაურება, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში საერთაშორისო კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას სადაც განაცხადა, რომ “შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა, იესო ამბობს – ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი”.

  • ღარიბაშვილისგან სწავლადია, რუსეთის ჩრდილქვეშ ცხოვრება, ღირებულებების შენარჩუნებით – ორბანი

    მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერმინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს.

    განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრემა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • არ დავუშვებთ უმცირესობებზე ძალადობას, ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე – ღარიბაშვილი

    “ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. 2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმნაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია. ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებს იზიარებს.

    ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ; ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება”.

    თქვა პრემიერმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • თავს გვახვევენ ყალბ ფასეულობებს LGBT პროპაგანდით, ბავშვებისათვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით – ღარიბაშვილი

    როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარი მიზნების მიღწევას, სწორედ ტრადიციული ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით. მაგალითად, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის, დაკანონების მცდელობით. ასეთი. ე.წ. სიახლეების იძულებით, რომლებიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა, ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა, უფესვებო ადამიანის მართვა ადვილია. ამიტომ ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური კონსერვატიული ფასეულობებია.

    განაცხადა  პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

  • ამ ტერაქტის შემდეგ, სხვა გზა არ დარჩა, გარდა ზელენსკის ლიკვიდაციისა – მედვედევი

    დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, სხვა გზა არ დარჩა, გარდა ზელენსკის ლიკვიდაციისა. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება.

    წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი

  • ერთადერთი, ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, ეს თავად დავით კეზერაშვილია, რათა წინსწრებით გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს – პაპუაშვილი

    „იცით ყველამ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. საქართველო და ჩვენი პროკურატურა არის ნაწილი ამ ჯგუფისა, მიდის ამ საკითხების ეტაპობრივი გაშიფვრა. არის საკითხები, რომელიც გამოძიებას აქვს. საქართველოს თანამშრომლობას ყველა აფასებს, აღიარებს. გახსოვთ, გერმანელი პროკურორები იყვნენ ჩამოსული, იყო ერთობლივი ბრიფინგი, როდესაც პირველად მოხდა ამ ქსელის გახსნა. საქართველო არის ამ გამოძიების ერთერთი აქტიური მონაწილე. ვხედავთ, რომ ეს გამოძიება ძალიან ბევრ ადამიანს მიწვდა და ძალიან სკურპულოზურად მუშაობს. აქ სახელმწიფოს ინტერესია, ეს საკითხი ბოლომდე იქნას გამოძიებული პროფესიონალურად. მეორე მხრივ, ინტერესი ვისაც აქვს, რომ რაც შეიძლება წინსწრებით გახდეს ცნობილი, თუ რა არის შიგნით მასალებში, არის თავად დავით კეზერაშვილი. სახელმწიფოს ინტერესი, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი რა შეიძლება იყოს, რაც უფრო მეტი რაღაც გამომზეურდება, უფრო მეტად დავინახავთ იმას, რაც უკვე გავიგეთ მედიის მხრიდან, დავით კეზერაშვილის და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პირების მონაწილეობა ამ ქსელში. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, შეიძლება ჩვენი ინტერესი იყოს ამის გამომზეურება, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ინტერესია, რომ ეს გამოძიება წარიმართოს ბოლომდე პროფესიონალურად და თავის დროზე იქნას ყველაფერი გამომზეურებულიც, გამოძიებულიც და მტკიცებულებები შეგროვებული, ამიტომ გამოძიების ინტერესი არის ის, რომ დროზე ადრე რაღაც საკითხები არ გახმაურდეს და პირიქით – დავით კეზერაშვილის ინტერესია ამის დროზე ადრე გახმაურება და საინტერესო ხრიკი და სვლა არის, რომ ის იყენებს ამ პარტიას იმისთვის, რომ დააინიციროს საგამოძიებო კომისია. არ ვიცი რეალურად რა და როგორ ხდება, მაგრამ ლოგიკურად ასე ჩანს“,

    ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

  • ნათესავმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, დაზიანებები ხელკეტით და ელექტროშოკით მიაყენა – შსს

    თბილისში ნათესავის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე – 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

    თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა” – აცხადებს შსს.