Category: სლაიდერი

  • ”ოცნების“ მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება შემდგომი არჩევნებისთვის – ბადრი ჯაფარიძე

    „ახლა იმის ნაცვლად, ფოკუსირებული ვიყოთ, რომ ქვეყანამ არ გაუშვას უნიკალური შანსი და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვხედავთ ამის საწინააღმდეგო მოქმედებებს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ერთი ლიდერი ამბობს, რომ მერე, რა თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო და აქ ჩანს, რომ პრიორიტეტად არ განიხილება ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მეორე – ვხედავთ ღარიბაშვილის ევროსკეპტიკოსებთან დაახლოებას, მათთან ერთად კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას და ცხადია, რომ ეს ყველაფერი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ ისეთ მოქმედებებს და განცხადებებს, რომელიც კი არ ემსახურება ისტორიული მიზნების მიღწევას, არამედ ემსახურება მცდელობას – მოამზადოს ნიადაგი, ვინიცობაა არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ეს დააბრალონ სხვას.

    ამზადებენ არსენალს საზოგადოებაში დაძაბულობის შემოსატანად, დამატებითი განხეთქილების შემოსატანად და სინამდვილეში ცხადია, რომ მათ ესმით, რომ რამდენადაც არ აპირებენ რეკომენდაციების განხორციელებას ქვეყანას უმცირებენ შანსს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამიტომ ამზადებენ სამოქმედო გეგმა „ბ“-ს, რომელიც სწორედ იმისკენ იქნება მიმართული, რომ შემოიტანონ ისეთი თემები, რაც ააღელვებს საზოგადოებას, გააღრმავებს დაპირისპირებას და ამ ტალღაზე იქნებ შეინარჩუნონ ძალაუფლება 2024 წელს. არ აპირებენ უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციების განხორციელებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება შემდგომი არჩევნებისთვის და ამას გადააყოლონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები“,

    ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

  • შეიქმნას კომისია META-ს ანგარიშში დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად – NGO-ები პარლამენტს

    არასამთავრობო ორგანიზაციები META-ს მიერ საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიშის წაშლას ეხმაურებიან და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობოები, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. NGO-ები აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ოპერაციებშია ჩაბმული.

    ”Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები.

    კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, META-ს გამოძიებამ „აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან”.

    როგორც ანგარიშიდან დგინდება, აღნიშნული ქსელი ხშირად იყენებდა კომენტარების ფუნქციას, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში ავრცელებდა არაავთენტურ, ცრუ ინფორმაციას სასურველი განწყობის შესაქმნელად. ქსელი ასევე ცდილობდა პროსამთავრობო გზავნილების  პოპულარიზებას, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას. ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი კონტექსტში. META-ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო ქსელების პოსტების რეკლამირებაში დაახლოებით 33,500 აშშ დოლარი დაიხარჯა.

    ცნობისათვის, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედი გვერდების სქემა, სხვადასხვა ორგანიზაციასა და მკვლევარს წარსულშიც გამოუვლენია. სამართლიანი არჩევნების მიერ 2021 წელს ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ მთავრობის სტრატკომთან ფარულად დაკავშირებული გვერდები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ითავსებდნენ და, პარალელურად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდნენ.

    საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ,  საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული.

    ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    • ევროპულ ქართული ინსტიტუტი – EGI
    • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI
    • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი – GMC
    • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
    • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
    • ღია სივრცე კავკასია – COS
    • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
    • ფრანკლინის კლუბი 
    • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
    • IWPR საქართველო
    • აი, ფაქტი – Ifact
  • მანახა ადგილი, სადაც თავი დაარტყა. უმძიმეს მდგომარეობაშია, ვიზუალური დაზიანება აღენიშნება- ხაჭაპურიძე

    “მომიყვა ის ფაქტი, რაც მოხდა. მანახა ის მაგიდა, რაზეც ვფიქრობდი ზუსტად ის მაგიდა არის. ამ მაგიდას აქვს რკინის კონსტრუქცია. მანახა ადგილი, სადაც დაარტყა თავი. არის უმძიმეს მდგომარეობაში და რაც მთავარია, მას არ უტარდება არანაირი ისეთი მკურნალობა, რომელიც მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. ვიზუალური დაზიანება მას აღენიშნება ზოგადად, მაგრამ მე ექსპერტი არ ვარ და ვერ განვსაზღვრავ, რა ხარისხია და როგორ არის.

    პენიტენციურ სამსახურს აქვს კადრები და არაერთხელ მინისტრი გამოსულა და ყოველგვარი კანონების დაცვის გარეშე აჟღერებ და უშვებს ამ კადრებს. ადგეს და გაასაჯაროოს ეს”

    ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

  • ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი FB ანგარიშები – ნინო ლომჯარია

    ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს:

    – ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი შვილის თანატოლი ბავშვები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა ფრანკლინის კლუბის დისკუსიებში მონაწილეობის გამო, თვითონ კი შვილი ამერიკაში, ფრანკლინის მიერ დაარსებულ, ლიბერალიზმის პრინციპებზე მდგარ პენსილვანიის უნივერსიტეტში გაუშვა სასწავლებლად;

    – დედების, მამების და ბავშვების პატივისცემაზე გვმოძღვრავს კაცი, რომელიც მის სამსახურთან გაყინული და ნატანჯი დედების ცრემლებს და მოთქმას აყურებინებს მათ შვილებს და ქმრებს, თვითონ კი ერთხელაც არ შეწუხებულა მათთვის მოესმინა;

    – მას ჰგონია, რომ ოჯახის პატივისცემა მამისთვის ღვინის ქარხნის, ხოლო ცოლისთვის სახელმწიფო ტყის ჩუქებაა.

    სინამდვილეში, ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია. სამწუხაროდ, მისი ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

    ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

  • პესკოვი იტყუება – კირბი კრემლზე თავდასხმაში აშშ-ს ჩართულობის ბრალდებაზე

    “დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ არ ყოფილა ჩართული. რაც იყო, ჩვენ მისი მონაწილეები არ ვყოფილვართ. არაფერი გვაქვს საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება, ცხადად და მარტივად”.

    აცხადებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი  ჯონ კირბი რომელიც კრემლის სპიკერის, დიმიტრი  პესკოვისს ბრალდებას,  ეხმაურება რომლის მიხედვით  კრემლზე თავდასხმა ვაშინგტონის მითითებით მოხდა, სიცრუეა.

  • ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში – მდინარაძე კრამონზე

    “კახა კალაძის ალეგორია ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, რაზე არიან წასულები ადამიანები, რომლებსაც ერთი შეხედვით, საქართველოში არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ისე არიან ჩარეული, შეიძლება, მართლა მაჟორიტარებად მოიაზრებენ თავს. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულია და შესაძლოა, პროპორციული სიით ვიხილოთ, მანამდე კი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეეცადოს და გადმოეწეროს. შეიძლება, მოხვდეს „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაში, რომელიმე მის კლასტერში ან მართლაც გამოვარდეს და პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, ცეცხლი წაუკიდოს და რადიკალური ოპოზიცია ვიოლა ფონ კრამონის დასაცავად გამოვიდეს. ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია. როგორც ჩანს, კონკრეტული ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები მათ საერთო გეგმაში კარგად ზის, რაც ქაოსში ჩართვას, ხელისუფლების ცვლილებას, მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს”,

    განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, მერი კალაძის განცხადებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

  • სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა – მდინარაძე სააკაშვილზე

    სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა – მდინარაძე სააკაშვილზე

    “სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა” – აცხადებს, “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

    „რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინის მაგიდას ჩამოარტყა თავი, რაღაც მეტი დრამატიზებისთვის, ამ თემის მეტი გაბერვისთვის. სინამდვილეში ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი. ერთი მილიონი და მეტი უკვე გადარიცხულია ოფიციალურად ლობისტებისთვის და არაოფიციალურად, რა ჯდება და ის შეკვეთილი სტატიები ასე მარტივად რომ არ გაივლიდა, ესეც ძალიან კარგად ვიცით და ამ სტატიებისთვის სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს. ამაში ხდება ფულის გადახდა, ამ მავნებლობაში. კონკრეტული შეკვეთილი სტატიებით თავის როლს ასრულებენ, გასაგებია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ამ „ფეიკებსაც“ საბედნიეროდ წარმატებით უმკლავდება“ – ამბობს მდინარაძე.

    ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  მან ორჯერ დაკარგა გონება და თავი დაარტყა რკინის მაგიდას ინფორმაციას უარყოფს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი. ჩხაიძე ამბობს რომ “ლუქს” პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.

  • “ოცნება” იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ – კრამონი

    “ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, დისიდენტების ექსტრადირებაც მოსალოდნელია და აღარ ვარ დარწმუნებული.

    მოლდოვა სხვა შემთხვევაა”

    აცხადებს, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

  • რუსეთი უძლებს, თუ ნებდება? და თუ ჩვენ ვნებდებით ბოროტებას, რატომ? – თინა კანდელაკი

    სიტყვა “მოთმენას” ძალიან ბევრი სინონიმი აქვს. მაგალითად, “გაძლება”, ან “ატანა”, მაგრამ, არის კიდევ ერთი სინონიმი – “დანებება”. მე მაქვს კითხვა: დღეს რუსეთი უძლებს, თუ ნებდება? და თუ ჩვენ ვნებდებით ბოროტებას, რატომ?

    აცხადებს, რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რითიც ეხმაურება, კრემლზე დრონებით თავდასხმას.

  • პრეზიდენტი რომ ვიყო ომს 24 საათში დავასრულებდი – ტრამპი

    “მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამას 24 საათი დასჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის. კარგად ვიცნობ პუტინს. მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში… 100%-ით.”,

    აცხადებს, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  GB News-თან ინტერვიუში.