Category: სლაიდერი

  • უკრაინელებმა ოკუპანტების „კინჟალის“ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ „4 აპრილის ღამის თავდასხმის დროს უკრაინელმა სამხედროებმა პირველად მოახერხეს მტრის Kinzhal ტიპის რაკეტის ჩამოგდება“.

    “ვულოცავ უკრაინელ ხალხს ისტორიულ მოვლენას! დიახ, ჩვენ ჩამოვართვით “უბადლო” კინჟალი”, – განაცხადა მან.

    ოლეშჩუკის თქმით, “ხანჯალი” ჩამოაგდეს პატრიოტის კომპლექსის დახმარებით.

    ცნობისთვის, „კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.

  • კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩენი მებრძოლები მზად არიან ბახმუტში ვაგნერის ადგილი დაიკავონ

    “თუ უფროსი ძმა პრიგოჟინი და ვაგნერი წავლენ, მაშინ გენშტაბი გამოცდილ საბრძოლო დანაყოფს დაკარგავს, და მის ადგილას არტემოვსკში [ბახმუტში] მივლენ უმცროსი ძმა კადიროვი და ახმატი. თუ სცენარი ასეთი იქნება, ჩვენი მებრძოლები მზად არიან გავიდნენ და ქალაქი დაიკავონ. ეს რამდენიმე საათის საკითხია. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ დარჩენილი ორი კილომეტრი წავიღოთ არა ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად, არამედ ურთიერთგაგების, მხარდაჭერის, სარდლობისა და მებრძოლების გადაწყვეტილების შედეგად, რომ შეასრულონ უმაღლესი მთავარსარდლის ვლადიმერ პუტინის ბრძანება”

    აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

  • კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი, რომელიც “Z-კონცერტებზე” გამოდის, საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს

    კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი და ბლოგერი ვარია მაქსიმა, რომელიც ე.წ. Z კონცერტებზე გამოდის, საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს, სახელწოდების “Гамарджоба, Грузия”.  ამის შესახებ,  ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროგრამა Эхо Кавказа იაკუტელი ბლოგერის, აიხალ ამმოსოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    • “ის ერთ-ერთი პროპაგანდისტია, სახას რესპუბლიკაში (იაკუტიაში) ის ჩართული იყო პროპაგანდაში, მონაწილეობდა “Z-კონცერტებში” და იაკუტელ კაცებს მოუწოდებდა, რომ ომში წასულიყო,” – ციტირებს გამოცემა აქტივისტს.

    აიხალ ამასოვი ვარაუდობს, რომ მესაზღვრეები ქვეყანაში შესვლაზე უარს არ ეტყვიან პროპაგანდისტ მომღერალს, თუმცა იმედი აქვს, რომ ქართველი აქტივისტები ხელს შეუშლიან ტურს.

    როგორც კრემლის პროპაგანდისტი მომღერლის ინსტაგრამის გვერდზე წერია, ტური 6- 12 მაისი ფარგლებში გაიმართება. მისივე თქმით, ტურის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ქალაქებს ეწვევიან და დაათვალიერებენ გორის, ყაზბეგის, კახეთის, ბორჯომისა და სხვა რეგიონების ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს

  • უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია – რუსულმა ბომბდამშენებმა ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს

    უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია – როგორც BBC უკრაინის საჰაერო სივრცის მონიტორინგის არხებზე დაყრდნობით იუწყება,  წინასწარი მონაცემებით, რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

    მასალა განახლებადია

     

  • ბახმუტთან ვაგნერის საბრძოლო მასალების საცავები გავანადგურეთ – უკრაინა

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ვაგნერის დაჯგუფების საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე,  ანა  მალიარი ტელეგრამზე წერს. ამ განცხადებამდე, მალიარი აღნიშნავდა, რომ ოკუპანტები 9 მაისამდე ცდილობენ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ამის გამო კი ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები სხვა მიმართულებებიდან ჩამოიყვანეს.

    “ჩვენი მებრძოლების მიერ განადგურებულია ვაგნერელების საბრძოლო მასალების საცავები. ამიტომ, ჩვენც მთელ ძალებს ვიყენებთ მტრის გასანეიტრალებლად”, – თქვა მალიარმა.

    დღეს, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ 10 მაისს “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს და ქალაქს თავდაცვის ძალებს აბარებენ. მიზეზად პრიგოჟინი საბრძოლო მასალების უკმარისობას ასახელებს.

    პრიგოჟინის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან გამოაქვეყნა შემზარავი ვიდეო, სადაც ის დადიოდა დაღუპულ “ვაგნერელების” ცხედრებს შორის და სთხოვდა თავდაცვის ჩინოვნიკებს საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – თქვა პესკოვმა.

    ცნობისთვის, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა  გამოაქვეყნა ვიდეო  რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს ადანაშაულებს და აგინებს   რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვასილი გერასიმოვს.

    “აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ… ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან… ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?”. – ამბობს პრიგოჟინი.

    უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას.

  • რასაც ვუყურებ, მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“ – ელისაშვილი

    „რასაც ვუყურებ, მგონი მე და მამაჩემს არ გვაქვს “ქოლ ცენტრი”, თორემ დანარჩენი ყველა პენსიონერებს ატყავებდა. მე პირადად იმიტომ მინდოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გაგვეგო, მართლა რა ხდება. როგორც ჩანს „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ. ჩემთვის თანაბრად საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონერების ძარცვით, არ აქვს მნიშვნელობა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, ჩემი ნათესავი რომ იყოს სისხლით, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. ბევრი კითხვაა, მე არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში „ქოლ ცენტრები” ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა არაფერი იცის, „ქართულმა ოცნებამ” არაფერი იცოდა“,

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

  • როცა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენი პირობები უნდა გვქონდეს – “ოცნებიდან” წასული დეპუტატები

    “ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მყარად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალების მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენას, ის პროპაგანდაზე ბევრად მეტია და თავად უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ სრული შეუწყნარებლობა არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ფსევდოლიბერალები თანამედროვე პოლიტიკაში ყველაზე არალიბერალურ და არატოლერანტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ადამიანების რელიგიური გრძნობების ხელყოფის ესოდენ უხეში გამოვლინება ბოლოს ბოლშევიკებისგან გამოვცადეთ. აღმაშფოთებელია, რომ რასაც სჩადიოდნენ ბოლშევიკები 100 წლის წინ, იმის კიდევ უფრო უხეში რეკონსტრუქცია დღეს ევროპარლამენტის კედლებში ვიხილეთ.

    ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული ცივილიზაციური არჩევანია, რაც ისტორიული ფაქტია. თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ ცივილიზაციური არჩევანის მთავარი საფუძველი ქრისტიანობა იყო. საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, რადგან მასში საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის – ქრისტიანული რწმენისა და კულტურის დაცვის შესაძლებლობას ხედავდა. დღეს, როდესაც ევროპარლამენტში ცდილობენ, ევროპა და ანტიქრისტიანული პროპაგანდა ერთმანეთთან გააიგივონ, ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

    ყველას გვახსოვს გზავნილი – ტრადიციებით ევროპაში, რომელსაც ფსევდოლიბერალებიც კი ახმოვანებდნენ. თუმცა, არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ევროპაში არა ტრადიციებით, არამედ მხოლოდ ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაგმობით შეიძლება მიგვიღონ.

    აქვე გავიხსენებთ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქედმაღლურად გამოგვიცხადა, კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოგცემთო. ეს განცხადება განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს იმ ფონზე, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთი რეზოლუციებით ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შეფარდება და ორი კრიმინალის – სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

    ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ.

    შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში“

    ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

  • ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია? – სარჯველაძე სიმონიანის ქებაზე

    ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია? – სარჯველაძე სიმონიანის ქებაზე

    არ მგონია, რომ კალაძეს შეიძლება კრიტიკა ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ სხვა მას აქებს. ეს არ შეიძლება. იცით, რა არის? ნუ გააკეთებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ მხოლოდ პრინციპის ასახსნელად ვამბობ – მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ… არ შეიძლება ასე ლაპარაკი.

    ასე ეხმაურება  ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, რომელმაც  გუშინ, 4 მაისს  სანქციებზე გაკეთებული კომენტარის გამო თბილისის მერი, კახა კალაძე შეაქო.

  • საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი გახსნეს და დალუქეს, ტყუილია – გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე

    საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი გახსნეს და დალუქეს, ტყუილია – გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე

    “მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, იმიტომ, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, იქვე. გადაღებულია ეს, უწყვეტი კადრებით ვიღებდით, ჩვენი საექსპერტო სამსახური, გადაღებულია, ფაქტები გვაქვს და პროკურატურას გადავცემთ, თუ უკვე გადავეცით არ მახსოვს. ყველა ადგილზე ამოღებული, მისი ტელეფონიც, ყველაფერი ადგილზე დაილუქა კამერების წინ. ისე, რომ საიდან მოიტანა მაგან, რომ ტელეფონი გახსნეს და დალუქეს, ეს არის ჩემი აზრით ტყუილი”

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის, სერგო შუბითიძის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა.

  • მებრძოლები ამოეწურათ და არა საბრძოლო მასალა – უკრაინა ბახმუტიდან ”ვაგნერელების” გასვლაზე

    “მებრძოლები ამოეწურათ და არა საბრძოლო მასალა ” – ასე აფასებს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას, რომლის მიხედვით, 10 მაისს, “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს.  უკრაინის სამხედრო სარდლობა თვლის, რომ ვაგნერელებს ამოეწურათ არა საბრძოლო მასალა, არამედ მებრძოლები და პრიგოჟინი იძულებულია უკან დახევა რაიმე გზით გაამართლოს.

    ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ 10 მაისს “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს და ქალაქს თავდაცვის ძალებს აბარებენ. მიზეზად პრიგოჟინი საბრძოლო მასალების უკმარისობას ასახელებს.

    პრიგოჟინის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან გამოაქვეყნა შემზარავი ვიდეო, სადაც ის დადიოდა დაღუპულ “ვაგნერელების” ცხედრებს შორის და სთხოვდა თავდაცვის ჩინოვნიკებს საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – თქვა პესკოვმა.

    ცნობისთვის, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა  გამოაქვეყნა ვიდეო  რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს ადანაშაულებს და აგინებს   რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვასილი გერასიმოვს.

    “აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ… ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან… ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?”. – ამბობს პრიგოჟინი.

    უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას.