Category: სლაიდერი

  • ევგენი პრიგოჟინი მზადაა, ბახმუტში პოზიციები კადიროვის “ახმატს” გადასცეს

    რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს ახმატს გადასცენ.

    “ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს“.- ამბობს პრიგოჟინი და აღნიშნავს, რომ ის უკვე უკავშირდება ახმატის წარმომადგენლებს, რათა 10 მაისს, 00:00 საათზე პოზიციები გადასცეს.

    ცნობისთვის, გუშინ, 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ  ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. პრიგოჟინი უკრაინის ქალაქის დატოვების მიზეზად,  სამხედრო შეიარაღების უქონლობას ასახელებს.

  • დროა, EU-მ საქმით აჩვენოს, რომ მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს – პაპუაშვილი

    მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი ევროკავშირს წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მოველით, რომ მომდევნო შეფასებები და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, გაითვალისწინებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს. ახლა ჯერი არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროკავშირზეც არის. დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს. საქართველო ევროპაა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს.

    ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა ამიტომ, მოქმედების დროა -ჰერჩინსკის მიმართვა

    “ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ, ახლა მოქმედების დროა.”

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩნსკიმ “ევროპის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე, საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა.

  • ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით – კახა კალაძე

    „მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არამხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია.

    დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი,
    მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით“, – აღნიშნა კალაძემ.

    მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

    „ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითიც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად. საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა.

    კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“,

    ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ჩვენი მთავრობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – ღარიბაშვილი

    ჩვენ დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ქართველები და ევროპელები ერთად, ვინაიდან ეს დღე არის როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე, ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის, ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად, შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. მე მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

    თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • უსაფრთხოდ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ – მაია სანდუ

    “არ მჯერა, რომ ისინი (რუსები – რედ.) საზღვარზე გაჩერდებოდნენ. დღეს ჩვენ უსაფრთხოდ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ”,

    მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში, გააგრძელებდა ექსპანსიას მოლდოვის ტერიტორიაზე.  სანდუმ ამის შესახებ, Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

  • რად გინდათ, მონები იყოთ? ფრთხილად იყავით, ძალასაც ნახავენ, თუ საჭირო გახდა – მეუფე იაკობი

    ჩვენთან ვერ მოხდება რევოლუციების ექსპორტები, შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული ვართ და რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რომ რაღაც არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა… სულ რამდენი იქნებიან, რა… გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს და ბავშვებმა თავისი სქესები გადაიკეთონ, რა ჰქვია?! სადაური წესია, მითხარით. შენ მოგწონს? შენს ქვეყანაში მიიღე მაგ კანონი, გქონდეს და მე თავი გამანებე. 3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა არ გკითხავ. იმიტომ, რომ სხვას თუ სერვანტესები ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ასევე, ვაჟა. სხვას თუ შექპირი ჰყავს, გოეთე ჰყავს და რაღაც, ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ, ხომ? არც კულტურით, არც ისტორიით – ჩვენი ცეკვა აიღე, ჩვენი სიმღერა აიღე. არ ვიცით, ვინა ვართ? რად გინდათ, ვიღაცის მონები იყოთ? ჩაგძახებენ რაღაცას და იმის გამო, რომ გარეთ ვიღაცას ასიამოვნოთ, ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ რომ მიდიხართ. ფრთხილად იყავით, რა, ფრთხილად და გონიერებას მოუხმეთ. არ გვინდა, რომ კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ – ერთად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება და არ მინდა, რომ ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ იმ ძალასაც ნახავენ, თუ საჭირო გახდა, იმ ძალასაც ნახავენ. ღმერთმა გვაშოროს, რომ მაქამდე მივიდეთ.

    აცხადებს, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.
  • თუ ვინმე მფარველობს „ქოლ-ცენტრებს“, ეს არის გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ფარცხალაძე და ჭიკაიძე – ხაბეიშვილი

    „ტყუილს აქვს მოკლე ფეხები – ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, ორი თვის უკან, კობახიძე და მდინარაძე „რუსული ოცნების“ მთავარი სპიკერები ამბობდნენ – ამ ქვეყანაში „ქოლ-ცენტრები“ არაა, ამასობაში აღმოჩნდა, რომ 2 კვირის წინ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელი მივიდა ადგილზე და ნამდვილად ყოფილა საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული. ახლა „ქოლ-ცენტრი“ დაკეტეს და უნდათ, რომ ოპოზიციის კონკრეტულ სახელებს დაუკავშირონ. საზოგადოებას ასეთი მარტივი ტყუილებით ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ვინმე მფარველობს “ქოლ-ცენტრებს”, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, ჭიკაიძე. ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ „ქოლ-ცენტრები“ და აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ასე არაა, ოპოზიცია ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ არ უნდათ, გაურბიან. ჩვენ ვითხოვთ, გამოვიძიოთ, ისინიამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამბობენ, არ გამოვიძიოთ! შესაბამისად, ვისაც ეშინია გამოძიების, დასტურია, რომ მას აქვს ინტერესი”

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

  • ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა – ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი საქართველოა – ჰერჩინსკი

    „დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმა თავისუფალმა ერებმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ძალისხმევა და ესაუბრათ ერთხმად იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამჟამად ჩვენ გვყავს 27 წევრი ქვეყანა და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო და ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში. […] ძალიან თბილად მოგესალმებით ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ჩვენ ვართ „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ყველა მოწვეულია როგორც ახალგაზრდა ისე ასაკოვანი ადამიანები, დასწრება თავისუფალია. ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ აქტივობას დღის განმავლობაში. ამინდი მშვენიერია, განწყობა ჩინებულია. ჩვენ ყველა აქ ვართ, რათა აღვნიშნოთ ევროპის დღე და კიდევ ერთხელ გიწვევთ ყველას შემოგვიერთდეთ ამ ღონისძიების აღნიშვნაში”

  • რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

    რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,-  ამის შესახებ ნათქვამია, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.

    როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის  სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.

    • „დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ რუსეთის მზარდ დაუცველობაზე მეტყველებს და უდავოდ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის საფრთხის გრძნობა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერია ანგარიშში.