Category: სლაიდერი

  • შეიძლება EU-ს საქართველოს წინსვლის შეფერხება სჭირდებოდეს – ვოლსკი

    შეიძლება EU-ს საქართველოს წინსვლის შეფერხება სჭირდებოდეს – ვოლსკი

    “მე ვფიქრობ, დამაზიანებელი იქნება, თუკი სარკისებურად გადმოვიტანთ იმ წინადადებებს, რასაც ნაცმოძრაობა გვთავაზობს – დავუწესოთ სანქცია. სანქციის დაწესება მას მერე, რაც იმან მოგიხსნა სანქცია, ეს არის საკუთარ თავზე ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც არ გაპატიებს საზოგადოება და სწორადაც მოიქცევა.[…] ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც. როგორ არის, იცით? ევროკავშირს, შესაძლოა, ამის საჭიროება ჰქონდეს კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს გარკვეული მოსაზრებებით. ამასთან დაკავშირებით ის მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან (რუსეთმა) სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით საშუალება მისცა ჩვენს თანამემამულეებს, რომ იმოძრაონ გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯებით და თავის ადამიანური უფლებების რეალიზაცია მოახდინონ, ეს იქნება უსამართლობა. ჩვენ არ შეიძლება ევროკავშირისგან უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარ თავს ზიანს მოუტანს. თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ, არა?”

    აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

  • სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა – მურუსიძე

    ”უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? კორუმპირებულიაო იძახიან ხოლმე ბევრ ისეთ თანამდებობის პირზე თვითონ აშშ-ში და ბევრი ლაპარაკობს… ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია? ყველაფერს ხომ დამტკიცება უნდა. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.”

    განაცხადა შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ.

  • “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს საკუთარი ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია – ვაშაძე

    “მე ვარ მომხრე იმის, რომ რომ ჩავრთოთ ასე ვთქვათ კონკრეტული წამზომი, რაზე და როგორ, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ოპოზიციურ სპექტრში. “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ფიზიკური ლიკვიდაცია საკუთარი ოპონენტების, მერწმუნეთ, ასე მოხდება. “მთავარი არხის” ეთერში ვსაუბრობთ, იყო თუ არა გაბუნიასთან მიმართებაში ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმილი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც იგივე მზადდებოდა. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე, მას ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ერთიანობის”,

    აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

  • თბილისის აეროპორტის სანქცირების განხილვა ოცნების მავნებლობის მტკიცებულებაა – ბოკერია

    თბილისის აეროპორტის სანქცირების განხილვა ოცნების მავნებლობის მტკიცებულებაა – ბოკერია

    ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამხელა ზიანს აყენებს ივანიშვილის რეჟიმი, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, მათი განცხადებები, მათი განწყობაც კი და მათი გადადგმული და არგადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი უწყობს ხელს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან და დაუცველად დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე. ეს ადამიანები, თითქოს, მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ, რუსული აგრესიის საფრთხეს გვიზრდის. ისეთი განცხადებები გააკეთეს, ამ ფონზეც კი, რომ განიხილება საქართველოში თბილისის აეროპორტის სანქცირების საკითხი. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება ამ მავნებლობის. თუ აქამდე მივიდა საქმე, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია და მოჰყვება კიდეც, დარწმუნებული ვარ. ჯამში, ეს ყველაფერი ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებით უნდა დამთავრდეს, მაგრამ, სანამ ეს ცვლილება მოხდება, ეს იმხელა დარტყმაა, თუ მაქამდე მივიდა საქმე, რომ ამას არ გაატარებს საქართველოს საზოგადოება.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • უკრაინელებმა, დიდი ალბათობით, ბახმუტთან რუსების ზოგიერთი პოზიცია გაარღვიეს – ISW

    უკრაინელმა ჯარებმა, ლოკალური კონტრშეტევების შედეგად, დიდი ალბათობით, ბახმუტთან რუსი სამხედროების დაცვის ხაზები გაარღვიეს.ამის შესახებ ნათქვმაია, ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

    “უკრაინის სამხედრო ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა ბახმუტის ფრონტის დაუდგენელ სექტორებში ორი კილომეტრით დაიხიეს უკან. სირსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის წარმატებამ გამოიწვია პრიგოჟინის პასუხის პროვოცირება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინელმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს და ბახმუტის ტერიტორიის სამი კილომეტრი დაიკავეს,” – წერია ISW-ის ანგარიშში. 

  • მოდით ბახმუტში და თავად შეაფასეთ ვითარება! – პრიგოჟინი შოიგუს მიმართავს

    ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მიმართავს და მოუწოდებს მას ბახმუტში ჩავიდეს და სიტუაცია თავად შეაფასოს.

    “ამჟამად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ბახმუტის დასახლებული პუნქტის 95%-ზე მეტს აკონტროლებს და აგრძელებს იერიშს მისი სრული გათავისუფლებისთვის. ვაგნერის ფლანგებზე, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან, მოწინააღმდეგემ რამდენიმე წარმატებული კონტრიერიში შეასრულა.

    რთული ოპერაციული სიტუაციისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, მობრძანდით ბახმუტის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფები აკონტროლებენ და თავად შეაფასეთ არსებული ვითარება.

    წინასწარ მადლობას გიხდით, თქვენი თანხმობის იმედი მაქვს”. – მიმართავს პრიგოჟინი შოიგუს.

  • ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს – შაჰინი რუსეთთან უვიზოზე

    “ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიასა და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა საქართველოში და აკონტროლებს მათი ქვეყნის 20%-ს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს”,

    ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

  • რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ ქართულ კომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

    “რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ ქართულ კომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ ” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა მთელი დასავლეთი ემიჯნება რუსეთს, “ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან”.

    “ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ უკრძალავენ რუსულ თვითმფრინავებს მათ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვიქნებით, რომ საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტის და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან.

    მთელი დასავლური საზოგადოება გაემიჯნა რუსულ რეჟიმს და ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან.

    ქართველი ხალხი, სავარაუდოდ, ამჯობინებდა, პუტინს გაეყვანა რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიების 20%-დან, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ვიდრე ენახა პირდაპირი ფრენების აღდგენა ან ვიზის რეჟიმის ცვლილება.” – განაცხადა პატელმა.

  • რუსული სამხედრო არხებზე პანიკაა–წერენ უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ

    რუსული ტელეგრამის არხები, რომლებიც უკრაინაში ომს აშუქებენ, დღეს საღამოს დაძაბულობამ მოიცვა. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინის დარტყმების შესახებ სხვადასხვა ადგილას, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ეს არის უკრაინის არმიის კონტრშეტევის დასაწყისი. უკრაინული მხრიდან და დამოუკიდებელი წყაროებიდან ჯერჯერობით არც დადასტურება არსებობს და არც უარყოფა.

    რუსი სამხედრო პროპაგანდისტები და ვაგნერთან დაახლოებული არხები იუწყებიან:

    – უკრაინელების წარმატებული თავდასხმების შესახებ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ ვსაუბრობთ მიკროსკოპულ პროგრესზე მთელი ფრონტის მასშტაბით;

    – ხარკოვის რეგიონში სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი მოძრაობის შესახებ – სავარაუდოდ, ფრონტის ყველაზე ჩრდილოეთ სექტორისკენ;

    – უკრაინული საარტილერიო მომზადების შესახებ ფრონტის ამ სექტორზე, სვატოვისა და კრემენნაიას რაიონებში;

    – გორლოვკას მახლობლად მაიორსკის რაიონში უკრაინული შენაერთების თავდასხმის შესახებ (ამის შესახებ ზოგიერთი უკრაინული წყაროც წერს).

  • განსხვავებული რეაქცია იყო თბილისიდან. იყო უარყოფითი, იყო თავშეკავებული – პესკოვი უვიზო რეჟიმზე

    „გუშინ განსხვავებული რეაქცია იყო თბილისიდან. იყო უარყოფითი, იყო თავშეკავებული. მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაზე“,

    აცხადებს კრემლის  პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას თბილისიდან, განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.