თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია შემთხვევა თხევადი გაზის სადგურზე მოხდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია შემთხვევა თხევადი გაზის სადგურზე მოხდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
“დიდ სისხლიან ომში, რომელიც 16 თვეზე მეტია გრძელდება – არის თუ არა ის უკანონო (რუსული), არსებობს თუ არა საერთაშორისო სამართალი – იარაღის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. ასე, რომ იარაღი, მეტი იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალა. და არავითარი საუბარი “რუსული გეგმებისა და შეშფოთებების” სასარგებლოდ – ომის დამნაშავეები უნდა იყვნენ რიგში მყუდრო ნავსადგურში დასაჯდომად”,
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

“ჯერ არ მიგვიმართავს. ჩვენ ეს თემა საჯარო მსჯელობის საკითხად არ გამოგვიტანია; არც ვაპირებდით, რადგან ჯერ გვინდოდა თავად გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე, იყო თუ არა სრულიად ყოფითი შემთხვევა… ზოგადად ნივთიერებები, რომელიც სისხლში აღმოაჩნდა, არის შემთხვევები რომ ეს გამოყენებულა, ადამიანის … იყო ფაქტები და მაგალითები… უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ველოდებით… საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია – თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ გვაქვს რაღაც ნიუანსები გასარკვევი; მაგალითად სამედიცინო ექსპერტიზა… მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, ის არის შრომისუნარიანი”,
აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე.

დღეს დილით, შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. საკითხზე პარლამენტში ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა.
“საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს – 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე.
აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე, ეს ადამიანები დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს”, – თქვა მან.
“უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც იმალება და საზოგადოებას ფაქტობრივად იმის ღირსად არ თვლის, რომ თვითონ გამოვიდეს და აგვიხსნას რასთან გვაქვს საქმე. მას უბრალოდ უფლება არ აქვს დამოუკიდებლად განცხადების გაკეთებისა და ის არის ჩვეულებრივი ამ მახინჯი სისტემის მარიონეტი. ყოველთვის, როცა საპატრიარქო, ან პატრიარქი რაღაც უყურადღებოდ, ან რაღაც თამაშგარე გარემოებაში მოვლენებიდან გამომდინარე დარჩებოდა, მისი მდივან რეფერენტი არაფრისგან ქმნიდა პრობლემას, რომ საპატრიარქო და პირადად პატრიარქი ყურადღების ცენტრში გამხდარიყო. შეიძლება ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე მიტროპოლიტ შიოსთან მიმართებაში, არ გამოვრიცხავ”
აცხადებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა პატრიარქის მოსაყდრე, შიო მუჯირის მოწამვლასთან დაკავშირებით.
“ჩვენ, უპირველეს ყოვლისა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების წინაშე, და ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველოს ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, და განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია, არა მეგობრობის დაფასების, მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული ასე ვთქვათ წინააღმდეგობის, როდესაც ერთ ადამიანზე კიდებენ მთელი ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და უპირველეს ყოვლისა არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას, მე ვთქვი გუშინაც, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ თავად უკრაინისთვის არის დამაზიანებელი, ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.[…] აქ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი, თავდაპირველად, მაშინ როდესაც ბელარუსშიც კი ელჩი ჰყავდა დატოვებული და უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა უკრაინიდან. ის ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო ელჩებს შორის, ვინც დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, მაშინ როცა აშშ-ის, გერმანიის თუ სხვა ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როცა სხვა ქვეყნის დროშები დაეშვა საელჩოების წინ. ამის საპასუხოდ როდესაც ხდება ამ ელჩის გამოძევება ქვეყნიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი. ამიტომ მე მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაშია ადამიანი თუ ოპოზიციურ მედიაში, საქართველოს ოპოზიციაში არავინ არ უნდა იყოს, როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოუკიდებლობა, ყელა უნდა იყოს მკაფიო ამ საკითხთან დაკავშირებით”,
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე დაკავებული, ან გამოკითხვაზე დაბარებული არც ერთი პირი არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საგარეჯოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.
“მე საფრთხეს ვხედავ, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ ჟენია პრიგოჟინი მოიწვია საქართველოში. რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ შორის გვარამიამ თქვა, რომ ჟენია პრიგოჟინი იყო მისი გმირი იმ დღეს. ეს არაა საფრთხე თქვენი აზრით და რუსი მშვიდობიანი ტურისტი რომ შემოვა ეს არის საფრთხე?”,
აცხადებს “ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატი და “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ძალადობის ფორმა ურთიერთობაში, რასაკვირველია, მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე. პროვოცირება კი არის, მაგალითად როდესაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაცა ფორმით ისე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რომ არ აქვს საზოგადოებისთვის ბოდიში მოსახდელი ბევრ საკითხზე, რასაკვირველია, ესეც მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს აგრესიული დამოკიდებულებისა.
ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

”ამას სჭირდება დასაბუთებას, სპეციალურ სამსახურებს ევალებათ ეს. ამის მტკიცების უფლება მე არ მაქვს. საქმე ეხება, ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, ვიკლევთ ამ გარემოებას, და არსებობს მოწამვლის ვერსია თუმცა მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება, მე არ შემიძლია ამის დადასტურება.[…] მიზეზი შეიძლება იყოს, ყოფითი შემთხვევითობა და ასევე ჩარევით. თუმცა გამორიცხული ვერსია არცერთი არ არის”.
აცხადებს საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, თანამოსაყდრე შიოს მოწამვლაზე საუბრისას.