Category: სლაიდერი

  • კრემლი ადასტურებს, რომ ამბოხიდან რამდენიმე დღეში პრიგოჟინი პუტინს შეხვდა

    კრემლი ადასტურებს, რომ რუსეთში 23-24 ივნისს ამობოხების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კერძო სამხედრო ორგანიზაციის “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

    კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ 29 ივნისს პუტინმა 30-ზე მეტ სამხედრო მეთაურთან, გამართა შეხვედრა, რომელსაც პრიგოჟინიც ესწრებოდა.

    როგორც ცნობილია, შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.

    • “პრეზიდენტმა ასეთი შეხვედრა ნამდვილად გამართა. მან მოიწვია 35 ადამიანი, მათ შორის ყველა ქვედანაყოფის მეთაური და კომპანიის ხელმძღვანელობა, მათ შორის, თავად პრიგოჟინი. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს გაიმართა და 3 საათი გაგრძელდა. დეტალები უცნობია, ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე არსებული კამპანია, ასევე 24 ივნისს მომხდარი მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და  შესთავაზა მათ განლაგებისა და შემდგომი საბრძოლო გამოყენების ვარიანტები”, – თქვა პესკოვმა.

    შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • NATO-ს მოკავშირეები უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ – კულება

    “ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს”,

    აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

  • ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის – თალაკვაძე

    ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის – თალაკვაძე

    „საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატოს საერთაშორისო მისიებში. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს – საქართველო ნამდვილად იმსახურებს, რომ გახდეს ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

    რაც შეეხება კრიტიკას – გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს საკუთარი სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ ამით პოლიტიკური ქულები მოიპოვოს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე ამას სათანადოდ აფასებს. ჩვენი გუნდის და თითოეული ლიდერის მოლოდინი არის, რომ ნატო ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით და ის გზავნილი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო გაკეთებული თავის დროზე, გაძლიერდება და სამომავლო განვითარების ტრაექტორიას ცხადად გამოაჩენს“,

    ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • არ შეიძლება ისეთი აქციის ჩატარება, რაც უმრავლესობისთვის მიუღებელია – მაჭარაშვილი პრაიდზე

    არ შეიძლება ისეთი აქციის, ან მით უმეტეს, პროპაგანდის ჩატარება, რომელიც ქვეყანაში უდიდესი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს პირდაპირ გამოწვევაა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ქვეყანაში ასეთი ტიპის პროპაგანდა დაუშვებლად მიაჩნია […] ეს ღონისძიება დახურულ სივრცეში არ ხდებოდა, ღია სივრცეში იყო, ამიტომ, საზოგადოებას ეს რეაქცია ჰქონდა.

    ამბობს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

  • მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს დამნაშავეები პასუხისგებაში – საფრანგეთის ელჩი პრაიდის ჩაშლაზე

    “შოკირებული ვარ, რომ პრაიდის ფესტივალის გაუქმება და მისი ორგანიზატორების ევაკუაცია გახდა საჭირო ძალადობრივი პროტესტის გამო, მიუხედავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინტენსიური თანამშრომლობისა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს დამნაშავეები პასუხისგებაში და დაიცვას ადამიანის უფლებები ყველასთვის”.

    წერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი 8 ივლისს “პრაიდ ფესტივალის” ჩაშლაზე.

  • გერმანია აშშ-ს უკრაინისთვის კასეტური ჭურვების მიწოდებას ხელს ვერ შეუშლის – შტაინმაიერი

    გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას ხელს ვერ შეუშლის. შტაინმაიერმა თქვა, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც გერმანიის სახელით ოსლოში კასეტური საბრძოლო მასალის აკრძალვის კონვენციას ხელი მოაწერა.

    • “თუმცა, ამჟამინდელ ვითარებაში გერმანია წინ ვერ აღუდგება აშშ-ს.” – თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.
  • თანამდებობა არ მინდა, თუმცა ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის ღია ვარ – სააკაშვილი

    ყველა დეტალში არ ვარ გარკვეული, არც მინდა ვიყო. არავის ვურჩევ ნაციონალური მოძრაობის ჩამოწერას. ჩემი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული ამ პარტიასთან. ჩატარდა არჩევნები, შედეგი დადგა დემოკრატიულად. არჩეულია თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მცდელობას არ აკლებს ბრძოლას და სამაგალითო გამბედაობას იჩენს უტიფარი ძალადობის პირისპირ; ამავე დროს არცერთ შემთხვევაში არაა დასაკარგი ხალხი, მაგალითად – კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ან გიორგი კირთაძეს. ვიცი რომ მოქმედ მენეჯმენტსაც აქვს სურვილი მათი გუნდში დაბრუნების… საერთოდ თითოეული ადამიანი უძვირფასესია. იმ დღეს ტელევიზორში ვუყურებდი ირაკლი ფავლენიშვილს და ძალიან ვამაყობ ასეთი ახალგაზრდებით.

    ამავე დროს, ვინაიდან არც თანამდებობა მინდა საქართველოში და არც ფიზიკური კონდიცია მაძლევს ამ ეტაპზე მეტი აქტიურობის შესაძლებლობას, მე გახსნილი ვარ ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის. როდესაც საქართველოს ახალ გერბს ვიღებდით – 2003 წელს, ჩემი ხელით მივაწერე “ძალა ერთობაშია”. დღეს ეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. რა თქმა უნდა მოვისმინე ბევრი სპეკულაცია პარტიულ პროცესებში ჩრდილოვანი ჯგუფების გავლენაზე, ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია და ყველას ვთხოვ ამაზე სპეკულაციები დასრულდეს.

    ასე უპასუხა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დროების კითხვას: “როგორ აფასებს პროცესებს, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს?”.

  • შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს – ზელენსკი

    არის სიგნალი, რომ შესაძლოა რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვპლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია ABC NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს, რომელსაც მხარს ბევრი ადამიანი დაუჭერს.

  • პოლონეთმა უკრაინას Mi-24 ვერტმფრენები ფარულად გადასცა- The Wall Street Journal

    გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ სავარაუდოდ უკრაინას პოლონეთმა , დაახლოებით, 10 ერთეული   Mi-24 ვერტმფრენი გადასცა და ამის შესახებინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა .

    ამასთან, WSJ წერს, რომ უკრაინის საჰაერო ფლოტი ჯერ კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე რუსული და ქვეყანა ფრთხილად იყენებს ავიაციას დანაკარგების შესამცირებლად.

  • „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა

    „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.

    მათი განცხადებით, პოლიციამ ტერიტორიის დაცვა ვერ მოახერხა.

    „მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

    გარდა ამისა, “თბილისი პრაიდის” განცხადებით, “დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება “ალტ-ინფოს” შორის”.