Category: სლაიდერი

  • დარჩიაშვილის ცოლის ძმა პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს – “გირჩი ტივი”

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის ცოლის ძმა პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს – ინფორმაციას ამის შესახებ, “გირჩი ტივი”,  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    როგორც “გირჩი ტივი” წერს, დარჩიაშვილის ძმა თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას ასახელებს.

    “გირჩი ტივის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის, ცოლის ძმა, ირაკლი ვაშაკიძე, იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.

    მიზეზად კი, ასახელებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას.” – ნათქვამია ”გირჩი ტივის” განცხადებაში.

  • NATO-ს სამიტის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

    ვილნიუსში ნატოს სამიტის გახსნის პარალელურად, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  საჰაერო განგაში გამოცხადდა.

    უკრაინის საჰაერო ძალები უკრაინის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.

    როგორც ცნობილია, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, Savasleyka-ს აეროდრომიდან MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.

  • შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, მივიღებთ საპასუხო ზომებს – პესკოვი

    “რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, როგორც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა,”

    ​კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და საპასუხო ზომებს მიიღებენ.

  • საფრანგეთი უკრაინას შორის მანძილის რაკეტებს გადასცემს

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ თქვა, რომ, მისი გადაწყვეტილებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემენ.

    “სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, რომელსაც უკრაინა ხელმძღვანელობს, მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს შემდგომი დარტყმის შესაძლებლობა მივცე, ჩვენი დოქტრინის სიცხადისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნებით, ანუ უკრაინას საშუალება მისცეს დაიცვას თავისი ტერიტორია”, – განაცხადა მაკრონმა.

  • ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს! – სალომე ზურაბიშვილი NATO-ს სამიტზე

    როცა ვილნიუსში NATO-ს სამიტი იწყება ამ მნიშვნელოვან დროს, ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს.

    საქართველო ერთგულად აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

    ამის შესახებ twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

    ცნობისთვის, ვილნიუსში 11-12 ივლისს NATO-ს სამიტი გაიმართება.

  • ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე, ვილნიუსში მივემართებით – ზელენსკი

    “ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ნატოს სამიტზე ვილნიუსში, რადგან საქმე პატივისცემას ეხება. მაგრამ პატივისცემას უკრაინაც იმსახურებს.

    ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

    უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის ნატოში მიპატიჟებისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის.

    ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებულ იქნას რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე.”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი twitter-ზე წერს და აღნიშნავს,  უკრაინა ვილნიუსში NATO-ს სამიტს დაესწრება.

  • უკრაინის მიმართ ომის მდგომარეობის გამო ყურადღება გასაგებია, არ უნდა შეგვშურდეს – კობახიძე

    როდესაც დიფერენციაციის საფუძველი არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იყო ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, ენმ , უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით.

    უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები. ამის არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ ვიყავით ომში, მაშინ მაპიც კი არ მოგვანიჭეს. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კარგია, რომ დღეს უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამის არ უნდა შეგვშურდეს და არც შეგვშურდება

    აცხადებს ამის შესახებ,  ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დმიტრო კულებას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ NATO  უკრაინის გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდა.

  • პოლარიზაციის გასაღრმავებლად ზურაბიშვილის გვარამია შეაწყალებინეს – კობახიძე ევროპარლამენტზე

    აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია. მთავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა პოლარიზაცია, გვარამიას განცხადებებიც არის ამის დასტური. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას.  მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება.

    განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით.

  • აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა ზურაბიშვილმა – კობახიძე გვარამიას სტრასბურგში ვიზიტზე

    “აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია. მთავარი მიზან იყო რა თქმა უნდა პოლარიზაცია, გვარამიას განცხადებებიც, რა თქმა უნდა, არის ამის დასტური. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას, მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება”,

    აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • კუსტარულად იყო დამონტაჟებული – ვაკის გამგეობა მოზარდის დაღუპვაზე

    ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფანჩატურში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტრომოწყობილობ უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

    “პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!

    ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.

    რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.

    მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!” – წერია განცხადებაში.