Category: სლაიდერი

  • უკრაინამ 5 კვირაში თითქმის იმდენი ტერიტორია გაათავისუფლა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო – ISW

    უკრაინამ 5 კვირაში თითქმის იმდენი ტერიტორია გაათავისუფლა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო – ამის შესახებ, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.

    ანალიტიკოსები ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის კონტრშეტევებზე წერენ და აცხადებენ, რომ  4 ივნისს უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ISW-ის შეფასებით, რომელიც ეყრდნობა საკუთარ სახმელეთო კონტროლის მონაცემებს, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს დაახლოებით 253 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მონაცემები განსხვავდება ISW-ის გამოთვლებისგან.

     

  • უკრაინამ NATO-ს კარში შეაბიჯა, საქართველო კი შორიდან დგას და უყურებს – იოზვიაკი

    ”NATO-ს ფანჯარა ღიაა, მაგრამ დიდი ხანი არ იქნება. შემდეგი სამიტი ვაშინგტონში, 1 წელში ჩატარდება. მაგრამ შემდეგ წელს ასევე ჩატარდება ამერიკული და ევროპული არჩევნებიც. თუმცა შესაძლებლობების ფანჯარა ღია არის ახლა და კიდევ რამდენიმე თვე დარჩება. საქართველომ რეალურად დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას წინ, განსაკუთრებით როცა ეს ეხება უკრაინის მხარდაჭერას…

    NATO-ს კარი ღიაა, ბუქარესტის სამიტის შემდეგ 15 წელი გავიდა და ეს განცხადება კვლავ ძალაშია, მაგრამ უკრაინამ ამ კარში უკვე შეაბიჯა და საქართველო კი შორიდან დგას და ამ კარს უყურებს – განსხვავება ესაა”

    განაცხადა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.

  • საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს, გავიდეს თამაშიდან – ფრიდი NATO-ში შესვლაზე

    “რადგან არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე”

    აცხადებს ამის შესახებ, ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

  • წყნეთში 15 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

    წყნეთში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგირც ცნობილია   ე.წ სამთავრობო ზონაში ბავშვები სკვერში იმყოფებოდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. 15 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

    ღამით ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

  • “ოცნების” ქმედებებით არა თუ ახალ ორგანიზაციაში მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდანაც არ გამოგვაგდონ – ხვიჩია

    “ისე ვექცევით საერთაშორისო პარტნიორებს და ისეთ კანონებს ვიღებთ, ვერავის გაამტყუნებ, საიდანმე რატომ გამომაგდე და რატომ არ მიმიღე.

    საქართველო ყველაფერს კარგს იმსახურებს – იმსახურებს ნატოსა და ევროკავშირის წევრობას, იმსახურებს ერთ სულ მოსახლეზე ასი ათასს დოლარსაც, მაგრამ თუ ჩვენს მთავრობას შეხედავთ, არაფერს იმსახურებს, ამიტომ გააჩნია, როგორ შეგვამოწმებენ – მთავრობის სიყვარულით თუ ხალხის პატივისცემით”

    ასე ეხმაურება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ღია წერილს.

  • მეტროსადგურში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

    მეტროსადგურში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

    თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსადგურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან  დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

    ცნობისთვის, შემთხვევის ამსახველი ვიდეო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებიდან ჩანს, რომ დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • “უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, გახდება საფრთხე რუსეთისთვის, რაც მკაფიო რეაგირებას მოითხოვს” – პესკოვი

    “კიევის რეჟიმი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს NATO-ს ქვეყნებზე სოლიდარობის დემონსტრირებაზე. უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, გახდება საფრთხე რუსეთისთვის, რაც მოითხოვს მკაფიო და მტკიცე რეაგირებას”,

    აცხადებს კრემლის პრესსპიკერი  დიმიტრი პესკოვი.

  • Bayraktar-მა უკრაინაში დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

    უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ოლექსანდრ კამიშინის ცნობით, თურქულმა კომპანია Baykar-მა უკრაინაში Bayraktar-ის დამრტყმელი დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

    • “ქარხანის მშენებლობა რეალურად დაიწყო და არა მხოლოდ მემორანდუმით. ეს არის ზუსტად ის დიდი Bayraktar-ის ქარხანა, რომელზეც რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით, მერე იყო შეფერხებები, სკანდალები. დღეს ამ ქარხნის მშენებლობა იწყება. ჩვენ რეალურ ნაბიჯებზე გადავედით,” – განაცხადა მან.
  • ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება – სტოლტენბერგი

    ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ ძლიერი და პოზიტიური იქნება. ახლა განვიხილავთ პაკეტს, რომელიც წარმოვადგინეთ ოსლოში, პრაქტიკულ დახმარებაზე უკრაინისთვის და მისი ძალების თავსებადობაზე ალიანსის ძალებთან, უფრო ძლიერ პოლიტიკურ კავშირებზე NATO-სა და უკრაინის საბჭოს შექმნით და შემდეგ MAP-ის მოხსნაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება უკრაინის დაახლოებას წევრობასთან. გავიმეორებ ისევ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა მოკავშირის თანხმობის შემდეგ. ნაადრევია, ზუსტად გამოვაცხადოთ კონკრეტული გადაწყვეტილებების და კონკრეტული ფორმულირების შესახებ. მუდმივად ვიმეორებთ, რომ მოკავშირეებმა და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ, რა დრო იქნება შესაფერისი უკრაინის სრულფასოვან წევრად მიწვევისთვის. ახლა ყველაზე სასწრაფო ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გამარჯვება.

    განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

  • მედვედევი უკრაინის სამ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით იმუქრება

    “თუ ნატოს რაკეტებით სმოლენსკის (დესნოგორსკის) ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მცდელობა დადასტურდა, აუცილებელია განვიხილოთ სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, რივნეს ატომურ ელექტროსადგურზე და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის სცენარი, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში ატომურ ობიექტებზე. სამარცხვინო არაფერია.”

    რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის სამ ატომურ ელექტროსადგურზე და აღმოსავლეთ ევროპაში ატომურ ობიექტებზე დარტყმით იმუქრება. ამის შესახებ, მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.