Category: სლაიდერი

  • ომის დაწყებიდან უკრაინაში 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

    უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე,  9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

    “გაეროს ადამიანის უფლებების უფროსი კომისრის ოფისის მიხედვით, დაიღუპა 9 287 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 16 384, მათგან უმეტესობა რუსი ჯარისკაცების მიერ სროლის შედეგად”. – თქვა დიკარლომ.

    აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს 537 დაღუპულ და 1117 დაშავებულ ბავშვს.

  • თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისის ზღვაში მაშველებმა შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი გუშინ, 17 ივლისს ამოასვენეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

  • ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 239 010 ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 239 010 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

    • ტანკი – 4119
    • ჯავშანტექნიკა – 8051
    • საარტილერიო სისტემა – 4542
    • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 689
    • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 428
    • თვითმფრინავი – 315
    • ვერტმფრენი – 310
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3839
    • ფრთოსანი რაკეტა – 1273
    • გემი/ნავი – 18
    • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7086
    • სპეცტექნიკა – 677
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი სავარაუდოდ რამდენიმე პირმა გააუპატიურა – “საფარი”

    თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი სავარაუდოდ რამდენიმე პირმა გააუპატიურა – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” მიერ გაგრცელებულ განცხადებაშია, ნათქვამი.ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.  “საფარის” თქმით, ქალის მეგობარმა პოლიცია ადგილზევე გამოიძახა, თუმცა, ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.

    “მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზევე გამოიძახა. ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მხოლოდ საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ დაიწყო.

    პოლიციამ კლინიკას, სადაც ქალი გადაიყვანეს, არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო. ამიტომ, მეორე დღეს, ის ისე გამოწერეს, რომ არ ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები, არ დაუთვალიერეს სხეული  ძალადობის კვალის აღმოსაჩენად, არ აუღეს ბიოლოგიური მასალა შესაბამისი ექსპერტიზისთვის და ა.შ.

    საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა,  პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. მაგ. ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით; არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს, სავარაუდოდ, მოწამლული სასმელი დაალევინეს;  პოლიციამ არ შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლება ყოფილიყო, გადაითელა.

    გარდა ამისა, ქალის ყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. ის ქალის ტელეფონში ათვალიერებდა მის ფოტოალბომს, რითაც, თითქოს, ქალის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ასევე, ქალს არწმუნებდა, რომ  თუ ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა, თავად ის დაეკავებინათ.

    „საფარი“, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, ითხოვს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ ყველა მტკიცებულება, რისი ამოღებაც ამ დრომდე შესაძლებელია და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის. გარდა ამისა, „საფარმა“ უკვე შეტანა საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ითხოვს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას,” –ნათქვამია განცხადებაში.

  • შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება რუსეთის გარეშეც შესაძლებელია – ზელენსკი

    უკრაინული სურსათი უსაფრთხოების ძირითადი წყაროა თითქმის 400 მილიონი ადამიანისთვის. თუ სადღაც კრემლში ადამიანების ჯგუფს ჰგონია, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა მაგიდაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟის უფლებას არავის მისცემს. ყველას აქვს სტაბილურობის უფლება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, დაცვაზე რუსული სიგიჟისგან.

    შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია და ის უნდა გაგრძელდეს რუსეთის გარეშეც. მარცვლეულის შესახებ ექსპორტის შეთანხმება არის შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან და ის ძალაში რჩება. ერთადერთი, რაც ახლა საჭიროა – მისი ფრთხილად განხორციელებაა და გადამწყვეტი ზეწოლა მსოფლიოს მხრიდან ტერორისტულ სახელმწიფოზე”,

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, სანქციებიც არ უნდა გაუკვირდეს – გედევან ფოფხაძე

    როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, სანქციებიც არ უნდა გაუკვირდეს – გედევან ფოფხაძე

    „ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ გვქონდეს ეფექტური დიპლომატიური სისტემა და ასეთი რაღაც ხდებოდეს. ისეთი ვითარებაც არ არის საქართველოში, რომ ყველა ნაბიჯზე დანაშაული ხდებოდეს. წარმატებული კრიმინოგენური ვითარება არ გვაქვს, მაგრამ არც ისეთი არ არის, რომ დიპლომატიური გზებით არ იყოს შესაძლებელი ბელგიასთან მაგაზე მოლაპარაკების წარმოება, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ზოგადად ცუდი გზავნილია და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ აგდებული დამოკიდებულება არასწორია, მაგრამ, როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, არათუ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა გაიკვირვოს, არამედ სანქციებიც არ უნდა გაუკვირდეს იმიტომ, რომ რეალურად დღეს საქართველო ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის რუსეთის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოა. სანამ „ქართული ოცნება“ და პრორუსული ხელისუფლება იქნება ამ ქვეყნის სათავეში, არაფერს პოზიტიურს ევროპისგან არ უნდა ველოდოთ.[…] მგონია, რომ ამ ხელისუფლებამ დაკარგა რეალობის განცდა იმ დონეზე, რომ საგარეო პოლიტიკას საერთოდ ვერ აღიქვამენ. რა ქნას ღარიბაშვილმა? ადამიანურად მისი გაგებაც შეიძლება. მას ხელისუფლება არ აქვს, ხელისუფლება აქვს ივანიშვილს, იმან ამას ჩააბარა და უთხრა, არაფერი არ შეგეშალოსო, ხოლო ამან არ იცის რა უნდა შეეშალოს და რა არ შეეშალოს. როგორ იმარჩიელოს, იმის თვალში შეცდომა არა გამოვა წინასწარ არ იცის, მაგდენი დირექტივებიც არ აქვს მიღებული. ერთხელ უკვე გაშვებული კაცია და ძნელია, რომ ამ ვითარებაში რაღაც ინიციატივა გამოიჩინოს, იაქტიუროს“,

    ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

     

  • არ ვიცი, გამოძიება რა მოქმედებებს ასრულებს – იოსელიანი მშვილდაძის საქმეზე

    ჩვენ გამოძიება მიმართული გვაქვს იმისთვის, რომ მოგვცენ საშუალება, ვნახოთ გამოძიების მიმდინარეობა. ამიტომ, ამ ეტაპზე არ ვიცი, თვითონ გამოძიება რა საპროცესო მოქმედებებს ასრულებს. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი ჩვენ გვექნება რაღაც დაგროვილი ინფორმაცია ამ საქმის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის შესახებ საჯაროდ საზოგადოებას გავაცნობ”,

    აცხადებს ამის შესახებ, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმესთან დაკავშირებით.

  • პოლონეთში 19 წლის ქართველი დააკავეს

    პოლონეთის ქალაქ იაროცინში 19 წლის ქართველი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

    პოლიციის თანამშრომლის თქმით, მას მანქანის გაჩერება უბრძანა, თუმცა მან ბრძანებას არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და მიმალვა სცადა.

    “ჩვეულებრივი შემოწმება უნდა ყოფილიყო, რომელსაც ღვედის შეკვრა დაავიწყდა, თუმცა ეს დევნით დასრულდა” – აცხადებს, პოლიციელი.

  • “ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო” – სალომე სამადაშვილი

    “ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო” – ამის შესახებ ინფორმაციას, პარტია “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ავრცელებს.  ამასთანავე სამადაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

    “მსურს ვისაუბრო, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო ბელგიამ და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს. ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბელგიამ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და, შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მათთვის შესაბამისი მიმართვის შედეგად მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათ საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს.

    რატომ არის საგანგაშო ეს გადაწყვეტილება, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მათ შორის, პირველ რიგში, გამოწვევა, რომელსაც წარმოადგენს გადაწყვეტილება უკავშირდება უვიზო მიმოსვლას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის. იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სწორედ ითვლებოდეს უსაფრთხო ქვეყანად ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

    ​როდესაც ბელგია იღებს მსგავს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ საქართველო არ არის მისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ქვეყანა, საფრთხე არსებობს ძალიან სერიოზული, რომ ბელგიას თან მიჰყვეს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც და არც ისაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა დღის წესრიგში დააყენოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და ევროპულ სივრცეს,”- განაცხადა სამადაშვილმა.

  • ლანჩხუთში, ბინაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

    ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც რეგიონული გამოცემა “გურია თუდეი”  იუწყება,  მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალის ცხედრები.

    დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.