Category: სლაიდერი

  • რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამას აღიარებს, მათი ჯარის დანაკარგი საშინელია – უოლესი

    “ვფიქრობ, რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამას რუსები აღიარებენ… რუსი სამხედროების იერარქიაში განხეთქილება ძალიან რეალურია, მსხვერპლის დონე საშინელია.[…] ისინი (რუსები – რედ.) ძალიან, ძალიან ფრთხილად არიან და ცდილობენ არ მოაწყონ პროვოკაცია, შეიძლება ითქვას, რომ ალიანსი ფუნქციონირებს. მე-5 მუხლის შემაკავებელი ფაქტორი მოქმედებს,”

    ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა.

  • ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა – ზელენსკი პუტინზე

    “როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა. […] ვინ არის მზად ამ მანიაკთან სალაპარაკოდ? და შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ დადგებოდა დრო და ომი მაინც დიპლომატიური გზით დამთავრდებოდა, მაგრამ ამ კაცთან საუბარი – ბოდიში, მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს.  […] ყველა სოფელში, რომლის დეოკუპაცია განვახორციელეთ, იყო ნაწამები უკრაინელების მასობრივი საფლავები, ყველაში, გამონაკლისის გარეშე და ყოველ ნაბიჯზე ვამბობდით, როგორ უნდა დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? ყოველ ნაბიჯზე, სულ უფრო ცოტა ადამიანმა სჯეროდა, რომ ის პრეზიდენტი იყო და სულ უფრო მეტი ხვდებოდა, რომ ის უბრალოდ სადისტია”.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ”მოწუვოდებ ხელისუფლებას, გაუშვან სააკაშვილი ევროკავშირში სამკურნალოდ” – ილვესი

    ”პირველ რიგში მინდა შევეხო ჩემი ყოფილი კოლეგის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ის ახლა პატიმრობაშია და დარწმუნებული ვარ, ყველამ ვნახეთ კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მისი მდგომარეობა სავალალოა. ამიტომ, მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაუშვან ის სამკურნალოდ ევროკავშირში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ჩვენ, ბალტიის ქვეყნების ლიდერები და პოლონეთის პრეზიდენტი, თბილისში ჩავედით სოლიდარობის გამოსახატად. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და დღეს ისევ იგივე სიტუაციაა. რუსეთის ჯარები ისევ იქ არიან და არაფერი შეცვლილა და სწორედ ამან მოიტანა შემდეგ 2014 წელი და უკრაინის ოკუპაცია. თუმცა, კიდევ ერთი რამე არ მიხსენებია: 2009 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვიტეს, რომ რაც მოხდა, მოხდა და რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყოთ. სწორედ ეს გადატვირთვიოს პოლიტიკა მიმდინარეობდა 2009 წლიდან 2014 წლამდე. შემდეგ, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ანგელა მერკელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს მშენებლობის შესახებ. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა”.

    ამის შესახებ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი ევროპარლამენტში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობს.

  • თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ვის ეკუთვნის ის.

    შეგახსენებთ, რომ უკვე მე-4 დღეა, თბილისის ზღვასა და მიმდებარე ტერიტორიაზე 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ. მისი პირადი ნივთები პოლიციამ თბილისის ზღვასთან იპოვა.

     

  • პენტაგონი წლების განმავლობაში წერილებს შეცდომით მალიში გზავნიდა – Financial Times

    პენტაგონი წლების განმავლობაში წერილებს შეცდომით მალიში გზავნიდა – Financial Times

    Financial Times წერს, რომ  ბეჭდივისას დაშვებული შეცდომის გამო პენტაგონი წლების განმავლობაში წერილებს მალიში გზავნიდა. აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში MIL დომენი გამოიყენება , ხოლო მალის დომენი მსგავსია – ML. ჰოლანდიელი მეწარმის იოჰანეს ზუურბირის თქმით, რომელიც  მალის დომენის სამართავად დაიქირავეს, ეს  10 წელზე მეტია გრძელდება.

    და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომით გაგზავნილი ელ.ფოსტის უმეტესობა სპამია, ზოგიერთი შეტყობინება შეიცავს სენსიტიურ მონაცემებს, კერძოდ, აშშ-ს სამხედროების, კონტრაქტორების და მათი ოჯახების შესახებ.

    პენტაგონმა უკვე განაცხადა, რომ მათ იციან პრობლემის შესახებ და MIL დომენიდან გაგზავნილი ელფოსტა  გაგზავნამდე იბლოკება და შედეგად, მიმღებმა  საკუთარი მონაცემები უნდა დაადასტუროს,  რათა თანდართული ინფორმაცია ნახოს .

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, საქართველოში 16:02 წუთზე მიწისძვრა მოხდა.

    მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩოხატაური, კურორტი ბახმარო იყო და მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.

  • კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში მზად იქნება – სირსკი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  ამერიკული კასეტური ჭურვები უკვე ჩავიდა უკრაინაში და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად. უკრაინა ჭურვების ბახმუტში გამოყენებას გეგმავს.

    გამოცემა არ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის  შედგა  გენერალ-პოლკოვნიკთან  საუბარი.

    ჟურნალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ “ბახმუტის ირგვლივ პოზიციებზე ამერიკული ჰაუბიცა M777-ები დაინახეს, რომლებიც (კასეტურ – რედ.) ჭურვებს ისვრიან.”

  • უკრაინელებმა, ბრძოლის ველზე ინიციატივა აიღეს – ლოიდ ოსტინი

    “უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა გამძლეობა დიდი სისასტიკის წინაშე. უკრაინული ძალები აგრძელებენ გაბედულ ბრძოლას თანამოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად. უკრაინის კონტრშეტევა არის გადამწყვეტი მომენტი ამ ტრაგიკულ ომში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს ინიციატივა მათ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით, მაგრამ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შექმნა უკიდურესად ფეთქებადი სიტუაცია.[…]

    ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნას, აღჭურვილობასა და მხარდაჭერას, რათა შევქმნათ ქმედუნარიანი და პროფესიონალი უკრაინელი სამხედრო, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი ახლა და შეაჩეროს აგრესია მომავალში. შეერთებული შტატები დადგება უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ისევე როგორც ეს საკონტაქტო ჯგუფი”,

    აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

  • აფეთქებულ ყირიმის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

    აფეთქებულ ყირიმის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა – აღდგენილია ტამან ქერჩის მიმართულების უკიდურესი მარჯვენა ზოლი, რომელიც ერთადერთია, სადაც ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია, შესაბამისად, შემოღებულია რევერსული მოძრაობის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, მოძრაობა მონაცვლეობით იხსნება ჯერ ერთი მიმართულებით მიმავალი მანქანებისთვის, შემდეგ კი მეორე მიმართულებისთვის. მოძრაობის აღდგენის ამსახველი ვიდეო რუსეთის ვიცე პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა გამოაქვეყნა.

    ყირიმის ხიდთან დღესაც მანქანების კილომეტრებიანი რიგია. ასობით მანქანა საკუთარ რიგს ელოდება.

    ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს, სავარაუდოდ საზღვაო დრონებმა ორშაბათს ღამით ააფეთქეს. შედეგად, ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთი სექცია ჩამოინგრა, მეორე შედარებით ნაკლებად დაზიანდა. სწორედ ამ ზოლში აღდგა მოძრაობა.

    რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, რომელიც გუშინ საღამოს პუტინთან ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საკითხის გამო შეიკრიბა, ყირიმის ხიდის ერთ მხარეს ორმხრივი მოძრაობის ამოქმედება 15 სექტემბერს იგეგმება, მეორე მხარის აღდგენას კი ნოემბრამდე შეძლებენ.

    ცნობისთვის, ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს,  აფეთქება მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ყირიმის ხიდის 145-ე საყრდენის მიდამოში ყუბანის მხრიდან “საგანგებო შემთხვევა” მოხდა.

    ეს არის მეორე დიდი ინციდენტი ანექსირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდზე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. წინა შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.

    უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უკრაინული გამოცემის Suspilna-ს კომენტარში აღნიშნა, რომ ხიდის ნაწილის განადგურების გამო, უკრაინაში რუსეთის არმიას პრობლემები შეექმნება ლოჯისტიკასთან დაკავშირებით.

    • „ნახევარკუნძულს რუსები იყენებენ, როგორც დიდ ლოჯისტიკურ კვანძს უკრაინის ტერიტორიაზე ძალების და აქტივების გადასაადგილებლად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემა დამპყრობლებისთვის დამატებითი გართულებაა“, – განაცხადა იუსოვმა. მან ასევე მოიყვანა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადება, რომელმაც ხიდს “ზედმეტი კონსტრუქცია” უწოდა.

    ოფიციალურად, უკრაინის ხელისუფლებას ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, BBC-ის წყარომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ყირიმის ხიდზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.

  • უსამშობლო არახამიას ვურჩევდი საქართველოს თავი დაანებოს – ალუდა ღუდუშაური

    „არახამიას ქცევები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ნორმალურობისგან და ყოველგვარი რეალობისგან დაცლილია. როგორც ჩანს, არახამიას სხვა საქმე არ აქვს, ვურჩევდი უკრაინის შიდა საქმეებით დაკავდეს, როცა ძალიან მძიმე ვითარებაა და უკრაინელი ხალხის ინტერესებს მოახმაროს რესურსები, თუ ასეთი გააჩნია და თავი დაანებოს საქართველოს. მკაფიოდ მინდა ვუთხრა – არავის გვეშინია! მით უმეტეს, არახამიას და მისნაირების როგორ შეიძლება გვეშინოდეს, ეს უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია. როგორც ჩანს, სუბრეალურ რეალობაში იმყოფება და რეალობას მოწყვეტილია, თუ დაბრუნდება რეალობაში, მისთვის ეს კარგი იქნება. გამოძიების დაწყებას რაც შეეხება, იმ ადამიანის კვალიფიკაციაზე როგორ შეიძლება ვისაუბროთ, რომელიც რეალობისგან დაცლილია და ყოველგვარი წითელი ხაზი აქვს გადაკვეთილი. აბსოლუტურად წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომ თურმე გამოძიება უნდა დაიწყოს, თან მკვლელობის მომზადებაზე. მე მას ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს მათ შორის, უკრაინის კანონმდებლობა და თუ გამოძიება რამეზეა დასაწყები, ყველა მტკიცებულება სახეზე აქვთ და დაიწყონ გამოძიება როგორ უკანონოდ გადმოკვეთა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი და თუ ეს ასე არ მომხდარა, მაშინ განმარტება გააკეთოს და ღიად თქვას, რომ უკრაინის საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს და ამაში ჩართულნი იყვნენ უკრაინის თანამდებობის პირები. კიდევ ვურჩევდი, ქართველ ხალხს და საქართველოს ამ უსამშობლო ადამიანმა თავი დაანებოს”,

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დავით არახამიას განცხადებას:”რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, მკვლელობის მცდელობაა“.